წიგნი ნეემიასი, რომელ არს ეზრა მეორე
წიგნი ეზრასი, თ 1

სიტყუანი ნეემიასნი, ძისა ქელკიასნი

11

1. და სხდეს მთავარნი იგი ერისანი იერუსალჱმს და წილ-იგდეს, რაჲთა ერთსა ათისაგანსა ვის ხუდეს წილი, იგი დაჯდეს იერუსალჱმს ქალაქსა სიწმიდისასა და ცხრანი იგი მივიდენ თჳთეულად ქალაქსა თჳსსა.

2. და აკურთხნეს ერმან ესე კაცნი, რომელნი-იგი განეყენნეს და დასხდეს იერუსალჱმს.

3. და ესე არიან მთავარნი მის ქუეყანისანი, რომელნი დასხდეს იერუსალიმს, მღდელნი, და ლევიტელნი, და ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი.

4. და რომელნი სხდეს იერუსალჱმს, იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასთანი და ბენიამენისნი, და ესენი არიან ძეთაგან იუდასთა: ათერ, ძე ზაქარიასი, ძე სამარიასი, ძე საფატიასი, ძე მაელელისი, და ძეთაგან ფარეზისთა

5. და მალელისა, ძე ბარუქისი, და ძე ალაზასი, ძე ოზიასი, ძე ადაიასი, ძე იორიბისი, ძე ზიქარიასი, ძე ელონისი.

6. და ყოველნი ძენი ფარეზისნი, რომელნი დასხდეს იერუსალჱმს - ოთხასსამეოცდარვა, კაცნი ძლიერნი.

7. ესე არიან ძენი ბენიამენისნი: სილონ, ძე მესულამისი, ძე იუვადისი, ძე ფაადასი, ძე კოვლეასი, ძე მაარისი, ძე აბელისი, ძე იესაასი.

8. და შემდგომად მისა გებეია სელეია - ცხრაასორმოცდარვა.

9. და იოსეს, ძე ზექრისი, მეძიებელ და ზედამდგომელ იყო მათ ზედა, იუდა, ძე ასანიასი, რომელი-იგი იყო მეორისა მისგან ქალაქისა.

10. და მღდელთა მათ: აგდიდ, ძე იოარიბისი, იაქინ,

11. სარია, ძე მელქიასი, ძე მესულამისი, ძე სადუკისი, ძე მარაუთისი, ძე ეტობისი. და იყო სახლები მათი მახლობელად ტაძარსა მას უფლისასა.

12. და ძმანი მისნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მსახურებისასა სახლსა მას უფლისასა, იყუნეს რვაასოცდაორი, და ადა, ძე ემორისი, ძისა ფალაასისა, ძისა ამესისა, ძე ზაქარიასი, ძე ფესეურისი, ძე მელქისი.

13. და ძმანი მისნი მფლობელნი მამათმთავარნი მათ - ორასორმეოცდაორი და ამასია, ძე ეზრიელისი.

14. და ძმანი მისნი ძლიერნი ყოვლითურთ ასოცდარვა. და მოღუაწენი და ზედამდგომელნი მათნი ზექრიელ, რომელი-იგი იყო დიდთა მათ მთავართაგანი.

15. და ლევიტელთა მათგან: სამეა, ძე ასუბისი, ძე ეზრომისი,

16. და საპატაბ, და იოსაბედ. ყოველნივე სამუშაკოდ იყუნენ სახლისა ღმრთისა გარემოთა, ლევიტელნი მთავართა მიერ

17. და ნათანიმელნი იგი: ძენი მიქესნი და იოაბ, ძე სამუისი, - ორას სამეოცდაათოთხმეტ.

18. ყოველნივე ლევიტელნი წმიდა ქალაქსა შინა ორასოთხმოცდაოთხნი.

19. და მეკარენი იგი აკუბ, ლეტემინ და ძმანი მისნი - ორასსამოცდაათორმეტ.

