წიგნი პირველი ნეშტთაჲ, რომელსა ებრაელებ ეწოდების გიბრე ჰაიმ

16

1. და შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ და დადგეს იგი შორს კარავსა მას, რომელი-იგი აღმართა დავით. და შეწირეს ყოვლად დასაწველები ცხორებისა წინაშე ღმრთისა.

2. და დაასრულა დავით შეწირვად ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა და აკურთხა ერი იგი სახელითა უფლისაჲთა.

3. და განუყო ყოველსა კაცსა ისრაჱლისასა მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე კაცსა პური ერთი პურისმოქმედთაგან ლელანგო.

4. და დაუწესნა წინაშე კიდობნისა შჯულისა უფლისა ლევიტელთაგანნი მსახურად გალობად, და აღსარებად და ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

5. ასაფ, წინამძღუარი, შემდგომი მისა ზაქარია, და იეიელ, და სემარიმოთ, და აიელ, მატათია, და ელიაბ, და ბანეა, და აბდედომ და იესიელ ქნარითა, ებნითა და სტჳრითა, და ასაფ წინწილითა ჴმითა,

6. და ბანეა და ოზიელ, მღდელნი ნესტჳთა დავითის წინაშე კიდობნისა მის სჯულისა ღმრთისა მის.

7. დღესა შინა მაშინ პირველად განაწესა დავით ქებად უფლისა ჴელითა ასაფისთა ძმათა მისთა თანა.

8. გალობაჲ ესე: აუარებდით უფალსა და ხადოდეთ მას, სახელითა მისითა აუწყეთ ერთა შორის სლვანი მისნი.

9. აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა ერთა შორის საკჳრველებათა მისთა, რომელი ქმნა უფალმან.

10. აქებდით სახელითა მისითა წმიდითა, იხარებდეს გული, რომელი ეძიებს სათნოებასა მისსა.

11. ეძიებდით უფალსა და განძლიერდით. და ეძიებდით პირსა მისსა მარადის,

12. მოიჴსენენით საკჳრველებანი მისნი, რომელ ქმნა, ნიშები და მსჯავრნი პირისა მისისანი,

13. და ნათესავნი ისრაჱლისანი, მონანი მისნი, ძენი იაკობისნი, რჩეულნი მისნი.

14. ესე არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.

15. მოიჴსენებს საუკუნოდ აღთქმათა მისთა სიტყუაჲ მისი, რომელი ამცნო ათასამდე ნათესავად,

16. რომელი აღუთქუა აბრაჰამს, და ფიცი მისი ისაკს.

17. და აღუდგინა იგი იაკობს ბრძანებად ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ

18. და ჰრქუა: თქუენ მიგცე ქუეყანა ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა,

19. რამეთუ იყუნნეს იგინი რიცხჳთ მცირე, ვიდრე შემცირდეს და მწირ იქმნნეს მას ზედა.

20. და წარვიდეს ნათესავითი ნათესავად და სამეუფოთ სხუად ერად.

21. არა უტევა კაცსა მძლავრობად მათა. და ამხილა მათთჳს მეფეთა.

22. და ამცნო: ნუ შეეხებით ცხებულთა ჩემთა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა ნუ ბოროტსა უყოფთ.

23. უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა; მიუთხრობდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.

24. მიუთხრენით წარმართთა დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა საკჳრველებაჲ მისი.

25. რამეთუ დიდ არს უფალი ქებულ ფრიად. და საშინელ არს ყოველთა ზედა ღმერთთა.

26. რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი კერპნი არიან. და ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნნა.

27. დიდებაჲ და ქებაჲ წინაშე პირსა მისსა, ძალი და სიქადული ადგილსა მისსა

28. მიეცით უფალსა ტომთა წარმართთა, მიეცით უფალსა დიდებაჲ და ძალი,

29. მიეცით უფალსა დიდებაჲ სახელსა მისსა. მოიღეთ ძღუენი და შეიღეთ წინაშე პირსა მისსა და თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა წმიდასა მისსა.

30. ეშინოდენ პირისა მისისაგან ყოველსა ქუეყანასა, განემართენ ქუეყანა და ნუ შეიძრვინ.

31. იხარებდინ ცაჲ და მხიარულ იყავნ ქუეყანა. და თქუედ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი მეუფებს.

32. ოხრიდეს ზღუაჲ სავსებითურთ და ხე ველისა და ყოველი, რომელი არს მას შინა.

33. მაშინ იხარებდეს ხე მაღნარისა პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვიდა განკითხვად ქუეყანისა.

34. აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი

35. და თქუთ: გუაცხოვნენ ჩუენ, ღმერთო ცხორებისა ჩუენისაო, და განმარინენ ჩუენ წარმართთაგან ქებად სახელსა წმიდასა შენსა და სიქადულად ქებათა შენთა.

36. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა საუკუნეთა მიმართ ვიდრე საუკუნოდმდე. და თქუას ყოველმან ერმან ამინ და აქებდეს უფალსა.

37. დაუტევეს მუნ წინაშე კიდობნისა უფლისასა ასაფ და ძმანი მისნი მსახურებად წინაშე კიდობნისა მის ყოველსა ჟამსა დღითი დღე.

38. და აბდედომ და ძმანი მისნი სამეოცდარვანი, და აბდედომ, ძე იდითუმისი, და ოსე მეკარედ.

39. და სადუკ მღდელი და ძმანი მისნი მღდელნი წინაშე კარვისა უფლისა ბამას, რომელ არს გაბაონს.

40. შეწირვად მრგულიად დასაწველთა უფლისათა საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა მარადის განთიად და მწუხრი ყოვლისა მისებრ წერილისა სჯულსა უფლისასა, რაოდენი ამცნო უფალმან ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მოსესითა, მსახურისა უფლისათა.

41. და მის თანა ემან და იდითუმ და სხუანი, რომელნი გამორჩეულ იყუნეს სახელით ქებად უფლისა, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი.

42. და მათ თანა საყჳრები და წინწილები ჴმობდა გალობასა და სტჳრები გალობათა ღმრთისათა და ძენი იდითუმისნი ბჭეთა ზედა.

43. და წარვიდა კაცად-კაცადი ყოველი ერი სახლად თჳსა. და მოიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსსა.

17

1. და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და ჰრქუა დავით ნათანს, წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე დამკჳდრებულ ვარ სახლსა შინა ნაძჳსასა და კიდობანი შჯულისა ღმრთისაჲ ქუეშე კარავთა.

2. და რქუა ნათან დავითს: ყოველი, რაჲცა არს გულსა შენსა, იქმოდი, რამეთუ ღმერთი შენ თანა არს.

3. და იყო მას ღამესა სიტყუაჲ უფლისა ნათანისა

4. და თქუა: მივედ და არქუ დავით მონასა ჩემსა: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი სამკჳდრებელად ჩემდა მას შინა,

5. რამეთუ არა დავიმკჳდრე სახლსა შინა, ვინათ დღითგან გამოვიყვანე ისრაჱლი ეგჳპტით ვიდრე აქა დღედმდე, და ვიყოფოდე კარავსა და სადგურთა

6. ყოველთასა შინა, რომელთა ვიქცეოდე. ყოველსა შინა, სადა იქცეოდენ ძენი ისრაჱლისა, უკუეთუ სიტყუათაღა ვეტყოდე ერთსა ოდენ ტომსა ისრაჱლისასა და მსაჯულთა მისთა, რომელთა ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა და ვარქუ, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ნაძჳსა?

7. და აწ ესრეთ არქუ მონასა ჩემსა დავითს: ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ბაკისაგან უკუანაჲსაგან სამწყსოთა, რათა იყო შენ წინამძღუარი ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

8. და ვიყავ მე შენ თანა ყოველსა შინა, ვიდრეცა ხჳდოდე, და მოვსრენ ყოველი მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და გყავ შენ სახელოვან სახელისაებრ დიდისასა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ზედა.

9. და მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა და დავნერგო იგი დასაბამსა, დაიმკჳდროს თჳსაგან და არღარა ზრუნვიდეს მერმე, და არღარა შესძინოს სიცრუემან დამდაბლებად მისა, ვითარცა-იგი დასაბამსა.

10. და ვინათ დღითგან განვაწესენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, და დავამდაბლენ ყოველნი მტერნი შენნი და აღგაორძინე შენ და აღგაშენე შენ მე უფალმან.

11. და იყოს, რაჟამს აღივსნეს დღენი შენნი და დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენსა, რომელი იყოს მუცლისა შენისა, და განუმზადო მეფობაჲ მისი.

12. მან მიშენოს მე სახლი და აღუმართო საყდარი მისი ვიდრე საუკუნოდ

13. და მე ვიყო მისად მამად და იგი იყოს ჩემდა ძედ. და მე შევიწყნარო იგი და წყალობაჲ ჩემი არა განვაყენო მისგან, ვითარცა-იგი განვაყენე მათგან, რომელნი-იგი იყუნეს უწინარეს შენსა.

