ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ. |
||
2 | მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში. | ||
3 | განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ. | ||
4 | შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისაგან ნუ მიიბრუნებ. | ||
5 | მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ. | ||
6 | რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი. | ||
7 | თავაზიანად მოიქეცი საკრებულოში და მთავრის წინაშე თავი მოიდრიკე. | ||
8 | ყური მიაპყარ გლახაკს და მშვიდად და ალერსით უპასუხე. | ||
9 | იხსენი უსამართლოდ დაჩაგრული უსამართლოს ხელიდან და განსჯისას სულმოკლე ნუ იქნები. | ||
10 | იყავი ობოლთათვის როგორც მამა და მათი დედისათვის ქმრის მაგიერი, და შეიქნები ვითარცა ძე უზენაესისა, რომელიც დედაზე უფრო შეგიყვარებს. | ||
11 |
სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია თავის მაძიებელთ. |
||
12 | მის მოყვარულს სიცოცხლე უყვარს და მისთვის რიჟრაჟზე წამომდგარნი სიხარულით აღივსებიან. | ||
13 | მისი მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და, სადაც კი მივა, უფალი აკურთხებს. | ||
14 | რომელნიც მას მსახურებენ, წმინდას ემსახურებიან, და მისი მოყვარულნი უფალსაც უყვარს. | ||
15 | მისი მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას რწმენით მიეახლება, დამკვიდრდება. | ||
16 | რომელიც ირწმუნებს, დაიმკვიდრებს მას და მისი შთამომავალნი გახდებიან მფლობელნი მისნი. | ||
17 | რადგან ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად, შიშსა და ძრწოლაში ეყოლება, გასტანჯავს მას თავისი წვრთნით, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს. | ||
18 | კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს მას, განუცხადებს თავის საიდუმლოთ. | ||
19 | თუ შეცდება, მიატოვებს მას და მის დამამხობელს ჩაუგდებს ხელში. | ||
20 | გაფრთხილდი, ჟამი არ გამოგეპაროს, ბოროტისაგან დაიცავი თავი და შენი თავისა არ შეგრცხვება. | ||
21 |
რადგან არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს, და სირცხვილი, რომელიც დიდება და მადლია. |
||
22 | ნუ თვალთმაქცობ საკუთარი თავის წინაშე და შენი დაცემისა ნუ გრცხვენია. | ||
23 | ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს, | ||
24 | რადგენ სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა - ენის მეტყველებით. | ||
25 | წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს. | ||
26 | ნუ შეგრცხვება აღიარება შენი ცოდვებისა და მდინარის დინებას ნუ შეაჩერებ. | ||
27 | უგუნურ კაცს თავს ნუ დაუმორჩილებ და შეძლებულს ნუ მიეკერძოები. | ||
28 | სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის. | ||
29 | ნუ იქნები კადნიერი ლაპარაკში და ზარმაცი და დაუდევარი საქმეში. | ||
30 | ნუ იქნები ლომივით შენს სახლში და შარიანი სახლეულებთან. | ||
31 | ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული გასაცემად. |