1. მას ჟამსა დარეჰ მეფემან ძიება-ყო და პოვა სახლსა მეფეთა წიგთა მატიანთასა ბაბილონელთასა.
2. და პოვა ჰამათიასტია ქალაქსა იეგბატანელთასა, თავი ერთი წიგნი ტომარი, და ესრეთ წერილ იყო წიგნსა მას საჴსენებელთასა:
3. წელსა პირველსა კჳროსისა, კჳროს მეფემან უბრძანა სახლისა უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს, და თქუა: აღეშენენ ტაძარი უფლისა და ადგილი, სადა შეწირონ შესაწირავი უფლისა. და მისცა ზომი სიმართლისა სამეოც წყრთაი და სივრცისა - სამეოც წყრთა.
4. და განუწესა სამი ჯერი ქვათაგან ძლიერთა და ჯერი ერთი ძელი. ესრეთ აღიშენენ და მიეცინ ყოველივე ტაძრად.
5. და ჭურჭელი სახლისა უფლისა - ვეცხლისანი და ოქროჲსანი, რომელი მოიღო ნაბუქოდონოსორ სახლისაგან უფლსა იერუსალიმით და დაყო ბაბილონს, აწ შეაქციეთ და მიეცით და მიიღონ ტაძრად უფლისა იერუსალიმს, და წარვიდენ და წარიღონ ადგილსა თჳსსა, სადა დადებულ იყო.
6. მას ჟამსა მისცა დარეჰ წიგნი ბრძანებისა მთავრისა მის მდინარისა კერძოჲსა სათრაბუზანს და მონათმოდგამთა თჳსთა მდინარითკერძოჲსა და უფროსღა შორიელთა ადგილთა.
7. აწ ამიერითგან მიუშჳთ შენება სახლისა მის ღმრთისა მთავართა მათ ჰურიათა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა, და აღაშენონ სახლი იგი ღმრთისა ადგილსავე თჳსსა.
8. და მე მიბრძანებიეს, რათა არღარავინ აყენებდეს მოხუცებულთა ჰურიასტანისათა ისრაჱლისათა აღშენებად სახლისა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და ჴელმწიფებისაგან სუფევისა ჩემისასა; რომელ არიან ხარკისა მომჴდელნი მდინარითკერძონი, ყოვლითა კრძალულებითა მისცენ საჴმარი კაცთა მაგათ და ნუმცა დააბრკოლებენ
9. შვილნი კუროთანი და ვერძთანი წელიწდეულნი საკუერთხად უფლისა ღმრთისა ზეცათასა, იფქლი, და მარილი, და ღჳნოჲ და ზეთი, ვითარცა გიბრძანონ მღდელთმოძღვართა იერუსალჱმისათა, იყავნ დაუბრკოლებელად მიცემულ დღითი დღე, ვითარცა მიიღებდენ.
10. და შესწირედ მსხუერპლი სულნელი უფლისა ღმრთისა ზეცათასა და ლოცვა-ყონ ცხოვრებისათჳს მეფისასა და ძეთა მისთათჳს.
11. და ჩემგან განვიდა ბრძანება ესე, და ყოველი კაცი, რომელი წინააღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, დაარღვიეთ სახლი მისი და მოიღეთ ძელი სახლისა მისისაგან და აღმართეთ ძელი იგი და დამსჭუალეთ კაცი იგი მას ზედა, რომელი წიხააღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, იყავნ მისად საყუედრელად საუკუნოდ
12. და ღმერთმან, რომლისა დამკჳდრებულ არს სახელი მისი მას ზედა, განხრწნენინ და დაარღვიენ მეფობა და ერი, რომელი წარმდებ იქმნა და აღყო ჴელი თჳსი დაყენებად და განრყუნად სახლისა მის უფლისა ღმრთისა, რომელი-იგი არს იერუსალჱმს. მე, დარეჰ მეფემან, დავდევ ბრძანება ესე და ნუვის უფლიეს გარდასლვად
13. მას ჟამსა მთავარი იგი მდინარეთკერძოთა სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი, რომელ-იგი მიწერა დარეჰ მეფემან, მსწრაფლ აღასრულეს ბრძანება იგი მისი.
14. და მოხუცებულნი იგი ურიათანი აშენებდეს და ლევიტელნი იგი ჟამთა მათ წინასწარმეტყუელებისათა ანგეასთა და ზაქარიასათ, ძისა ადდოვეასსა. აღაშენეს და დაამტკიცეს ბრძანებისა მისებრ უფლისა ისრაელისა, ვითარცა უბრძანა კვიროს მეფემან და დარეჰ და ჟამთა არტარასისთა, მეფისა სპარსთასა
15. რომელსა დღესა სამი იყო ადარისა თთჳსა, წელსა მას მეექუსესა შარავანდობისა დარეჰისასა, აღესრულა ტაძარი იგი.
16. და ყვეს ძეთა ისრაელისათა, მღდელთა მათ და ლევიტელთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისა მისგან, სატფური სახლისა უფლისა დიდითა სიხარულითა.
17. შეწირეს სატფურსა მას სახლსა უფლისასა ზვარაკი ასი, ვერძი ორასი, კრავი ოთხასი, წელიწდეულნი თხათაგან ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაელთათჳს ათორმეტ, მსგავსად რიცხჳსა მისგან ნათესავთა ისრაელისათა.
18. დაადგინნეს მღდელნი იგი თითოეულად ადგილთა თჳსთა და ლევიტელნი იგი განწილვისა მისებრ განყოფისა მათისასა მსახურებასა მას უფლისასა იერუსალჱმს, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა.
19. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, გამოსრულთა მათ ტყვეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა დღესა მეათოთხმეტესა თთვისა მის პირველისასა.
20. და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი, და იყუნეს იგინი წმიდა, და შეწირეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყვეობისა მისგან, ძმათა მათთა და მღდელთა.
21. და შეჭამეს ძეთა ისრაჱლისათა ზატიკი იგი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყვეობისაგან, და ყოველნივე, რომელნი განშორებულ იყუნეს სიბილწისა მისგან ნათესავთა მათ მის ქვეყანისათა, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს მათა გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
22. და ყვეს დღესასწაული ბალარჯობისა შვიდ დღე და გახმხიარულდეს იერუსალჱმს, რამეთუ მხიარულ-ყუნა იგინი უფალმან ღმერთმან და მოაქცია უფალმან გული მეფისა მის ასურთა მათდა მომართ, რათა შეეწიოს და განაძლიერნეს ჴელნი მათნი საქმედ ტაძრისა მის უფლისა, ღმრთისა ისრაილისა
1. და შემდგომად სიტყჳსა მათ შარავანდობისა არტახშესის, მეფისა სპარსთასა, გამოვიდა ეზრა, ძე სარუველისი, ძისა აზრიასი, ძისა ქელკიასი,
2. ძისა სილომისა, ძისა სედაკისა, ძისა აქიტობისი,
3. ძისა სამარიასი, ძისა ეზრიასი, ძისა მარგთასა,
4. ძისა ზარეასი, ძისა ოზიასი, ძისა ბუკეისი,
5. ძისა აბისუმისი, ძისა ეფნესესი, ძისა ელიეზარისა, ძისა აჰრონისი პირველის მღდელისა.
6. ესე ეზრა, რომელი გამოვიდა ბაბილონით, იყო მწერალი მალედ სჯულისა მის მოსესისა, რომელი-იგი მოსცა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან. და მისცა მას მეფემან ყოველივე, რაცა უნდა და ითხოვოს. რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა იყო მის თანა.
7. და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათგან ისრაელისათა მღდელთა მათგანნი და ლევიტელთა და შემსხმელთა მათგანნი მსახურთა და მეკარეთა მათგანნი და ნათანაელთა მათგანნი იერუსალიმად წელსა მეშჳდესა არტაშესის მეფისასა.
8. გამოვიდნენ იერუსალჱმად თთვესა მას მეშჳდესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის.
9. და თთჳსთავსა მის მეშჳდისა თთჳსასა მოვიდა ეზრა იერუსალიმად, რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა ამაღლებულ იყო მის თანა.
10. და დაიდვა ეზრა გულსა თჳსსა მოძიებად სჯულისა მის უფლისა და აღწერად მისა და სწავლად ისრაელისა ბრძანებანი და მსჯავრნი.
11. ესე არიან ბრძანებანი იგი, რომელი მისცა არტაშეს მეფემან ეზრას მღდელსა და მწერალსა წიგნთასა და სიტყუათა უფლისათა და ბრძანებისა სჯულისა უფლისათა და ბრძანებითა მით, რომელი იყო ზედა ისრაილსა.
12. არტაშეს მეფემან მეფეთამან ეზრა მწერალსა სჯულისა უფლისა ღმრთისასა ზეცათასა,
13. ყოვლითა სიმტკიცითა მივეც მე ბრძანება ყოველთა ზედა, რომელნი არიან სუფევასა ჩემსა ერისა მისგან ისრაელისასა მღდელთა მათგან და ლევიტელთა, რათა აღვიდენ ყოველნი იერუსალჱმად შენ თანა.
14. პირისაგან მეფისასა და შჳდთა თანამზრახველთა მიწერა წიგნი ესე მოძიება ჰურიათა და იერუსალჱმელთა წინამძღურებითა ეზრასითა, რომლისა იყო სული ღმრთისა ჴელთა შინა მისთა.
15. და უბრძანა მეფემან მიცემად სახლსა უფლისასა ვეცხლი და ოქრო თახამზრახველითურთ თჳსით იერუსალჱმს და დადება ტაძარსა მას შინა წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაელისა.
16. და ყოველივე, რაოდენიცა იპოვოს ვეცხლი და ოქროჲ, რომელნი მიიტყვენნეს ჰურიანი მსხემობით ბაბილონად, ერთა და მღდელთა მათ თანაწარიღედ და მიიღედ სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმად.
17. და ყოველთავე, რომელნი განვიდენ, იგინი განმზადნნედ ესრეთ სახედ, ვითარცა ვწერეთ, ზვარაკები, ვერძები და კრავები და საკვერთხნი და შესაწირავნი მათნი და შეწირედ ზედა საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა იერუსალჱმს.
18. უფროს და უმეტეს შენთჳს და ძმათა შენთათჳს ვყავ ქველის-საქმე, დაუტევე ოქრო და ვეცხლი, ვითარცა შეაშუს ღმრთისა, თქუენცა ეგრეცა ყავთ.
19. და ჭურჭელი იგი მიგცეს შენ სამსახურებელად სახლისა უფლისა, წარიღე შენ თანა და მიეც იერუსალჱმს.
20. და ნეშტი იგი მიეც დამარხვად საფასესა სახლსა სამეუფოსა.
21. მე, არტახშეს მეფემან, მივეც ბრძანება ყოველთა მეფასეთა, რომელნი იყვნეს მიერ კერძო მდინარით ევფრატით, ყოველსავე, რასაცა ითხოვდეს თქუენგან ეზრა მღდელი და მწერალი სჯულისა უფლისა ღმრთისა ზეცათასა, მიეცით სახლსა უფლისა ღმრთისა ზეცათასა.
22. და მზა-უყავთ ვეცხლი ასი ტალანტი და იფქლი ასი საწყაული და ღჳნო იგივე საწყაული და ზეთი იგივე ზომი.
23. და ნუმცა ვინ წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა. ყოველივე, რაცა ვბრძანე, სახელითა უფლისა ღმრთისა ზეცათა და ქუეყანისა, ეგრეცა იყავნ, და ნუ ვინ ჴელსა ჰყოფნ დაბრკოლებად სახლისაგან უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათა არა იყოს რისხვა უფლისა ღმრთისა ზედა მეფობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა
24. გაუწყებთ თქუენ, რათა ყოველი, რომელი იყოს მღდელთა მაგათგანი და ლევიტელთა და ფსალმუნთშემსხმელთა და მეკარეთა და ნათანაელთა, რომელნი-იგი იყუნეს მსახურნი სახლისა უფლისანი, ნუმცა მისცემენ ხარკსა, ნუძცა ვის უფლიეს დამონება მათი.
25. და შენ, ეზრა, რომლისა სიბრძნე ღმრთისა შენისა ჴელთა შინა შენთა არს, დაადგინენ მწერალნი და მსაჯულნი მათ ზედა, რომელნი სჯიდენ ყოველსა მას ერსა, რომელნი არიან მდინარესა მას მიერ კერძო და ასწავებდენ ყოველთა, რომელთა არა იციან სჯული ღმრთისა შენისა, რომელთა-იგი არა იცოდიან, ყოველთა
26. ყოველთავე, რომელთა არა ყონ მსგავსად სჯულისა მის უფლისა და ბრძანებისა მისებრ მეფისასა, მი-მცა-ეცემიან მსაჯულსა საქმეთა მათებრ თჳსთა, გინა თუ სიკუდილსა, გინა თუ სატანჯველსა, გინა თუ ზღვევად, გინა თუ პყრობილებად.
27. კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან შთაუგდო გულსა მეფისასა, და დიდებულ-ყავნ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომელ არს იერუსალჱმს.
28. და ყო ჩემ თანა წყალობა, და პატიოსან-მყო მე წინაშე მეფისა და თანამზრახველთა მისთა და წინაშე ყოველთა მთავართა მეფისათა, და მე განვძლიერდი, რამეთუ ჴელი უფლისა ყოვლითურთ აღმაღლებული ჩემ თანა, შევკრიბენ ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა
1. და არიან მფლობელნი მამათმთავარნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა შარავანდობასა არტახშეს მეფისასა და მეფისა მის ბაბილონელთასა:
2. ძეთაგან ფინეზისათა გერსონ, და ძეთა მათგან ითამარისთა დანიელ, და ძეთა მათგან დავითისთა ატუუს.
3. და ძეთა მათგან ნააქისთა ნია, და ძეთა მათგან ფოროსისთა ზაქარია, და მის თანა ასერგასის კაცი.
4. და ძეთა მათგან ფაათ ელიანი, ძე ზარესი, და მის თანა ორასი კაცთა მათგანი.
5. და ძეთა მათგან ზათუფელისთა სექენია, ძე აზილისი, და მის თანა სამასი კაცთა მათგანი.
6. და ძეთა მათგან ადეასთა ობენ, ძე იონათანისნი, და მის თანა ერგასისი კაცთა მათგანი.
7. და ძეთა მათგან ელამისთა ესაია, ძე ათალიასი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.
8. და ძეთა მათგან საფატიასთა ზამბდია, ძე მიქაელისი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.
9. და ძეთა მათგან იოაბადია, ძე იეელისი, და მის თანა ორასდაათრვამეტი კაცთა მათგანი.
10. და ძეთა მათგან ბაანისთა სელიმოთ, ძე იოსებისი, და მის თანა ასსამეოცი კაცი მათგანი.
11. და ძეთაგან ბაბეისთა ზაქარია, ძე ბაბესი, და მის თანა ოცდარვა კაცთა მათგანი.
12. და ძეთა მათგან ადონიკამისთა და აზდადისთა იოენან, ძე ზაკატანისი, და მის თანა ასდაათი კაცთა მათგანნი.
13. და ძეთა მათგან ადონიკამისთა ესქატი. და ესე არს სახელები ამათ ყოველთა: ელიფალათ, იეიელ და სამეა და მის თანა სამეოცი კაცთა მათგანი;
14. და ძეთა მათგან ბაგუისთა უთაია და ზაბუთ და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.
15. და შევკრიბენ იგინი კიდესა მდინარისასა, რომელი ვალს იევის, და მოვიღე მუნ სავანე სამ დღე და სიმრავლე იგი ერისა მის, და ძეთა მათგან მღდელთა, და ძეთა მათგან ლევიტელთა არავინ ვპოვე.
16. და მივავლინენ ელიაზარისა და არიელისა და სემისა მარასა და ზარიბ და ზეილა, ნათან და ზაქარია და მესოლამ და იარიბ და ელმათა.
17. და გულისჴმა-უყო და მოიყუანნეს იგინი წინაშე მთავართა მათ, რომელნი-იგი იყვნეს ადგილსა მეფასეთასა და მისცნეს სიტყუანი პირსა მათსა. რათა ეტყოდიან ძმათა თჳსთა თანა ნათანიმს, რომელი-იგი არს ადგილსა მეფასეთასა, რომელნი-იგი მოიყვანნეს ჩუენდა, რომელნი-იგი შეასხმიდეს სახლსა ღმრთისასა ჩუენისასა
18. და მოვიდეს ჩუენდა, რამეთუ იყო ჴელი ღმრთისა ჩუენისა აღსამაღლებელად ჩუენ თანა მარადის ძეთა მათგან ლევიტელთა და ძეთა მათგან ისრაჱლისათა. და პირველად მოვიდეს ჩუენდა ძენი მისნი და ძმანი მისნი ათვრამეტ;
19. და ასებია და იესეა და ძეთა მათგან მერარისთა და ძმანი მისნი და ძენი მისნი - ოც კაც;
20. და ნათანისგანნი, რომელნი-იგი მისცნა დავითმან და მთავართა მათ მონებად, განცდად ლვეიტელთა და ნათანიმ ორასდაოც, და ყოველნივე შეკრბეს მსგავსად სახელისა მათისა.
21. და მივაწვიეთ მუნ მარხვა კიდესა მას მდინარისა აკუთაისსა და ვილოცევდით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვითხოვდით მისგან გზასა სიწრფოებისასა ჩუენთჳს და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისათჳს, რომელი იყო ჩუენ თანა.
22. რამეთუ შევირცხვინეთ თხოვად მეფისაგან შემწეობისათჳს მჴედრებისა, რათამცა განმარინნეს ჩუენ მტერთა ჩუენთაგან გზასა მას, ვარქუთ ჩუენ მეფესა მას ესრეთ, ვითარმედ: ჴელი უფლისა ღმრთისა ჩნენისა შემწე არს ყოველთა, რომელნი ეძიებენ მას კეთილსა შინა, და ძლიერება მისი და რისხვა მისი ყოველთა ზედა არს, რომელთა დაუტევეს იგი
23. და ვიმარხევდით და ვითხოვდით ღმრთისაგან ჩუენისა ამის ყოვლისათჳს, და ისმინა ჩუენი უფალმან.
24. და წარვავლინეთ მთავართა მათგანი მღდელთასა ათორმეტნი, სარაბია და ასაბია და მათ თანა ძმათა მათგანნი ათნი.
25. და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი და ოქროჲ და სამსახურებელი პირველთა სახლსა მას ღმრთისა ჩუენისა, რომლითა აღგვამაღლნა ჩუენ მეფემან და თანამზრახველთა მისთა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყვნეს მუნ.
26. და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი ექუსასდაერგასისი ტალანტი და ჭურჭელი ვეცხლისაჲ ასი და ოქროსაჲ ასი ტალანტი.
27. და სხვა ჭურჭელი ოქროსაჲ ოცდასამი და ჭურჭელი სპილენძისა წმინდა, რჩეული, ოქროცხებული.
28. და ვარქუ მათ: თქუენცა განწმედილ ხართ უფლისა ღმრთისა მიერ, და ყოველი ჭურჭელი წმინდა უფლისა არს, ოქროსა და ვეცხლისა რჩეული, უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა.
29. მღვიძარედ დეგით და ჴუმილევდით, ვიდრემდის აღსწონოთ ეგე წინაშე მთავართა მათ მღდელთა და ლევიტელთა და მფლობელთა მათ მამათა მთავართა ისრაჱლისათა, რომელნი არიან იერუსალჱმს, კარავთა შინა სახლისა უფლისათა.
30. და აღიღეს მღდელთა მათ და ლევიტელთა რიცხჳ იგი ოქროსა და ვეცხლისაჲ და ჭურჭლისა, და მიიღეს იერუსალჱმად სახლსა შინა ღმრთისა ჩუენისასა.
31. და აღვდეგით და წარვიძრენით იაოს მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტ იყო თთვე, და მოვედით მის პირველისა და მოვიწიენით იერუსალჱმად, ჴელი ღმრთისა ჩუენისა იყო ჩუენ თანა და მიჴსნნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და მბრძოლთა ჩუენთაგან, რომელნი იყვნეს გზასა მას.
32. და მოვედით იერუსალჱმად და განვისვენეთ მუნ სამ დღე ოდენ.
33. და დღესა მას მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი იგი და ოქრო და ჭურჭელი სახლსა მას უფლისა ღმრთისა ჩუენისასა ჴელთა მარემოთ ძისა ჰურიასა მღდელისათა, რომელი-იგი იყო მის თანა ელიეზერ, ძე ფინეზისი, და იოაბად, ძე ისუასი, და ნოადია, ძე ბანესი, და სხვანი ლევიტელნი
34. და იყო აღთუალვა რიცხჳსა მის ყოვლისა, დაიწერა ყოველი იგი წონით რიცხჳსა მის სრულისა.
35. და მას ჟამსა შინა, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყვეობისა მისგან შვილნი მსხემობისანი, შესწირეს საკვერთხნი უფლისა ღმრთისა ისრაელისა ზვარაკები ათორმეტ ყოვლისათჳს ისრაჱლისა, ვერძები ოთხმეოცდაათექუსმეტ, კრავები სამეოცდააჩვიდმეტ და წელიწდეულნი ცოდვათათჳს - ათორმეტ. ესე ყოველი საკუერთხები შეწირეს უფლისა ღმრთისა
36. და მისცეს აღწერილი იგი წიგნი ჭურჭლისა მის, რომელი-იგი ებრძანა მეფესა მას, ნახპეტთა და მთავართა მათ მდინარითკერძოთა ევფრატისათა, და დიდებულ-ყვეს ერი იგი და ტაძარი იგი ღმრთისა.
1. და აღსრულებასა მას ამის ყოვლისასა მოვიდეს ჩემდა მთავარნი იგი და მრქუეს: არა განეშორა ერი იგი ისრაელისა და მღდელნი იგი და ლევიტელნი ერისა მისგან და ქუეყანისა, რომელ განშორებულ არიან მათგან ქანანელნი იგი, და ქეტელნი იგი, და ფერეზელნი, და იებუზელნი იგი, და ამონელნი იგი, და მოაბელნი იგი, და მეგჳპტელნი და ამორაველნი იგი
2. და ისხნეს ცოლნი ასულთა მათთაგანნი. და შვილთა მათთა შეერია და შეიბილწა თესლი სიწმიდისა მათისა ერისა მის ქვეყანისასა. და იქმნა დასაბამი უსჯულოებისა ამის მთავართა მათგან.
3. და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, დავიფხურენ თმანი და წვერნი ჩემნი, და ესრეთ დავჯედ მგლოვარედ.
4. და მოკრბეს ჩემდა ყოველნი, რომელთა ეშინოდა ღმრთისაგან ისრაელისა, რომელნი-იგი იყუნეს შეკრებილ, გამოსრულნი იგი მწირობისაგან. და მე ვჯედ ეგრეთვე მგლოვარედ, ვიდრე მოწევნამდე შესაწირავისა მის სამწუხროსა.
5. და შეწირვასა მას მწუხრისასა აღვდეგ ურვისაგან ჩემისა და დაპებულითა მით სამოსლითა ჩემითა დაღონებულ ვიყავ და დადრეკილ ზედა მუჴლთა ჩემთა, და განვმარტენ და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა
6. და ვთქუ: ღმერთო ჩემო და უფალო, გურცხვენის, და გვეშინის ჩუენ შენგან, აღამაღლე, ღმერთო ჩემო, პირი ჩემი შენდა მიმართ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი განმრავლდეს ზედა თავთა ჩუენთა, და ცოდვანი ჩნენნი განდიდნეს, და ამაღლდეს ვიდრე ცადმდე
7. წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთასა ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდ-დიდთა მოდღენდელად დღედმდე, და ცოდვათა ჩუენთათჳს მიგუცენ ჩუენ და მეფენი ჩუენნი და შვილნი ჩუენნი ჴელთა მეფეთა წარმართთასა, და მახვილსა და ტყვეობასა და წარსატაცებელად, და სირცხვილსა პირისა ჩუენისასა ვართ მოდღენდელად დღემდე
8. და აწ მოწყალებანი შენნი იყვნენ ჩუენ ზედა, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოგუმადლე ჩუენ ცხორება, და დაგვამტკიცენ ჩუენ ადგილსა სიწმინდისა შენისასა და განანათლენ თვალნი გულისა ჩუენისანი დღეს, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოგვეც მაცხოვარება შენი ჩუენ მცირისა ამის მსახურებისა ჩუენისათჳს
9. რამეთუ დამონებულ ვიყვენით ჩუენ, და მონებასა შინა ჩუენსა არა დაგუთხიენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოსდრიკენ ჩუენდა წყალობანი შენნი წინაშე მეფისა მის სპარსთასა მოცემად ჩუენდა მაცხოვარება შენი, ამაღლებად სახლი ღმრთისა ჩუენისა და აღშენებად მოოჴრებულსა ამას უდაბნოსა და მოზღუდვად სიძნელისა იუდასი და იერუსალჱმისა
10. და აწ რამე მოგიგოთ შენ წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჴედით სჯულსა შენსა, უფალო ჩუენო, და ბრძანებასა შენსა,
11. რომელი მოგვეც ჩუენ, ჴელთა მონათა შენთა წინასწარმეტყუელთათა და სთქუ ესრე, ვითარმედ: ქუეყანასა მას, რომელსა შეხვიდეთ თქუენ დამკჳდრებად მას ზედა, არს ქუეყანა იგი შეგინებულ, შეგინებითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა, და ბილწებითა თჳსითა აღავსეს იგი
12. და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგანსა ცოლად ძესა შენსა და ასულთა თქუენთა ნუ მისცემთ ცოლად ძეთა მათთა, და ნუცა ეძიებ ყოფად მშჳდობასა მათ თანა ყოველთავე ჟამთა. და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა და დაიმკჳდრედ შვილთა შენთა ქუეყანა იგი უკუნისამდე ჟამთა
13. და რა-იგი წარგჳჴდა ჩუენ საქმეთა ჩუენთათჳს, უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, არამედ შენ, უფალო, მრავალჯერ მოგვიტევენ ცოდვანი ჩუენნი და მოგვეც ჩუენ ესევითარი თესლი და ძირი.
14. და მერმე მივსდრკით და გარდავაქციეთ სჯულსა შენსა და აღვირიენით სიბილწესა და მწიკულევანსა ნათესავთა მის ქუეყანისათა, და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმდელად ჩუენდა მოაქამდე, ვიდრემდის არა დაშთეს ძირი და ნათესავი და სახელი ჩუენი.
15. უფალო ღმერთო ისრაელისაო, შენ მართალ ხარ და ჭეშმარიტ, და ჩუენ შეცოდებულ შენდამი, და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი ქუეყანისაგან, არამედ დაშთა ძირი და თესლი ერისა ჩუენისა მოდღენდელად დღემდე. აწ, აჰა, ესერა, ვართ დღესა წინაშე შენსა, უფალო, უსჯულოებასა შინა ჩუენთა და ვერღარა შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უსჯულოებანი ჩუენნი და უკეთურებანი ჩუენნი უფროს თმათა თავისა ჩუენისათა
1. და რაჟამს თაყუანის-სცა ეზრა აღსარებითურთ ამით და გოდებითა დიდითა, დავრდომილი იდვა ზედა პირსა ქუეყანისასა წინაშე უფლისასა, შეკრბეს მისა ყოველნი, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი: მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, და გოდებდა ერი იგი და აღიმაღლეს ჴმა ტირილისა მათისა
2. და მიუგო იოქონია, ძემან ელიასამან, ძეთა მათგან ელამისთა და ჰრქვა ეზრას: ჩუენ ვცოდეთ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა და ვისხენით ცოლნი უცხოთესლთაგან მის ქუეყანისათა და აწ არიან დღეს უსჯულოებანი შორის ისრაელსა.
3. და აწ აღვთქვათ აღთქმა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა: განჴდა ყოვლისა დედაკაცისა და ნათესავისა მათგანისა. და აწ, ვითარცა გნებავს, აღდეგ და შეაშინე მათ სჯულითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა მცნება ბრძანებს:
4. აღდეგ და ვისმინოთ პირისაგან შენისა, და ჩუენ შენ თანა ვართ, და განძლიერდი და ყავ, ვითარცა ბრძანებულ არს უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა.
5. და აღდგა ეზრა და აფუცნა მამათმთავარნი იგი ტომთა მათ და ლევიტელთა ყოველი ისრაელი ყოფად ამის სახისაებრ,
6. და ფუცეს და აღდგა ეზრა პირისაგან სახლისა უფლისა, და მოვიდა სახლსა საფასისა იოანეს, ძისა ელისუბისასა, პური არა ჭამა და წყალი არა სვა, და გოდებდა ზედა უსჯულოებათა მათ დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისა.
7. და ქადაგი იგი ჴმობდა იერუსალემს და ურიასტანს და თქუა: ნფ8. ყოველივე, რომელი არა მოვიდეს იერუსალემად ვიდრე მესამედ დღემდე მთავართა მათგან და მოხუცებულთა, იყავნ შეჩვენებულ ყოვლითურთ მონაგებით მისით, და იგი თავადი განჴედინ კრებულისა მისგან ერისა ისრაელისა
9. და შეკრბა ყოველი კაცი იუდასი და ბენიამენისი იერუსალჱმად ვიდრე მესამედ დღემდე მეცხრესა მას თთვესა, რომელსა დღესა ოცი იყო თვისა მის, და სხდა ყოველი იგი ერი ურაკპარაკსა სახლისა უფლისასა, და იყვნეს შეძრწუნებულ ყოველნი სიტყუათაგან მისთა და ყინელისა მისგან ზამთრისა
10. და აღდგა ეზრა და ჰრქვა მათ: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასულთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებაჲ და ცოდვა ზედა ისრაელსა.
11. და აწ მიეცით დიდება უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა და ყავთ სათნოებაჲ წინაშე მისსა და განეყენენით და განეშორენით ყოველთაგან წარმართთა მის ქუეყანისათა და ცოლთაგან უცხოთესლთასა, რომელნი ისხენით.
12. და მიუგო ყოველმან კრებულმან და ჰრქვა: დიდ არს სიტყუაჲ ეგე, რომელი სთქუ შენ ჩუენ ზედა.
13. რამეთუ ერი მრავალი ვართ ჩუენ, და ჟამი არს ზამთრისა და ვერ ვდეგით გარეშე, და საქმე ეგე არა არს ერთ დღე, ანუ თუ ორ დღე რამეთუ ფრიად შევცოდეთ ჩუენ ამით საქმითა).
14. და დგედ მთავარნი ყოველთა ადგილთა და ქალაქთა, რომელთა ესხნენ ცოლნი უცხოთესლთანი, მოვიდედ ჟამსა მას, რომელ-იგი მოხუცებულთა განაწესეს ქალაქად და ქალაქად, და დაისაჯნედ და განუქარვედ ცოდვა იგი ჩუენგან, და გარეწარაქციედ რისხვა იგი ღმრთისა ჩუენგან ამის სიტყჳსათჳს
15. და იონათან, ძე აზელისა, და იოვასია, ძე თეკუასი, დაადგინეს საქმისა ამის ზედა და მეზოლამ და საბათი ლევიტელნი შეეწეოდეს მათ.
16. და ყვეს ეგრე, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან და გამოირჩინა ეზრა მღდელმან კაცნი იგი მთავარნი მამათმთავართა მათგან სახლისა თჳსისათა, კაცნი სახელოვანნი, და მოვლეს თთვისთავსა მას მეათესა თთვისასა და განაგეს.
17. და განაშორეს ყოველი კაცი, რომელსა ესვა ცოლი უცხოთესლი, ვიდრე თთვისთავადმდე თთვისა მის პირველისა.
18. და იპოვნეს ძეთა მათგან მღდელნი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ძეთა მათგან ისოს იოსედეკიანისათა და ძმათა მისთა მანასეს და ელიეზერ და იარირ და გადალიმ.
19. და იწყეს განყენებად ცოლთა მათთა უცხოთესლთა მათთაგან და შეწირეს თჳთეულად ვერძები ცოდვათათჳს უმეცრებისა თჳსისათა:
20. და ძეთა მათგან ემერისა: ანანია, და ზებედია და ძეთა მათგან არამისთა: ელია, სამელ და ელოზია.
21. და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, მასია, მისაელ, ნათანაელ, იოსაფატ და ელასა.
23. და ძეთა მათგან ლევიტელთასა: იოზაბათ, სამუთ, კოვლია (ესე აკოელიტას) და აფეთის და იუდას და ელიეზერ.
24. მეფსალმუნეთა და შემასხმელთაგანი იელისაბ და მეკარეთაგანნი სელომისა და თელემისა და უჰრიისა.
25. და ისრაილისაგან - ძეთა ფსოროპისა: ჰრშეიას, და აზია, და მელქია, და მეამიმ, ელიაზარ, მელქია და აბანია.
26. და ძეთა მათგან ელამისთა: მატთონია, ზაქარია, იაელ, ბაბდია, ერიმოოთ და ელია.
27. და ძეთა მათგან ზათუვასთა: ელიონე, ელიასაფ, მატთანა, იარომოთ, ზაბაათ, უაზაია.
28. და ძეთა მათგან ბაბეისთა: იოანან, ანანია და ზაბაის ათალოეს.
29. და ძეთა მათგან ბანისთა: მოსულამ და მალუქს, ადაიას, იოსაბაინ, და საალ და ჰრემეოთ.
30. და ძეთა მათგან ფადასისა-მოაბეისათა: ადენე და ქალიელ, ბანააია, და მასუახ, მათანაია, ბესელელის, ბანუვილ და მანასე.
31. და ძეთა მათგან ერამისთა: ელიეზარ, ესსაია, მელქია, სამერას, სიმეონ,
32. ბენიამენ, მალუქ, სამარია.
33. და ძეთა მათგან ასუმისთა: მათანაი, მატათი, საპათ, ელიფალეთ, იერემია. მანასე, სემის.
34. და ძეთა ამათგან ბანიისთა: მოდია, ამრამა და ველისა,
35. ბანია, და ბადიას, ქელია,
36. ოვინია, მარიმუთ, ელიმასიბ,
37. მათანია, მათანა, და იასი, და ბანი, ბანუისთა და სემისთა,
38. სელიმიას, და ნათანის ედიას, მაქნადადუის, ზესიასე, სარაი,
39. ეზრიელ, სელიმიეს, სამარიას,
40. სელუმ, ამარიას, ისებს,
41. და ძეთა მათგან ნაგუისთა: ივიელ, მათათიეს,
42. ზაბათ, ზებინნას,
43. იადიი, იოველ და ბანაია.
44. ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხა ცოლები უცხოთესლები და შობდეს მათგან ძეებსა და ასულებსა.