წიგნი პირველი ნეშტთაჲ, რომელსა ებრაელებ ეწოდების გიბრე ჰაიმ

21

1. და აღდგა შემასმენელი ეშმაკი ისრაჱლსა ზედა და აღძრა დავით აღრაცხად ისრაჱლისა.

2. და ჰრქუა მეფემან დავით იოაბს და მთავართა მათ ძლიერებისათა: წარვედით და აღრაცხეთ ისრაჱლი ბერსაბეთგან ვიდრე დანადმდე, და მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხჳ მათი.

3. და ჰრქუა იოაბ მეფესა: შესძინენ უფალმან ერსა თჳსსა, რაოდენ არიან აწ ასიღა წილი, თუალნიმცა უფლისა ჩემისა, მონანი. და რასათჳს უფალი ჩემი ეძიებს ამას, რათა არა იყოს ესე ცოდვა ერისა ისრაჱლისა.

4. ხოლო სიტყუაჲ იგი მეფისა განძლიერდა უფროს იოაბის მიმართ. და განვიდა იოაბ და განავლინა ყოველნი საზღუარნი ისრაჱლისანი და მოვიდა იერუსალჱმად.

5. და მისცა იოაბ მეფესა რიცხჳ ახილვისა მის ერისა. და იყო ისრაჱლი ათას ათასეულ და ას ათას კაცთა მახჳლოსანთა, და იუდა ოთხასორმეოცდა ათას მახჳლოსანი კაცი.

6. და ლევი და ბენიამინ არა აღრაცხნა მათ შორის, რამეთუ განძლიერდა სიტყუა მეფისა იოაბისა მიმართ.

7. და ბოროტი უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმისა ამისთჳს, და მოსრა ისრაჱლი.

8. და ჰრქუა დავით ღმერთსა: ვცოდე ფრიად, რამეთუ ვყავ საქმე ესე. და აწ აღიღე ჩემგან ბოროტი ესე მონისა შენისა, რამეთუ ამაო ვქმენ ფრიად.

9. და ეტყოდა უფალი გადსა მხილველსა: მივედ დავითისა და ეტყოდე მას.

10. წარვედ და არქუ დავითს: ესრე იტყჳს უფალი: სამი ესე მოვჴადო შენ ზედა. და გამოირჩიე თავისა შენისა ერთი მათგანი და გიყო შენ.

11. და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: გამოირჩიე თავისა შენისა:

12. გინა სამ წელ სიყმილი, ანუ სამ თვე სივლტოლა შენი წინაშე მტერთა შენთა, მახჳლი მტერთა მოსრვად შენდა, ანუ სამ დღე მახჳლი უფლისაჲ და სიკუდილი ქუეყანასა ზედა, და ანგელოზი უფლისაჲ მოსრვად ყოველსა შორის სამკჳდრებელსა ისრაჱლისასა. და აწ იხილე და ცან, რაჲ სიტყუაჲ მიუგო მომავლინებელსა ჩემსა

13. და ჰრქუა დავით გაადსა: იწრო არს ჩემდა ყოველგნით კერძოვე სამივე ესე ყოფად: შევვარდე ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არიან მოწყალებანი მისნი ფრიად, და ჴელთა კაცთასა არა შევვარდე.

14. და მოსცა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა და დაეცნეს ისრაჱლისგანნი სამეოცდაათი ათასნი კაცნი.

15. და მოავლინა უფალმან ანგელოზი იგი იერუსალჱმდ მოსრვად მათა და ვითარ-იგი მოსრვიდა, იხილა უფალმან და შეინანა ბოროტისა მისთჳს, და ჰრქუა ანგელოზსა მას მომსრველსა: კმა იყავნ შენდა, დააცადე ჴელი შენი და ანგელოზი უფლისაჲ დგა კალოსა ზედა ურნიასა იებუსელისასა.

