წიგნი ეზრა ზორაბაბელისა მესამე

6

1. და მეორესა წელსა დარეჰ მეფისასა წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია, და წინაწარმეტყუელებდეს ჰურიასტანს და იერუსალჱმს სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა.

2. მას ჟამსა ზორობაბელ სალეთეალეანმან და ისუ იოსედეკეანმან იწყო შენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს წინაწარმეტყუელითურთ უფლისათა, რომელნი-ეგე შემწე იყუნეს მათა.

3. მას ჟამსა მოვიდეს მათა სისინე, მთავარი ასურასტანელთა და ფინიკელთა, და სართაბუზან და სხუანიცა მათ თანა მოყუასნი მათნი.

4. და ჰრქუეს მათ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ ტაძარსა მაგას და ეზოთა მაგისთა? ანუ ვინმე არიან იგინი, რომელთა ჰნებავს აღშენება მაგისი და აღსრულება?

5. იქმნა მადლი მოძღურებისა უფლისა მიერ მღდელთა მათ ზედა ჰურიასტანს.

6. და არა დააყენნეს იგინი შენებისაგან ვიდრე მიწერადმდე დარეჰ მეფისა, და რათა მოიღონ ბრძანება მისგან - წიგნი, რომელი მიწერეს და მიუძღუანეს დარეჰ მეფესა:

7. სისინი, მთავარი ასურასტნელთა და ფინიკელთა, და სათარბუზან და რომელნი არიან მათ თანა ასურასტანელთა და ფინიკელთა და მოსაქმენი და მთავარნი დარეჰ მეფესა გიკითხავთ.

8. უწყებულმცა შენდა, უფალო ჩუენო მეფე, რამეთუ მივედით და მივიწივენთ ჩუენ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა, და შევედით ქალაქსა იერუსალჱმსა და ვპოვენთ მუნ განსრულნი იგი ტყუეობისაგან მოძღუარნი მათნი ქალაქსა იერუსალჱმს და ვიხილეთ, რამეთუ აშენებდეს ტაძარსა უფლისასა დიდ-დიდსა

9. და საკურთხეველთა ქვათა გამოთლილთა, და ძელთა უპყრობდეს ზღუდეთა.

10. და იყო საქმე სწრაფითა წარმართებულ ჴელთა შინა დიდითა დიდებითა, ენება მეყუსეულად აღშენება მისი.

11. მას ჟამსა ვკითხეთ ჩუენ მოხუცებულთა მათ და ვარქუთ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ სახლსა მაგასა, ანუ ვისითა სიტყჳთა დასდევით საფუძველი მაგისი?

12. და ვკითხეთ მათ და აწ გაუწყოთ და გიჩუენოთ შენ კაცნი წინამძღუარნი მათნი და მიგწერნეთ სახელნი მათნი, რომელნი არიან მთავარნი საქმისა მათისანი.

13. მათ მოგჳგეს და გურქვეს: ჩუენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისანი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა.

14. და იყო აღშენებულ ტაძარი ესე უპირატეს მრავლისა ჟამისა ჴელითა დიდისა მის და ძლიერისა მეფისა ისრაჱლისათა.

15. ხოლო რაჟამს მამათა ჩუენთა განამწარეს და შესცოდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილოვანისათა, რომელ-იგი იყო მეფე ქალდეველთა.

17. პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისასა დაწერა ბაბილონს მეფემან კჳროს ბრძანა აღშენება ტაძრისა ამის.

18. და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი ტაძრისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმით და დადვა დასაცველად სახლსა კერპთა თჳსთა, და მერმე კჳროს გამოიღო სახლისა მისგან კერპთა და მისცა ზორაბაბელსა და სალმანასარსა

19. და უბრძანა მათ, მოიღონ და დადვან ჭურჭელი და სამსახურებელნი ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს და ტაძარი იგი უფლისა, ბრძანა, აღაშენონ ადგილსა თჳსსა.

20. მას ჟამსა სალმანასარ აღვიდა იერუსალჱმდ და დადვა საფუძველი ტაძრისა მის, ვიდრე აქამომდე ვაშენეთ და არღარა აღსრულებულ არს.

21. და აწ, უფალო ჩუენო დარეჰ მეფე, ძიებად-ყავ და იხილე სახლსა მატიანეთასა, სადა ძეს წიგნები საჴსენებელთა დამარხულად მეფისა კჳროსისა.

22. თუ იპოოს ბრძანებითა კჳროს მეფისათა და სიტყჳთა მისითა, აღაშენონ ტაძარი ესე უფლისა იერუსალჱმს, და ზედმიიწიე ბრძანებასა კჳროს მეფისასა და გვაუწყე ჩუენ ამის ყოვლისა საქმისათჳს.

23. მას ჟამსა დარეჰ მეფემან უბრძანა ძიებად სახლსა მატიანთასა სამეუფოსათა, რომელი-იგი იდვა ბაბილონს და პოვა ბატანბარიტენისსა მართა სოფელსა, ადგილსა, სადა იდვა წიგნი საჴსენებელთაჲ, რომელსა წერილ იყო ესრეთ:

24. წელსა მას პირველსა შარავანდედებასა კჳროსისასა მეფემან კჳროს ბრძანა აღშენებად სახლი იგი უფლისა იერუსალჱმს, შესწირვენ საკუერთხთა განცხადებულად ჴელითა ცეცხლისაჲთა.

25. და უბრძანა ესე საზომისა სახე აღშენებად სიმაღლე მისი წყრთა ათი და სივრცე მისი სამეოც წყრთა, და ქვა და ძელი ყოველთავე ბრძანა მიცემად სამეუფოთა.

