image

image


image

 

წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი

ჯვარცმაზე

ერ-უჩნდა უფალს იმგვარი სიკვდილი დაეთმინა, რომ ხელები განერთხო, რათა ერთი ხელით რჩეული ერი მოეზიდა, ხოლო მეორეთი - წარმართნი, ორნივე კი ერთად შეეკრიბა. რამეთუ თვით მანვე იწინასწარმეტყველა, გვიჩვენებდა რა როგორი სიკვდილით გამოისყიდდა ყველას: „ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“.

ინ გადასცა ჯვარზე ძე ღმრთისა?.. - ღვთიურმა სიყვარულმა და გულმოწყალებამ - ცოდვილთათვის და ღმერთის მტრებისა - მათი მარადიული ტანჯვისაგან დახსნისათვის... თუკი მტერი ეცდება ცოდვათა ჩვენთა სიმრავლის გამო სასოწარკვეთილებით აფორიაქებას... ვუჭვრეტდეთ ჯვარს და მიმოვიხილოთ მის გარშემო... მარჯვენით ჯვარისა - მონანული ავაზაკი... ჯვარის კვარცხლბეკთან - შენდობილი ცოდვილი... ჯვარს უკან - პეტრე, უარისმყოფელი, მაგრამ შემდგომ სინანულისა გამო თვით ქრისტეს მიერ თავმოციქულად დადგინებული... ჯვრის წინ - წარმართი ასისთავი, ჯვარცმულის ძე ღმრთისად აღმსარებელი... ეს ყოველივე დასტურია იმისა, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელსაც შეეძლოს ღვთიური მოწყალების გადამეტება, თუკი გაგვიჩნდა ჭეშმარიტი სინანული...
არქიეპისკოპოსი დიმიტრი

ესუ ქრისტემ არ დაითმინა არც იოანეს სიკვდილი თავის კვეთით, არცა სიკვდილი ესაიასი - განხერხვით, რათა სიკვდილშიაც ერთიანი დარჩენილიყო მისი სხეული, რათა ამით ნიადაგი გამოეცალა მათთვის, ვინც გაკადნიერდებოდა და ეცდებოდა მისი ეკლესიის დაყოფას სხვადასხვა ნაწილებად (ეკლესია კი, მოგეხსენებათ, ქრისტეს მისტიური სხეულია).
ათანასე დიდი



image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003