1. და მოვიდა ყოველი კაცი ისრაჱლისა დავითისა ქებრონად და არქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ ძუალნი შენნი და ჴორცნი შენნი ვართ.
2. და გუშინ და ძოღან ვიდრე იგი იყოღა საულ მეფე, და შენვე იყავ შემომყვანებელ და გამომყვანებელ ისრაჱლისა. და გრქუა შენ უფალმან ღმერთმან შენმან: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი, და შენ იყო წინამძღუარი ისრაჱლსა ზედა.
3. და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი დავითის მეფისა ქებრონად, და აღუთქუა აღთქმა დავით მეფემან წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა სამუელ წინაწარმეტყუელისათა.
4. და წარვიდა დავით მეფე და კაცნი ისრაჱლისანი იერუსალჱმდ, ესე იგი არს იებუსი, და მუნ იებუსელნი მკჳდრობდეს ქუეყანასა.
5. და არქუეს მკჳდრთა მათ იებუსელისათა დავითს: არა შემოხჳდე აქა! და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი სიონისა, ესე არს ქალაქი დავითისი.
6. და თქუა დავით: ყოველმან, რომელმან სცეს პირველად იებუსელსა, იყოს იგი მთავრად და ერისთავად. და აღჴდა პირველად იოაბ, ძე სარუიასი, და იქმნა იგი მთავარ.
7. და დაიპყრა დავით გარემოზღუდვილი იგი. ამისთჳს უწოდა მას ქალაქი დავითისი.
8. და აღაშენა ქალაქი იგი გარემოს, და ბრძოდა და დაიპყრა ქალაქი იგი.
9. და ვიდოდა დავით და განდიდნებოდა. და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.
10. ესენი იყუნეს მთავარნი და ძლიერნი დავითისნი, რომელნი განძლიერდებოდეს მის თანა მეფობასა მისსა ყოვლისა თანა ისრაელისა, რომელნი ამეფებდეს მას სიტყჳსა მისებრ უფლისა ისრაჱლსა ზედა.
11. და ესე არს რიცხჳ ძალთა მათ დავითისთა: ისბაამ, ძე აქიმანისი, უმთავრესი მათ სამთა. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ერთგზის სამასთა ზედა წყლვად ერთსა შინა ჟამსა და მოსწყჳდნა იგინი.
12. და მის თანა ელეაზარ, ძე გოდასი, აქოქელი, ესე იყო სამთა მათ შორის ძლიერთა დავითისათა.
13. და ესევე იყო დავითის თანა ფასოდომინს, და უცხოთესლნი შეკრბეს მუნ ბრძოლად, და იყო მუნ ნაწილი აგარაკისა სავსე ქრთილითა, და ერი იგი ივლტოდა პირისაგან უცხოთესლთასა.
14. და დადგა შორის ნაწილსა მას და განარინნა იგინი და მოსრნა უცხოთესლნი იგი. და ყო უფალმან მის მიერ მაცხოვარება დიდი.
15. და შთავიდეს სამნი მათ ოცდაათთა მთავართაგანნი კლდესა მას დავითისსა ქუაბსა ოდოლამისასა და ბანაკი იგი უცხოთესლთა დაბანაკებულ იყო ღელესა მას გმირთასა.
16. და დავით იყო მაშინ გარემოცულსა მას, და ძალი იგი უცხოთესლთა დგა მაშინ ბეთლემს.
17. და შეეწყურვა დავითს და თქუა: ვინმცა მასუა მე წყალი ჯურღმულისა მისგან ბეთლემისა, რომელ არს ბჭეთა ბჭეთასა?
18. და განაპეს სამთა მათ ბანაკი იგი უცხოთესლთა და ივსეს წყალი ჯურღმულისა მისგან, რომელი იყო ბეთლემს ბჭეთა ზედა, წარიღეს და მოვიდეს დავითისა, და არა ინება დავით სუმად იგი, არამედ შეწირა იგი უფალსა.