20. და ნეშტნი ისრაჱლისაგან მღდელნი და ლევიტელნი ყოველნივე ქალაქსა შინა იუდასა სამკჳდრებელსა თჳსთა.

21. და ნათანელნი, რომელნი ოფელასა შინა და სანასა შინა და გასპასა შინა.

22. და მოღუაწენი და ზედამდგომელნი იგი ლევიტელთანი იერუსალჱმს: აზა, ძე განისი, ძე ასაბიასი, ძე მატთანისი, ძე მიქეასი, ძეთა მათგან ასაფისთა, შემასხმელნი მახლობელად სახლსა უფლისა ჩუენისასა.

23. რამეთუ ბრძანება მეფისა იყო მათ მიმართ ყოფად მუნ და დაუცხრომელად მსახურებად.

24. და ფაათია, ძე მესია ზაბილისი ზარჱსგან, ძისა იუდასი, რომელსა ჴელისაგან მეფისასა აქუნდა ყოველივე განსაგებელი.

25. და დამკჳდრებულ იყო აგარაკსა თჳსსა და ძეთა მათგან იუდასთა, რომელნი დასხდეს კარიათარბას, დიბოს, და კაბსაელს და აგარაკთა მისთა,

26. და ისუს, და მოლოდას, და ბეთბალედ,

27. და ასერსავალს, და ბერსაბეს,

28. და სიკელექს და მოგონას,

29. და რემონს და სარას და იერმოთს,

30. ზანოას, ოდოლას, და დაბნებსა მათსა: ლაქისს და აგარაკთა მათთა, და ზეკას და დაემკჳდრნეს ბერსაბეს ვიდრე ღელემდე ენომისა.

31. და ძენი ბენიამენისნი: გაბაით მაქმასს, და აინ მეთიელს,

32. ანათოთს, ნაობს, ანანიას,

33. ასორს, რამას, გეთაიმს,

34. ადიდეს, სებოიმს, ნებალათს, ლოთას,

35. ონოს და ღელე შუენიერთა,

36. და ლევიტელნი მათგანნი ნაწილნი იუდასნი და ბენიამენისნი.

12

1. და ესე არიან მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი გამოვიდეს ზორაბაბელის თანა ძისა სალათიელისა და ისუ; სარაია, და იერემია,

2. ამარია, მალუქ, ატუს,

3. სებენიას, რეუმ, მერიმოთ,

4. ადო, გენდონ, აბიას,

5. მალმინ, მადიას, ბელგას,

6. სემეია, იოვარიბ, იდაიას, სელუ, ამოქ, ელკიას,

7. იდაიას. ესე არიან მთავარნი მღდელნი და ძმანი მათნი ჟამსა ისოსასა.

8. და ლევიტელნი იგი: იესუვა, ბენუი, კადმელ, სარბა, იუდა და ათთანია და ძმანი მათნი, რომელნი-იგი განწესებულ იყუნეს დღითი დღე,

9. ბეთბეგას და ანი, და ძმანი მისნი ყოველნივე წესსა ზედა თჳსსა.

10. იოსუვე შვა იოვაკიმ, იოვაკიმ შვა ელიასიბ, ელიასიბ შვა იოვადა.

11. იოვადა შვა იონათან, იონათან შვა იედოვა.

12. და დღეთა იოვაკიმისათა იყუნეს მღდელნი და მფლობელნი მამათმთავარნი და ესე ყოველნი მღდელნი იყუნეს: სარაია, მარაია, იერემია, ანანია,

13. ეზრა, მოსოლამ, ამარია, იოვანან,

14. მილიკო, იონათან, სებენია, იოსებ,

15. არამ, ედნა, მარიოთ, ელკიმ,

16. ადაია, ზაქარიას, ბენდონ, მოსოლას,

17. აბია, ზეგრი, მიამინ, და მოადია და ფელდა,

18. ბელგა, სამუა, სემაია, იონათან,

19. იოვარიბ, მათანაი, იუდაია, აზი,

20. სელაი, ჩელაი, ამოქ, ებერ,

21. ელკია, ასებია, იდაია, ნათანაელ.

