1 |
გამოჩნდა ელია წინასწარმეტყველი და მისი სიტყვა ლამპარივით ანათებდა;
|
|
|
2 |
ვინც მათ შიმშილი თავს დაატეხა და თავისი შურით შეამცირა
მათი რიცხვი; |
|
|
3 |
უფლის სიტყვით ჩაკეტა ზეცა და სამგზის ჩამოიტანა ცეცხლი. |
|
|
4 |
როგორ განდიდდი, ელია, შენი სასწაულებით და ვინ დაიქადებს
შენსავით? |
|
|
5 |
შენ აღადგინე გვამი სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან
უზენაესის სიტყვით; |
|
|
6 |
შენ ჩამოაგდე მეფეები დასაღუპავად და დიდებულნი მათი
სარეცლებიდან; |
|
|
7 |
სინაიზე მოისმინე მხილება და ქორებზე შურისგების მსჯავრი; |
|
|
8 |
შენ სცხე მეფეებს სამაგიეროს მისაზღველად და შენს
მემკვიდრე წინასწარმეტყველებს; |
|
|
9 |
ატაცებულ იქმენ ცეცხლის გრიგალით ცეცხლოვანი ცხენების
ეტლზე; |
|
|
10 |
განწესებული იყავი დროზე სამხილებლად, რათა დაგეცხრო უფლის რისხვა, ვიდრე
სიშმაგემდე მიაღწევდა, შვილისკენ მოგექცია მამის გული და იაკობის შტოები აღგედგინა. |
|
|
11 |
ნეტარ არიან შენი მხილველნი, სიყვარულში განმშვენებულნი
და ჩვენც სიცოცხლით ვცხონდებით. |
|
|
12 |
ელია იყო, გრიგალივით რომ დაიფარა და მისი სულით ელისე აღივსო. არ შერყეულა იგი
მთავართა წინაშე თავის დღეში და ვერც ვერავინ დაიმორჩილა იგი. |
|
|
13 |
ვერავის სიტყვამ ვერ სძლია მას და განსვენების ჟამსაც
იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა. |
|
|
14 |
როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი
აღსასრულის შემდეგ.
|
|
|
15 |
და მაინც არ მოინანია ხალხმა და არ უკუაგდო თავის
ცოდვები, ვიდრე ტყვეებად არ წაასხეს თავისი ქვეყნიდან და მთელ
ქვეყნიერებაზე არ გაიფანტნენ. |
|
|
16 |
დარჩა ძალზე მცირე ხალხი და მთავარი დავითის სახლიდან. მათგან ზოგიერთი სათნოდ
იქცეოდა, ზოგიერთმა კი გაამრავლა ცოდვები. |
|
|
17 |
ხიზკიამ გაამაგრა თავისი ქალაქი და მის შუაგულში წყალი
შეიყვანა, რკინით გათხარა კლდე და ააშენა წყალსაცავი. |
|
|
18 |
მის დროს გამოილაშქრა სანხერიბმა და გამოგზავნა რაბსაკე,
ხელი აღმართა სიონზე და ამპარტავნულად მედიდურობდა. |
|
|
19 |
მაშინ აუკანკალდათ გულები და ხელები, და იტანჯებოდნენ
მშობიარეთა მსგავსად. |
|
|
20 |
მოუხმეს უფალს, გულმოწყალეს, და ხელები გაიწოდეს მისკენ.
უმალ შეისმინა მათი წმიდამ ზეციდან და იხსნა ისინი ესაიას ხელით. |
|
|
21 |
მან დაამარცხა აშურელთა მხედრობა და მისმა ანგელოზმა
შემუსრა იგი. |
|
|
22 |
რადგან ხიზკია უფლის წინაშე სათნოდ იქცეოდა და განმტკიცდა
მამამისის, დავითის გზაზე, როგორც ამცნო ესაია წინასწარმეტყველმა, დიდმა და
სარწმუნომ თავისი ხილვებით. |
|
|
23 |
მის დროს იყო, რომ უკუიქცა მზე და შეჰმატა მეფეს
სიცოცხლეს ხანი. |
|
|
24 |
თავისი დიდი სულით იხილა უკანასკნელი ამბები და ანუგეშა
სიონში მგლოვარენი. |
|
|
25 |
გამოაცხადა მოწევნადი საუკუნის დასასრულამდე და დაფარულნი
- მათ ახდომამდე. |
|
|