19. და თქუა: ლხინება იყავნ ჩემდა ღმერთო, ყოფად სიტყუაჲ ესე! უკუეთუ სისხლი კაცთა ამათ ვსუა სულთა მათთა? რამეთუ სულითა მათითა მოიღეს იგი. და არა ინება სუმად წყალი იგი. ესე ყვეს სამთა მათ ძლიერთა.
20. და აბესა, ძმა იოაბისი, ესე იყო მთავარ სამთა მათ. ამან იჴადა მახჳლი თჳსი ზედა ექუსასთა მათ წყლვად, და მოსწყჳდნა იგინი ერთსა ჟამსა შინა. და ესე იყო სახელოვან სამთა მათ შორის
21. და სამთა მათგან უფროს, ორთა მათ დიდებულ, და იყო მათ ზედა მთავარ, და სამთამდე არა მოვიდა.
22. და ბანეა, ძე იოდაესი, ძე კაცისა ძლიერისა, და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი უფროს კაბესაბელისა: მან მოსწყჳდნა ორნი ძენი არიელბანისა და ესე შთაუჴდა ჯურღმულსა და მოკლა ლომი დღეთა ზამთრისათა.
23. და ამან მოკლა კაცი იგი მეგჳპტელი, კაცი სახილველი ხუთ წყრთა სიგრძითა, და ჴელსა მის ეგჳპტელისასა აქუნდა ლახვარი, ვითარცა ლვილი ქსელთა. და მიუჴდა მას ბანეა კუერთხითა და მოუღო ჴელისგან მის ეგჳპტელისა ლახვარი. და მოკლა იგი ლახურითავე მისითა.
24. ესე ქმნა ბანეა ძემან იოდაესმან, და იყო მისი სახელი სამთა მათ შორის ძლიერთა
25. უფროს მათ სამთა, და უდიდებულეს იყო ესე და სამთა მათ არა მოვიდა. და დაადგინა იგი დავით მამულსა მისსა ზედა.
26. და ძლიერნი ძლიერთანი: ასაელ, ძმა იოაბისი; ელეანანი, ძე გოვდიასი, ბეთლემელი;
27. სამოთ არევდელი; აგქელეს ფალონისი;
28. ორია, ძე თეკუჱლისა; აბიეზერ ანათოთელი;
29. სობოქე ასოთელი; ელეე აქონელი;
30. ნოორე ნეტოფატელი; ელტა, ძე ბანაასი, ნეთოფათინელი;
31. ეთაი, ძე რიფასი, ბორცჳსა ბენიამენისი; ბანიას ფარათონელი;
32. ური ინექალესისა; აბიელ სარაბეთელი;
33. აზამოთ ბარსომელი; ელიაბ ასანოღაბელი.
34. ძენი ასამისნი გოვინიმით: იონათან, ძე მაგესი, არორიმელი;
35. აქამ, ძე აქარისი, არარეველისა; ელიფაალი, ძე ორაისი.
36. ფერომე ქორათელი; აქია ოფელონელი;
37. ასრაი კარმენელი; ნოორანი, ძე აზაბისი;
38. იოელ, ძმა ნათანისი; მაბარ, ძე აგარაისი;
39. სელეკ ამმონელი; ნაარაი ბერეთელი, რომელსა აქუნ საჭურველი იოაბისი, ძისა სარუიასი;
40. ირას ურეფელი, გაბეთ იერეთელი;
41. ურია ქეტელი; ზაბად, ძე საულისა;
42. ადინა, ძე სელქასი, რუბენისი, მთავარი ოცდაათთა ზე;
43. და ანან, ძე მაქასი; იოსაფატ მათთანელი;
44. ოზია ასტაროთელი; სამაა და იეელ - ძენი კოთაბელისნი, არარელნი;
45. ედიელ, ძე ასამარიასი; და იოვზაე, ძმა მისი, ოთოსაელნი;
46. იელიელ მაოინელი, აირაბ და ოსოია, ძენი მისნი, ელნამელნი; და იეთემა მოაბელი; ალიელ, და ობედ და იესიელ მოასათელნი.