22. და ლევიტელნი იგი დღეთა ელიასიბისთა: იოვადა და იოვა იოვანან და იდუა, შერაცხილნი იგი მფლობელნი მამათმთავარნი და ესე ყოველნი მღდელნი იყუნეს შარავანდედობასა მას დარეჰ მეფისასა.

23. და ძენი ლევისნი მფლობელნი და მამათმთავარნი აღწერილნი წიგნთა სიტყუათა დღეთა რიცხუთასა ვიდრე დღემდე იონან ძისა ელუასუბისა.

24. და მთავარნი იგი ლევიტელთანი: ასაბია და სარაბია და ისუ და ძენი კადმელისნი და ძმანი მისნი მახლობელად მისა აკურთხევდეს და უგალობდეს, ვითარცა-იგი ბრძანა დავით, კაცმან მან უფლისამან.

25. მათანიას, ბეთბეგა, ობედია, მოსოლამ, თელმონ, აკუბ და მეკარენი და მეწესენი და ძენი წინაშე კარისა.

26. ესენი იყუნეს დღეთა იოვაკიმისთასა. ძისა ისუასთა, ძისა იოსედეკისა, დღეთა ნეემიასთა და ეზრა მღდელისა და მწერალისა შჯულისა უფლისა.

27. და სატფურებასა მას ზღუდისა მის იერუსალჱმისასა, მოიძიეს ლევიტელნი იგი ადგილსა მათსა და მოყვანებად მათა იერუსალჱმდ ყოფად სატფურსა მას სიხარულითა და მადლობითა და შესხმითა და ნოვაგითა და წინწილითა და ბობღნითა და ფსალმუნითა და ქებითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა

28. და შეკრბეს ყოველნივე, რომელნი შეასხმიდეს და უგალობდეს გარემო ყოვლით კერძო იერუსალჱმსა დაბათაგან ნეფთუმაფისათა,

29. სახლისაგან გალგალისა და თემისაგან გებისა და ამალეთისა ამისთჳს, რამეთუ შემასხმელთა აღაშენეს დაბნები გარეშემო იერუსალჱმისა მათთჳს.

30. და განიწმინდეს ყოველნი იგი მღდელნი და ლევიტელნი და განწმინდეს ერი იგი და მეკარენი იგი დიდისა მის ზღუდისა ბჭისანი.

31. და აღავლინნეს მთავარნი იგი იუდასნი ზედა ზღუდესა მას პირისპირ შესხმითა ნოვაგთათა ორ-ორი ვიდრე ბჭედმდე სანაგვისა.

32. შემდგომად ამათსა: იოსია, ოზია და ზოგნი იგი მთავარნი მათნი იუდასნი,

33. აზარია, ეზრა, და მოსულამ. იუდა და ბენიამენ და სამია და იერემია.

34. და ძეთა მათგან მღდელთანი იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუსა მას: ზაქარია, ძე იონანისი, ძე სალმიასი, ძე მათთანიასი, ძე მიქიასი, ძე ზაქარიასი, ძე ასაფისი.

35. და ძმანი მათნი: სამეია, იეზრიელ, მალალაილ, გალალაილ, მაალ, ნათანაელ და იუდა და ანანი, აკურთხევდეს და შეასხმიდეს გალობითა მით დავითისითა, კაცისა მის ღმრთისათა, რომელი-იგი გაენოაგა, და ეზრა მწერალი წინაუძღოდა მათ ზედა ბჭეთა მათ წყაროთასა.

36. და რომელნი-იგი შეასხმიდეს, მივიდოდეს პირისპირ მისა და აღჴდეს აღსავალთა მათ ქალაქისა დავითისთა. და აღსლვასა მას ზღუდისასა ზემოკერძო ტაძართა მათ დავითისათა ვიდრე ბჭემდე წყალთა მათ ეფრემისათა მზისა აღმოსავლით კერძო.