26. და ჭურჭელი სამსახურებელი სახლისა უფლისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელი-იგი მოეღო ნაბუქოდონოსორს ბაბილონად, რომელი იყო ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმს, უბრძანა კჳროს მიღებად სახიდ უფლისა, რათა დადვან მუნ, ვითარცა იყო პირველ.

27. და შე-ღავე-სძინა ბრძანება დარეჰ მეფემან და ჰრქუა: სისინი მთავარი ყოველთა ასურთა და ფინიკელთა და სათრაბუზან და სხუანი მოდგმანი თქუენნი, რომელ განწესებულ არიან საქმესა ასურასტანელთასა და ფინიკელთასა, განეშორენით ადგილისა მაგისგან და ნუ მიეახლებით მონასა მაგას უფლისასა ზორაბაბელს, რომელი-იგი არს მთავარი ჰურიათა, და ნუცა მღდელთა, მოძღუართა ჰურიათასა, რომელნი აშენებენ სახლსა უფლისა ადგილსა თჳსსა

28. მე ვბრძანე, რომელ ყოვლადვე სრულიად აღეშენოს ღა ვეყო შემწე ჰურიათა მაგათ, რომელნი აღვიდოდეს იერუსალიმდ, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი ეგე უფლისა ღმრთისა თჳსისა.

29. ხარკთაგან ასურეთით კერძოთა ფინიკელთა, მცნებით მიბრძანებიეს, რათა მისცენ კაცთა მაგათ შესაწირავისათჳს საკუერთხთა უფლისათა. და მოიბენინ ზორაბაბელ მთავარმან ზვარაკები და ვაცები და კრავები,

30. მისვე სახისაებრ იფქლი და მარილი, ღჳნო და ზეთი, და იყავნ ეგე ყოველი განწესებულ წლითი წლად, რაოდენ ჟამცა მღდელთა იერუსალჱმს ბრძანონ სამსახურებელად უფლისა, დღითი დღე დაუბრკოლებელად.

31. შე-რა-სწირონ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მაღლისა მეფისათჳს და ძლიერებათა მისთათჳს და ლოცვა-ყონ ცხორებისათჳს მეფისა.

32. და უბრძანა: უკუეთუ ვინმე უდებ-ყოს, ანუ გარდაჴდეს ბრძანებასა ჩემსა, რომელ-ესე მივსწერე, პატიჟზღუეულიმცა ზღავს ყოველსა თჳსით თავით და აღკიდებულიმცა იგუემების, და ყოველსამცა მონაგებსა მისსა სამეუფოდ მიიღებნ.

33. სადაცა წოდებულ არს სახელი უფლისა, მუნ ბრძანებულ იყო ყოველივე საღვაწი სამეუფო ნათესავთა, და მან იკადრა ჴელის განდგმად. და დაყენებად და იზრახა ბოროტი ტაძრისა მისთჳს უფლისა იერუსალჱმს.

34. მე, დარეჰ მეფემან, დიდითა კრძალულებითა ვბრძანე ყოფად და აღსრულებად ამისა ყოვლისა.

7

1. მაშინ სისინი მთავარმან და დიდმან, რომელი-იგი იყო ასურეთით კერძო და ფინიკიათ, და სათრაბუზან და სხუანი მოყუასნი მათნი, რომელ აყენებდეს საქმესა მის ტაძრისასა, რაჟამს მოიღეს ბრძანება დარეჰ მეფისაგან,

2. იწყეს ზედადგომად და ზრუნვიდეს საქმისა მისთჳს და ექმნეს საქმისა მოდგამთა მოხუცებულთა მათ ჰურიათასა და მღდელთმოძღუართა.

3. და განემარჯვებოდა საქმე იგი ტაძრისა მის, და რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია.

4. და აღასრულეს ტაძარი იგი ბრძანებისა მისებრ უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისასა და ბრძანებისაებრ და ნიჭისა კჳროსისა და დარეჰისა და არტაშერსისა, მეფისა სპარსთასა, წელსა მას მეექუსესა დარეჰ მეფისასა.

5. აღესრულა ტაძარი იგი წმიდაჲ მირაკნისასა, მეოცესა თთჳსა ადარისასა, მეექუსესა წელსა შარავანდედობასა დარეჰისასა.

6. და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა და ლევიტელთა ყოველთა მათ გამოსრულთა ტყუეობისაგან, ვითარცა განწესებულ და ბრძანებულ იყო წიგნთა სჯულისა მოსესთა.

7. და შეწირეს სატფური იგი სახლისა უფლისა: ზუარაკები ას, და ვაცები ორას, და კრავები ოთხას

8. და წელიწდეულნი ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაჱლისათა თორმეტ, რიცხჳსა მისებრ ტომთა და მთავართა მათ ისრაჱლისათა.

9. და განეწყუნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი ნათესავთა მათებრ და ეცვა მათ ბრჭალამდისი იგი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ბრძანებულთაებრ წიგნთა მოსესთა და მეკარენი იგი თჳთვეულად კართა.

10. და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, რამეთუ განწმიდეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი ყოვლითურთ ერთბამად.

11. და ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან. და ვითარცა განწმიდნეს ლევიტელნი იგი,

12. ყვეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან ძმათა თჳსთა, და თჳთ მღდელთა მათ.

13. და ჭამეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა ყოველნივე, რომელნი განეშორნეს ბილწებისა მისგან წარმართთასა, და რომელთა გამოიძიეს უფალი ღმერთი.

14. და ყვეს ზატიკი იგი ბალარჯობისა შჳდ დღე და იხარებდეს წინაშე უფლისა.