1. და ესენი მოვიდეს დავითისა სეკელაკად, ვიდრე შე-ღა-წყუდეულ იყო საულის მიერ, ძისა კისისა, და ესენი ძლიერთა მათ თანა შეეწეოდეს ბრძოლასა,
2. მშჳლდითა მარჯვენითა და მარცხენითა, და მეშურდულენი ქვითა და შჳლდითა - ძმათაგან საულისთანი და ბენიამენისგანნი:
3. მთავარნი აქიეზერ და იოას - ძენი სამეასნი, გაბაათელნი; იაზელ და ფალეტ, ძენი ამოთისნი: ბარაქია და იეულ, ანათოთელნი,
4. და საბეა, გაბაონელი, ძლიერი ოცდაათთა შორის და ოცდაათთა თანა; იერემია, და იეზეკიელ და იონან, და იოზაბად, გათეროთელნი,
5. ელიოზი, და არიმუთ, და ბაალია, და სამარია, და საფატია, არიფელნი,
6. ელკანა, ესია, ელიელ, ოზორა, იესაბამ აკორელნი,
7. იოველ და ზაბათია, ძენი ჰეროამისნი, გედურელისნი.
8. და გადისაგანნი შეუდგეს დავითს უდაბნოს, ძლიერნი ძალითა კაცნი, წყობასა ბრძოლისასა, რომელნი აღიღებდეს ფარსა და ლახვარსა; ვითარცა პირი ლომისა - პირები მათი და მალენი ფერჴთა მათთა ზედა, ვითარცა ქურციკნი სიმალითა.
9. იეზერ მთავარი, აბდია შემდგომი, ელიაბ მესამე,
10. მასამან მეოთხე, იერემიელ მეხუთე,
11. უთთი მეექუსე, ელიელ მეშჳდე,
12. იოანან მერვე, ელაზაბ მეცხრე,
13. იერმია მეათე, მიქაბან მეათერთმეტე.
14. ესე ძეთაგანნი გადისთანი მთავარნი ერისანი: ერთი ასთა მიმართ მცირე და დიდ ათასთა.
15. ესენი, რომელნი წიაღმოჴდეს იორდანესა თვესა მას პირველსა, და ესენი დაემკჳდრნეს ყოველსა ნადინებსა მისსა, და ამათგან დევნეს ყოველნი დამკჳდრებულნი ღელესა მას, მზისა აღმოსავლითგან ვიდრე მზისა დასავლადმდე.
16. და მოვიდეს ძეთაგან იუდასთა და ბენიამენისნი შემწედ დავითისა.
17. და დავით განვიდა მიგებებად მათა, და არქუა მათ: უკუეთუ მშჳდობით მოსულ ხართ ჩემდა, იყავნ გული ჩემი მარტოდ თქუენ ზედა; უკუეთუ მიცემად მოხუედით მტერთა ჩუენთა არა ჭეშმარიტითა ჴელითა, იხილოს ღმერთმან მამათა თქუენთამან და გამხილენ თქუენ.
18. და სულმან უფლისამან განაძლიერა ამასია, მთავარი იგი ოცდაათთა, და თქუა: ვიდოდე, დავით, ძეო იესესო, მშჳდობა შენდა და მშჳდობაჲ შემწეთა შენთა! რამეთუ შეგეწია შენ ღმერთი შენი. და შეიერთნა იგინი დავით მის თანა და დაადგინნა იგინი მთავრად ძლიერებისა.
19. და მანასესგანნი მოადგეს დავითს, მოსლვასა მას უცხოთესლთასა საულის ზედა ბრძოლად და არა შეეწივნეს მათ, რამეთუ ზრახვა ესრეთ იყო ერისთავთა მათგან უცხოთესლთასა, რამეთუ თქუეს: თავებითა მათ კაცთათა მივიქცეთ უფლისა ჩუენისა საულისა.
