1. პირველსა მას წელსა კჳროს მეფისა სპარსთასა, აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა, განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, მეფისა სპარსთასა, და მისცა ბრძანება მეცნიერებისა ყოველსა საშარავანდედოსა თჳსსა და მიწერა ყოველთა მიმართ სახე ესრე
2. ესრეთ იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა: ყოველი შარავანდედები ქუეყანისა მომცა მე უფალმან ღმერთმან ზეცისამან და მან მიბრძანა მე მოძიება, რათა უშენო მას ტაძარი იერუსალიმს ჰურიასტანისასა.
3. და თუ ვინმე იყოს თქუენგანი ყოველსა ერსა უფლისასა, რომლისა თანა იყოს ღმერთი მისი მის თანა, და აღვედინ იერუსალჱმდ ჰურიასტანისა, და აღაშენენ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და თავადი ღმერთი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს, იყავნ მის თანა.
4. და ყოველი განმზადებულებაჲ მისი მიიღოს მის თანა, წარიღენ ადგილსა მას, სადა-იგი თჳთ დამკჳდრებულ არს და თანაწარიღენ კაცად-კაცადმან ყოველივე აღსაგებელი თჳსი, რომელ-რა იყოს: ოქროსა და ვეცხლსა და ჭურჭელსა და საცხოვარსა, მოყუსიანად მიიღონ განმზადებულობა ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალიმს
5. და აღდგეს მფლობელნი იგი მამამთავართა ძეთა იუდასთა და ბენიამენისთა, მღდელნი იგი და ლევიტელნი და ყოველნი, რომელთა განაღჳძა უფალმან ღმერთმან სული მათი აღსლვად და აღშენებად ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმდ.
6. და ყოველნი, რომელნი იყუნეს გარემოს მისსა, შემწე ეყოფოდეს და განაძლიერებდეს ჴელთა მათთა, მისცემდეს ოქროსა და ვეცხლსა, ჭურჭელსა და საცხოვარსა და ძღუნითა და შესაწირავითა აღავსებდეს.
7. და მეფემან კჳროს მოღებად-სცა ყოველი იგი სამსახურებელი სახლისა მის უფლისაჲ, რომელ გამოიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან იერუსალჱმით, და მოსცა დამარხვად სახლსა ღმრთისა თჳსისასა.
8. მოღებად-სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, ჴელითა მითრადატ მეფასისათა და მიუთვალა სამნასარს, მთავარსა იუდასსა.
9. და ესე არს რიცხჳ აღთვალვისა: საზორველნი იგი ოქროსა ოცდაათ და საზორველნი იგი სამსახურებელთა ვეცხლისათანი ათას ოცდაცხრა;
10. და პინაკები ოქროსა ოცდაათ და ვეცხლისანი ორგზის ათას.
11. და ყოველი ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა ხუთ ათას ოთხას ყოვლითურთ, რომელნი გამოვიდოდეს სამნასარის თანა ტყვეობისაგან ბაბილონით იერუსალჱმდ.
1. და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა,
2. რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა.
3. ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ.
4. ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ.
5. ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ.
6. ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ.
7. ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ.
8. ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ.
9. ძენი ქორებისნი შჳდასერგასის.
10. ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა.
11. ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ.
12. ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ.
13. ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ.
14. ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს.
15. ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ.
16. ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ.
17. ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ.
18. ძენი იარასნი ასდაათორმეტ.
19. ძენი ასუმისნი ორასოცდასამ.
20. ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ.
21. ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ.
22. ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს.
23. ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა.
24. ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ.
25. ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ.
26. ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ.
27. ძენი მაქამისნი ასოცდაორ
28. ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ.
29. ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ.
30. ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს.
31. ძენი ელამარისნი ათას ორასერგასისდაოთხ.
32. ძენი არამისნი სამასდაოც.
33. ძენი ლიდლონისნი ლოვდადიდ და ონა, შჳდასოცდახუთ.
34. ძენი იერიქოვისნი სამასორმეოცდახუთ.
35. ძენი სენნასნი სამ ათას ექუსასოცდაათ.
36. და ძენი მღდელთანი და ძენი ედდოასნი სახლისა ისოსნი იოესედეკეანისნი ცხრაას სამეოცდაცამეტ.
37. ძენი ემერისნი ათას ერგასისდაორ.
38. ძენი ფასურისნი ათას ორასორმეოცდახუთ.
39. ძენი ერემისნი ათას შჳდას.
40. და ლევიტელთანი იგი ძენი ისუასნი, კადმიოელ ძისა სუდიასი სამეოცდაათოთხმეტ.
