წიგნი ნეემიასი, რომელ არს ეზრა მეორე
წიგნი ეზრასი, თ 1

სიტყუანი ნეემიასნი, ძისა ქელკიასნი

1

1. და იყო თვესა მას ქასლევსა, წელსა მას მეოცესა არტაშეს მეფისასა, მე ვიყავ შუშ დედაქალაქთა მათ აბირაასთა.

2. და მოვიდა ერთი ძმათა ჩემთაგანი ჩემდა, იგი და კაცნი იუდასნი, და ვკითხე მათ ჴსნილთა მათთჳს, განრინებულთა ტყვეობისა მისგან იერუსალემისათჳს.

3. და მრქვა მე: განრინებულნი იგი ტყვეობისაგან მათისა მუნ არიან სოფელსა თჳსსა დიდსა ჭირსა და ყვედრებასა, და ზღუდენი იერუსალემისანი დგანან ეგრევე დაჴსნილნი და დარღვეულნი, და ბჭენი მისნი მომწვარ არიან ცეცხლითა.

4. და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვსტიროდე და ვიგლოვდი მრავალ დღე, ვიმარხევდი და თაყუანის-ვსცემდი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათასა.

5. და ვთქუ: უფალო ღმერთო ცისა და ქვეყანისაო, რომელი-ეგე ძლიერ ხარ, დიდ და საშინელ, დაუმარხე აღთქმა შენი და წყალობაჲ მოყუარეთა შენთა და რომელთა დაიცვეს სჯული შენი.

6. იყვნედ ყურნი შენნი სმენად და თვალნი შენნი ხედვად, და აწ ისმინე და იხილე ლოცვა მონისა შენისა, რომელთა მე დღეს შევსწირავ შენ წინაშე დღე და ღამე ძეთა მათთჳს ისრაელისათა მონათა შენთა, რომელნი მიეცნეს ჭირსა ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელი-იგი შეგცოდეთ მე და სახლმან მამისა ჩემისამან

7. ვცოდეთ და გარდასლვით გარდავჴედით და არა დავიმარხეთ სჯული შენი და ბრძანებანი და განკითხვანი შენნი, რომელნი-იგი მამცენ ჩუენ ჴელითა მონისა შენისა მოსესითა.

8. მოიჴსენე, უფალო, სიტყუანი, რომელ ამცენ მოსეს, მონასა შენსა, სთქუ: უკეთუ არა დაიმარხოთ სჯული ჩემი, და მე განგაბნინე თქუენ წარმართთა შორის.

9. უკუეთუ მოიქცეთ და დაიმარხოთ სჯული ჩემი, და ჰყვნეთ იგინი, და თუ იყვნეთ განბნეულ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა და მიერცა, შეგიკრიბნე თქუენ და მოგიყვანნე თქუენ ადგილსა მას, რომელი-იგი გამოვირჩიე და სადა დამკჳდრებულ არს სახელი ჩემი მას ზედა.

10. და აწ, ესერა, მონანი შენნი და ერი შენი, რომელი იჴსენ ძლიერებითა შენითა და დიდითა ძალითა შენითა და მაღლითა მკლავითა

11. ნუ დაგუთხევ ჩუენ ჴელთაგან შენთასა, არამედ იყვნედ ყურნი შენნი მოხედვად ლოცვასა მონათა შენთასა და ისმინე ვედრება მათი, რომელთა ეშინის, უფალო, და წარმართე თხოვა ესე მონათა შენთა დღეს შენ წიაღ და მეც მე პოვნად წყალობისა წინაშე ამის კაცისა, და ვიყავ მე ღვინისმნე მეფისა მის

2

1. და იყო თვესა მას ნისანსა, მეოცესე წელსა არტაშეს მეფისასა, და მიითხოვა ჩემგან ღვინო, და მოვიღე ღვინო და ვასუ მეფესა. და იყო მეფე იგი მარტო. რაჟამს შესუა ღვინო იგი,

2. მრქვა მე მეფემან: რად მწუხარე არს პირი შენი? და არარა არს მისთჳს მიზეზი, გარნა უკჯურება და შემეშინა მე ფრიად.