15. რამეთუ გარემიაქცია უფალმან ზრახვა მეფისა მის ასურთასა მათა მომართ და განაძლიერნა ჴელნი მათნი საქმესა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

8

1. და რაჟამს იყო, დაესრულა ესე ყოველნი შარავანდედნი. შეიბნა არტაშეს მეფემან სპარსთა ზედა, რომლისაცა მივიდა ეზრა, ძე აზარიასი, რომელი იეზრასაგან, რომელი ქელეკენესაგან, რომელი სალემისაგან,

2. რომელი სადუკისაგან, რომელი აქიტობისაგან, რომელი იამართესაგან, რომელი იოზეკისაგან, რომელი მარეროთისაგან, რომელი ზარეასაგან, რომელი სეუესაგან, რომელი ბოკკესაგან, რომელი იებუესაგან, რომელი ფენიესაგან, რომელი ელიეზარისაგან, რომელი აარონისაგან, პირველისა მის მღდელისა

3. ესე ეზრა, რომელი განვიდა ბაბილონით, რომელი-იგი იყო მწერალ მარჯვე სჯულსა მას მოსესასა მოცემულისა მის ღმრთისა მიერ ისრაჱლისა.

4. და მისცა მას მეფემან დიდებაჲ და პოვა მადლი მის წინაშე და განადიდა იგი დიდითა პატივითა.

5. და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა მათგანი, და ლევიტელთა და მსახურთა, მეფსალმუნეთა და მეკარეთა მათგანი და მონათა მღდელთაგანი იერუსალჱმად.

6. წელსა მეშჳდესა შარავანდედებასა არტაშე მეფისასა, თთუესა მეხუთესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის, და გამოვიდეს ბაბილონით თთჳსთავსა მას მეხუთესა პირველისა მის თთჳსასა,

7. შევიდეს იერუსალჱმდ, ვითარცა-იგი განუმარჯვა მათ უფალმან გზა,

8. რამეთუ სავსე იყო ეზრა ყოვლითა სიბრძნითა და არარა დაკლებულ იყო მისგან ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, მსგავსად შჯულისა ასწავებდა ისრაჱლსა განკითხვათა და სიმართლეთა.

9. მოიწია წიგნი ბრძანებისა მეფისა არტაშესი ეზრა მღდლისა, რომელი უთხრობდა სჯულსა უფლისასა, და მიწერა ესრესახედ:

10. მეფე არტაშეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა გიკითხავ:

11. ყოვლითავე კაცთმპყრობისა ნიჭითა აღმიწონიეს მე და უბრძანებ ყოველთა ნათესავთა ურიათასა, რომელთა ენებოს აღსლვად იერუსალჱმდ და მღდელთმოძღუართა და ლევიტელთა, კადნიერებითმცა მივლენან შენ თანა იერუსალჱმდ.

12. და ვითარ სურის წადიერებით მისლვად ურიასტანად და იერუსალჱმდ, უბრძანეთ მე და შჳდთა თანამზრახველთა ჩემთა,

13. რომელ მივიდენ მსგავსად შჯულისა და აღასრულონ ყოველივე საცონი, ვითარცა გაქუსთ სჯული უფლისა

14. და შესწირონ შესაწირავი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა აღუთქუთ მე და მოყუარეთა ჩემთა იერუსალჱმსა, და ყოველივე ოქრო და ვეცხლი, რაოდენიცა იპოოს ქუეყანასა მას ბაბილოვანთასა, უფლისა ღმრთისა შეწირენ მსხუერპლი იერუსალჱმს.

15. და მიიღედ საწევნელი ქუეყანისა მისგან ბაბილონელთასა, მღდელთა მათ უფლისა ღმრთისა მოართვედ იერუსალჱმად: ოქრო და ვეცხლი, ზვარაკები და ვერძები, კრავები და სხუა იგი ყოველი საკუერთხი მსხუერპლთა

16. შეწირედ საკურთხეველსა უფალსა ღმერთსა იერუსალჱმდ.

17. ყოველივე, რაცა გენებოს ძმებითურთ შენით, იგი ყავ ოქროსა და ვეცხლისა ხარკთათჳს, ნებისაებრ უფლისა ღმრთისა შენისა აღასრულე,

18. სამღდელო იგი ჭურჭელი და სამსახურებელი უფლისა მიიღე იერუსალჱმდ.

19. და იყავნ, ვითარცა საჴმარ იყოს ტაძრისა მის უფლისა ღმრთისასა, და დადევ ყოველი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა იერუსალჱმს.

20. და სხუა იგი ნამეტნავი ნეშტი, რომელი-იგი იყოს საჴმარისაგან ტაძრისასა, დადევ იგი სახლსა საფასისა მეფეთასა.

21. და მე, არტაშეს მეფემან, უბრძანე მეფასეთა, რომელნი არიან ასურასტანს და ქანანელთა კერძო, რაოდენცა უნდა მოღებად ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულსა უფლისა ღმრთისა მაღლისასა, დაუბრკოლებელადმცა მოეცემის ვეცხლი ასი ტალანტი, მისვე სახისაებრ ოქროცა,

22. იფქლი ასი საწყაული, ეგოდენცა ღჳნო და ზეთი.

23. და ყოველივე მსგავსად სჯულისა მის მიიღედ და მიუსრულედ უფალსა ღმერთსა მაღალსა, რათა არა იყოს შერისხვა ღმრთისა ზედა შარავანდედობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა.

24. და მიბრძანებიეს თქუენ მღდელთათჳს, და ლევიტელთა, მეფსალმუნეთა მათ მსახურთა, და მეკარეთა, და მონათა მღდელთასა, და მსახურთა სახლისა უფლისათა.