41. და რომელნი-იგი იყუნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი და ძენი იგი ასაფისნი ასოცდარვა.
42. და ძენი მეკარეთანი, ძენი ელუმასნი, ძენი ატერისნი, ძენი ტელმონისნი და ძენი აკაკბობისნი, ძენი ატიტასნი, ძენი სობასნი, ყოველივე ასოცდააცხრამეტ.
43. და ნათანისგან თესლნი: ძენი არალისნი, ძენი ასუფასნი, ძენი ტაბაოტისნი.
44. ძენი კერაოსისნი, ძენი სიაასნი, ძენი ფადოენისნი.
45. ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბისნი, ძენი აკობისნი.
46. ძენი ადაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი.
47. ძენი გედდელისნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰრადისნი.
48. ძენი ჰრასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნეკოვდასნი.
49. ძენი გაზანისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი
50. ძენი ასენისნი, ძენი მოვანიმისნი, ძენი ნეფუმისნი.
51. ძენი ბაკუთისნი, ძენი აკუფასნი, ძენი არურასნი.
52. ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაასნი, ძენი არისასნი.
53. ძენი ბარკოსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თამაისნი.
54. ძენი ნესოვასნი, ძენი ატტუფასნი.
55. ძენი მონათა სოლომონისნი, ძენი სოტეასანი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფაკდურასნი.
56. ძენი იელაასნი, ძენი კედროვნისნი, ძენი კედედელისნი.
57. ძენი საფასტასნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერუთისნი, ასაბუბ, ძენი იემეისნი.
58. ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათა მათ სოლომონისათანი სამასოთხმეოცდაათორმეტ.
59. და ესენი არიან გამოსრულნი თელმელექად, თელარესად, ქერობად, ედარ და ემერად, და ვერ შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაჱლისაგან.
60. ძენი დალავისნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკოდასნი ექუსასერგასისდაორ.
61. და ძეთა მათგან მღდელთასა: ძენი აბაასნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელესნი, ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზულოსთა გალაადიტელისა თჳსა ცოლად, იყო დავიწყება სახელთა მათთა.
62. და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნთა მათსა და არა იპოვა. და განაშორნეს იგინი მღდელთაგან.
63. და ჰრქუა ანამესითა მათ: არა წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს, მის მიერ განათლდენ ყოველნი სრულიად.
64. და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრი ორ ათას სამასსამეოც.
65. გარნა მონათა და მჴევალთა მათთა და მწყემსნი მათნი - ათას სამასოცდაათჩჳდმეტ და შემსხმელნი მეფსალმუნენი მათნი, მამანი და დედანი ორას;
66. ცხენები მათი შჳდასოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდაშვიდ.
67. და აქლემები მათი ოთხასოცდაოხუთმეტი და ვირები მათი ექუს ათას შჳდასდაოც;
68. და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ, შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულება საშენებელად მისა,
69. რაოდენიცა იყო ძალი მათი, მისცეს აღსაგებელად საფასე საჴმრისა: ოქრო დიდრაქმა ექუსი ბევრი და ათას და ასი, და ვეცხლი ხუთ ათასი ქანქარი და კუართები სამღდელო ასერგასის.
70. დასხდეს მღდელნი და ლევიტელნი და ერისა მისგანნი შემასხმელნი და მეკარენი ნათანელნი ქალაქთა თჳსთა და ყოველნი ისრაჱლნი ქალაქთა თჳსთა.
1. და მოიწია თთუჱ მეშჳდე და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ქალაქსა და შეკრბა ყოველი ერი ერთბამად, ვითარცა ერთი კაცი იერუსალჱმდ.
2. და აღდგა ისუ იოსედეკიანი და ძმანი მისნი მღდელნი და ზურობაბელ, ძე სალათიელისი, და ძმანი მისნი ექუსნი. და აღაშენეს საკურთხეველი საზორველისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა შეწირვად მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, კაცისა ღმრთისა.
3. და განამზადეს საზორველნი წესისაებრ თჳსისა. რამეთუ ეშინოდა ნათესავთაგან მის ქუეყანისათა, და შესწირეს საკუერთხი მეყსეულად უფლისა ღმრთისა მათისა: ერთი ცისკარს და ერთი მწუხრი.
4. და ყვეს დღესასწაული ტაძრობისა, ვითარცა წერილ არს, საკუერთხი დღითი დღე ერთ რიცხვად, ვითარცა ამცნო მათ.