3. და ვარქუ მეფესა მას: მეფე, უკუნისამდე ცხოვნდი, რასათჳს არა იყოს მჭმუნვარე და მწუხარე პირი ჩემი, რამეთუ ქალაქი იგი და სახლი მამათა ჩუენთა უდაბნო არს? ბჭენი მისნი განრყუნილ არიან ურიდად ცეცხლითა.

4. და მრქვა მე მეფემან: რომლისა საქმისათჳს ეძიებ ამას? და ვილოცევდ უფლისა მიმართ ღმრთისა ზეცათასა.

5. და ვარქუ მეფესა მას: იყავნ ზედა მეფობასა შენსა კეთილ, და თუ ვპოვე მონამან შენმან წინაშე პირსა შენსა მადლი, და მნებავს მივლინება ჩემი ურიასტანად, ქალაქსა საჴსენებელთა მათ მამათა ჩუენთასა, და მე სიტყჳთა შენითა აღვაშენო იგი.

6. და მრქვა მე მეფემან და ხარჭმან მისმან, რომელი ჯდა მის თანა: რაჟამს ოდენ მიგცალდეს შენ, ანუ ოდეს მოიქცე შენ მუნით? და ყო კეთილი ჩემდა მომართ მეფემან, და განმიტევა მე, და მე დაუდევ მას დრო.

7. და ვარქუ მეფესა მას: უკეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მეც მე წიგნი მთავართა მათ მისთა მიერ კერძო მდინარისა მის, და მიმიყვანონ მე, ვიდრემდის მივიდე ურიასტანად,

8. და წიგნი ერთი ასაფისა, რომელ-იგი არს მცველ ბოსტნისა მის სამეფოსა, რათა მცეს მე ძელი განსაგებელად ბჭეთა მათთჳს ზღუდეთა მათ განსაგებელად მის ქალაქისათა და სახლისა მისთჳს, რომელსა შევიდე მე მუნ. და მომცა მე მეფემან, რამეთუ ჴელი ღმრთისა ჩემისა იყო ჩემ თანა კეთილობით

9. და მოვედ მთავართა მათ მდინარითკერძოთა და მივეც მათ წიგნები იგი მეფისა, და წარმაყვანნა მე მეფემან წინამძღუარნი ძლიერნი და ცხენოსნები.

10. და ესმა ანბალატს მთავარსა და ტობიას, მონასა ამონისასა, და ბოროტი უჩნდა წინაშე მათსა, რამეთუ ვითხოვენ მე კაცნი კეთილობით საჴმრად ისრაელისათჳს.

11. და მოვედით იერუსალემად, და ვიყავ მუნ სამ დღე ოდენ.

12. და აღვდეგ ღამე მე და მცირედნი კაცნი ჩემ თანა იყვნენ, და არა უთხარ კაცთა მათ, ვითარმედ რა შთამიგდო ღმერთმან გულსა ჩემსა ყოფად ისრაელისათჳს, და კარაული არა იყო ჩემ თანა, გარნა მარტო იგი კარაული, რომელსა ზედა ვჯედი.

13. და გამოვედ მე ბჭესა მას ნაღვარევისასა, პირსა ზედა ქუეყანისა მის ლელოვანისასა, ვიდრე ბჭედმდე წყაროთასა და შეურვებულ ვიყავ იწროებითა მით წარსავალისათა ზღუდესა თანა იერუსალემისასა, რომელი-იგი მათ განეწმინდა და ბჭენი მისნი განრყუნილ იყუნეს ცეცხლითა.

14. და განელე მე ბჭესა მას წყაროსასა წყალთა გარდამოსაქანელთა თანა მეფისათა, და არა იყო მუნ ადგილი კარაულისა მის ჩემისათჳს, ვითარმცა განვლე იგი ადგილი მჴედრ.

15. და აღვჴედ ზედა ზღუდესა მას ნაღვარევით კერძოსა ღამე, და ვიყავ იწროებითა მით შეურვებულ ზღუდესა მას ზედა და ვიყავ ბჭესა მის თანა ჴევისასა და მოვიქეც.

