რომელი მეფე შეჯდება საზეიმო მსვლელობისას ახალ გაუხედნავ
კიცვზე? ქრისტესთან არანაირ წინასწარ სამზადისს არ ვხედავთ: ყველაფერი უეცრად
ხდება... წარგზავნის ორ მოწაფეს; სასწაულებრივად ნახეს, სასწაულებრივად
წამოიყვანეს: მოიყვანეს - არ იცოდნენ ვისი იყო, პატრონმა მაშინვე დაუთმო, ისე რომ
არც კი იცოდა ვისთვის. და ხალხიც, მოუმზადებელი შიკრიკთაგან, აღფრთოვანებით მოცული,
ყოველგვარი მედიდურობის გარეშე, დაუგებს საკუთარ სამოსელს... საოცრად სრულდება
ზაქარიას წინასწარმეტყველება... რა საჭირო იყო ეს წამიერი ზეიმი, როცა ხალხი ჯერ
კიდევ ზეიმობდა, ხოლო გაბოროტება დაღუპვას ამზადებდა? ეს წარმავალი ზეიმი წინასახე
იყო ქრისტეს მომავალი ჭეშმარიტი ზეიმისა... მისი სამეფო არაა იერუსალიმი, არამედ -
ეკლესია... ქედი მოვუხაროთ ქრისტეს ტკბილ უღელს, მორჩილად მივსდიოთ მას,
მღაღადებელთა სიღრმით გულისათ: ოსანნა ძესა დავითისსა.
ფილარეტი, მიტროპოლიტი მოსკოვისა