25. ნუცა ხარკი, ნუცა სხუა ყოვლითურთ ჴელ-ეწიფებინ მათგან მოღებად.

26. და შენ, ეზრა, სიბრძნისა შენისაებრ, რომელ მოცემულ არს შენდა ღმრთისაგან, დაადგინენ შენდა ზედამდგომელნი და მსაჯულნი, რომელნი სჯიდენ ასურასტანით კერძო და ფინიკიათ, და რომელთა ესწაოს სჯული უფლისა ღმრთისა შენისა.

27. და რომელთა არა ესწაოს, ასწავე და ყოველნივე, რომელნი გარდაჴდენ სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა და სჯულსა ჩუენ მეფეთასა, მიმიცემიეს შენდა ჴელმწიფება პატიჟისა ყოფად და გუემად და, თუ სიკუდილისა თანამდებ იყუნენ, მოკლვად, გინა თუ საპატიჟებელ იყუნენ, პატიჟ-ყოფად და ზღუევა-მოჴდად

28. და თქუა ეზრა მწერალმან სჯულისა უფლისამან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან მოსცა ესე ყოველი გულსა მეფისასა, დიდებულ-ყოფად ტაძრისა ამის უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს.

29. და მე დიდებულ და პატიოსან-მყო წინაშე შარავანდედისა მის წინაშე ყოველთა თანამზრახველთა თანა მისთა და მოყუარეთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.

30. მხიარულ ვიქმენ მეფედ შეწევნითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა და შეკრიბნა ყოველნი იგი კაცნი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი აღსრულ იყვნეს მის თანა იერუსალჱმდ.

31. და ესენი არიან მთავარნი ნახპეტთა მათებრ მამათა თჳსთასა და გან- წილვისა მისებრ მამათა და ნათესავთასა, რომელნი გამოვიდეს ეზრას თანა ბაბილონით შარავანდედებასა არტაშეს მეფისასა,

32. ძეთა მათგან ფინეზისთა - გერსონ, ძეთა მათგან ითამარისთა - გამაელ, ძეთა მათგან დავითისთა - ფარეზ.

33. ძეთა მათგან ფურუსისთა - ზაქარია, და რომელნი მის თანა წერილ იყუნეს, კაცნი ასერგასის.

34. ძეთა მათგან ფაათ-მომბისთა - ელია, ონია, ზარია და მის თანა ორასი კაცი.

35. ძეთა მათგან ზათოესთა: იექონია იეთერიასი და მის თანა კაცნი სამასნი.

36. ძეთა მათგან ადინუბესთა -იონათან და მის თანა კაცნი სამასერგასისნი; ძეთა მათგან ელამისთა - გოთოლისა და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.

37. ძეთა მათგან საფატიასთა: ზაქარია მიქელაიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.

38. ძეთა მათგან ოაბისთა - აბადისერ ეზელიანი და მის თანა კაცნი ორასდათორმეტ.

39. ძეთა მათგან ბანესთა - ასალიმუთ ასაფეანი და მის თანა კაცნი ასსა- მეოც.

40. ძეთა მათგან ბერისთა: ზაქარია, ბიერია და მის თანა კაცნი ოცდარვა.

41. ძეთა მათგან ასტთისთა: იოანე კატანისი და მის თანა კაცნი ას და ათი.

42. ძეთა მათგან ადომიკამისთა და ესფატისთა. და ესე სახელები მათი არს: ელიფატ გულუველ, და სამეას, და მათ თანა კაცნი სამეოცდაათ ძეთა მათგან ბენეასთა - უთიას ტაკურიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ.

43. და შეკრიბნა იგინი კიდესა მას მდინარისასა, რომელსა სახელ-ედების თერა. და დაიდვეს მუნ სავანე სამ დღე ოდენ და ყვეს ახილვა ყოველთა.

44. ძეთა მათგანი მღდელთა ძეთა მათ ლევიტელთა არა ვინ იპოვა მათ თანა.

45. მივივლინე ელიაზარისსა და მოვიდეს ჩემდა: სამეა, და ორიბუნ, და ნათან, ენნატონ, ზაქარია და მოსოლობონ. ესე არიან მთავარნი და წინამძღუარნი შჯულისანი.

46. და ვარქუ მათ, რათამცა მივიდეს ლოდეონ მთავრისა მეფასეთასა.

47. და ვამცენ მათ, რათა ჰრქუან ლოდეონს და ძმათა მისთა, რომელნი-იგი ერთვე არიან ადგილსა მას მეფარეშისასა, რათამცა მოავლინნეს ჩუენდა მღდელთა მათგანნი სახლისა უფლისა.

48. და მოიყვანნეს ჩუენდა კაცნი, რომელნი იყუნეს ძლიერ და მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მეცნიერ შჯულისა უფლისასა ძისა მოუოლისა, რომელი-იგი ლევისგან და ისრაჱლისგან - ასერევინ, და ძენი მისნი და ძმანი ათრვამეტ,

49. და ასებიან და აუნონდა, ოსეტან და ძმა ძეთა მათგან ქანუნისთა და ძენი მისნი ოც კაც.

50. და მონათა მათგან მღდელთასა, რომელნი მოსცნა დავით მთავარმან საქმედ სამსახურებელად ლევიტელთასა, რომელთა დაიწერნეს სახელნი სახელოვანთა მათ ორასდაოც.