20. მისულასა მას მისსა სეკელაკად მოადგეს მას მანასესგანი: იდანა, და იოზაბად, და იედიელ, და მიქაელ და იოზაბედ, და ელიუ, და სელათი, მთავარნი ათასეულთანი მანასესნი.
21. და ესენი ბრძოდეს დავითის თანა გედდურს, ისწრაფეს, რამეთნუ ძლიერ იყუნეს ყოველნი ძალითა და იყუნეს წინამძღუარ ერსა მას ზედა ძალითა.
22. რამეთუ დღითი დღედ მოვიდოდეს დავითისა ძალად დიდად, ვითარცა ძალი ღმრთისაჲ.
23. და ესე არს სახელები მთავართა მათ ერისათა, რომელნი მოვიდეს დავითისა ქებრონად, მოქცევად მეფობაჲ საულისა მისა, სიტყჳსა მისებრ უფლისა:
24. ძენი იუდასნი, ფაროსანნი და ლახუროსანნი ექუს ათას და რვაასნი, ძლიერნი ძალითა წყობასა;
25. ძენი სჳმიონისნი, ძლიერნი ძალითა წყობასა შჳდ ათას და ას;
26. ძენი ლევისნი - ოთხ ათას და ექუსას;
27. და იუდა, მთავარი აჰრონისი, ძეთა მისთა თანა სამ ათას და შჳდასნი;
28. და სადუკ, ჭაბუკი ძლიერი ძალითა, და მამულისაგან მისისა მთავარნი ოცდაორი;
29. და ძეთაგან ბენიამენისთა, ძმათა საულისთა, რიცხჳ სამ ათას; - და მერმე სხუანი უმრავლესნი მათგანნი ხედვიდესღა საცოსა სახლისა საულისასა.
30. და სახლისაგან ეფრემისი ოცი ათასი და რვაასი, ძლიერნი ძალითა კაცნი სახელოვანნი სახლად მამათა მათთა;
31. და კერძოსაგან ნათესავისა მანასესისა ათურამეტი ათასი, რომელთა სახელ-ედვა მათ სახელით მეფე-ყოფა დავითისა;
32. და ძეთაგან ისაქარისთა, რომელთა იცოდეს გულისხმის-ყოფა ჟამთა და უწყოდეს, რაჲ-იგი ყოფად ღირს არს ისრაჱლთა სამთავროსა თჳსსა ორასნი, და ყოველნი ძმანი მათნი მათ თანა;
33. და ზაბულონისგანნი, რომელნი გამოვიდოდეს წყობასა ბრძოლისასა ყოვლითა საჭურველითა და საბრძოლითა ერგასის ათას, შეწევნად დავითისა არა ჴელითა ცალიერითა.
34. და ნეფთალემისგანნი მთავარნი - ათას და მათ თანა ფაროსანნი და ლახუროსანნი ოცდაათჩჳდმეტ ათას;
35. დანის ნათესავისაგანნი განწყობილნი ბრძოლასა ოცდარვა ათას და ექუსას;
36. ასერის ტომისაგანნი, გამომავალნი შემწედ ბრძოლასა ორმოცი ათასი;
37. და წიაღ იორდანისა, რუბენის ტომისა და გადისი და კერძოსა ნათესავისა მანასესი, ყოვლითა ჭურითა და საბრძოლითა ას და ოც ათას.
38. ყოველნი ესე კაცნი მბრძოლნი, რომელნი ეწყვებოდეს წყობასა სულითა მშჳდობისათა და მოვიდეს ქებრონად მეფობად დავითისა ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და ნეშტი იგი ისრაჱლისა გულითა ერთითა იყუნეს მეფობად დავითისა.