5. და შესწირვიდეს სხუათაცა საკუერთხთა თვისთავთა და შაბათთა და ყოველთა დღესასწაულთა წლისათა უფლისა სიწმიდეთა ყოველთა უნებელთა, რომელთა შესცოდეს უფალსა.
6. და პირველსა მას თთჳსასა მეშჳდისა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და სახლისა მის აღარ დადებულ იყო საფუძველი.
7. და მისცა ვეცხლი ქვისმჴდელთა და ხუროთა სასმელი და საჭმელი და ზეთი სიდონელთა და ტჳრელთა, და მოაქუნდა ნაძჳსძელი ლიბანით ზღჳთ იოპეთ, ვითარცა უბრძანა მათ კჳროს, მეფემან სპარსთამან.
8. და მეორესა წელსა გამოსლვისა მათისასა, რაჟამს მოვიდეს ტაძარსა უფლისასა იერუსალჱმად თთუესა მას მეორესა, იწყეს ზორაბაბელ სალათიელმან და ისუ იოსედეკიანმან და ძმათა მათთა მღდელთა ლევიტელთა ყოველთა მოსლვად ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ, და დაადგინებდეს ლევიტელთა ოც წლითგან ზედამდგომელად საქმისათჳს სახლისა უფლისასა
9. ისუ და ძენი მისნი, მდგომელნი ზედა საქმისა სახლისა მის უფლისასა, ძენი ენადისანი და ძმანი მისნი და ლევიტელნი.
10. და დადვეს საფუძველი და იწყეს შენებად სახლისა უფლისა; დგეს მღდელნი, და შთაეცვა კუართები, და ჰბერვიდეს ნესტუებსა თჳსსა ლევიტელნი და ძენი ასაფისნი წინწილითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა, ვითარცა განაწესა დავით, მეფემან ისრაჱლისამან.
11. და ჰრქუა კაცმან მოყუასსა თჳსსა: აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი ისრაჱლსა ზედა, და ყოველი იგი კრებული დიდითა ჴმითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. რამეთუ დაიდვა საფუძველი სახლისა უფლისაჲ.
12. და მრავალნი მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და მფლობელთა მათ მამათმთავართა და მოხუცებულთა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უფლისაჲ, და აწ იხილეს თუალითა თჳსითა საფუძველი მისი, ტიროდეს დიდითა ჴმითა; და ყოველი ერი სასწაულსა ჰყოფდა სიხარულისასა და აღამაღლებდეს ჴმასა მათსა
13. და არა ვინ იყო კრებულისა მისგან, რომელმანცა შეუძლო ცნობად და სმენად ჴმა სიხარულისა. ერი იგი ღაღადებდეს ჴმითა დიდითა და მიესმოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.
1. და ესმა, რომელნი აჭირვებდეს იუდასა და ბენიამენსა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი მოქცეულ არიან ტყუეობისაგან და აშენებენ სახლსა უფლისსა ღმრთისა ისრაჱლისასა.
2. და მიეახლნეს ზორობაბელს და მფლობელთა და მამამთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა, ვითარცა თქუენ, ვითხოვთ უფლისაგან ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა, ეგრეთვე შევსწირავთ შესაწირავსა, ვინათგან ასარდან, მეფემან ასურასტანისამან, მოგჳყვანნა ჩუენ აქა
3. და რქუა მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკიანმან და ნეშტთა მათ მფლობელთა მამამთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა ერთგამად აღშენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ჩუენ თჳთ აღვაშენოთ სახლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ კჳროს, მეფემან სპარსთამან
4. და ერი იგი მის ქუეყანისა დააშთინებდა ჴელთა კრებულისა ჰურიასტანისათა და დააბრკოლებდეს მათ შენებისაგან.
5. და დაიდგინეს მორეწენი და ზრახვიდეს, ვითარმცა დააბრკოლნეს იგინი ყოველთა დღეთა კჳროს მეფისა სპარსთასა ვიდრე დღემდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.
6. შარავანდობასა ასარსურაჲსსა სპარსთა ზედა, დასაბამსა შარავანდობისა მისისა, და მიუწერეს წიგნი, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს,
7. და დაწერეს დღეთა არტაშესის მითრადატის ტაბელითურთ და სხუათაცა მონათა მისთა მოხარკეთა. და მიუწერეს წიგნი ასურულითა ენითა, და იყო გამოთარგმანებული ჰრემ ბალატის მიერ,
8. და ესე არიან სიტყუანი წერილისა მის, რომელი მიუვლინეს: მონანი არსა მეფისა ესე მონანი შენნი, რომელნი მკჳდრ ვართ კიდესა ამის მდინარისასა?