37. და მეორენი ხორონი მადლობდენ და ვიდოდენ პირისპირ მათსა, და მე შეუდეგ უკანა მათსა და ზოგნი ერისა მის დგენ ზღუდესა ზედა და გოდოლსა ზედა ღუმელისასა ვიდრე ზღუდედ ვრცელამდე.

42. და შეწირეს მას დღესა შინა საკუერთხები დიდ-დიდები და განმხიარულდეს ფრიად, რამეთუ ღმერთმან მხიარულ-ყუნა იგინი, სიხარულითა დიდითა, და ცოლები მათი, და ძენი მათნი და ასულნი მხიარულ-იყუნეს, და განისმა სიხარული იგი მათი იერუსალჱმისა შორიელთა ადგილთა.

43. და დაადგინნეს მას დღესა შინა კაცნი ზედა ფასსა მას საფასისასა და პირველთა მათ ათეულთა. და რომელი-იგი ერთვე შეკრბებოდა მუნ მთავართა მათგან ქალაქისათა. ვითარცა ბრძანებულ იყო სჯულსა მეორესა მღდელთა მათ და [!] ლევიტელთა, რამეთუ სიხარული დიდი იყო შორის იუდასა და შორის მღდელთა მათ და ლევიტელთა

44. და ეკრძალნეს სიწმიდეთა მათ ღმრთისათა და დაიმარხეს სიწმიდე იგი, რომელ-იგი იყუნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი, და მეკარენი იგი, ვითარცა განაწესეს დავით და ძემან მისმან სოლომონ.

45. რამეთუ დღეთა დავითისთა ასაფ იყო წინამძღურად და მთავრად შესხმასა მას გალობისასა, რომელნი-იგი ნოაგითა შეასხმიდეს და ადიდებდეს ღმერთსა.

46. და ყოველი ისრაჱლი დღეთა მათ ზორობაბელისთა და დღეთა ნეემისთა მისცემდეს ნაწილსა და განყოფასა შემასხმელთა მათ და მეკარეთა. ვითარცა განაწესა დღითი დღედ და წმიდა-ჰყოფდეს ლევიტელთა მათ და ლევიტელნი იგი განსწმედდეს ძეთა მათ ქარონისათა.

13

1. დღესა მას შინა აღმოიკითხეს წიგნი მოსესი სასმენელთა მმართ ერისათა. და იყო მას შინა წერილ ესრეთ, ვითარმედ: ნუმცა შევალს ამონიტელი მოაბელი ეკლესიასა ღმრთისასა უკუნისამდე ჟამთა.

2. რამეთუ არა მიეგებოდეს ძეთა ისრაჱლისათა პნრითა და წყლითა, არამედ მოიყვანეს სასყიდლით ბალაამ მისანი, რათამცა წყევნა იგინი, გარდააქცია ღმერთმან წყევა იგი კურთხევად.

3. და იყო, რაჟამს ესმა სჯულისა მისგან, განიშორნეს და განიყუნეს იგინი ყოველნი, რომელნი აღრეულ იყუნეს ისრაჱლთა.

4. და უწინარესსა მისსა ელიასუბ მღდელმან საფასესა სახლისა უფლისა ჩუენისასა სცა ადგილი ტობიას.

5. და იშენა მუნ სახლი თავისა თჳსისა, საფასე დიდი და მუნ იყო. და პირველადცა სცემდეს მანანასა მას და ლიბანონსა და ჭურჭელსა სიწმიდისათა, და ათეულსა იფქლსა, და ღჳნისასა, და ზეთისასა, და ერბოსასა, და როჭიკსა ლევიტელთა, და შემასხმელთა, და მეკარეთა და მღდელთმოძღუართა

6. ვიდრე ესე ყოველი იყო, მე არა ვიყავ იერუსალჱმსა, რამეთუ წელსა მეათცამეტესა და მეორესა არტაშესსა მეფისა ბაბილოვანთასა შევედ წინაშე მეფისა, ხოლო შემდგომად მრავალთა დღეთა ვითხოე მეფისაგან.