16. და აღიხილნა დავით თუალნი თჳსნი და იხილა ანგელოზი უფლისაჲ მდგომარე შორის ცასა და შორის ქუეყანასა, და მახჳლი მისი ჴდილი ჴელსა მისსა, განმრთხმელი ისრაჱლსა ზედა. და დავარდა ქუეყანასა ზედა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი შემოსილნი ძაძითა პირსა ზედა მათსა

17. და ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო

18. და ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა გაადს, რათა უთხრას დავითს, რათა აღვიდეს და დადგას საკურთხეველი უფლისაჲ კალოსა მას ურნიას იებუსელისასა.

19. და აღვიდა დავით სიტყჳსა მისებრ გადისა, რომელსა იტყოდა სახელითა უფლისაჲთა.

20. და მოიქცა ურნია და იხილა მეფე და ოთხნი ძენი მისნი მის თანა დაბურვილი და ურნია ლეწვიდა კალოსა ზედა იფქლსა.

21. და მოვიდა დავით ურნიასა და ურნია გამოვიდა კალოსა მისგან, და თაყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა.

22. და ჰრქუა დავით ურნიას: მომეც მე ადგილი ესე კალოსა სყიდვით ვეცხლითა, რასა ღირდეს, და ვაშენო მას ზედა საკურთხეველი უფლისაჲ რათა დასცხრეს ტანჯვა ესე ერისა ამისგან.

23. და ჰრქუა ორნა დავითს: მიიღე ეგე შენდად. და ყავნ უფალმან ჩემმან მეფემან კეთილი, ვითარცა სათნო-უჩნდეს წინაშე მისსა. აჰა, ესერა, მიმიცემიან ზროხანი მსხუერპლად და საჴნველი, და ურემნი შეშად და იფქლი შესაწირავად. ყოველივე ეგრეთ მიგცე და ყავ, ვითარცა გნებავს

24. და ჰრქუა მეფემან დავით ურნიას: არა, არამედ სყიდვით მოვიყიდო ეგე ვეცხლითა, რაცა ღირდეს, რამეთუ არა მოვიღო ეგრეთ, რაჲ არს შენი უფლისად შეწირვად მსხუერპლი უსასყიდლოდ.

25. და მისცა დავით ურნიას ადგილისა მისთჳს ოქრო სიკლისა სასწორი ექუსასი.

26. და უშენა მუნ დავით საკურთხეველი უფალსა, და შეიწირა მუნ ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა, და ღაღად-ყო დავით უფლისა მიმართ, და შეისმინა მისი ზედა ზეცით ცეცხლითა საკურთხეველსა მას ზედა ყოვლად დასაწველთასა. და აღლია ყოვლად დასაწველი იგი.

27. და ჰრქუა უფალმან ანგელოზსა მას, და მიაქცია მახჳლი იგი ქარქაშსავე თჳსსა.

28. მას ჟამსა, ვითარცა იხილა დავით, რამეთუ შეისმინა მისი უფალმან, კალოსა მას ურნიასა იებუსელისასა ზედა, შეწირა მუნ.

29. და კარავი იგი უფლისაჲ, რომელი ქმნა მოსე უდაბნოსა ზედა, და საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა მას ჟამსა შინა ბამასა შინა რომელი არს გაბაონს.

30. და ვერ ჴელ-ეწიფა დავითს წარსლვად წინაშე მისსა და გამოძიებად ღმრთისაგან, რამეთუ ისწრაფოდა პირსა წინაშე მახჳლისა მის ანგელოზისა უფლისა.

22

1. და ჰრქუა დავითს: ესე არს სახლი უფლისა ღმრთისა და ესე საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა ისრაჱლისა.

2. და უბრძანა დავით შეკრებაჲ ყოველთა მწირთა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ისრაჱლისასა და დაადგინნა ქვისმკუეთელნი და ქვის თლილისა შენებად სახლსა უფლისასა.

3. და რკინა ფრიად სამჭუალად კარებისა და ბჭეთა და კურტიმლები მომზადა დავით, და რვალი ფრიად, რომელსა არა იყო სასწორი.

4. და ძელი ნაძჳსა, რომლისა არა იყო რიცხჳ, რომელსა მოიღებდეს სიდონელნი და ტჳროსელნი ძელსა ნაძჳსასა მრავალსა დავითისსა.