51. და ვქადაგეთ მუნ მარხვა და ვილოცევდით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვეძიებდით ადვილსა განმარჯვებასა ჩუენდა და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისავეთჳს, რა-იგი იყო ჩუენ თანა,

52. რამეთუ მძიმე-გჳჩნდა თხოვა მეფისა მისგან მკჳრცხლებისა და მჴედრებისა, რათამცა გზად-მყვეს ჩუენ შემწეობისათჳს მათგან, რომელნი-იგი წინააღგჳდგეს,

53. რამეთუ ვარქუთ ჩუენ მეფესა ესრეთ, ვითარმედ: ძლიერებაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისა არს ჩუენ თანა და ყოველთა თანა, რომელნი ეძიებენ მას.

54. და მის ყოვლისათჳს ვქადაგებდით მარხვასა და ვილოცევდით, რათამცა უფალმან დაგჳცვა ჩუენ და წარგჳმართა ჩუენ გზათა მშჳდობისათა.

55. და გამოვირჩიენ მთავარნი ნათესავთა მათგან და მღდელთანი, კაცნი ათორმეტნი, და ესებიან და ესემინ და მათ თანა ძმათაგანნი მათთა ათ კაც.

56. და აღვწონეთ და მივეცით მათ ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი სამღდელო და ჭურჭელი სახლისა უფლისა, რომელი-იგი მოგვანიჭა ჩუენ მეფემან და თანამზრახველთა მისთა და მთავართა და ყოველმან ისრაჱლმან.

57. აღვწონე და მივეც ვეცხლი იგი ექუსასერგასისი ტალანტი, და სამსახურებელი ვეცხლისა ასი ტალანტი, და ასი ტალანტი ოქროსა,

58. და სხუა ჭურჭელი ოქროსა ოც და სპილენძისა წმიდაჲ რჩეული ოქროსფერი თორმეტ.

59. და ვარქუ მათ: თქუენ განწმედილ ხართ უფლისა მიერ და ყოველი სამსახურებელი წმიდაჲ უფლისა არს ოქროსანი და ვეცხლისანი, ილოცეთ უფლისა მიმართ და უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან დაგჳცვნეს და მოგვაწივნეს ჩუენ მშჳდობით ადგილსა ამას სიწმიდისა თჳსისასა.

60. მღჳძარედ დეგით და ეკრძალენით, ვიდრემდის მიიყვანნეთ და მიაწივნეთ იგინი მთავართა მიმართ მღდელთა და ლევიტელთასა, მთავართა და მღდელთმოძღუართა ისრაჱლისათა, რომელნი არიან იერუსალჱმს.

61. და რომელ მოიღეს მცველთა ტაძრისა უფლისათა და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი სამსახურებელისაჲ, რომელ მოიღონ ტაძრად უფლისა, რომელი-იგი არს იერუსალჱმს.

62. და აღვდგეთ და წარვიდეთ თერა მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტი იყო თთჳსა მის პირველისა, მოდით და მივცენით იერუსალჱმდ დაცულნი ამაღლებულითა მით ძლიერითა მკლავითა ღმრთისათა, და გჳჴსნას ჩუენ ღმერთმან ჩუენმან ყოველთა მტერთაგან, მშჳდობით და ცოცხლებით მივიწივნეთ იერუსალჱმდ

63. და რაჟამს განვისუენეთ სამ დღე ოდენ იერუსალჱმს, დღესა მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი და ოქრო სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა მღდელსა მას მარმუთი ურიათაგანსა, და რომელნი-იგი მის თანა იყუნეს.

64. ელიეზერ ფინეზეანი, და იოსებეთოს, და ესოვან, და მეთურსა საბეან და სხუანი ლევიტელნი, რომელთა მივეცით სასწორით და რიცხჳთ.

65. და იპოვა სასწორი რიცხჳსა მას დღესა შინა.

66. და რომელნი-იგი მოსრულ იყუნენ ჩემ თანა ტყუეობისა მისგან ბაბილოვნელთასა, შესწირეს მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა: ზვარაკი ათორმეტ, ყოვლისათჳს ისრაჱლისა, ვერძები ოთხმეოცდაათ,

67. და კრავები, სამეოცდააოორმეტ, ვაცები ამა ცხოვრებისათჳს ათორმეტ, ესე შესაწირავი შესწირეს წინაშე უფლისა ღმრთისა.

68. და მისცეს წიგნი ბრძანებისა მის მეფისა კარანთა მათ მეფისათა მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა ასურთასა და ფინიკისათა და დიდის პატივით იდიდა ნათესავი ჩუენი და ტაძარი უფლისა.

69. და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, მოვიდეს ჩემ წინაშე ნახპეტნი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი და თქვეს: ურიდ იქმნა ყოველი ნათესავი ძეთა ისრაჱლისა და მთავარნი მათნი, მღდელნი და ლევიტელნი.

70. აღერივნეს წარმართთა და უცხოთესლთა და სიბილწესა ყოველთა უცხოთესლთასა: ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იებოსელთასა, და მოაბელთა, და ამორეველთა, და ეგჳპტელთა, და იდუმელთა,

71. რამეთუ შეიბილწნეს ასულთა მათთა თანა იგი და ძენი მათნი და შეერია თესლი სიწმიდისა მათისა უცხოთესლთა და წარმართთა მის ქუეყანისათა და უსჯულო იქმნნეს მთავარნი და დიდ-დიდნი თჳთეულად თავით თჳსით, რამეთუ იგინი იქმნნეს წინამძღუარ ბოროტისა მის შერეულობისათჳს.

72. და იყო, რაჟამს მესმა სიტყუა ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, და ვგოდებდი და ვიფხურიდი თმათა თავისა ჩემისათა და წუერთა ჩემთა. და დავჯედი მგლოვარედ დიდად და მწუხარედ.