7. რამეთუ შთავედი იერუსალჱმდ და გულისხმა-ვყავ ყოველი ბოროტი, რომელიცა ყო ელიასი ტობიასათჳს, რამეთუ მისცა მას აღშენებად სახლი საფასეთა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა.

8. ხოლო ბოროტად შემერაცხა წინაშე ჩემსა ფრიად და გარეგანვაგდე ყოველი ჭურჭელი ტობიასი სახლისაგან საფასისა უფლისათა.

9. და ვბრძანე, რათა განწმიდონ სახლი საფასეთა, და მოვაქციე მუნითგანვე ჭურჭელნი და სამსახურებელნი სახლსა უფლისასა ყოველივე და ლიბანონი.

10. რამეთუ გულისხმა-ვყავ და ზედამიწევნულ ვიქმენ, რამეთუ ნაწილნი ლევიტელთა არა მიეცა და იგინი წარსრულ იყუნენ აგარაკთა თჳსთა, ხოლო ლევიტელნი და შემასხმელნი იქმოდიან საქმეთა მუშაკობისათა,

11. რამეთუ ვაბრალებდი მთავართა და ვეტყოდი: რასათჳს მოაკლდენ როჭიკნი სახლისაგან უფლისა? და შევკრიბე ყოველნი მსახურნი და დავაწესე იგინი ადგილსა მათსა.

12. და ყოველნი ჰურიანი მოიტანდეს ათეულთა იფქლისათა და ღჳნისასა. და ზეთისასა საფასესა სახლსა უფლისასა.

13. და უბრძანე მიცემად ჴელთა ელიმა მღდელისა და სადუკა მწერალისასა და ფადიასა, რომელ იყო ლევიტელთაგან, და ჴელთა მათსა ანან, ძე ზაქარისა, ძე მათანისა, მით, რამეთუ სარწმუნონი იყუნეს იგინი, რომელნი განუყოფდეს და მისცემდენ ძმათა მათთასა.

14. მომიჴსენოს მე ღმერთმან მის ყოვლისათჳს და არა განმაშოროს მისი ჩემგან, რომლისათჳს ვყავ ესე ყოველი სახლსა უფლისასა, ღმრთისა ისრაჱლისა.

15. მათ დღეთა შინა ვხედევდი ჰურიასტანს შინა, რამეთუ სწნეხდენ საწნეხელთა დღესა შაბათსა და მოაქუნდათ მჭელეულნი ბჭეთა იერუსალჱმისათა და აღსტჳრთვიდენ კარაულთა ღჳნოსა, და ყურძენისა და ლეღჳსა ტჳრთნი მოაქუნდათ იერუსალჱმსა დღესა შაბათსა, ხოლო ვიპყარ მოწამენი, რამეთუ ჰყიდდენ დღესა შაბათსა

16. რამეთუ ისხდენ ადგილთა სავაჭროთასა, რომელთა მოაქუნდათ თევზი და ყოველნი სავაჭრონი, და იყიდვიდენ დღესა შაბათსა ჰურიანი იერუსალჱმსა შინა,

17. რამეთუ ვაბრალებდი მე ძეთა ჰურიათასა, რომელნი იყუნენ იერნსალჱმსა შინა, და მთავართა იუდასთა და ვეტყოდი მათ: რა არს უსჯულოებაჲ ესე, რომელსა თქუენ ჰყოფთ და შეურაცხ-ჰყოფთ დღესა წმიდასა შაბათსა?

18. არა ესრეთ ჰყვესა მამათა თქუენთა და მოაწიაცა მათა ზედა ღმერთმან ბოროტნი ესე ყოველნი და ქალაქსა ამას ზედა? ხოლო თქუენ რაჲსათჳს მოაწევთ რისხვასა ისრაჱლთა ზედა და შეურაცხ-ყოფთ დღესა წმიდასა შაბათთასა?