14. და სარწმუნო-ვყო იგი სახლსა ჩემსა და მეფობასა მისსა ზედა ვიდრე საუკუნოდ. და საყდარი მისი იყოს აღმართულ ვიდრე საუკუნოდ.

15. მსგავსად ყოველთა მათ სიტყუათა და ხილვისა ამისებრ ყოვლისა. ესრეთ ეტყოდა ნათან დავითს.

16. მოვიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო, ღმერთო? და რა არს სახლი ჩემი, რამეთუ შემიყვარე მე ვიდრე საუკუნედ,

17. დამცირებული ესე შენ წინაშე, ღმერთო, რამეთუ იტყოდე სახლისათჳს მონისა შენისა პირველითგან და მომხედე მე, ვითარცა ხილვა კაცისა და აღმამაღლე მე, უფალო ღმერთო!

18. რაღა შესძინოს მერმე დავით დიდებად შენდა? და შენ მონა შენი იცი!

19. და გულისაებრ შენისა ჰყავ ყოველივე დიდებულებაჲ, უფალო!

20. არავინ არს მსგავს შენდა. და არავინ არს შენსა გარეშე ყოვლისა მისებრ, რომელი ისმინეს ყურთა ჩუენთა.

21. და არავინ არს, ვითარ ერი შენი ისრაჱლი, სხუაჲ ნათესავი ქუეყანასა ზედა, ვითარ-იგი უძღოდე მას ღმერთი ჴსნად თავისა თჳსისა ერად და დადებად თავისა თჳსისა სახელი დიდი და გამოჩინებული განსხმად პირისაგან ერისა შენისა, რომელ იჴსნენ და გამოიყვანნე ეგჳპტით ნათესავნი

22. და მოეც ერსა შენსა ისრაჱლსა ყოფად თავისა შენისა ერად საუკუნედ. და შენ ხარ უფალი მათი ღმერთად.

23. და აწ, უფალო, სიტყუასა, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და ნათესავისა სახლისა მისისა, სარწმუნო იყავნ ვიდრე საუკუნედმდე,

24. რომელ იტყოდი, უფალო, უფალო, ყოვლისა მპყრობელო ღმერთო ისრაჱლისო, და სახლი დავითისი, მონისა შენისა, იყავნ აღმართებულ წინაშე შენსა.

25. რამეთუ შენ, უფალო, განახუენ სასმენელნი მონისა შენისანი შენდა წინაშე პირსა შენსა შენებად სახლისა. ამისთჳს პოვა მონამან შენმან ლოცვად პირსა შენსა.

26. და აწ, უფალო, შენ ხარ თავადი უფალი ღმერთი და იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილსა ამას.

27. და აწ გიწყიეს კურთხევად სახლისა მონისა შენისა, რათა იყოს შენ წინაშე უკუნისამდე, რამეთუ შენ, უფალო, აკურთხე და აკურთხე ვიდრე საუკუნედმდე.

18

1. და იყო ამისა შემდგომად და მოსრნა დავით უცხოთესლნი და იოტნა იგინი და დაიპყრა გეთი და დაბნები მისი ჴელისაგან უცხოთესლთასა.

2. და მოსრა მოაბი, და იყუნეს მოაბელნი მონა დავითისი და მოართმიდეს ძღუენსა.

3. და მოსრა დავით ადრაზარისი, ერი მეფისა სუბასი, რიომელი არს ემათისა მი-რა-ვიდოდა იგი დადგმად ჴელისა ევფრატსა ზედა მდინარესა.

4. და პირველად დაიპყრა დავით ათასი ეტლები მათი და შჳდ ათასი ცხენები და შჳდ ათასი კაცი მკჳრცხლი. და დაჴსნა დავით ყოველი იგი ეტლები და დაუტევა მათგანი ასი ეტლი.

5. და მოვიდა ასური იგი დამასკელი შემწედ ადრაზარისა, მეფისა მის სუბასა, და მოსრა დავით ასურისა მის ოცდაორი ათასი კაცი.

6. და მოადგა დავით ზღუდე ასურეთს დამასკეთ კერძო და დაიპყრა იგი. და იყუნეს დავითის მონა და მოართმიდეს ძღუენსა და ხარკსა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა.

7. და მოიღო დავით მანიაკები იგი ოქროსა, რომელნი იყუნეს მონათა ადრაზარისთა, და მოიღო იგი იერუსალიმად.

8. და მატეფაით და რჩეულთაგან ქალაქთა ადრაზარისათა მოიღო დავით რვალი ფრიად მრავალი. და მისგან ქმნა სოლომონ ზღუაჲ იგი რვალისა, და სვეტნი და ჭურჭელნი იგი რვალისა.