16. და არა აგრძნეს მჴუმილავთა მათ, ვიდრე არა მისრულ ვიყავ, ანუ რასა ვიქმოდე ურიათა მათ და მღდელთა პატიოსანთა და ერისთავთა და სხვათაცა, რომელნი ადასრულებდეს ღვაწლსა მას საქმისასა, ვიდრე აქა ოდენ არა მეთხრა მათა.

17. და ვარქუ მათ: თქუენ იხილეთ უკეთურებაჲ ესე, რომელსა შინა ერთ აწ, და ვითარ არს იერუსალემი უდაბნო და ბჭენი მისნი ცეცხლითა მომწვარ, მოვედით და აღვაშენოთ ზღუდენი იერუსალჱმისანი, და არღარა ვიყვნეთ საყუედრელ.

18. და უთხარ მათ, ვითარმედ: ჴელი უფლისა იყო ჩემ თანა კეთილობით, და სიტყუანი იგი მეფისანი, რომელ მრქუნა მე, და ვარქუ მათ: და აღვდგეთ, ვიქმოდეთ და აღვაშენოთ და განძლიერდეს ჴელნი მათნი კეთილობად.

19. და ესმა სანაბანატს, ჰარონის და ტობის, მონათა ამონისთა, და გესამს არაბიელსა და გვეკიცხევდეს ჩუენ. და მოვიდეს ჩუენდა, მრქუეს ჩუენ: რაჲ არს საქმე ეგე, რომელსა თქუენ იქთ? და გნებავს მეფისაგან განდგომა?

20. მიუგე და ვარქუ მათ: ღმერთმან ცათამან წარგვიმართა ჩუენ, და ჩუენ მონანი მისნი ვართ წმინდანი, და აღვაშენოთ, და თქუენ არა გიც ნაწილი და საჴსენებელი და სამართალი იერუსალემს.

3

1. და აღდგა ელისუბ მღდელი იგი დიდი და ძმანი მისნი მღდელნი, და აღაშენეს ბჭე იგი ავაზანთა მათ ჯურღმულისათა, განწმინდეს იგი და ამართნეს ბჭენი იგი მისნი და განაგეს იგი ვიდრე გოდლადმდე ანამელისა.

2. და ჴელთა ძეთა კაცთა მათ იერიქოსთა და ჴელითა ძეთა მათ ზაქურისთა და ძეთა ამარისთა.

3. სათევზური და ბჭე იგი იქთვიერანი აღაშენეს ძეთა ასნისათა და მათ გარდაართვეს და განაგეს იგი კლიტენი და მოქლონნი მისნი.

4. და ჴელისაგან მათისა ეპყრა მოსოლას, ძესა ბარუქისასა, ძისა მასიზებელისა, და ჴელითა მათითა ეპყრა სადუკს, ძესა ბანიესასა.

5. და ჴელისაგან მათისა ეპყრა თეკუიმადურიმე, და არცა მისცნეს ქედნი თჳსნი მათა მონებად.

6. და ბჭე იგი ძველი ეპყრა იუდიას, ძესა ფალექისასა, და მესოლამს, ძესა ბასუდიასსა, და მათ განაგეს იგი და აღმართნეს ბჭენი მისნი და კართსაჴშველნი და მოქლონნი მისნი.

7. მახლობელად მათსა აღაშენეს მელქაიას გაბონიტელმან და იადონ მერონიტელმან, გაბაონის და მასპის კაცთა მთავრისა მისთჳს, რომელი-იგი თემისა იყო წიად მდინარესა მის.

8. და შემდგომად მათისა მის განწესებისა დაიპყრნა ანანია, ძემან ჰოროკიმისმან, და უტევა იერუსალემელთა ვიდრე ზღუდემდე ურაკპარაკთასა.

9. და შემდგომად მათსა დაიპყრა ჰარფია მთავარმან ადგილთა მათ იერუსალემისამან

10. და ჴელისაგან მისისა დაიპყრა იერადია, ძემან იერომაქისამან, და სახლით კერძო თჳსით, და ჴელითა თჳსითა დაიპყრა ატტუს, ძემან ასბანისმან.

11. და მეორედ დაიპყრა მელქიას, ძემან არასისმან, და ასუბ, ძემან ფაათმოაბისამან, ვიდრე გოდლადმდე თანურიმად.