5. და თქუა დავით: სოლომონ, ძე ჩემი, ყრმა არს ჩჩჳლ. და სახლისა შენებად უფლისა სიდიდედ და სიმაღლედ სახელად და დიდებად ყოვლისა ქუეყანისა მოუმზადო მას და მოამზადა დავით სიმრავლედ უწინარეს აღსრულებისა მისისა.

6. და მოუწოდა სოლომონს, ძესა თჳსსა, და ამცნო მას შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

7. და ჰრქუა დავით სოლომონს: შვილო, გულსა ჩემსა იყო შენებად სახლისა სახელისათჳს უფლისა ღმრთისა.

8. და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და მრქუა: სისხლი ფრიად დასთხიე და ბრძოლანი დიდნი ჰყვენ, არა მიშენო მე სახლი სახელისათჳს ჩემისა, რამეთუ სისხლი მრავალი დასთხიე წინაშე ჩემსა ქუეყანასა ზედა.

9. და, აჰა, ეგერა, ძე გეშვების შენ, ესე იყოს კაცი განსვენებისა. და განუსუენო მას მტერთაგან გარემო, რამეთუ სოლომონ იყოს სახელი მისი, მშჳდობაჲ, და დაყუდებაჲ მოსცეს ისრაჱლსა დღეთა მისთა.

10. მაშინ მიშენოს სახლი სახელისათჳს ჩემისა. და იგი იყოს ჩემდა ძე და მე მისად მამა. და აღუმართო საყდარი სუფევისა მისისა ისრაჱლსა ზედა ვიდრე საუკუნომდე.

11. და აწ, შვილო, იყოს უფალი შენ თანა. და წარგიმართოს შენ და უშენო სახლი უფალსა ღმერთსა შენსა, ვითარცა-იგი იტყოდა შენთჳს.

12. არამედ მოგეცინ შენ უფალმან სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, და განძლიერდი ისრაჱლსა ზედა დამარხვად და ყოფად სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა.

13. და მაშინ წარგიმართოს, უკუეთუ დაიმარხნე ყოფად ბრძანებანი და სამართალნი, რომელი ამცნო მოსეს უფალმან ისრაჱლისა მიმართ: მჴნე იყავ და განძლიერდი, ნუ გეშინინ და ნუცა შეძრწუნდები.

14. აჰა, ესერა, მე სიმკოდოვნობისაებრ ჩემისა განუმზადე სახლისათჳს უფლისა ტალანტი ასი ათასი და ვეცხლი ტალანტი ათასი ათასეული და რვალი და რკინა, რომლისა არა არს სასწორი, რამეთუ მრავალ არს, ძელი და ქვა მოუმზადე. და ამას ზედა შენ შესძინე.

15. და შენ თანაშერთე სიმრავლედ მოქმედთათჳს საქმისათა, ხურონი და მაშენებელნი ქვისანი. და მოქმედნი ძელისანი და ყოველი ბრძენი ყოველსა საქმესა.

16. ოქროთა, ვეცხლითა, რვალითა და რკინითა, რომლისა არა არს რიცხჳ. აღდეგ და იმოქმედე და უფალი შენ თანა.

17. და ამცნო დავით ყოველთა მთავართა ისრაჱლისთა, რათა შეეწეოდიან სოლომონს, ძესა მისსა.

18. და ჰრქუა მათ: ანუ არა უფალი თქუენ თანა არს? და განგისუენა თქუენ გარემოთგან, რამეთუ მოგცნა ჴელთა თქუენთა მკჳდრნი ქვეყანისანი და დამორჩილებულ არს ქუეყანა წინაშე უფლისა, წინაშე ერისა მისისა.

19. და აწ მოსცენით გულნი თქუენნი და სულნი თქვენნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა თქუენისა. აღდეგით და აშენებდით სიწმიდესა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა შეღებად მუნ კიდობანი შჯულისა უფლისაჲ და ჭურჭელი იგი წმიდაჲ ღმრთისაჲ სახლსა მას, რომელი იშენოს სახელისათჳს უფლისა

23

1. დავით მოხუცებულ იყო დღეთა და სავსე სიბერითა. და მეფე ყო სოლომონ, ძე მისი, მის წილ ისრაჱლსა ზედა.

