1 |
მის შემდეგ გამოჩნდა ნათანი საწინასწარმეტყველოდ დავითის დღეებში.
|
|
|
2 |
როგორც ცხიმი, მსხვერპლისგან გამორჩეული, ასე იყო დავითი
ისრაელიანთა შორის. |
|
|
3 |
ციკნებივით ეთამაშებოდა ლომებს და ბატკნებივით - დათვებს. |
|
|
4 |
განა სიჭაბუკეში არ მოკლა ბუმბერაზი და სირცხვილი
ჩამორეცხა ხალხს, როცა აღმართა ხელი შურდულის ქვით და დაამხო სიამაყე
გოლიათისა? |
|
|
5 |
რადგან უზენაეს უფალს მოუწოდა და მან მისცა ძალა
მარჯვენაში, რათა დაემარცხებინა ომში მძლე კაცი და აემაღლებინა რქა თავის
ხალხისა. |
|
|
6 |
ამგვარად განადიდეს იგი მრავალთა შორის და უფლის
კურთხევით შეასხეს ხოტბა, როგორც დიდების ჯიღის მატარებელს. |
|
|
7 |
რადგან გაანადგურა გარშემო მტრები, დაიმორჩილა
მოწინააღმდეგე ფილისტიმელნი და მათი რქები დღემდე შემუსვრილია. |
|
|
8 |
ყველა თავის საქმეში წმიდას, უზენაესს უძღვნიდა მადლს
დიდების სიტყვებით; მთელი გულით უგალობა უფალს და შეიყვარა თავის
შემოქმედი. |
|
|
9 |
დააყენა მგალობელნი საკურთხევლის წინ, რათა მათი ხმებით
დაეტკბო ჰანგი. |
|
|
10 |
მან დაამშვენა დღესასწაულები და დაადგინა ჟამნი მთელი წლის მანძილზე ღვთის წმიდა
სახელის შესაქებად და ტაძრის ასახმიანებლად ცისკრიდანვე. |
|
|
11 |
უფალმა მიუტევა ცოდვები და მისი რქა საუკუნოდ აამაღლა,
მისცა მას მეფეთა აღთქმა და დიდების ტახტი ისრაელში. |
|
|
12 |
შემდგომად მისა გამოჩნდა მისი ბრძენი ვავი და მამის წყალობით იცხოვრა ბედნიერად. |
|
|
13 |
სოლომონმა მშვიდობიან ხანაში იმეფა, რადგან ღმერთმა
ყოველმხრივ მოასვენა, რათა აღემართა სახლი მის სახელზე და საუკუნო ტაძარი
განემზადებინა. |
|
|
14 |
როგორ გაბრძენდი შენს სიჭაბუკეში! მდინარესავით აივსე გონიერებით.
|
|
|
15 |
შენმა სულმა დაფარა დედამიწა და აღავსე იგი იდუმალი
იგავებით. |
|
|
16 |
შორეულ კუნძულებს მისწვდა შენი სახელი და შეგიყვარეს შენი სიმშვიდისთვის. |
|
|
17 |
შენი საგალობლებით და ანდაზებით, იგავებით და
განმარტებებით განცვიფრდნენ ქვეყნები. |
|
|
18 |
უფალი ღმერთის სახელით, რომელიც ისრაელის ღმერთად
იწოდება, კალასავით შეკრიბე ოქრო და ტყვიასავით გაამრავლე ვერცხლი. |
|
|
19 |
მაგრამ მიდრიკე შენი წელი ქალებისკენ და დაემონე მათ შენი
სხეულით. |
|
|
20 |
ლაქა წასცხე შენს დიდებას და წარყვენი შენი მოდგმა ისე,
რომ რისხვა მოაწიე შენს შვილებზე და მათაც დაიტირეს შენი უგუნურება, |
|
|
21 |
რომ ორად გაყავი ხელმწიფება და ეფრემიდან ურჩ სამეფოს
დაედო სათავე. |
|
|
22 |
მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის მოწყალებას, არცერთ
თავის ნამოქმედარს არ გაანადურებს, არ შემუსრავს თავისი რჩეულის
შთამომავლობას და თავისი მოყვარულის თესლს არ აღმოფხვრის. მან მისცა იაკობს
ნატამალი და დავითს - ძირი მისი ღეროდან. |
|
|
23 |
განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და თავის
შემდგომად თავისი თესლისგან ხალხს დაუტოვა უმეცარი და ჭკუანაკლული რობოამი,
რომელმაც ხალხი განიშორა თავის თათბირით, |
|
|
24 |
და იერობოამი, ნაბატის ძე, ვინც აცთუნა ისრაელი და
ეფრემიც ცოდვის გზაზე დააყენა. დიდად გამრავლდა მათი ცოდვები, რისთვისაც
თავიანთი ქვეყნიდან განიდევნენ. |
|
|
25 |
და ყოველგვარ ბოროტებას სჩადიოდნენ, ვიდრე მათზე
შურისგებამ არ მოაწია. |
|
|