12. და ჴელისაგან მისისა დაიპყრა სალუმან, ძემან ალულესამან, მთავარმან ზოგისა იერუსალემითკერძომან, თვით და ასულთა მისთა.

13. და ბჭე იგი ჴევისა დაიპყრეს ანუნ, და რომელნი დამკჳდრებულ არიან ზანუსს. მათ აღაშენეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი, კართსაჴშველნი, მოქლონნი და ათასი წყრთა აღაშენეს ზღუდისა მისგანი ვიდრე ბჭედმდე სანაცრისა.

14. და ბჭე იგი სანაცრისა დაიპყრა მელქი, ძემან არექაბისმან, მთავარმან ადგილთა მათ ბეთაქარამისთა. მან თჳთ და ადგილთა მისთა გარდაართვეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი და კლიტენი და მოქლონნი მისნი.

15. და ზღუდე იგი წყალთა სადინელთა მათ წყაროთა დაიპყრა ურიდიონ, მთავარმან მეფისამან, ვიდრე აღსავალამდე, რომელი შთავიდოდა ქალაქად დავითისად.

16. შემდგომად მისა დაიპყრა ნემან აზბუქისამან, მთავარმან ბეთსურისამან, ვიდრე მტილადმდე დავითისად წყალთგარდამოსაქანელთა მათამდე განგებულთა და ვიდრე ბეთაგაბარიდმდე.

17. და შემდგომად მისა დაიპყრეს ლევიტელთა: არაუმ, ძემან ბანეასმან, და ჴელისგან მისისა დაიპყრა, ასაბია მთავარმან კელიათკერძომან.

18. და ამისა შემდგომად დაიპყრეს ძმათა მისთა: გვნაია, ძემან ადადისმან, მთავარმან კელიად კერძომან.

19. და მისა შემდგომად დაიპყრა ასურ, ძემან ისუამან, მთავარმან მასფეასმან, ზომი მეორის მის ზღუდისა, რომელი-იგი აღვიდოდა და შემდგომად კიდესა მის გოდლისასა.

20. და შემდგომად მისა დაიპყრა ბარუქ, ძემან ზაბუნისამან, საზომი მეორისა მისგან კიდისა ვიდრე ბჭემდე ბეთულუვასუბის, სადა დგან მღდელი იგი დიდი.

21. და შემდგომად მისა დაიპყრა მერამოთ, ძემან ურიასმან, ძემან აკსისამან, და საზომი მეორისით ბჭითგან ბეთელისუბ ვიდრე დასასრულამდე მისა.

22. და შემდგომად მისა დაიპყრეს მღდელთა მათ კაცთა აქექამისთა.

23. და შემდგომად მისა დაიპყრა ბენიამენ და ასუბ წინაშე სახლთა თჳსთა, და შემდგომად მისა დაიპყრა აზარიამ, ძემან მასურისამან, ძისა ანანიასმან, მახლობელად სახლთა თჳსთა.

24. და შემდგომად მისა დაიპყრა ბანაია, ძემან ენადადისმან, საზომი მეორითგან ბეთაზარით და ვიდრე საკიდურადმდე.

25. და მოსაქცეველი იგი მოსავლისა მის ადგილისა დაიპყრა ფალაქ, ძემან ოზიასამან, პირისპირ სადგურისა მის, და გოდოლი იგი, რომელი იყო გარე კერძო ტაძართა სამეუფოთა უზეშთაეს ეზოსა მის საპყრობელსა.

26. და შემდგომად მისა დაიპყრა ფადია, ძემან ფოროსისმან, და ნათაიმელნი იგი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ოფელეოს მტილისა გზასა ბჭესა წყაროთა მათ კერძოთასა მზისა აღმოსავლით და გოდოლი იგი გარე კერძო

27. და შემდგომად მისა დაიპყრეს თეკუვილთა საზომი მეორე პირისპირ გოდლისა მის დიდისა, რომელი-იგი იყო გარეშე ვიდრე ზღუდედმდე სოფილადისა.

28. და უზეშთაეს ბჭისა მის ცხენთასა დაიპყრეს მღდელთა მათ, კაცმან თჳთოეულმან პირისპირ სახლისა თჳსისა.