2. და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, მღდელნი და ლევიტელნი.

3. და აღრიცხეს ლევიტელნი ოცდაათით წლითგანნი და უჟეშთაესი. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა კაცისა ოცდაათურამეტ ათას.

4. ამათგანნი იყუნეს საქმესა ზედა მდგომელნი საქმესა მას სახლისა უფლისასა ოცდაოთხი ათასი, და მწიგნობარნი და მსაჯულნი ექუს ათასნი,

5. და ოთხ ათასნი მეკარენი და ოთხ ათასნი მაქებელად უფლისა ქნარითა, რომელნი იყუნეს მაქებელად უფლისა.

6. და განუყუნა იგინი დავით უფალსა მდღევრად მსახურებად ძეთა ლევისთა: გეთსონს, კაათს და მერარის,

7. და გერსონს და ელიადა და სემის,

8. ძესა ლეადასსა, მთავარსა ისრაჱლისსა, და ზეთომს და იოელს;

9. ძენი სემესნი: სალომილ და ზიელ და არან. სამნი ესე იყუნეს მთავარნი ტომთანი ელიადანისა.

10. და ძეთა სემეისთა: იეთ და ზიზა და იოას, და ბერია. ესენი სემეისნი ოთხნი.

11. და იყო იეთ მთავარ და ზიზა შემდგომ, და იოას და ბერია. არა მრავალ იყუნეს შვილითა და იყუნეს სახლად მამულთა აღსახილავად ერთად.

12. და ძენი კაათისნი: ამბრამ, და ისარ, და ქებრონ, და ოზიელ - ოთხნი.

13. და ძენი ამბრამისნი: ჰარონ და მოსე. და განიჩინა აარონ სიწმიდედ წმიდაჲ წმიდათასა იგი და ძენი მისნი ვიდრე საუკუნოდ კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა და მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე საუკუნოდ საუკუნედმდე;

14. და მოსე, კაცი ღმრთისაჲ, და ძენი მისნი იწოდნეს ტომად ლევისა.

15. ძენი მოსესნი: გერსამ და ელიეზარ;

16. ძენი გერსამისნი: სუბელ.

17. და იყუნეს ძენი ელიეზარისნი: რაბია მთავარი და არა იყუნეს ელიეზარისნი ძენი სხუანი. ძენი რაბიასნი აღორძინდეს სიმაღლედ;

18. და ძენი საარისნი: საულ და მოე მთავარნი.

19. და ძენი ქებრონისნი: იერია მთავარი, ამარია შემდგომი, იაზიელ მესამე, იეკემიეს მეოთხე;

20. ძენი ოზიელისნი: მიქა მთავარი და ესეა შემდგომი;

21. ძენი მერაარისნი: მოოლი და მუსი. და ძენი მოოლისნი: ელეაზარ და კის.

22. და მოკუდა ელეაზარ. და არა ესხნეს მას ძენი, არამედ ასულნი. და მიიყუანნეს იგინი ძეთა კისისთა, ძმათა მათთა;

23. ძენი მუსისნი: მოლი, და ედერ, და არიმოთ - სამნი.

24. ესე ძენი ლევისნი სახლად და მამათა მათთა. მთავარნი ტომთანი იყუნეს ესენი ახილვისაებრ მათისა, მსგავსად რიცხჳსა სახელებისა მათისა თავად-თავადისა მათისა ჰყოფდეს საქმესა მსახურებისა სახლისა უფლისასა, ოცით წლითგან და უზეშთაესი.

25. და ჰრქუა დავით: განუსუენა უფალმან ღმერთმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა და დაემკჳდრა ისრაჱლი ვიდრე საუკუნედ.

26. და ლევიტელთა მათ არა მოვლო კარავი იგი, არცა ყოველი ჭურჭელი სამსახურებელად მისა;

27. რამეთუ სიტყჳთა დავითისითა უკუანასკნელითა არს რიცხჳ ძეთა ლევისთა ოცით წლითგანნი და უზეშთაესი.

