1 |
წარმოშვა მისგან გულმოწყალე კაცი, მადლის მპოვნელი ყოველი ხორციელის თვალში,
ღვთისთვისაც და კაცთათვისაც საყვარელი მოსე, რომლის ხსენებაც კურთხეულია.
|
|
|
2 |
დიდებით წმიდებს დაამსგავსა და გაადიადა იგი საქმეთა
წყალობით მტრების დასაშინებლად. |
|
|
3 |
მისი სიტყვებით შეწყვიტა ნიშები და განადიდა იგი მეფეთა
წინაშე; მისი მეშვეობით მბრძანებლობდა თავის ხალხს და მასვე აჩვენა თავისი
დიდება. |
|
|
4 |
ერთგულებისა და მორჩილებისთვის წმინდა ჰყო იგი და ყოველი
ხორციელისგან გამოარჩია; |
|
|
5 |
მოასმენინა მას თავისი ხმა, შეიყვანა ნისლში და პირისპირ
მისცა მას მცნებანი - რჯული სიცოცხლისა და შემეცნებისა, რათა იაკობისათვის
ესწავლებინა აღთქმა და ისრაელისთვის მისი სასჯელები. |
|
|
6 |
აამაღლა აარონი, მისი მსგავსი სიწმიდით, მისი ძმა, ლევის
ტომიდან; |
|
|
7 |
დაუდვა მას საუკუნო აღთქმა და ერის მღვდლობა ჩააბარა მას.
აკურთხა იგი მშვენიერ სამოსელში და შემოარტყა სარტყელი დიდებისა. |
|
|
8 |
შემოსა იგი სანაქებო სრულყოფილებით და გამოაწყო მდიდრული
სამოსელით: საწმერთულით, ტალავარით და ეფოდით. |
|
|
9 |
შემოარტყა მას ბურთულაკები და ოქროს მრავალი ეჟვანიც
შემოავლო, რათა ფეხის გადადგმისას ხმები გამოეცათ და ტაძარში რეკვა
ამტყდარიყო მისი ხალხის შვილებისთვის შესახსენებლად. |
|
|
10 |
შემოსა წმიდა სამოსით, ოქროთი ლურჯით და ძოწეულით - ნაქარგი ქსოვილით, მსჯავრის
სიტყვით და ურიმითა და თუმიმით, ოსტატის ნახელავი მეწამული ქსოვილით; |
|
|
11 |
პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ბეჭდით ოქრომჭედლის ნახელავ
ოქროს ბუდეში, რომელზედაც სამახსოვროდ ამოკვეთილია წარწერები ისრაელის
ტომთა რიცხვის მიხედვით; |
|
|
12 |
თავსაბურავს ზემოთ ოქროს გვირგვინით ნიშნად სიწმიდის ბეჭდისა ღირსების სადიდებლად -
ეს არის ქმნილება ხელოვნებისა და სამკაული, თვალებისთვის სანატრელი. |
|
|
13 |
მის დრომდე არ იყო მშვენებანი და ვერც უცხოტომელი
შეიმოსება ამგვარად ვერასოდეს, არამედ მხოლოდ მისი შვილები და მისი
შთამომავლობა სამარადჟამოდ. |
|
|
14 |
მისი მსხვერპლი ყოველდღე შეიწირება, მუდმივად, ორჯერ.
|
|
|
15 |
აუვსო მოსემ ხელი და სცხო მას წმინდა ზეთი; მიეცა მას და
მის თესლს საუკუნო აღთქმა ცის დღეებში, რათა ემსახურონ უფალს და აკურთხონ
მისი ხალხი მისი სახელით. |
|
|
16 |
გამოარჩია იგი ყოველი ცოცხალისაგან, რათა უფლისათვის ძღვენი მიერთმია: საკმეველი და
კეთილსურნელება იმის სამახსოვროდ, რომ თავისი ხალხი შეიწყალა. |
|
|
17 |
მისცა მას თავისი მცნებებით ხელმწიფება მსჯავრის
გამოსატანად, რათა დაემოძღვრა იაკობი მოწმობებით და თავისი რჯულით
გაენათლებინა ისრაელი. |
|
|
18 |
წინ აღუდგნენ მას უცხონი და შეშურდათ მისი უდაბნოში -
დათანი, აბირონი და მათი ხალხი, და კორახის კრებული სიშმაგითა და
გულისწყრომით. |
|
|
19 |
იხილა უფალმა და არ მოეწონა, და აღესრულნენ ისინი
გულისწყრომის სიშმაგეში. მოახდინა მათზე სასწაული და თავისი ცეცხლის ალით
შემუსრა ისინი. |
|
|
20 |
შეჰმატა აარონს დიდება და მისცა მას მემკვიდრეობა;
უწილადა მას პირველმოწეული ნაყოფები; პირველ ყოვლისა კი მოუმზადა პური
საძღომად, |
|
|
21 |
რადგან ისინი ჭამენ უფლის მსხვერპლს, რომელიც მას და მის
შთამომავლობას მისცა. |
|
|
22 |
მაგრამ მას არა აქვს მემკვიდრეობა ხალხის ქვეყანაში და
არც წილი ხალხს შორის, რადგან თავად უფალია მისი წილი და მემკვიდრეობა. |
|
|
23 |
ფინხაზი, ელეაზარის შვილი, მესამეა დიდებით, რადგან
მოშურნე იყო იგი უფლის შიშში, მტკიცედ იდგა ხალხის განდგომისას სულის
სიქველით და ივედრებოდა ისრაელის შეწყალებისთვის. |
|
|
24 |
ამიტომაც მიეცა მას მშვიდობის აღთქმა, რომ სათავეში
ჩადგომოდა საწმიდარსა და მის ხალხს, რომ მის შთამომავლობას საუკუნოდ
ჰქონოდა მღვდლობის ღირსება. |
|
|
25 |
დავითსაც, იესეს შვილს, იუდას ტომიდან, მიეცა აღთქმა, რომ
სამეფო მემკვიდრეობა გადავიდოდა მხოლოდ შვილიდან შვილზე. ასევე
მემკვიდრეობა აარონისა მისი შთამომავლობისაა. |
|
|
26 |
ღმერთმა თქვენც ჩაგიგდოთ სიბრძნე გულში, რომ მისი ხალხი
სიმართლით განსაჯოთ, რომ არ წარიხოცოს მისი სიკეთენი და მისი დიდება
თაობიდან თაობაში გადავიდეს. |
|
|