39. და იყუნეს მუნ სამ დღე. ჭამდეს და სუმიდეს, რამეთუ მოუმზადეს მათ ძმათა მათთა
40. და მომძღურეთა მათთა, ვიდრე ისაქარითგან და ზაბულონით და ნეფთალემით მოართმიდეს მათ აქლემებითა და ჯორებითა და ვირებითა და აზავრებითა საზრდელსა: ფქჳლსა და ლეღჳსკუერსა, სკიჭსა და ღჳნოსა, ზეთსა, ჴბოსა და ცხოვარსა მრავლად, რამეთუ სიხარული იყო ისრაჱლსა.
1. და ზრახვა-ყო დავით ათასისთავთა თანა და ასისთავთა თანა და ყოვლისა თანა, რომელსა სათნო-უჩნდა.
2. და არქუა დავით ყოველსა მას კრებულსა ისრაჱლისასა: უკუეთუ ესე თქუენდა სათნო არს, და უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიერ წარემართოს, მივავლინოთ ძმათაცა ჩუენთა ნეშტთა ყოველთა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მათ თანა მღდელნი იგი და ლევიტელნი ქალაქთაგან სამკჳდრებელთა მათთა შემოკრბედ ჩუენდა
3. და მოვიღოთ კიდობანი იგი ღმრთისა ჩუენისა ჩუენდა, რამეთუ არა ეძია იგი დღითგან საულისით.
4. და თქუა ყოველმან მან კრებულმან ყოფად ეგრეთ, რამეთუ სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე თუალთა ყოვლისა ამის ერისათა.
5. და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი საზღუარითგან ეგჳპტისთა ვიდრე შესლვადმდე ემათისა, შემოღებად კიდობნისა მის ღმრთისა ქალაქით იარიმით.
6. და აღმოიღო იგი დავით. და ყოველი ისრაჱლი აღმოვიდოდა ქალაქად დავითისა, რომელი იყო იუდასი, აღმოღებად მიერ კიდობანი იგი ღმრთისაჲ, მჯდომარე ქერობინსა ზედა, სადა-იგი წოდებულ იყო სახელი მისი.
7. და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ ურემსა ზედა ახალსა, სახლისაგან ამინადაბისა. და ოზიას და ძმათა მისთა მოჰყვანდა ურემი იგი.
8. და დავით და ყოველი ისრაჱლი იმღერდა წინაშე ღმრთისა ყოვლითა ძალითა, გალობითა, და ქნარითა, ებნითა, ბობღნითა, და წინწილითა და ნესტჳთა.
9. და მოვიდეს ვიდრე კალოდმდე ქელონისა და განყო ოზია ჴელი თჳსი დაპყრობად კიდობნისა, რამეთუ გარეშეაქცია იგი ზუარაკმან.
10. და გულისწყრომით განრისხნა უფალი ოზიას ზედა და მოკლა იგი მუნ განყოფისა მისთჳს ჴელისა მისისა კიდობანსა ზედა. და მოკუდა იგი მუნ წინაშე ღმრთისა.
11. და შეწუხნა დავით, რამეთუ განკუეთა უფალმან, განკუეთა იგი ოზიას ზედა და ჰრქჳან ადგილსა მას ,,განკუეთა ოზიასი`` ვიდრე აქა დღედმდე.
12. და შეიშინა დავით მას დღესა შინა ღმრთისა და თქუა: ვითარ შევიღო კიდობანი ესე ღმრთისაჲ ჩემდა.
13. და არა შეიღო დავით კიდობანი იგი ღმრთისაჲ ქალაქად დავითისა. და მისცა იგი სახიდ აბედასა ქეტელისა.
14. და იყო კიდობანი იგი ღმრთისაჲ სახლსა აბედადარისასა სამ თვე. და აკურთხა ღმერთმან აბედადარისი და ყოველივე მისი.
1. და მოავლინნა მოციქულნი ქირამ, მეფემან ტჳროსისამან დავითისა და მოსცა ძელი ნაძჳსა და მაშენებელნი ზღუდეთანი და ხურონი ძელისანი, რათა უშენონ მას სახლი.