28. რამეთუ დაადგინნა იგინი ჴელსა ქუეშე არონისსა მსახურებად სახლსა შინა უფლისასა, ბჭეებსა და ტაძრებსა, განრჩევად ყოველსა წელსა და მსახურებასა სახლისა ღმრთისასა,

29. პურთა წინაშე დასაგებელთა და სამინდოსა შესაწირავისა და ლელანგოსა, უცომოსა ტაბაკსა და შესვარულსა ზეთითა სამინდოსა, და ყოველსა საწყაულსა,

30. და წარდგომად განთიად და ქებად და აღსარებად უფლისა, და ეგრეცა მწუხრი

31. ყოველთა ზედა შესაწირავთა ყოვლად დასაწველთა უფლისათა, შაბათთა შინა, და ახალთათჳს თავთა და დღესასწაულთა რიცხჳსაებრ და სამართლისაებრ მათ ზედა მარადის უფლისა.

32. და სცვიდეთ საცავსა მას კარვისა საწამებელისასა და ძეთა არონის, ძმისა მათისათა, ხოლო მსახურებდეს სახლსა შინა უფლისასა.

24

1. და ძეთა აჰრონისთა განყოფად: ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ

2. და მოსწყდეს ნადაბ და აბიუდ წინაშე მამისა მათისა და შვილნი არა ესხნეს მათ და მღდელობდეს ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.

3. და განყუნა იგინი დავით - სადუკ. ძეთაგან ელიეზარისათა, და აქიმელექ, ძეთა ითამარისთა, ახილვისაებრ მათისა და მსახურებად სახლად და სახლად მამულთა მათთა.

4. და იპოვნეს ძენი ელიეზერისნი უმრავლეს მთავრად ძლიერთა და უფროს ძეთა ითამარისათა და განყუნა იგინი, და ძენი ელიეზერისნი დაადგინა მთავრად სახლთა მამულთა მათთა ათექუსმეტ და ძეთა ითამარისთა სახლად მამათა რვა.

5. და განყუნა იგინი წილითი ესენი ამათ მიმართ, რამეთუ იყუნეს ესენი მთავარნი წმიდათანი და მთავარნი უფლისანი ძეთა შორის ელიეზერისათა და ძეთა შორის ითამარისათა.

6. და აღწერნა იგინი სემაია, ძემან ნათანელისამან, მწიგნობარმან ლევისგანმან, წინაშე მეფისა და მთავართა, და სადუკის მღდელსა და აქიმელიქისასა. ძისა აბიათარისასა, მთავართა მამადმამათა მღდელთასა და ლევიტელთა, სახლისა მამულისათა, ერთ-ერთი ძეთაგან ელიეზარისა და ერთ-ერთი ძეთაგან ითამარისა

7. და გამოუჴდა წილი პირველი არიმას, მეორე ანინას, მესამე ქალებს, მეოთხე სეორიმს,

9. მეხუთე მელქიას, მეექვსე მერარს,

10. მეშჳდე აკოსსა, მერვე აბიათს,

11. მეცხრე ისუს, მეათე ისქანიას,

12. მეათერთმეტე ელისიბას, მეათორმეტე სალაკიმს,

13. მეათცამეტე ოფას,

14. მეათოთხმეტე იზბაალს, მეათხუთმეტე ქელგას, მეათექუსმეტე ემერს,

15. მეათჩჳდმეტე იელირას, მჴეათრვამეტე აფესეს,

16. მეათცხრამეტე ოფეთიას, მეოცე იეზეკიელს,

17. მეოცდაერთე იექენს, ოცდამეორე გამუელს,

18. ოცდამესამე გალიას, მეოცდაოთხე მოზიას,

19. ესე არს ახილვა მათი მსახურებისაებრ მათისა შესლვად სახლსა უფლისასა, სამართლისაებრ მათისა, ჴელითა აჰრონის, მამისა მათისათა, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა.

20. და ძეთა ლევისთა, ნეშტთა ძეთა აბრამისთა: სუბაელ, იადაია, არადია.

21. ძე რააბიასი: მთავარი იესია.

22. და ძეთაგან იესარაისთა: ალმოთ და ძეთაგან სალომომისათა: ანოთ.

23. და ძეთაგან ქებრონისთა: იედუთისა პირმშო, ამასია მეორე, იაზიელ მესამე, იეკემია მეოთხე.