9. და ესმა თოლაას, მეფესა ემათისასა, რამეთუ მოსრა დავით ყოველი ძალი ადრაზარისა, მეფისა მის სუბასი.

10. და მოავლინა თოა ადურამ, ძე მისი, მეფისა დავითისა, მოკითხვად მისა მშჳდობით და კითხვად მისა ამისთჳს, რამეთუ ებრძოდა ადრაზარს და მოსრა იგი, რამეთუ კაცი მტერ იყო თოეს ადრაზარ, და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ოქროსა მოუძღუანა მას.

11. და ესე განწმიდა დავით უფლისად ვეცხლისა მის თანა და ოქროსა, რომელი მოიღო ყოველთა მათგან ნათესავთა იდუმიათ და მოაბით, და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთაგან და ამალეკით.

12. და აბესა, ძემან სარუიასმან, შემუსრა იდუმია ღელესა ალონისასა, ათურამეტი ათასი.

13. და დადვა ღელესა მას სიმაგრე და იყუნეს ყოველნი ედომელნი მონად დავითისა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა.

14. და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და იქმოდა მსჯავრსა და სიმართლესა ყოვლისა მიმართ ერისა მისისა.

15. და იოაბ, ძე სარუასი, იყო ერსა ზედა და იოსაფატ, ძე აქილუდისი, მოსახსენებელთმწერალ.

16. და სადუკ, ძე აქიტობისი, და აბიმელიქ, ძე აბიათარისი, მღდელნი და სუსა მწიგნობარი.

17. და ბანეა, ძე იუდაესი, ქერეთსა ზედა და ფელეთსა. და ძენი დავითისნი პირველნი მსახურნი მეფისა.

19

1. და იყო, ამისა შემდგომად მოკუდა ნაას, მეფე ძეთა ამონისათა. და მეფობდა ანან, ძე მისი, მის წილ.

2. და თქუა დავით: ვყო წყალობაჲ ანანის თანა, ძისა ნაასისა, ვითარცა ყო მამამან მისმან ჩუენ თანა წყალობაჲ. და მიავლინნა მოციქულნი დავით, რათა ნუგეშინის-სცეს მას მამისა მისისათჳს. და მივიდეს მონანი იგი დავითისნი ქუეყანად ძეთა ამონისთა, ნუგეშინის-ცემად მისა.

3. და ჰრქუეს მთავართა ამონისთა ანანს: ნუუკუე დიდებად მამისა შენისა დავით წინაშე შენსა მონანი მისნი მოავლინნა ნუგეშინის-ცემად შენდა? არამედ რათა გამოიკულიონ ქალაქი და განიმსტრონ ესე ქუეყანა, ამისთჳს მოავლინნა შენდა?

4. და მოიყვანნა ანან მონანი იგი დავითისნი და დაჰყჳნა მათ წუერი, და მოკუეთა სამოსლისა მათისა ზოგი ვიდრე სარტყლამდე და განუტევნა იგინი.

5. და მოვიდეს და უთხრეს დავითს კაცთა მათთჳს. და წარავლინნა მიგებებად მათდა, რამეთუ იყუნეს გინებულ ფრიად და ჰრქუა მათ მეფემან: დასხედით იერიქოდ ვიდრე აღმოგესხას თმა და წუერი თქუენი, და მაშინღა აღმოვედით.

6. და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ჰრცხვენა მონათა დავითისთა. და წარავლინნა ანან და ძეთა ამონისთა და მიუძღუანეს ათასი ტალანტი ვეცხლისა, რათა მოინადონ ასურეთით შუამდინარისით ერი. და მოინადეს ასურეთით, და მააქათ და რასუბათ ეტლები და მჴედრები.

7. და დაიდგინეს ვეცხლითა თავისა მათისა ოცდაათორმეტი ათასი ეტლები, და მეფე იგი მოაბ და ერი მისი მოვიდეს და დაიბანაკეს წინაშე მედაბასი და ძენი ამონისნი შეკრბეს ქალაქებისაგან მათისა და მოვიდეს ბრძოლად.

8. და ესმა დავითს და მიავლინა იოაბ და ყოველი ერი ძლიერთა.

9. და გამოვიდა ძენი ამონისნი და განეწყუნეს ბრძოლად ბჭეთა თანა ქალაქისთა. და მეფენი იგი, რომელნი მოსულ იყუნეს, განეწყუნეს თჳსაგან ველსა გარე.

10. და იხილა იოაბ, რამეთუ იყუნეს იგინი წინაშე პირისპირ ბრძოლად მისა წინა და უკანა კერძო. და გამოირჩია ყოველთაგან ჭაბუკთა ისრაჱლისათა და ეწყო წინაშე ასურისა მის.