9. ჰრეუმ ბაალტამ და სამაი მწერალმან და სხუათა მონათა ჩუენთა: დენეეს, სფარსათაქაიეს, ტარფალიე, ალფასიე, აქუვე, ბაბილოვნელნი, სუსან, ქეედე.
10. და სხუანი იგი დაშთომილნი ნათესავნი, რომელნი დაამკჳდრნა ასენაფარ დიდმან და პატიოსანმან ქალაქსა სომონორსა, ესე არს სამარია. და ნეშტნი იგი წიაღ მდინარესა მას.
11. ესე არიან სიტყუანი მის წიგნისანი, რომელი მიუძღუანეს მათ არტაშეს მეფესა: მონანი შენნი კაცნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან წიაღ მდინარესა, მშჳდობა მოაჴსენეს.
12. აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფისა, რამეთუ ჰურიანი ესე, რომელნი მოვიდეს აქა შენგან ჩუენდა, შევიდეს დაშთომილსა ამას ქალაქსა იერუსალჱმსა განდგომილსა და განმამწარებელსა, რომელსა აწცა აშენებენ, და ზღუდეთა მისთა აღმართება ჰნებავს და საფუძველსა მისსა აღამაღლებენ
13. აროსას მეფისა მშჳდობა! და აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფე, უკუეთუ ქალაქი ესე აღიშენოს და ზღუდენი მისნი აღემართნენ, ხარკი შენ არავინ მოგცეს.
14. და მჴდომ ექმნენ მეფეთა და ჩუენ არა გუნებავს ხილვად, და მის ყოვლისათჳს მივსწერეთ შენდა, მეფე.
15. და ძიება-ჰყო მატიანთა საჴსენებელსა მამათა შენთასა, და ჰპოვო, გულისხმა-ჰყო, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და ყოველსა ჟამსა წინააღუდგების მეფეთა, შესავედრებელ არიან ყოველთა მეოტთათჳს ყოველთა ჟამ, უკუე ამისთჳსცა ქალაქი ესე აღიოჴრა.
16. აწ გაუწყებ თქუენ, მეფესა: უკუეთუ ქალაქი ესე აღეშენოს და ზღუდენი აღემართნენ, არა იყოს შენდა მშჳდობა.
17. მიუწერა მეფემან არეუმ ბალტემისა და სამაიასა მწერალსა და სხუათა მონათა და მოდგამთა მათთა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს სამარიას და ნეშტთა მათ წიაღ მდინარისათა: მშჳდობა თქუენდა,
18. და ხარაკისმომჴდელნი ესე, რომელ მოავლინენით ჩუენდა, მივიდეს ჩემ წინაშე და მითხრეს ყოველივე.
19. და მივწერე და ვპოე, რამეთუ ქალაქი ეგე საუკუნითგან ჟამთასა განდგომილ არს, და მჴდომ მეფეთა ყოფილან.
20. და მეფენი ფიცხელნი და ძლიერნი დადგომილა იერუსალჱმს და განძლიერდეს, დაიპყრეს ყოველი ქუეყანა მზისდასავლით კერძო წიაღ ეფრატსა მდინარესა, და აწ დასდევით მას ზედა ხარაკი და ზუერი, რათა არა მერმეცა თავს მოთნებით განლაღდენ.
21. აწ გაუწყებ თქუენ, მივედით და დააყენენით იგინი და დააბრკოლეთ საქმე იგი მათი, რომელ არა აღიშენონ ქალაქი მათი.
22. ნუ შეუნდობთ მათ, ნუცა მიუტეობთ, არამედ გულსა დაიდევით და მოჰჴადეთ ყოველი ხარკი მათი და ზუერი, რათა არა განმრავლდენ და განძლიერდენ და იყონ მჴდომ მეფეთა.
23. მას ჟამსა ხარკისმომჴდელმან არსას მეფისამან, რომელ არს არტაშესი, მოიღო და აღმოიკითხა წიგნი წინაშე არეუმის და საის მწერალისა და მონათა მათთა. აღვიდეს მსწრაფლ იერუსალჱმად და ჰურიასტანად დიდითა ძლიერებითა და მჴედრებითა და დააბრკოლეს ურიანი იგი შენებისაგან
24. მას ჟამსა დაბრკოლებულ, მოცალე იქმნა საქმე იგი ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს და იყო მოცალებულ ვიდრე მეორე წლადმდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.
1. და წინასწარმეტყუელობდეს ანგეა და ზაქარია ადდოვისა, წინასწარმეტყუელებდენ ზედა ჰურიასტანსა და იერუსალემსა სახელითა უფლისა ღმრთისათა ისრაელისათა.
