კაცთა ბუნება, სამოთხიდამ გამოვრდომილი, ამას ქუეუანასა
ზედა მოვიდოდა, ეშმაკნი დაესხნენ, ჰსწყლეს სიკუდილის წყლულებით და დაუტევეს
მწყდარი; ძველისა ჰსჯულისა მამათ მთავართა, მღუდელთა შემოუარეს, მაგრამ ვერა არგეს
რა, მერმე მარიამისგან შობილი ქრისტე უფალი მოვიდა, შეიწყალა კაცი, და დაასხა ზეთი
და ღვინო (ესე იგი ნათლისღება და ზიარება) და შთააბარა ეკლესიის მოძღვართა, და ორი
დრაჰკანი მისცა (ესე იგი ძველი და ახალი ჰსჯული), ამითი ზარდეო; თუ შენსას რასმე
წარაგებ (ესე იგი კეთილს სწავლას და მცნებას), მეორედ მოსვლისათვის სასყიდელი
აღუთქუა. ქრისტემან ასე შეიწყნარა კაცთა ბუნება, და კაცთა ბუნებამ კი შეურაცხ-ჰყო.
მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი