1. ადამ, სეთ, ენოს.
2. კაინან, მალალელ, იარედ.
3. ენუქ, მათუსალა, ლამექ.
4. ნოე, ძენი ნოესნი: სემ, ქამ და იაფეთ.
5. ძენი იაფეთისნი: გამერ, მიაგოგ, მადაი, ოვიგან, ელისან, თობელ, მოსოქ და თირას.
6. ძენი გომერისნი: ასქანას და რიფატ და თერგამ.
7. ძენი იოვიგანისანი: ელისა და თარსის, კიტელნი(!) და როდინელნი(!)
8. ძენი ქამისნი: ქუშ და მესტრემ, ფუდ და ქანან.
9. ძენი ქუშისანი: საბა და ევილა, და საბათა, რეგამა და საბათაქა. ძენი რეგამისნი: საბა და დიედან.
10. და ქუშ შვა ნებროთ, ამან იწყო გმირ-ყოფა და მონადირებად ქუეყანასა ზედა.
11. და მესტრომ შვა ლუდიმელნი და ლობიმელნი და ზანაიმელნი და ნეფთალიმელნი.
12. და პატროსიმელნი. და ქალონიმელნი, რომლისაგან გამოვიდნენ ფილისტიმელნი და ქაბდორიმელნი.
13. და ქანან შვა სიდონ, პირმშო თჳსი, და ქანანელნი.
14. და იებოსელნი და ამორეველნი და გერგესეველნი.
15. ეველნი და არეველნი და არსანელელნი.
16. და ასადელნი და სამარელნი და ამათელნი.
17. ძენი სემისნი: ელამ და ასსურ და არფაქსად და ლუდ და არამ. და ძენი არამისნი: ოვსესოლ და გათერ და მოსოქ.
18. და არფაქსატ შვა კაინან, და კაინან შვა სალა, და სალა შვა ებერ.
19. და ებერ შვნა ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფოლეგ, რამეთუ დღეთა მისთა განიყო ქუეყანა, და სახელი ძმისა მისისა იეკტან.
20. და იეკტან შვა ელმოდად და სალობ და ზარამათ.
21. და კედურამ, და ზეზელ, და დეკლან, და ზირა.
22. და კამაან, და ზაბიმეელ, და საბა.
23. და სუფირ, ზევი დ იორამ. და ყოველნი ესე ძენი იეკტანისნი.
24. და ძენი...
25. ებერ, ფალეგ, რაგავ.
26. სერუქ, ნაქორ, თარა.
27. აბრამ, ესე იგი არს, აბრაჰამ.
28. და ძენი აბრაჰამისნი: ისაკ და ისმაელ.
29. და ესე ნაშობნი არიან ისმაელისანი: ნაბეოთ და კედარ, ნაბდეელ და მაბსალ.
30. და მასმა, იდუმა და მასე, ქოდად და თემან.
31. ეგტურ და ნაფეს, და კედმა. ესენი არიან ძენი ისმაილისნი.
32. და ესე ძენი ქეტურისნი, ხარჭისა აბრაჰამისნი, რომელ უშვნა მას ზემბრამ, და იეკსან, და მადან, და მადიან, და იესბოკ, და სოვიე და ძენი იეკსანისნი: დედან და საბე და ძენი დედანისნი: ასურიმ და ლატუსიმ და ლოვმინ.
33. ძენი მადიამისნი: გეფარ და ენოქ და ოფერ და აბიდან და ელად. ესენი ყოველნი - ძენი ქეტურისნი.
34. და შვა აბრაჰამ ისაკი. და ძენი ისაკისნი: იაკობ და ესავ.
35. ძენი ესავისნი: ელიფაზ, და რაგუელ, და ეულ, და იეგლომ და კორე.
36. ძენი ელიფაზისნი: თემან და ომარ და სოფარ და გოოთამ და კენეზე; თამნა, ხარჭმან ელიფაზისმან, უშვა მას ამალეკი.
37. ძენი რაგუელისნი: ნაქედ, ზარე, სომე, და მოზე.
38. ძენი სეირისნი: ლოტან, სობალ, სებეგონ, ანა, დესონ და აკარ და რისონ.
39. ძენი ლოტანისნი: ბოროი და ემან, და დაჲ ლოტანისი - თამნა.
40. ძენი სუბალისნი: გოლამ, მანაქათ, და გებელ და სოფარ, და ონან და ძენი სებეგონისნი აია და ანა. ესე ძენი ანასნი: დესონ...
41. ხოლო ძენი დესონისნი: ამრან, ესებან, ითრან და ქერრან.
42. და ძენი ესერისნი: ბილან და ავალ და ააკან. და ძენი დესონისნი: ოვს და არან.
43. და ესე მეფენი მათნი, რომელნი მთავრობდენ ქუეყანასა ედომისასა, რომელნი პირველად ზედა ძეთა ისრაჱლთასა მეფობდენ, ბალაკ, ძე ბეორისი და სახელი ქალაქისა მათისა დენება.
44. და მოკუდა ბალაკა, მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.
45. და მოკუდა იობაბ, და მეფობდა მის წილ ასომ ქუეყანისაგან თემანელთასა.
46. და მოკუდა ასომ, და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა, და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.
47. და მოკუდა ადად, და მეფობდა მის წილ სამაა მასეკეთით.
48. და მოკუდა სამაა, და მეფობდა მის წილ საულ რობეთელი, რომელ არს მდინარესა თანა.
49. და მოკუდა საულ, და მეფობდა მისა შემდგომად ბალაენონ, ძე აქობორისი.
50. და მოკუდა ბალაენონ, ძე აქობორისი, და მეფობდა მისა შემდგომად ადად, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მისისა ამეტაბელ, ასული მატრადისი.
51. და მოკუდა ატად. და იყუნეს მთავარნი ედომს:
52. მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთერ.
53. მთავარი ელისაკამას, მთავარი ელას, მთავარი ფინონ.
54. მთავარი კენოზ, მთავარი თემან, მთავარი იარასარ.
55. მთავარი მეგედიელ, მთავარი ზაფოინ. ესე მთავარნი მედომისნი.
1. და ესე არს სახელები ძეთა ისრაჱლისათა: რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ,
2. დან, იოსებ, ბენიამენ, ნეფთალიმ, გად, ასერ.
3. ძენი იუდასნი: ერ და ავნან, სელომ და სამნი ესე ესხნეს მას სავასგგან, ასულისა ქანანელისა კაცისა. და იყო ერ, პირმშო იგი იუდასი, უკეთური წინაშე უფლისა, და მოაკუდინა იგი უფალმან.
4. და თამარ, სძალმან მისმან, უშვა ფარეზ და ზარა. ყოველნი ესე ძენი იუდასნი ხუთ.
5. ძენი ფარეზისნი: ესრომ და ამულ.
6. და ძენი ზარასნი: ზამბრი, და ეთამ, და ემან, და ქალქოლ და დარა, ესე ყოველნი ხუთ.
7. და ძენი ქარმისნი: აქარ, შემაძრწუნებელი ისრაჱლისა, და რომელმან თუალ-ახუნა შენარჩუენებსა.
8. ძე ეთამისი: აზარია.
9. და ძენი ესრომისნი, რომელნი ესხნეს მას: ერმეელ და რამ, ქალებ და ჰარამ.
10. და არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, მთავარი სახლისა იუდასი.
11. და ნაასონ შვა სალმან, და სალმან შვა ბოოს.
12. და ბოოს შვა იობედ, იობედ შვა იესე.
13. და იესემ შვა ელიაბედ, პირმშო მისი, ამინადაბ მეორე, საამა მესამე,
14. ნათანაელ მეოთხე, რადი მეხუთე,
15. ასომ მეექუსე, დავით მეშვიდე
16. და დაჲ მათი, სარუია, და აბიგია. და ძენი სარუისნი: იოაბ, და აბესა, და ასაელ, სამნი ესე.
17. და აბიგეა შვა ამესია, და მამა ამესიასი იეთერ, ისმაიტელი.
18. და ქალებ, ძემან ესრომისამან, შეირთო გაზუბა დედაკაცი და შვა იერიოთ, და ესე ძენი სამნი: იოასარ, სობაბ და ორნა.
19. და მოკუდა გაზუბა, და შეირთო ქალებ ეფრათ, და უშვა მას ორ.
20. და ორ შვა ური. და ური შვა ბესელიელ.
21. და ამისა შემდგომად შევიდა ესრომ ასულისა მის მაქირისა, მამისა გალაამისა. და ამან შეირთო იგი. და იყო სამეოცისა წლისა და უშვა მას სერგუბ.
22. და სერგუბ შვა იაირ, და იყუნეს ქალაქნი მისნი ოცდასამ გალაადს.
23. და დაიპყრეს გესურ და არამ დაბნები იარისი, და კანათი და დაბნები მისი, სამეოცი ქალაქი, ყოველი ძეთა მაქირისთა მამისა გალადისა.
24. და შემდგომად სიკუდილისა ესრომისა მოვიდა ქალებ ეფრათად და უშვა მას ასდოდ, მამა თეკვსისი.
25. და იყუნეს ძენი იერამელისნი, პირმშოსა ესრომისი: პირმშო რამ და ბაან. და ძენი გესონისნი: ადამა და ესაბამ, და ეთრან, და ქარან. და ძენი ასარისნი: ბალაამ, და აზუკამ, და ოვიკამ, და ოკამ, და არან, და ასომ, ძმა მისი.
26. და იყო ცოლი ირამელისი, და სახელი მისი ატარა; ესე არს დედა უონომისი.
27. და იყუნეს ძენი რამისნი, პირმშოსა იერემელისი: მაას, და იაბინ და აკორ.
28. და იყუნეს ძენი ენომისნი: სამა და იადაე. და ძენი სამაასნი: ნადაბ და აბისურ.
29. და სახელი ცოლისა მის აბისურისი აბიქეა, და უშვა მას ზაბარ და მოლიდა.
30. და ძენი ნაბადისნი: სალად და აფაიმ. და მოკუდა სალა, და არა ესუა მას შვილი.
31. და ძენი აფაიმისნი: იესსი. და ძენი იესესნი: სოსან და ძე სოსანისი - აალი.
32. და ძენი ელიასნი, ძმისა აქისამისნი: იეთერ და იონათან. და მოკუდა იეთერ, და არა ესუა მას შვილი.
33. და ძენი იონათანისნი: ფელეთ და ოზამ. ესენი იყუნეს ძენი რამელისნი.
34. და არა ესხნეს სოსანს ძენი, არამედ ასულნი. და სოსანისი იყო მონა მეგჳპტელი, და სახელი მისი იოქელ.
35. და მისცა სოსან ასული თჳსი იექეელს, მონასა თჳსსა, ცოლად და უშვა ეთთი.
36. და ეთთი შვა ნათან და ნათან შვა ზაბედ.
37. და ზაბედ შვა ოფლალ, და ოფლალ შვა ობედ.
38. და ობედ შვა იევუდ, და იევუდ შვა აზარია.
39. და აზარია შვა ქელეს, და ქელეს შვა ელეასა.
40. და ელეასა შვა სოსომე, და სოსომე შვა სალუმ.
41. და სალუმ შვა იექონია, და იექონია შვა ელისამან.
42. და ძენი ქალებისნი, ძმისა იერიმელისნი: მარსა, პირმშო მისი. ესე არს მამაჲ ზიფისა, და ძენი მარსასნი, მამისა ქებრონისნი.
43. და ძენი ქებრონისნი: კორეე და თაფ და როკომ და სემაა.
44. და სემაა შვა რემ, მამაჲ იერკანისი, და იერკან შვა სალამა.
45. და ძე მისი მეონ, მამა ბეთსურისი.
46. და გეფა, ხარჭმან ქალებისმან, შვა არრან და იოსან და გესუვი.
47. და ძენი იადანისნი: რეგემ და იოათამ და გერსომ და ფალეგ და გეფა და საგაფ.
48. და ხარჭმან ქალებისმან, მოქა, შვა სიბერ და თექნა.
49. და შვა საგაფ, მამაჲ მაგენისი, სულ, მამა მაქაებენასი და მამა ბალისი. და ასული ქალებისი - აქსაბ.
50. ესენი იყუნეს ძენი ქალებისნი: ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათასნი, სობალ, მამაჲ კარიათიარიმისი,
51. სალმონ, მამა ბეთელომისი, მამა ბეთლემონისი, არი, მამა ბეთეგოვრისი.
52. და ესხნეს ძენი სობალს, მამასა კარიათიმისსა, რომელი ხედვიდა ნაწილსა განსუენებისასა.
53. და ნათესავისაგან კარიათიმისა: ეთაილიმ, მეფითინ, სამათით, ემასარიმ, ამათგან გამოვიდეს სარათეველნი და ესთაულელნი.
54. ძენი სალომისნი: ბეთლემი და ნეტუფატი, ატაროთი, სახლისა იოაბისი და ზოგი მანაათისა - ესარა.
55. მამათა მწიგნობართა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს იაბესსა: აგათიმელნი და სუქმითელნი და სამათიმელნი. ესე არიან სახლნი, რომელნი მოვიდეს ემათით, მამისა სახლისა რექაბისნი.
1. და ესენი იყუნეს ძენი დავითისნი, რომელნი ესხნეს მას ქებრონს: პირმშო ამონ აქინამასაგან იეზრაიტელისა; მეორე - დალუა, აბიგეასგან კარმელისა.
2. მესამე - აბესალომ, ძე მოქასი, ასულისა თოლმისი, მეფისა გესურისა; მეოთხე - ადონია, ძე ანგითისი.
3. მეხუთე - საფატია აბიტალისგან; მეექუსე იეთრამ, აგალისგან, ცოლისა მისისა.
4. ესენი ესხნეს ქებრონს; და იმეფა მუნ შჳდ წელ და ექუს თთუე და ოცდაათცამეტ წელ მეფობდა იერუსალჱმსა.
5. და ესენი ესხნეს მას იერუსალჱმს: სამაა, სობაბ, ნათან და სოლომონ ბერსაბესგან, ასულისა ამელისა,
6. იებაარ, და ელისაუ.
7. და ელიფალეტ, და ნაგებ, და ნაფეკ, და ნაფია,
8. და ელისამა, და ელიათადა და სოქაინ,
9. ყოველნი ესე ძენი დავითისნი ცხრა გარეშე ძეთა ხარჭთა მისთასა,- და თამარ, დაჲ მათი.
10. და ძენი სოლომონისნი: რობოამ, აბია, ძე მისი, ასა, ძე მისი, იოსაფატ, ძე მისი,
11. იორამ, ძე მისი, ოზია, ძე მისი,
12. ამასია, ძე მისი, აზარია, ძე მისი, იოვას, ძე მისი, იოთამ, ძე მისი,
13. აქაზ, ძე მისი, ეზეკია, ძე მისი, მანასე, ძე მისი,
14. ამონ, ძე მისი, იოსია, ძე მისი,
15. და ძენი იოსიასი: პირმშო იოაქაზ, მეორე - იოაკიმ, მესამე - სედეკია, მეოთხე - სალუმ.
16. და ძენი იოვაკიმისანი: იექონია, ძე მისი, და სედეკია, ძე მისი.
17. და ძენი იოქონისნი: ასირ, სალათიელ, ძე მისი.
18. მელქირამ, და ფადია, და სენესარ, და იეკენია, და იოსამოთ და ნადაბია.
19. და ძენი სალათიელისნი: ზორობაბელ და სემეა. და ძენი ზორაბაბელისნი: მოსალამოს და ანანია და სალომითი, დაჲ მათი.
20. და ასება, და ოლ, და ბარაქია, და ასადია, და სობედ, - ხუთნი ესე.
21. და ძენი ანანიასნი: ფალატია და იესეი, ძე მისი, და რაფაია, ძე მისი, ორნა, ძე მისი, აბდია, ძე მისი, სექენია, ძე მისი.
22. და ძე სექენიასი: სამეა. და ძენი სამეასნი: ქატუს, და იოელ, და ბარია, და ნოადია და საფატ, ექუსნი ესე.
23. და ძენი ნოადიასნი: ელიონე, და ეზეკია და ეზრიკამ, სამნი.
24. და ძენი ელიეოასნი: ოდუია, და ელიასიბ, და ფალაგია, აკკუბ, და იონან, და დალეა, და ანანია, - შჳდნი.
1. და ძენი იუდასნი: ფარეზ, ესრომ, ქარიმ, და ორ და უბარ.
2. დარა, ძე მისი. და სუბე შვა იეთე. და იეთე შვა აქიმე და ლაად. ესე შობანი არიან სალათისნი.
3. და ესენი ძენი არიან ეტამისნი: და იეზრაელ, და იესმა და იაბეს, და სახელი დისა მათისა ესელელფონ.
4. და ფანელ, მამა გედირისა, და ეზელ, მამა სოსანისა. ესე ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათაისნი, მამისა ბეთლაემისა.
5. და საურ, მამისა თეკუესა, იყუნეს ორნი ცოლნი: აალა და ნოორა.
6. უშვა მას ნოორა: ოქსამ, და ეფად, და თემან და ასთერა. ყოველნი ესე ძენი ნორასნი.
7. და ძენი აალასნი: ასარეთი, და ასარა და ეთნან.
8. და კორე შვა ენონ და სობება. და ესე შობანი არიან ძმისა რექაბისნი, ძისა იარიმისნი:
9. და იყო იაგაბეს უდიდებულეს ძმათა თჳსთა, და დედამან მისმან უწოდა მას სახელი იაგბეს, და თქუა: ვშევ, ვითარცა იაგბეს.
10. და ხადა იაგბეს ღმერთსა ისრაჱლისასა და თქუა: უკუეთუ კურთხევით მაკურთხო მე და განამრავლნე საზღუარნი ჩემნი, და იყოს ჴელი შენი ჩემ თანა, და ჰყო საცნაური ჩემ თანა არა დამდაბლებად ჩემდა! და მოსცა მას ღმერთმან ყოველი, რაოდენიცა ითხოა.
11. და ქალებ, მამამან ასქანასისმან, შვა მაქირ, ესე - მამა ასათონისი.
12. და ასათონ შვა ფათრეფი, და ფესეე, და თანა და მამა ქალაქისა ნაას, ძმისა ასალონისი, კენეზიანი. ესე არიან კაცნი რეფესანი.
13. და ძენი კენეზისნი: გოთონიელ და სარაია. და ძე გოთოლიისი: - ათათ.
14. და მანათი შვა გეფორა, და სარაია შვა იობაბ, მამა გერსასიმისა, რამეთუ ხურონი იყუნეს.
15. და ძენი ქალებისა იეფონესნი: ერალა, და ნაამ. და ძე არამისი: -კენეეზ.
16. და ძენი იალელისნი: ზიფი, ზეფაა, და თირა და ეზერაელი.
17. და ძენი ეზარელისნი: ეთერი, მოლარი, და ფერ. და იაღონ შვა იეთერ, და მარო, და სემაი, და იესბა, მამა სესთემონისა.
18. და ცოლმან მისმან ადა უშვა მას იარედი, მამა გედორისა, და აბერი, მამა სოქოასა, და იეთიელ, მამა ზანოისი. და ესე არიან ძენი ბეთთასი, ასულისა ფარაოსი, რომელი მოიყვანა მორედ.
19. და ძენი ცოლისა ოვდიასი, დისა ნაქემისნი, და დალია, მამა კეილაისა. და საბეგონ, მამა იომანისა, და ძენი ნაემისნი მამისა კელაისანი ტარმიკეანისანი: ესთეო და მაქათი.
20. და ძენი სემიონისნი: ამნონ და რანო და ძე ანანისი - თილონ. და ძენი ესთესნი: ბენზჰეთ და ზოქათ. და ძენი ზოქათისნი
21. და ძენი სელონისნი, ძისა იოდასნი: ერ, მამა ლექადისა, და ლაადა, მამა მადესი, და შობანი მათნი ესთაად და აბუს, სახლსა ესობასა, და იოაკიმისა,
22. და კაცნი ქოზიბასანი და იოასისნი სალაფინელი, რომელნი დაეშენნეს მოაბს და კუალად მოაქცინა იგინი, აბედდერინ და ათუკიიმ.
23. ესე მეკეცენი, რომელნი დაემკჳდრნეს ატალიმს და გადერს მეფისა თანა. და მეფობასა თანა მისსა განაძლიერეს იგი და დაემკჳდრნეს მუნ.
24. და ძენი სჳმეონისნი: ნამუელ და იამინ, იარიმ, ზარა, საულ,
25. და სალიმ, ძე მისი, მაბესან, ძე მისი, ასემან, ძე მისი, მაზბან, ძე მისი,
26. ამუელ, ძე მისი, საბუდ, ძე მისი, საქურ, ძე მისი, სემეეი, ძე მისი.
27. და სემეემისნი ძენი - ათექუსმეტ და ასულნი ექუს; და ძმათა მათთა არა ესხნეს ძენი მრავალ, და ყოველნი ნათესავნი მათნი არა განმრავლდეს, ვითარ-იგი ძენი იუდასნი.
28. და დაემკჳდრნეს ბერსაბეეს და სამაას, და მოლაადს, და სერასულას,
29. და ბალაას, და ასომს, და სთოლად,
30. ბათულს, და ერმას და სიკელაკს.
31. ბეთმაქაბოროს და კერძოსა სესომისისასა. და სახლი ბარუმისი -სეორიმი. ესე იყუნეს ქალაქნი მათნი ვიდრე დავითის მეფისამდე.
31. და საყოფელნი მათნი: ერამინი, და ერემონი, და თოკანი, და ესანი და თეკანი - ქალაქები ხუთი.
33. და ყოველი საყოფელები მათი გარემო ქალაქებსა ამას ვიდრე ბაალადმდე; ესე არს სამკჳდრებელი მათი და ნაწილად ხუედრებული მათი:
34. მოსობაბი, და ამალეკი და იოსია, ძე ამასიასი.
35. და იოელ და იესუ, ძე იოსაბიასი, და ძე სარაიასი, ძე ასიელისი.
36. და ელიონეი, და იეკებ, და იასოილ, და ასაიაი, და ედიელ, და ისმაელ და ბანეა.
37. და ზოზა, ძე სეფეისი, ძისა ალონისი, ძისა იედიასი, ძისა სამარიასი, ძისა სამეასი.
38. ესე არიან, რომელნი განვიდეს სახელებითა მთავართათა ნათესავთა შორის მათთა, და სახლთა შორის მამათა მათთა განმრავლდეს ფრიად სიმრავლედ.
39. და მიიწივნეს ვიდრე გერარად, ვიდრე აღმოსავალადმდე გაისა, ძიებად საძოვარისა საცხოვართა მათთჳს.
40. და პოეს საძოვარი კეთილი და პოხილი, და ქუეყანა ვრცელი წინაშე მათსა, მშჳდობა და მყუდროება, რამეთუ ძეთაგან ქამისთანი იყუნეს მუნ პირველ დამკჳდრებულ.
41. და მოვიდეს ესენი დაწერილნი სახელით დღეთა ეზეკია მეფისა ჰურიასტანისათა, და მოსრნეს მკჳდრნი მათნი და მინელნი იგი, რომელნი პოვნეს მუნ, და შეჩუენებულ-ყუნეს იგინი ვიდრე აქა დღედმდე და დაემკჳდრნეს მათ წილ, რამეთუ საძოვარი საცხოვართა მათთათჳს იყო მუნ.
42. და მათთაგანვე, ძეთა სჳმეონისთანი, წარვიდეს მთასა სეირსა კაცნი ხუთასნი: ფალეტია და ნოადია და რაფადია და ოზიელ, ძენი ესთისნი და მთავარნი მათნი.
43. და მოსრნეს დაშთომილნი იგი ნეშტნი ამალეკისანი და დაემკჳდრნეს მუნ ვიდრე აქა დღედმდე.
1. და ძენი რუბენისნი, პირმშოსა ისრაჱლისა, რამეთუ ესე იყო პირმშო, აღსვლისა მისთჳს საწოლსა მამისა თჳსისა მისცა კურთხევა მისი ძესა მისსა იოსებს, ძესა ისრაჱლისასა, და არა შეერაცხა ნათესავად პირმშოდ.
2. რამეთუ იუდა იყო ძლიერ ძალითა ძმათა შორის მისთა, და იყუნეს მთავრად მისგანნი. ხოლო კურთხევა იგი იყო იოსებისა.
3. და ძენი რუბესნი, პირმშოსა ისრაჱლისანი: ენოქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.
4. და ძენი იოელისნი: სემეი და ბანეა, ძე მისი, და ძენი გეგისნი.
5. ძისა სემეისნი, ძე მისი ბაალ.
6. ძე მისი ბაელ, რომელი წარტყუენა თაგლადფალნასარ, მეფემან ასურეთისამან. ესე მთავარი რუბენისი.
7. და ძმანი მისნი იყუნეს მამულსა მათსა და ნაწილსა მათსა ნათესავთაებრ მათთა: მთავარი იოელ და ზაქარია.
8. და ბალე, და ოზუზისი, ძე სამასა, ძე იოელისი. ესე დაემკჳდრა აროირს ნაბავით კერძო და ბელმასონით.
9. და მზისა აღმოსავლით დაეშენა, ვიდრე ამოსლვადმდე უდაბნოდ მდინარითგან ევფრატით, რამეთუ საცხოვარი მათი ფრიად იყო ქუეყანასა გალადისსა.
10. და დღეთა საულისთა ყვეს ბრძოლა მკჳდრთა მათ მიმართ მის ქუეყანისათა. და დასცნეს ჴელითა მათითა დამკჳდრებულნი იგი კარვებსა ყოველნივე აღმოსავლად კერძო გალადისსა.
11. და ძენი გადისნი წინაშე მათსა დაემკჳდრნეს ბასანს შინა ვიდრე ზელაქადმდე:
12. იოელ, პირმშო, და საფან, მეორე, და ანა მწიგნობარი, ბასანს.
13. და ძმანი მათნი და სახლად მამული მათი: მიქეელ, და მოსოლამ, და სობეე, და იორეე და იოაქამ და აზოვე და ობედ - შვიდნი.
14. ესე ძენი აბიქესნი, ძისა ურისნი, ძისა იედელისნი, ძისა მიქეელისნი, ძისა იესესესნი, ძისა გალადისნი, ძისა იედადისნი, ძისა ქიბულისნი.
15. ძისა აბდიელისნი, ძისა გუნდისნი- მთავარნი სახლისა მამულისანი.
16. და დაემკჳდრნეს გალაადს და ბასანსა შინა და დაბნებსა მათსა და ყოველსა გარემო სოფლებისა სარონისასა, ვიდრე განსლვადმდე
17. ყოველთა ნაწილად ხუედრებულისა დღეთა იოათამისთა, მეფისა იუდასათა, და დღეთა იორობოამისათა, მეფისა ისრაჱლისთა.
18. ძენი რუბენისნი და გადისნი და კერძოსა ტომისა მანასესი ძეთაგან ძლიერებისათა კაცნი, რომელნი აღიღებდეს საჭურველსა და მახჳლსა და მომრთხმელნი მშჳლდისანი და წურთილნი ბრძოლასა ორმეოცდაოთხნი ათასნი და შჳდას და სამეოცნი, რომელნი განვიდეს წყობად.
19. და ჰყოფდეს ბოროტსა აგარელთა თანა, და იტურელთა, და ნაფისელთა, და ნადაბელთა.
20. და განძლიერდეს მათ ზედა, და მოეცნეს ჴელთა მათთა აგარელნი იგი და ყოველი საყოფლები მათი, რამეთუ ღმრთისა მიმართ ღაღად-ყვეს ბრძოლასა შინა და ისმინა მათი ღმერთმან, რამეთუ ესვიდეს მას.
21. და წარმოტყუენეს ჭურჭელი მათი, აქლემი ხუთი ათასი, და ცხოვარი ორას და ერგასისი ათასი, ვირი ორი ათასი, და სულები მამათა ასი ათასი.
22. რამეთუ მრავალი წყლულებაჲ ყვეს და მოსრეს. რამეთუ უფლისა მიერ იყო ბრძოლა და დაემკჳდრნეს მათ წილ ვიდრე წარტყუენვადმდე მათისა.
23. და ზოგი ნათესავი მანასესი დაემკჳდრა ქუეყანასა ბასანითგან ვიდრე ბაალერმონადმდე, და სანირდ, და მთად აერმონისა და ლიბანესა, ესენი განმრავლდეს.
24. და ესენი იყუნეს მთავარნი და წინამძღუარნი სახლთა მამულთა მათთანი: ოფერ და იესსი, და ელიელ, და ეზრიელ, და იერმია, და ოდუი, და იედიელ, კაცნი ძლიერნი ძალითა და კაცნი სახელოვანნი, მთავარნი სახლთა მამათა მათთანი.
25. და შეურაცხება ქმნეს ღმრთისა მიმართ მამათა მათთასა და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა ერისა მის ქუეყანისათა, რომელნი-იგი აღჴოცნა ღმერთმან პირისაგან მათისა.
26. და აღუდგინა ღმერთმან ისრაჱლისამან სული ფალუქისი, მეფისა ასურეთისა, და სული თალგათფალსარისი, მეფისა ასუბისა, და წარტყუენეს რუბენ და გადი და ზოგი ნათესავი მანასესი, და წარიყუანნა ქალად და ქაბორად და მდინარესა მას ქუზასტანისასა ვიდრე აქა დღედმდე.