29. და შემდგომად მისა დაიპყრა სადუკ, ძემან ეზერისმან. პირისპირ სასახლისა (!) თჳსისა, და შემდგომად მისა დაიპყრა სამეა, ძემან ზექენისამან, რომელი იყო ჴუმილ ბჭეთა მათ მზისა აღმოსავლისათა, და შემდგომად მისა დაიპყრა ანანია, ძემან სელემისამან, და ანონ, ძემან სელეფორისამან, საზომი მეორე, და შემდგომად დაიპყრა მესოლამ, ძემან ბარაქისამან, პირისპირ სახლსა საფასისა თჳსისასა

30. და შემდგომად მისა დაიპყრა მელქია, ძემან სარეფისამან, ვიდრე ბეთანათაიმდე და სხვათა მათ მდიდართა ქალაქისათა პირისპირ ბჭესა მას მაიფაკდისასა ვიდრე გამოსავალამდე მოსაქცეველისა მის.

31. და საშუვალ ბჭესა მას წყალთა გარდამოსიქანელთა დაიპყრეს ქელკანე და მდიდართა მათ ქალაქისათა.

4

1. და იყო, ვითარცა ესმა სანაბატალს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ, აღვმართებთ გოდლებთა მისთა, ბოროტ-უჩნდა მას და შეძრწუნდა მის წინაშე, და განრისხებულ იყო ძლიერად. ეკიცხევდა ჰურიასტანსა.

2. და თქვა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენიო, ჵ სამორიელნო, ვითარ ჰურიანი იგი აშენებენ და განაძლიერებენ ქალაქთა მათთა?

3. და ტობის ამანიტელი მოსრულ იყო ხილვად მათდა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად, ანუ შეწირვად საკვერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა? და არა მიერ გამოჴდენა მელნი, დაარღვინენ ქვანი ზღუდეთა მისთანი? ვთქვათ ჩუენ:

4. ისმინე ჩუენი, უფალო, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ მტერთაგან, და მიაგე ყუედრება მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.

5. და ნუ დაეფარნენ უსჯულოებანი მათნი, და ნუცა ცოდვანი მათნი პირისაგან შენისა აღიჴოცნენ, რამეთუ შეურაცხ-ყოფენ მაშენებელთა.

6. შემდგომად ამისა აღვაშენეთ ზღუდენი იგი, გარემოვავლენით კერძო ზღუდისა მის.

7. რაჟამს ესმა სანაბალატს და ტობიას და არაბიელთა, ამონელთა, ვითარმედ მარჯვე იქმნა შენება ზღუდეთა იერუსალემისათა, და ვიწყეთ თჳთვეულად ადგილთა საქმისა მის გამოჩინებად, ბოროტ-უჩნდა წინაშე მათსა

8. და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მოსლვად და ბრძოლად იერუსალემსა

9. და ვილოცევდით უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, დავადგინეთ მჴუმილავნი ჩუენ ზედა დღისი და ღამე პირისაგან მტერთასა.

10. და თქუეს კაცთა ურიასტანისათა: ვერ შეუძლოთ ესრეთ ბრძოლად და შენებად, არამედ რომელთამე ყონ ბრძოლა შეჭურვილთა და რომელთამე ყონ შენებაჲ.

11. და თქვეს რომელნი-იგი მაჭირვებდეს ჩუენ: არა ვაცნობოთ და არცა ვაუწყოთ მათ, ვიდრე თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა აღდგენ და მოვიდენ შორის მათსა, და მოვსწყვიდნეთ იგინი და დავაყდუნოთ საქმე მათი.

12. და იყო, რაჟამს მოვიდეს ჰურიანი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ადგილად, და მეტყოდეს ჩუენ: ნუუკუე გამოჴდენ ყოველთა ადგილთაგან ჩუენ ზედა.

13. და დავადგინნეთ ქვეაღრე ადგილთა მათ უკანა ზღუდესა მას სართულსა ქვეშე და დავადგინნე კაცნი ჭურვილნი და ლახროსანნი და მშჳლდოსანნი.