2. და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ განუმზადა მას უფალმან ისრაჱლსა ზედა. და აღორძინდა სიმაღლედ მეფობაჲ მისი ერისა მისთჳს ისრაჱლისა.
3. მო-ვეღა-იყუნნა დავით ცოლნი იერუსალჱმს, და უშვნესვე მერმე დავითს ძეები და ასულები.
4. და ესე არს სახელები მათი, რომელნი ესხნეს იერუსალჱმს: სამმა, სობაბ, ნათან, სოლომონ,
5. და იებაარ, ელისაუ, ელიფალეტ,
6. ნაგებ, ნაფეგ, იაფიე,
7. ელისამ, ბაელია და ელიბალეტ.
8. და ესმა უცხოთესლთა, რამეთუ ცხებულ არს დავით მეფედ ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და აღმოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა და განვიდა მიგებებად მათა.
9. და უცხოთესლნი იგი მოვიდეს და შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.
10. და იკითხა დავით ღმრთისა მიერ და თქუა: უკუეთუ აღვიდეთ უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა მას უფალმან: აღვედ და მოგცნე იგინი ჴელთა შენთა.
11. და აღვიდა დავით ბაალფარასინად და მოსრნა იგინი დავით მუნ. თქუა დავით: განკუეთნა ღმერთმან მტერნი ჩემნი ჴელითა ჩემითა, ვითარცა განკუეთს წყალი. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას განკუეთა - ფარასინს.
12. და დაუტევნეს მათ კერპნი მათნი, და ივლტოდეს და უბრძანა დავით დაწვა მათი ცეცხლითა.
13. და მერმე შე-ვეღა-სძინეს უცხოთესლთა მათ და მუნვე შესცჳვეს ღელესა მას გმირთასა.
14. და იკითხა მერმეცა დავით ღმრთისაგან და ჰრქუა მას ღმერთმან: არა აღხჳდე შედგომად მათსა, გარემოიქეც აწ მათგან და აცადენ იგინი მახლობელად სხალოვანსა მას.
15. და იყოს, რაჟამს გესმეს ჴმა ძრვისა მწვერვალთა მას სხალისათა, მაშინ გამოხჳდე და ღმერთი წინაშე შენსა ბრძოლად მათად, რამეთუ მაშინ გამოვიდა ღმრთის წინაშე მოსრვად ბანაკისა მის უცხოთელსთასა.
16. და ყო ეგრე დავით, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და მოსრა ბანაკი იგი უცხოთესლთა გაბაონითგან ვიდრე გაზერადმდე.
17. და იყო სახელი დავითისი ყოველსა ქუეყანასა. და უფალმან მოსცა შიში მისი ყოველთა ნათესავთა.
1. და იქმნა თავისა თჳსისა სახლები ქალაქსა დავითისსა და განმზადა ადგილი კიდობნისა მისთჳს უფლისა და უქმნა მას კარავი.
2. მაშინ თქუა დავით: არა ვისი არს აღება კიდობნისა მის ღმრთისა, არამედ ლევიტელთა, რამეთუ იგინი გამოირჩივნა უფალმან აღებად კიდობნისა მის უფლისა და მსახურებად ღმრთისა მისა საუკუნოდ.
3. და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი იერუსალჱმად აღმოღებად კიდობნისა მის უფლისა ადგილსა მას, რომელი განმზადა მისთჳს.
4. და შეკრიბნა დავით ყოველნი ძენი აჰრონისნი და ლევიტელნი,
5. ძენი კაათისნი: ურიელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცნი,
6. და ძეთაგან მერარისთანი - საიას მთავარი და ძმანი მისნი ორასერგასისნი,
7. და ძეთაგან გერსონისნი - იოელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცდაათნი,
8. და ძეთაგან ელისაფასნი - სემეა მთავარი და ძმანი მისნი ორასნი,
9. ძეთაგანნი ქებრონისნი - ელიელ მთავარი და ძმანი მისნი ოთხმეოცნი,
10. ძეთაგან ოზიელისთა - ამინადაბ მთავარი და ძმანი მისნი ასდათორმეტნი,
11. და მოუწოდა დავით სადუკს და აბიათარს მღდელთა და ლევიტელთა: ურიელს, და საიას, და იოელს, და სემეიას, და ელიელს და ამინადაბს,
12. და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მთავარნი ტომთა ლევიტელთანი, განიწმიდენით თქუენ და ძმანი თქუენნი და აღიღეთ კიდობანი ღმრთისა ისრაჱლისა, სადა-იგი განუმზადე მას.