73. და მოკრბეს ჩუენდა ყოველნი, ვითარ ესმა გოდება ჩემი, რომელ იყო უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა, და მიხილეს მე, რასა ვიქმოდე ზედა უსჯულოებათა მათთჳს, რამეთუ ვჯედ მწუხარედვე ვიდრე მწუხრადმდე და მოწევნამდე შესაწირავისა მის სამწუხროსა.

74. და აღვდეგ მე გლოვისა მისგან და ეგრევე დაპებულ იყო სამოსელი ჩემი, დაღონებულ ვიყავ გლოვითა და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა, ღაღად-ვყავ,

75. და ვთქუ: უფალო, გურცხუენის და ვძრწით წინაშე პირსა შენსა,

76. რამეთუ ცოდვანი ჩუენნი განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩუენისათა და უსჯულოებანი ჩუენნი ამაღლდეს უზეშთაეს ცათასა.

77. წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთასა და ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდთა მოდღენდელად დღედმდე

78. და ცოდვათა ჩუენთა და მამათა ჩუენთასა, და მივეცით ტყუეობასა ჩუენ და ძმანი ჩუენნი და მეფენი ჩუენნი და მღდელთმოძღუარნი ჩუენნი და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა შეგჳცუნეს ჩუენ მახჳლითა ჴრმლებისათა, წარგუტყუენეს ჩუენ, და აღჴოცნეს ადგილნი ჩუენნი, და ვიქმნენით ჩუენ სირცხჳლეულ ჟამთა მათ

79. და აწ, რაოდენ იქმენ წყალობა შენი, უფალო, დატევებად ძირი და ნათესავი ადგილსა მას სიწმიდისა შენისასა.

80. და გამოაბრწყინვე ნათელი ტაძარსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, და მომეც ჩუენ საზრდელი ჟამსა მონებისა ჩუენისა

81. და ტყუეობასა მას შინა და არა დაგუთხიენ ჩუენ ჴელთაგან შენთა, არამედ გუექმენ უფალი შემწე, და გუეც ჩუენ პოვნად მადლი წინაშე მეფი- სა მის სპარსთასა, და პატიოსან-გუყვენ ჩუენ და გჳღვაწნე ჩუენ ყოვლითა განმზადებულებითა.

82. დიდებულ-ყო ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა და აღმართა და აღაშენა უდაბნო იგი სიონი და დაგუამკჳდრნა ჩუენ ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს.

83. აწ რამე ვთქუა წინაშე შენსა, უფალო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჴედით სჯულსა და ბრძანებათა შენთა, უფალო, რომელი-იგი მოგუეც ჩუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა.

84. და სთქუ ესრეთ: ქუეყანასა, რომელსა შეხჳდეთ დამკჳდრებად, მას ზედა არს ქუეყანა იგი შეგინებულ სიბილწითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა და შეგინებითა მათითა აღივსნეს იგინი.

85. და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგან ცოლად ძესა შენსა და ასულთა შენთაგან ნუ მისცემ ცოლად ძეთა მათთა,

86. ნუცა ჰყოფ მშჳდობასა მათ თანა ყოველთა ჟამთა, და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა და დაიმკჳდრედ ძეთა შენთა ქუეყანა იგი უკუნისამდე ჟამთა.

87. და რა ესე წარგჳჴდა ჩუენ და უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთათჳს,

88. არამედ შენ, უფალო, მრავალგზის მოგჳტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და მოგუეც ჩუენ ესევითარი ნათესავი და ძირი, და ჩუენ მერმე გარდავაქციეთ და გარდავჴედით შჯულსა შენსა და აღვერიენით ბილწებასა ნათესავი- სა მის ქუეყანისასა.

89. და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმედელად ჩუენდა ვიდრე აქამომდე, უკუეთუ არა დაშთეს ძირი და თესლი და სახელი ჩუენი.

90. შენ მართალ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, ჭეშმარიტ და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი, შენ მართალ, არამედ დავშთით ძირი და თესლი მოდღემდე.

91. და აწ, აჰა, ესერა, ვართ დღეს წინაშე შენსა უსჯულოებათა შინა ჩუენთა და ვერ შემძლებელ ვართ დღეს წინაშე შენსა უსჯულოებათა შინა ჩუენთა, და ვერ შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უსჯულოებანი და უკეთურებანი ჩუენნი უმეტეს თმათა ჩუენთა

92. და რაჟამს ილოცვიდა ეზრა მით აღსარებითურთ და გოდებითა დიდითა, და დავრდომილი იდვა პირსა ზედა ქუეყანისასა წინაშე ტაძარსა მას უფლისასა, შეკრბეს მისსა ყოველნივე, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი, მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, რამეთუ გოდება დიდი იყო სიმრავლისა ერისა

93. და განაწესა იაქონია და იელუ, ძეთაგან ისრაჱლისათა. და თქუა ეზრა: ვცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და ვისხნეთ ჩუენ ცოლნი უცხოთესლთაგან ამის ქუეყანისათა.

94. და აწ არიან დღეს უსჯულოებანი ჩუენ შორის, და აწ მოდით ყოველნივე და დავდვათ ფიცი წინაშე უფლისა და განვიყენნეთ ჩუენ ცოლნი ჩუენნი, რომელ ვისხენით უცხოთესლთაგან შვილითურთ მათით,

95. ვითარცა ბრძანებს სჯულსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა: აღდეგ მეყსეულად და აღასრულე,

96. რამეთუ შენდა მიმართ არიან ყოველნი საქმენი ჩუენნი და ჩუენ შენ თანა ვართ, რაცა ჰბრძანო, ვყოთ.

97. და აღდგა ეზრა და აფუცნა მთავარნი ტომთა მღდელთანი და ლევიტელთანი და ყოველი ისრაჱლი, მსგავსად ამის სახისა ფუცეს.

