რისთვის დაეკითხა იესუ ავზნიანის მამას რამდენი ხანია რაც იტანჯებაო? მან როგორც ღმერთმა უწყის აწმყოც, წარსულიცა და მომავალიც, მისი მიშვების გარეშე სული არაწმინდა ვერ შევიდოდა ყრმაში... ამ კითხვით უფალს სურს აჩვენოს თანაგრძნობა ჩვენი ადამიანური უძლურების მიმართ და ცდილობს გამოიწვიოს ცოცხალი რწმენა, საწინდარი განკურნებისა. მეორეს მხრივ, სურს გვაჩვენოს, რომ რაოდენ ხანგრძლივიც არ უნდა იყოს ავადმყოფობა, თუ რწმენით მივმართავთ ზეციურ მკურნალს, - მივიღებთ მისგან კურნებას.