ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ყოველ მეგობარს შეუძლია თქვას, მეგობარი ვარო, მაგრამ ზოგი მეგობარი მხოლოდ სახელით არის მეგობარი. |
||
2 | განა სიკვდილივით საწუხარი არ არის, როცა ამხანაგი და მეგობარი მტრად გადაგექცევა? | ||
3 | ო, ბოროტო ზრახვავ, საიდან შემოძვერი, რომ ხმელეთი მზაკვრობით დაგეფარა? | ||
4 | მეგობარი ტკბება მეგობრის სიხარულით და გასაჭირის ჟამს კი მის წინააღმდეგ იქნება. | ||
5 | მეგობარი მეგობარს შეეწევა სტომაქის გულისთვის, ომის დროს კი ფარს დაწვდება. | ||
6 | ნუ დაივიწყებ მეგობარს შენს სულში და გულიდან ნუ ამოგივარდება შენი კეთილდღეობის დროს. | ||
7 | ყველა მრჩეველი თავის რჩევას აქებს, მაგრამ ზოგიერთი თავის სასარგებლოდ ურჩევს. | ||
8 | მრჩევლისგან დაიცავი თავი და ჯერ გამოიცან, რა სურს მას, რადგან შესაძლოა, თავისთვის სასარგებლო რამ გირჩიოს, შენზე კი წილი ჰყაროს; | ||
9 | გითხრას: კეთილია შენი გზა, მერე წინ დაგიდგეს იმის დასანახად, თუ რა შეგემთხვევა. | ||
10 | ნუ ითათბირებ შენს მიმართ ეჭვით მომზირალთან და შენს მოშურნეებს დაუფარე განზრახვა. | ||
11 | ნუ ითათბირებ ცოლთან მის რაყიფზე და მხდალთან - ომზე, ვაჭართან - გაცვლა-გამოცვლაზე და მყიდველთან - გაყიდვაზე, მოშურნესთან - მადლიერებაზე და უწყალოსთან - ქველმოქმედებაზე, მცონარესთან - ნურა საქმეზე, ერთი წლით დაქირავებულთან - სამუშაოს დასრულებაზე და ზარმაც მსახურთან დიდ საქმეზე; არანაირი ბჭობისას არ დაენდო მათ. | ||
12 |
არამედ ყოველთვის მიმართე მხოლოდ ღვთისმოსავ კაცს, ვისზედაც შეიტყობ, რომ მცნებებს მტკიცედ იცავს, ვისი სულიც შენს სულს ეთანხმება და თუ დაეცემი, შენთან ერთად იმწუხრებს. |
||
13 | დაეყრდენი შენი გულის რჩევას, რადგან მასზე უფრო სანდო არავინ არ გყავს. | ||
14 | კაცის სული ხომ ზოგჯერ უფრო მეტს გვაუწყებს, ვიდრე მაღალზე მჯდომი შვიდი მეთვალყურე. | ||
15 | ყოველივე ამისთვის კი ევედრე უზენაესს, რათა ჭეშმარიტებით წარგიმართოს გზა. | ||
16 | დასაბამი ყველა საქმისა განსჯაა, ყოველგვარ საქმეზე უწინარესი კი - რჩევა. | ||
17 | კვალი გულის ცვალებადობისა ოთხ მდგომარეობას გვიჩვენებს: | ||
18 | ბოროტებასა და სიკეთეს, სიცოცხლესა და სიკვდილს; ენა კი მიწყივ მეუფებს მათზე. | ||
19 | ზოგი კაცი გაწაფულია, მრავალს მოძღვრავს, მაგრამ ურგებია საკუთარი თავისთვის. | ||
20 | ზოგიერთი სიტყვით ბრძენობს, მაგრამ საძულველია; ამგვარს ყოველგვარი საზრდელი მოაკლდება, | ||
21 | რადგან არ მიეცა მას უფლისგან მადლი და მოკლებულია ყოველგვარ სიბრძნეს. | ||
22 | ზოგი ბრძენია საკუთარი თავისთვის და მისი ცოდნის ნაყოფი მის ბაგეზე სარწმუნოა. | ||
23 |
ბრძენი კაცი თავის ხალხს აღზრდის და მისი ცოდნის ნაყოფი სარწმუნოა. |
||
24 | ბრძენი კაცი კურთხევით აღივსება და მას შენატრის ყოველი მხილველი. | ||
25 | კაცის სიცოცხლე დღეების რიცხვით განისაზღვრება, ხოლო დღენი ისრაელისა კი განუსაზღვრელია. | ||
26 | ბრძენი დაიმკვიდრებს თავისი ერის ნდობას და მისი სახელი საუკუნოდ იცოცხლებს. | ||
27 | შვილო, გამოსცადე შენი სული სიცოცხლეში და ნახე, რა არის მისთვის ცუდი, და ნუ შეამთხვევ. | ||
28 | რადგან ყველაფერი როდია ყველასთვის სასარგებლო და ყოველ სულს როდი ესათნოება ყოველივე. | ||
29 | გაუმაძღარი ნუ იქნები განცხრომაში და საჭმელ-სასმელს ნუ დაეხარბები. | ||
30 | რადგან ბევრი ჭამისგან ჩნდება სენი და გაუმაძღრობამ გულისრევა იცის. | ||
31 | გაუმაძღრობით მრავალნი აღესრულნენ, თავშეკავებული კი სიცოცხლეს იხანგრძლივებს. |