2. მას ჟამსა აღდგეს ზორობაბელ სალათიელეანი და ისუ იოსედეკეანი და იწყეს შენებად სახლისა მის უფლისა ღმრთისა ისრაილისა იერუსალჱმს. და ერთსიტყვა იყვნეს მათ თანა წინასწარმეტყუელნი ღმრთისანი და შეეწეოდეს მათ.
3. მას ჟამსა მოვიდა თათანი მთავარი ევფრატით მდინარით კერძო და სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი და ჰრქუეს მათ: ვინ გიბრძანა შენება სახლისა მაგის თქუენ, ანუ ვისითა სიტყჳთა აღმართენით გოდოლი მაგისი?
4. ანუ რა ჰქჳან, სახელი კაცთა მაგათ, რომელნი წინამძღუარ არიან შენებისათჳს ამის ქალაქისა?
5. და იყვნეს თუალნი უფლისა ღმრთისა ზედა ჰურიათა მოქცეულთა ტყუეობისაგან, და არა დაუყვნეს იგინი, ვიდრემდის აუწყონ დარეჰ მეფესა. მაშინ წარავლინეს ხარკისმომჴდელნი იგი ამის საქმისათჳს, რათა მეცნიერ იქმნნენ წიგნთა.
6. ესრეთ წერილ იყო, რომელი-იგი წარავლინეს თათანაელ, მთავარმან მდინარითკერძომან, და სათრაბუზან და მონათმოდგამთა მათთა და ფარსაქე და რესიმონ:
7. დარეჰ მეფისა მშჳდობაჲ მრავალი.
8. თქუენდა უწყებულ იყავნ, მეფისა, რამეთუ მოვედით ჩვენ ქუეყანად ურიასტანისა, ქალაქად იერუსალიმად და ვიხილეთ ტაძარი უფლისა ღმრთისა დიდსა, რამეთუ აშენებდეს რჩეულითა ქვითა, ძელსა სათხეპელად უპყრობდეს კედელთა მისთა, და საქმე წარუმართებელ იყო ჴელთა შინა მათთა.
9. მაშინ ვკითხეთ მოხუცებულთა და ვარქვით: ვინ გიბრძანა თქუენ სახლისა ამის აშენებაჲ, ანუ ვისითა სიტყჳთა აშენებთ?
10. და ვკითხეთ სახელი წინამძღუართა მათთა, რათამცა გვაუწყნეს, რამეთუ აღვწეროთ სახელნი კაცთა მფლობელთა მათთანი.
11. და ესე მოგვიგეს ჩვენ ურიათა: ჩვენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. და ვაშენებთ სახლსა ამას, ვითარცა შენებულ იყო უწინარეს მრავლისა წლისა, რომელ აღაშენა მეფემან ისრაელისამან დიდმან სოლომონ და მსგავსად ჩვენცა დავამტკიცოთ ესე.
12. რამეთუ მამათა ჩვენთა განარისხეს ღმერთი ცისა და ქვეყანისა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელთასა და ქალდეველთასა, და სახლი ესე აღაოჴრა და ერი იგი მწირობდა ბაბილონს.
13. და პირველსა წელსა კჳროს მეფისა ბაბილოვნელისა კვიროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ღმრთისა.
14. და ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, რომელ წარეღო ნაბუქოდონოსორს იერუსალემით, მოვიდა და მოიღო სახლთა ღმრთისა თჳსისა, და გამოიღო კჳროს მეფემან სახლით სამეუფოთ; და მისცა სამნასაროს მეფესა
15. და ჰრქვა: ყოველივე სამსახურებელი ჭურჭელი სახლისა უფლისა აღიღე და მიიღე სახლსა უფლისასა, რომელ-იგი არს იერუსალიმსა. მიიღე ეგე ადგილსავე თჳსსა.
16. მას ჟამსა სამნასარ მოვიდა და დადვა საფუძველი სახლისა უფლისა ღმრთისა იერუსალემს, და მიერითგან ვაშენებთ და არა აღგჳსრულებიეს
17. აწ, თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, ძიება-ყავ და იხილე სახლთა დასამარხველთა წიგნთა საჴსენებელთა მეფეთა ბაბილოვნელთასა, რათა გულისხმა-ყო, უკეთუ ნანდვილვე კჳროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ჰურიასტანს და იერუსალემს, და მეცნიერ იქმენ შენ, მეფე, ამის საქმისათჳს მოწერე ჩვენდა.