9

1. და აღდგა ეზრა ეზოსა მისგან ტაძრისა უფლისა და მივიდა სახლსა იოანესასა და ელისაბენისასა.

2. და მუნ დაადგრა და პური არა ჭამა და წყალი არა სვა და გოდებდა ზედა უსჯულოებათა დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისასა.

3. და ქადაგი ჴმობდა ყოველსა ურიასტანსა და იერუსალჱმსა, ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, და მოვიდეს და მოკრბეს იერუსალჱმს.

4. შემდგომად ორისა და სამისა დისა, რომელნი-იგი ვერ მიეწიფნეს მუნ განსჯილნი წინამძღუართა მათგან და მოხუცებულთა, და იავარ-ყვეს მონაგები მათი, და იგინი უცხო ქმნილნი გარეგანჴდეს სიმრავლესა ერისა მის წარტყუენულისასა.

5. და შეკრბეს ყოველნი, რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასნი და ბენიამენისნი ვიდრე მესამედ დღედმდე იერუსალჱმდ თთუესა მას მეცხრესა ოცსა მის თთჳსასა.

6. და დასხდეს მის თანა ყოველი იგი სიმრავლე სივრცესა მის ეზოსა სახლისა უფლისასა და განბრწყინვებულნი ძრწოდეს სიფიცხისა მისგან ზამთრისასა.

7. და აღდგა ეზრა და თქუა: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასურთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებასა და ცოდვასა ზედა ისრაჱლსა.

8. და აწ მიეცით აღსარება და დიდებაჲ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა.

9. და ყავთ ნება მისი და განეყენენით ყოველთა წარმართთა ქუეყანისათა და ცოლთა მათგან უცხოთესლთასა, რომელნი-იგი ისხენით.

10. და ერთბამად ყოველი იგი სიმრავლე ღაღადებდა დიდითა ჴმითა და იტყოდა: ეგრეთვე ვყოთ, ვითარცა-ესე სთქუ,

11. რამეთუ ჟამი ესე ზამთარი არს, და ჩუენ მრავალ ვართ ფრიად და ვერ შეუძლოთ ესრეთ დათმენად ზამთრისა ამის იწროებასა, და საქმე ესე არა თუ ერთი დღე არს, ანუ ორი, რამეთუ ფრიად შევსცოდეთ ჩუენ საქმითა ამით.

12. აწ დადგედ მთავარნი და წინამძღუარნი ზედა სიმრავლესა ყოველსავე, რომლისა იყოს სახლსა თჳსსა დედაკაცი უცხოთესლი.

13. მივიდენ და მოჰჴადონ მას თჳთეულად ადგილსა, და დადგედ მოხუცებულნი იგი და მსაჯულნი და ლხინება-ყვედ და დააცხრვედ ჩუენგან რისხვა უფლისა დიდ-დიდთა უკეთურებათათჳს, რომელნი ჩუენ ვქმნენით.

14. და იონათან აზალეანმან და ეზეკია თოკუანმან თავს-იდვეს ყოფად ამისა მოსოლამიოს, და ლევია და საბატეოს, რომელნი-იგი ერთ-სიტყუა იყუნეს მათ თანა.

15. და ყვეს ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი უბრძანეს, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან.

16. და გამოირჩია ეზრა კაცნი მღდელნი და მფლობელნი და მამათმთავარნი მსგავსად სახელისა მათისა და დასხდეს თთჳსთავსა მას თთჳსასა მეათესსა, რათა აღასრულონ საქმე იგი.

17. და მოკრიბონ და მოიყვანნეს მამანი და დედანი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ვიდრე წელთა მათ თთუეთა პირველამდე.

18. და იპოვეს მღდელთაგანნი, რომელნი შეკრებულ იყუნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგანი და იყუნეს შერეულ უღმრთოთა,

19. ძეთა მათგან იესუვისთა: იოსედეკანი და ძმა მისი მათელა და ელეაზარ და იორიბოსი და იოვადან.

20. და იწყეს განშორებად ცოლთა თჳსთა უცხოთესლთა და შეწირეს თჳთეულად ვერძები მოსატევებელად ცოდვათათჳს.

21. და ძეთა მათგან ემორისთა: ანანია, და ბადდიოს, და მანნეს, და სამმეს, და იერიელ და აზარიას.

22. და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, და მასსიას, ისმაელ, და ნათანაელ, და სოკეთლედოს, და სალთოს.

23. და ძეთა მათგან ლევიტელთა: იაზაპტოს, და სემის, და კონოს, და ესე იგი არს სალვიტას, და ფათეოს, რომელი-იგიცა იყო იუდა და იონას.

24. მეფსალმუნეთა მათ მსახურთაგანი: ელიასიბოს და ბაქოროს.

25. მეკარეთა მათგანნი: სალმოს და ტოლბინეს.

26. და ისრაჱლისაგანნი: ძეთა მათგან ფეროსისთა: იერამოს, და იედდიოს, და მელქიას, და მალეს, და ელიაზაროს, და საბოს, და ბანეს.

27. და ძეთა მათგან ელიაკიმისთა: მატთანიას, ზაქარიას, იეზროლიელს, იოადიოს, და იერიმოთს, და აედიოს.

28. და ძეთა მათგან ზათუმისთა: ელიადას, ელისიმოს, იოთონიას, არიმოთს, და საბათოს, და ზარდეას.

29. და ძეთა მათგან ბებეასთა: და იოანნეს, და ანანიას, და იოზბოს და ევმოთს.

30. და ძეთა მათგან მანისთა: ლამოს, ასმამუმოს, იეგეოს, იასუბოს, იასაელოს და იერემოთს.