14. და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, ერისთავთა მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგილ-ადგილ ჴუმილვიდენ; ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ ღმერთი ჩუენი დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქვენთათჳს, ცოლთა თქვენთათჳს და ასულთა თქუენთათჳს და სახლთა თქვენთათჳს

15. და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისჴმა-ვყავით და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად, განაქარვა ღმერთმან ზრახვა მათი და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი საქმედ თჳსად.

16. და იყო, მიერ დღითგან ზოგნი განწესებულ იყვნეს საქმესა, ზოგნი ჭურვილნი იყუნეს წინაშე პირსა მტერთასა, და ლახვარი, ფარი და მშჳლდ-ჴელთა შინა მათთა. და დგიან განმზადებული კაცი თჳთოეულად ზოგად ძმისა თჳსისა.

17. რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას, და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი, და ერთითა ჴელითა მისცემდა ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.

18. რომელი-იგი აშენებდეს, აქვნდა კაცად-კაცადსა ჴმალი თჳსი წელთა თჳსთა და საბარკული ბარკალსა თჳსსა და ეგრეთვე აღაშენებდეს ზღუდეთა იერუსალემისათა, რომელნი-იგი ჰბერვიდეს ნესტუსა რქისასა, დგეს მახლობელად მათსა.

19. და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი იყვნეს ჭურვილად და განმზადებულ და მთავართა მათთა: საქმე ესე დიდ არს და ფართო და ჩუენ განვბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.

20. აწ დავადგინნეთ ადგილ-ადგილად კაცნი, რომელნიღა ჰბერვიდენ ნესტუებსა, რაჟამს გესმეს ჴმა ნესტჳსა მის რქისა, და მუნ მოკრბენ ყოველნი, და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ მარადის.

21. და ზოგნი იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრით ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.

22. და ვარქუ კაცთა მათ ერისათა: მოვედით და დავიმკჳდროთ შორის ქალაქსა იერუსალემსა, ღამე მჴუმილნი დავადგინნეთ გარემო ჩუენსა, და დღისი ვიქმოდით.

23. და ვდეგთ მე და კაცნი იგი, რომელნი გარემო ჩემსა მცვიდეს მე, და არავინ ჩუენგანი განიცარცვის, და არცა საჭურველი განჰყუნის.

5

1. და იყო ღაღადებაჲ დიდი ერისა მათისა და ცოლებისა მათისა, კაცისა ძმისა მიმართ თჳსისა.

2. და თქვიან: ძეთა ჩუენთათჳს და ასულთა ჩუენთათჳს, რომელთა მოაკლდა საზრდელი, და მივიდეთ და ვიყიდოთ და ვჭამოთ.

3. და რომელნიმე იტყოდეს: ყანა ჩუენი და ვენაჴი ჩვენი და სახლნი დაუსხნეთ წინდად, და მოვიღოთ იფქლი.

4. და იყვნეს, რომელნიმე იტყოდეს: მივსცეთ მონაგები ჩუენი და მოვიღოთ ოქროჲ და ვეცხლი, და მივსცეთ ხარკად მეფესა.

5. და აწ, ვითარცა ჴორცნი ძმათა ჩუენთანი, არიან ჴორცნი ჩუენნი და, ვითარცა შვილნი მათნი, შვილნი ჩუენნი, და აწ რასა მივსცენით ჩუენ ძენი ჩუენნი მონებად და ასულნი ჩუენნი წარვიდეს მძლავრებით და არა არს ჴელთა შინა ჩუენთა ძალი, რომლითამცა ვიჴსნენით იგინი.

6. და შევწუხენ მე ფრიად, რაჟამს მესმა ღაღადებაჲ მათი და სიტყუაჲ მათი.

7. განვიზრახევდი გონებასა ჩემსა და ვიწყე ლალვად პატიოსანთა მათ მიმართ და მთავართა მათთა და ვარქუ მათ: თქუენ ხართ, რომელნი მოჴდით ხარკსა ძმათაგან თქუენთა და უბრძანე მათ ყოფად კრებულ დიდად.