13. ანუ არა უწინარეს ყოფისა თქუენისა განკუეთა ჩუენ შორის ღმერთმან ჩუენმან, რამეთუ არა ვეძიებთ მას სამართლითა?
14. და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, რათა აღიღონ კიდობანი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ.
15. და აღიღეს ძეთა ლევიტელთა კიდობანი იგი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ამცნო მოსე სიტყჳთა ღმრთისაჲთა წერილისა მისებრ აღსაღებელითა მით მჴრითა მათითა.
16. და ჰრქუა დავით მთავართა მათ და ლევიტელთა: დაადგინენით ძმანი თქუენნი მგალობელნი ფსალმუნითა, სტჳრითა და საგალობელითა, ნესტჳთა, და ფანდურითა, და წინწილითა, ჴმითა მაღლითა და ჴმითა სიხარულისაჲთა.
17. და დაადგინნეს ლევიტელთა ემან, ძე იოელისი, ძმათაგან მისთა- ეთან, ძე კისესი,
18. და მის თანა ძმანი მათნი მეორენი: ზაქარია, და იოელ, და სემირანოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და ბანეა, და მაასია, და მატათია, და ელიფალა, და მაზელია, და აბდედომ, და იელიელ და ოოზია, მეკარენი.
19. და მგალობელნი: ემან, და ასაფ, და ეთან წინწილითა რვალისათა სასმენელ-ყოფად,
20. და ზაქარია, და ოზიელ, და სემირამოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და მასეა, და ნათია ნესტჳთა, და ალემოთად,
21. და მატათია, და ელიფანეა, და მაკელია, და აბდედომ, და იეიელ, და ოზია ამასენით ებნითა განძლიერებად,
22. და ქონენია, მთავარი ლევიტელთა, მთავარი გალობათა, რამეთუ გულისხმის-მყოფელ იყო,
23. და ბარაქია და ელკანა, მეკარე კიდობნისა,
24. და სობია, და იოსაფატ, და ნათანაელ და ამან, და ზაქარია, და ბანანია; და ელიეზერ და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუსა წინაშე კიდობნისა მის ღმრთისა: და აბდედომ და იეია მეკარე კიდობნისა მის ღმრთისა.
25. და წინავიდოდა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ათასისთავნი აღმოყვანებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა სახლისაგან აბედადარისა სიხარულით.
26. და იყო განძლიერებასა მას ღმრთისა მიერ მთავართა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და შესწირვიდეს შჳდსა ზვარაკსა და შჳდსა ვერძსა.
27. და დავითს შეემოსა სამოსელი ბისონისა, და ყოველთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და ვიდოდეს თანა მგალობელნი და ქონენია მთავარი გალობათა მგალობელთა. და დავითს ემოსა სამოსელი ბისონი.
28. და ყოველსა ისრაჱლსა აღმოაქუნდა კიდობანი იგი სჯულისა უფლისაჲ სასწაულითა და ჴმითა, სოფერითა, და საყჳრითა და წინწილითა, ჴმა-სცემდეს ნესტჳთა, ებნითა და სტჳრითა.
29. და იყო კიდობნისა მის სჯულისა უფლისა მისლვასა მის ვიდრე ქალაქადმდე დავითისა და მელქოლ, ასულმან საულისმან, გარდამოიხილა სარკუმელით და იხილა მეფე დავით, როკვიდა რა და იმღერდა და შეურაცხ-ყო იგი გულსა თჳსსა.