31. და ძეთა მათგან ადდისთა: ნათოს, და მოოსიას, ლაკვინოს, ნაიდას, მატათიას, სესთელს, ბალუნოს და მანასეს.

32. და ძეთა მათგან ანნასთა: ელონას, და ასეას, და მელქიას, და საბეოს, სიმონოს და ქოსამეოს.

33. და ძეთა მათგან ასიმატისთა: ანნესოს, მატათიას, ბანეოს ელიფატანს, მანასეს, და სემეის.

34. და ძეთა მათგან ბაანისთა: ერემიას, მომფდის, ისმაეროს, და იოველს და მამბლეს, პერდას, ანოს, რაბასიოს, ანასიბოს, მამნიტანემოს, ელიასის, ბანუს, ელიალი, სომეია, სელემიას, ნათანიას, და ძეთა მათგან ეზორასთა: აემ, ეზრიელ, აზელ, სამატონ, ზამბრის, იოსებ.

35. და ძეთა მათგან ნაუმაასთა: ზაზეკიას, ზაბადის, ედესიუელ, ბენესეას.

36. ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგანი და განიშორეს ცოლები იგი თჳსი და შვილნი თჳსნი.

37. და დაიმკჳდრეს მღდელთა მათ და ლევიტელთა და იერუსალჱმით იერუსალჱმსა დაბნებსა მას თთჳსთავსა მას თთუესა მეშჳდესა და ძეთა მათ ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს სამკჳდრებელსა თჳსსა.

38. შეკრბა ყოველი იგი სიმრავლე ერთბამად ფართოსა ადგილსა მზისა აღმოსავლით კერძო წინაშე ბჭისა მის ტაძრისასა.

39. და ჰრქუეს ეზრას მღდელმოძღუარსა და მთხრობელსა სჯულისასა რათა მიიღოს სჯული იგი მოსესი მოცემული უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

40. და შუა წარმოიღო ეზრა სჯული იგი წინაშე ყოველთა მათ მამათა და დედათა და წინაშე ყოველთა მღდელთასა. და ისმინეს სჯული მოსესი, რომელი-იგი იყო უფლისა მიერ თთჳსთავისა მის თთვისა მეშჳდესასა.

41. და იკითხვიდა წიგნსა მას ბჭესა ტაძრისასა ფართოსა მას ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამამდე წინაშე ყოველთა მამათა და დედათა, ისმენდეს და გულისხმა-ჰყოფდეს ყოველი იგი სიმრავლე სჯულისა მის უფლისა ღმრთისასა.

42. და დადგა ეზრა მღდელი და მთხრობელი სჯულისა უფლისა ზედა ძელისა ბემონსა, რომელი-იგი განემზადა.

43. დადგეს მახლობელად მისა მარჯუენით კერძო: მატათია, სამუს, ანანია, აზარია, ჰურიას, ეზეკიაოს, ბალასამოს.

44. და მარცხენით კერძო: ფალთოზ, მისაელ, მელქიას, ლოვთას, ობუს, ნაბადის, ზაქარიას.

45. და მოიღეს ჴელითა ეზრასითა წიგნი იგი სჯულისა, რამეთუ ჯდა იგი დიდითა დიდებითა წინაშე ყოველთასა და ყოველი იგი სიმრავლე სხდა წინაშე მისსა.

46. რაჟამს განყუნნა წიგნნი იგი სჯულისანი, ზეადგა ყოველი იგი სიმრავლე და აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი მაღალი, ღმერთი საბაოთ ყოვლისა მპყრობელი.

47. და ერთბამად ყოველმან სიმრავლემან თქუა: ამენ. და აღიპყრნეს ჴელნი თჳსნი ზე და დავარდეს ქუეყანასა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანისცემდეს უფალსა ღმერთსა.

48. და ისუ, და ანნოს, და ასარაბიას, იადინოს, იაკობოს, საბატეოს, დოვდიას, მაანნეას, კალვიტას, აზარიას, იაზობდოს, ანანიას, ფილათას,

49. ესე იყუნეს ლევიტელნი იგი, რომელნი ასწავებდეს ერსა მას სჯულსა უფლისასა და გულისხმა-ყვეს და აუარებდეს სჯულთა უფლისა ღმრთისათა.

50. და ჰრქუა ატტარატეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა და ლევიტელთა, რომელნი ასწავებდეს სიმართლესა მას.

51. და ჰრქუა მათ წინაშე ყოველთა: დღე ესე დღე არს სიწმიდისა უფლისა და ყოველნი დაჴსნილ არიან სმენით მით სჯულისა მის უფლისათა.

52. და წარვედით და ჭამეთ სიპოხე და სუთ სიტკბოება და მიუძღუანეთ მათ წიგნი, რომელთა არა აქუნდეს,

53. რამეთუ წმიდა არს დღე ესე უფლისა და ნუ შეაწუხებთ მათ, რამეთუ უფალი ღმერთი არს, რომელმან დიდებულ-გუყვნა ჩუენ.

54. და ლევიტელთა მათ ყოველთა უბრძანეს სიმრავლესა მას და ჰრქვეს: დღე ესე წმიდა არს და ნუ შეაწუხებთ მათ.

55. და ჰრქუა სიმრავლესა მას, რომელსა აქუნდეს, ჭამენ და სუნ და მხიარულ იყავნ და ეცნ მას, რომელსა-იგი არა აქუნდეს. და იყუნენ ყოველნი მხიარულ მას დღესა შინა, რამეთუ აღივსენით და გულისხმა-ყვენით სიტყუანი სჯულისა უფლისანი, რომელსა თქუენ შეჰკრებთ და ჩუენ გასწავებთ თქუენ.