8. და ვეტყოდე მათ: ჩუენ ვიჴსნნეთ ძმანი ჩუენნი ურიანი, რომელნი-იგი განყიდნეს წარმართთა შორის, რომელი ჩუენ ვერა გულისხმა-ვყავით, და თქუენ განყიდენით იგინი. და დადუმნეს და ვერა რა მომიგეს.

9. და ვთქუ: არა კეთილ არს საქმე ეგე, რომელსა თქუენ იქმთ, რამეთუ არა გეშინის თქუენ ღმრთისა, და ამისთჳს ვერ განვერენით ჩუენ ყუედრებისაგან წარმართთა და მტერთა ჩუენთასა.

10. და ვარქუ ძმათა ჩემთა და მეცნიერთა: თქუენცა გეტყჳ, მივსცეთ ვეცხლი და ნაყოფი ჩუენი საჴსრად, რომელსა ითხოვენ ხარკისმომჴდელნი იგი.

11. და ვიჴსნნეთ დღეს არენი და ვენაჴნი და ზეთისხილოვანნი და ნერგნი მაგათნი ვეცხლითა ჩუენითა, და იყიდონ იფქლი და ღჳნო და ზეთი და მოართვან მაგათ.

12. და ჰრქუეს მთავართა მათ და სხუათა მათცა დიდ-დიდთა: მოვაქციოთ მუნვე მათგან, არა მოვიღოთ და ეგრეთვე ვყოთ ყოველმან, ვითარცა-იგი გჳბრძანე. და მოუწოდე მღდელთა მათ და ვაფიცენ იგინი ამას სიტყუასა.

13. და საბლარდელი იგი ჩემი განვყარე მაგრიად და ვთქუ: ესრეთ დაყარენ ღმერთმან ყოველი კაცი, რომელმან არა აღასრულნეს სიტყუანი ესე, ცხორებისაგან თჳსისა და ადგილისაგან თჳსისა, ესრეთ დაყრილ და დაცჳვნებულ იყავნ ცხორებისაგან თჳსისა. და თქუა ყოველმან ერმან კრებულისამან: ამენ. და აკურთხეს უფალი. ყვეს და აღასრულეს ყოველმან კრებულმან სიტყუაჲ ესე

14. და მიერ დღითგან, ვინათგან უბრძანე, რათა არა იყუნენ იგინი მთავრად იუდასა ზედა, მეოცით წლითგან ვიდრე მეოცდაათ წლადმდე, მეორედ არტაშეს მეფისა ათორმეტ წელ, და მე და ძმანი ჩემნი ვიყვენით მთავრად, მძლავრობით ჩუენ არავისი ვჭამეთ და არცა ვსუთ.

15. და რომელნი-იგი ჰმძლავრობდეს პირველად და დაამძიმეს მათ. და მოუღეს პური და ღჳნო და სხუაჲ ყოველი, ვეცხლი ორმეოცი დიდრაქმა, მივეც უფალთა თჳსთა და განვაყენენ იგინი მთავრობისა მისგან ერისასა და მე არა ვიყავ მათებრ შიშისა მისთჳს ღმრთისა.

16. და განმარჯვებულ იყო საქმე იგი ზღუდისა მის, და არავის ვჰმძლავრე და მოუღე რა, ანუ ვენაჴი. გინა თუ სხუა რა, და ყოველნივე იყუნენ დაყუდებულ საქმესა ზედა ზღუდისასა.

17. და ას ოდენ კაც ურიათგანი და სხუანი, რომელნი-იგი მივიდოდეს წარმართთაგანნი ჩუენდა,. რომელნი იყუნეს გარემოს ჩუენსა, მე მოვიყვანნი. და დავირთნი პურსა ჩემსა.

18. და მეყვის დღეს ერთი ჟუჟარაკი და ექუსი ცხოვარი რჩეული და ერთი წელიწადეული კრავი, ესე იყო დღისა ჩემისა როჭიკი და შუა ვყვი ათი დღე და ურიდად ვსმიდი ღჳნოსა, და არავისი მოვიღი მძლავრებით პური, ანუ ღჳნო ყოველთაგან, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ მძიმე იყო საქმე იგი ერისა მის

19. მომიჴსენენ მე ღმერთმან კეთილსა შინა, ვითარცა-იგი ვყავ მე ყოვლისა მის ერისათჳს.