11. და ნეშტი იგი ერი მისცა ჴელსა აბესასა, ძმისა მისისასა. და განეწყო ძეთა ამონისთა.

12. და ჰრქუა: უკუეთუ განძლიერდეს ასური იგი უფროს ჩემსა, მეყავ მე შემწე, და უკეთუ განძლიერდენ ძენი ამონისნი უფროს შენსა, მე მოვიდე შემწედ შენდა.

13. და მჴნე განძლიერდი ერისათჳს ჩუენისა და ქალაქისათჳს ღმრთისა ჩუენისა, და უფალმან ყავნ კეთილი წინაშე თუალთა მისთა.

14. და განეწყო იოაბ და ერი იგი მის თანა წინაშე ასურთა მათ ბრძოლად და ივლტოდეს მისგან ასურნი იგი.

15. და იხილეს ძეთა ამონისთა, რამეთუ ივლტიან ასურნი იგი და ივლტოდეს იგინიცა პირისაგან იოაბისა და პირისაგან აბესასა, ძმისა მისისა, და შევიდეს ქალაქად. და მოვიდა იოაბ იერუსალჱმდ.

16. და იხილა ასურმან, რამეთუ იოტა იგი ისრაჱლმან. და მიავლინეს მოციქულნი და მოიყვანნეს ასურნი იგი წიაღ მდინარით და სობოქა ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისა წინაშე მათსა.

17. და უთხრეს დავითს. და შეიკრიბა ყოველი ისრაჱლი წიაღ იორდანესა და მოვიდა მათ ზედა და ეწყო მათ. და განეწყო დავით წინაშე ასურთა მათ და ჰბრძოდა მათ.

18. და ივლტოდეს ასურნი იგი პირისაგან დავითისა და მოსრა დავით ასურთა მათგანი შჳდ ათასი ეტლი და ორმეოცი ათასი კაცი და სოფაქ, ერისმთავარი იგი ძლიერებისა ადრააზარისი, მოკლა.

19. და იხილეს მონათა მათ ადრააზარისათა, რამეთუ იძლინეს წინაშე პირისაგან ისრაჱლისა. და აღუთქუეს აღთქმა დავითის თანა და ჰმონებდეს მას. და აღარა ინებეს ასურთა მათ მერმე შეწევნად ძეთა ამონისთა.

20

1. და იყო მოწევნასა მას მეორისა წელიწადისასა განსლვასა ოდეს მეფეთასა, და მოიყვანა იოაბ ყოველი ძლიერისა. და განრყუნეს ყოველი სოფელი ძეთა ამონისთა, და მოვიდეს და გარემოადგეს არაბათსა. და დავით იყოფოდა იერუსალჱმს. და მოსრა იოაბ არაბათი და დაარღჳა იგი.

2. და მოიღო დავით გჳრგჳნი მოლქომისა, მეფისა მათისა, თავისაგან მისისა. და იყო სასწორი მისი ტალანტი ოქროსა. და მას შინა იყო ანთრაკი პატიოსანი და დაიდგა იგი თავსა დავით და ნატყუენავი იგი ქალაქისა გამოიღო მრავალი ფრიად.

3. და ერი იგი მას შინა გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა რკინისათა. ესრეთ უყო დავით ყოველთა ძეთა ამონისთა. და მოიქცა დავით და ყოველი ერი მისი იერუსალჱმდ.

4. და იყო ამისა შემდგომად ბრძოლა გაზერს შინა უცხოთესლთა თანა. მაშინ მოკლა სობოქე უსთელმან სეფი ძეთაგან გმირთა და დასცა იგი.

5. და მერმე კუალად იყო ბრძოლა უცხოთესლთა თანა და მოკლა ელენან, ძემან იათისმან, ლეიმი, ძმა გოლიადი გეთელისა და ტარი ლახურისა მისისა, ვითარცა ლვილი ქსელთა.

6. და იყო მერმე ბრძოლა გეთსა, და იყო კაცი უფროსად მწვისე და ესხა თითები ჴელთა და ფერჴთა მისთა ექუს-ექუს - ოცდაოთხი. იგი იყო ძე გმირთა.

7. და აყუედრა ისრაჱლსა და მოკლა იგი იონათან, ძემან სამაასმან, ძმისწულმან დავითისამან. ესენი ესხნეს რაფას გეთსა შინა. ყოველნი ესე იყუნეს კაცნი გმირნი. დაეცნეს ესენი ჴელითა დავითისათა და ჴელითა მონათა მისთათა.