19. იყო ოდეს აღვმართენ ბჭენი იერუსალჱმისანი, პირველ შაბათისა ვბრძანებდ დაჴშვად ბჭეთა და არა უტევებდი გაღებად მათა, ვიდრე გარდაჴდებოდა შაბათი. და კუალად დავადგინე ჭაბუკნი მცველად, რათა არავინ იკადროს შესლვად მძლავრობით დღესა შაბათსა ბჭეთა იერუსალჱმისათა.

20. და დაადგრიან ყოველნი, რომელნი გაჰყიდდენ გარეშე იერუსალჱმისა, ერთგზის და ორგზის.

21. და ვარქუ მათ: რასათჳს დაადგრებით თქუენ გარეშე ზღუდისა მაგის? და უკუეთუ კუალადცა ვიხილო უშჯულოებაჲ ეგე, ვბრძანო, რათა ვერღარა შეხჳდეთ თქუენ [!] შაბათსა შინა ქალაქსა ამას.

22. და ვარქუ ლევიტელთა, რომელნი იყუნენ განწმედილ, მოვიდოდენ და დაიცევდენ ბჭეთა, წმიდა-ყოფდენ დღესა შაბათსა და მიერითგან არღარა შეურაცხ-ყვეს შაბათი. და ამას ყოველსა ზედა მომიჴსენოს მე ღმერთმან და არა განმწიროს მე მრავლითა მოწყალებითა თჳსითა.

23. და მათ დღეთა შინა ვიხილე ჰურიანი, რამეთუ ისხდენ დედანი აზოტელნი და ამონელნი და მოაბელნი.

24. და ძენი მათნი რომელნიმე დედათა ეტყოდენ აზოტელებრ და არა იცოდენ მეტყველებაჲ ებრაელებრ.

25. დავაბრკოლებდი მათ და დავსწყევდი მათ, და დავეც მათგანნი კაცნი მრავალნი და ვაფუცე მათ სახელი ღმრთისა, რათა არა მისცენ ასულნი მათნი ძეთა მათთა და არცა ასულნი მათნი მოიყვანონ ძეთა მათთათჳს და ვარქუ მათ:

26. არა მაგათ ყოველთათჳს შესცოდა სოლომონ, მეფემან ისრაჱლისამან? ხოლო ვინ იყო, ვითარცა-იგი ბრძენი ყოველთა მეფეთა ჩუენთა შორის? და საყუარელ იყო იგი ღმრთისა და დაადგინა იგი ღმერთმან მეფედ ყოველთა ზედა ისრაჱლთა და ესევითარი საყუარელი ღმრთისა და ბრძენი და დიდი მეფე აცთუნეს და გარდააქციეს დედათა ნათესავთა უცხოთა

27. და აწ არა ვისმინო, უკუეთუ ვინმე ყოს ეგევითარი დიდი ბოროტი და ცოდოს ღმრთისა მიმართ და ცოლად ისვას უცხოთესლი.

28. და ძეთა იოვადისათა და ელიასიბისა დიდისა მღდელისა მესმა, რამეთუ იყო ცოლი მისი ასული სანაბალატისა და განძებით განვდევნე იგი ჩემგან.

29. მოიჴსენოს იგინი ღმერთმან სამკჳდრებელსა და აღთქმისა მღდელობისა მისისასა.

30. და ლევიტელნი განვწმიდენ ყოველთა უცხოთესლთაგან, განკარგვით განვაწესენ იგინი დღითი დღე, მღდელნი და ლევიტელნი, კაცად-კაცადი საქმეთა თჳსთა.

31. და მივეც განკარგულთა მოღებად ყოველი შეშა დასაწველთა თჳთეულთა ჟამთასა და პირველთა ნაყოფთა მათთასა მომიჴსენოს. მე ღმერთმან ჩუენმან ყოველსა კეთილსა სიმართლისა ჩემისასა, კურთხეულ არს იგი, რომელი არს უკუნისამდე ამინ.