24. და ძეთაგან ოზიელისთა: მიქა პირმშო და უსა მეორე. ძე მიქასი: სამერ.

25. ძმა მიქასი ესია, ძე ესიასი - ზაქარია.

26. ძეთაგან მერარისთა: მოოლი და მუსი, ოზიანის ძეთაგან ბონი.

27. ძენი მისნი: ზაკქუ და ობდია.

28. მოოლის ელეზარ და კის, ძე მისი.

29. ძე კისისი: ისმაელ.

30. და ძეთაგან მუსისთა: მოოლი, და ედერ, და იერმოთაეს. ესენი ძენი ლევიტელთანი სახლად და სახლად მამულთა მათთა.

31. და განიგდეს მათცა წილი ვითარცა ძმათა მათთა და ძეთა არონისთა წინაშე მეფისა, და სადუკისსა და აქიმელიქისასა და მთავართა ტომთასა მღდელთასა და ლევიტელთასა, ტომნი პირველნი, ვითარცა ძმანი მისნი უმრწემესნი.

25

1. და დაადგინნა მეფემან დავით მთავართა ძლიერებისათა საქმესა ზედა ძეთა თანა ასაფისთა ემან და იდითუმ, შემასხმელნი ქნარითა და ებნითა და წინწილითა. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა, მოქმედთა საქმისა მათისთა.

2. ძენი ასაფისნი: ზაქურ და იოსეფ და ნათანა და იესიელ, ძენი ასაფისნი, მახლობელად მეფისა.

3. და იდითუნს და ძენი იდითუნისნი: გოდოლია და სური, და ეიმ და სემეი, და ასაბია და მატათია ექუსნი მამისა მათისა თანა იდითუმისა ქნარითა ცემად, აღსარებად და ქებად უფლისა.

4. და ძენი ემანისნი: ბოკია, და მათთანია, და ოზიელ, და სუბაელ და ერიმუთ ანანია, და ანან და ელია და გედოლათა და რომეთი, ეზერ და სებეკათან, და მელამოთ, და იოთირი და მაზიოთ,

5. ესე ყოველნი ძენი ემანისნი ქნარითა ცემასა წინაშე მეფისა და სიტყჳთა ღმრთისაჲთა აღმაღლებად რქა. და მისცნა ღმერთმან ემანს ძენი ათხუთმეტნი და სამნი ასულნი,

6. ესე ყოველნი მამისა მათისა თანა გალობად სახლსა შინა უფლისასა წინწილითა, ნესტჳთა და ებნითა მახლობელად მეფისა, ასაფ და იდითუნ და ემან.

7. და იყო რიცხჳ მათი ძმათა მათ სწავლულნი გალობად უფლისა. ყო- ველნი გულისხმისმყოფელნი ორას ოთხმეოცდარვა.

8. და განიგდეს ამათაცა წილი დღითიდღედ მსახურებისა მცირისაებრ და დიდისა სრულთა და მოსწავლეთა.

9. და გამოუჴდა წილი პირველი ასაფსა და ძეთა მისთა და ძმათა მისთა. იოსეფ პირველი, გოდოლია მეორე და ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ,

10. მესამე ზაქურ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

11. მეოთხე იეზრი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

12. და მეხუთე ნათანია და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

13. მეექუსე ბოკიას და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

14. მეშჳდე ესოელ, ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

15. მერვედ იოსია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

16. მეცხრედ მათანი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

17. მეათედ სემეი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

18. მეათერთმეტედ ეზდრიელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

19. მეათორმეტედ ასაბია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

20. მეათცამეტედ სუბაელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

21. მეათოთხმეტედ მატთა, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

22. მეათხუთმეტედ იერიმუთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

23. მეათექუსმეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

24. მეათჩჳდმეტედ იეზბაკათან, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

25. მეათურამეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

26. მეათცხრამეტედ მალეთი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

27. მეოცედ ელიათ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

28. ოცდამეერთედ იეთირი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

29. ოცდამეორედ გეელოი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

30. ოცდამესამედ მააზოთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, ათორმეტ.

31. ოცდამეოთხედ რომიეთეზე, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.