წინაწარმეტყველება ესაიასი

16

1. ნუ კლდე ოხრებისა არსა მთა ასული სიონისა?

2. რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლილი ასული მოაბისა?

3. ხოლო ამისა შემდგომად არონოსათჳს უმრავლესთა განიზრახევდ: ყავთ საფარველი გოდებისა მათისა სამარადისოდ სამხრისა, შორის სიბნელედ ივლტიან.

4. განჰკრთეს, ნუ შესწუხნები, მსხემ გექმნებიან შენ ლტოლვილნი მოაბისანი. იყვნენ საფარველ თქვენდა პირისაგან მდევარისა, რამეთუ წარჴდა თანამბრძოლები შენი და მთავარი წარწყმდა, რომელი თრგუნვიდა ქუეყანასა ზედა.

5. და განემართოს წყალობით საყდარი და დაჯდეს მას ზედა ჭეშმარიტებისა თანა კარავსა შინა დავითისსა განმკითხველი და გამომეძიებელი მშჯავრსა და მოსწრაფე სიმართლესა ზედა.

6. გუესმა გინება მოაბისა, მაგინებელი ფრიად. ამპარტავანება მისი აღვიღე და გინება მისი და ბორგა მისი, არა ესრეთ მისნობა შენი,

7. არა ესრეთ, - ვალალაებს მოაბ, - რამეთუ მოაბელას თანა ყოველნი ვალალაებენ დამკჳდრებულთა სელეკისათა წურთასა, და არა ჰრცხუენეს.

8. ველთა ესებონისათა, იგლოოს ვენაჴმან სევამაჲსმან, შთამნთქმელთა წარმართთა დათრგუნენით ვენაჴნი მისნი, ვიდრე იაზირამდე არა შეიყვანეთ, შესცთეთ უდაბნოს, მოვლინებულნი მის მიერ დაშთომილ იქმნეს, რამეთუ წიაღჴდეს ზღუასა.

9. ამისთჳს ვსტიროდი, ვითარცა ტირილსა იაზირისსა, ვენაჴსა სევამაჲისსა. ხევნარნი შენნი დაამჴუნა ესსებონ და ელეალი, რამეთუ სამკალსა ზედა და სასთულებელსა ზედა შენსა მწყობრი დამთრგუნველთა დაეცა და ყოველი დაეცეს.

10. და აღებულ იქმნეს შუებაჲ და სიხარული ვენაჴთაგან და ვენაჴთა შინა შენთა არა იშუებდენ და არ დაიწნიხონ ღვინო საწნეხელთა შინა, რამეთუ დასცხრა ბრძანება.

11. ამისთჳს მუცელი ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ქნარი ჴმისაჲ სცემდეს, და შინაგანნი ჩემნი, ვითარცა ზდუდე, რომელი განაახლე.

12. და იყო ვიდრე შერცხჳნებული შენ, რამეთუ დაშურა მოაბაჲ ბომონთა მისთა ზედა და შევიდეს ჴელითქმნულთა მიმართ მისთა ზედა, რაჲთა ილოცოს და ვერ შეუძლონ განრინებად მისსა.

13. ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან მოაბსა ზედა, ოდეს-იგი თქუა, და აწცა თქუა უფალმან მეტყუელმან:

14. სამთა წელთა შინა მოსასყიდლისათა უპატივო იქმნას დიდებაჲ მოაბისა ყოველსა შინა სიმდიდრესა მრავალსა, და დატევებულ იქმნეს შემცირებული და არა პატივცემული.

17

სიტყვა დამასკისა:

1. აჰა, დამასკოჲ აღებულ იქმნეს ქალაქთაგან და იყოს დაცემულებად

2. დატევებული უკუნისამდე საწოლად სამწყსოთა და განსასუენებელად, და არა იყოს მდევარი.

3. და არა მერმეცა იყოს მაგარ, მისალტოლველად მუნ ეფრემისსა და არღა მერმე იყო მეფობა დამასკეს შინა და ნეშტი ასურთა, რამეთუ არა შენ უმჯობეს ხარ ძეთა ისრაჱლისათასა და დიდებისა მათისა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:

4. - იყოს მას დღესა შინა მოკლება დიდებისა იაკობისი და სიპოხენი დიდებისა მისისანი შეირყინენ.

5. და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ძნასა მდვბარესა მკლავსა ზედა თჳსსა და თესლი ჴუვილისა გამოქუცნის; და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ჴუვილთა ჴევნებსა შინა მყარსა.

6. და დაშთის მას შინა ლელწამი, ანუ ვითარცა კუფხალნი მოსთულებულისა ზეთისხილისანი ორნი, ანუ სამნი მწუერვალსა ზედა ზენაკიდესა, ანუ ოთხნი, ანუ ხუთნი, რომელთა ზედა მისთა დაშთომილნი ზენაკიდეთა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა:

7. მას დღესა შინა მოსავ იყოს კაცი შემოქმედისა მიმართ თჳსისა, ხოლო თვალნი მისნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა ჰხედვიდენ.

8. და არ მოსავ იყვნენ ბომონთა ზედა და საქმეთა ზედა ჴელთა მათთასა, რომელნი ქმნეს თითთა მათთა, და არ მიხედვიდენ ხეთა, არცა საძაგელთა მათთა.

9. მას დღესა იყვნენ ქალაქნი შენნი დატევებულებ, ვითარსახედ დაუტევნეს ამორრეველთა და ეველთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და იყვნენ მოოჴრებულ

10. მით, რამეთუ დაუტევე ღმერთი, მაცხოვარი შენი, და უფლისა შემწისა შენისა არ მოიჴსენე. ამისთჳს დაჰნერგო სანერგე ურწმუნოჲ და თესლი ურწმუნოჲ.

11. ხოლო დღესა, რომელსა დანერგო, სცთე და, განთიად თუ სთესო, ყუაოდის სამკალად. რომელსა დღესა მოიმკო, დაუმკჳდრო და ვითარცა მამამან კაცისამან, დაუმკჳდრო ძეთა შენთა.

12. ვაჲ სიმრავლესა ნათესავთა მრავალთასა, ვითარცა ზღუა მღელვარე, ეგრეთ აღიძრნეთ და ჩრდილომან ნათესავთა მრავალთამან, ვითარცა წყალმან, იოხროს.

13. ვითარცა წყალი მრავალი, ნათესავნი მრავალნი, ვითარცა ოხრაჲ წყლისა მრავლისა იძულებით ყვანებულისა. და გაჴადნეს იგინი და შორად წარდევნნეს იგინი, ვითარცა მტუერი ბზისა განმფიწლველთასა პირისპირ ქარისა და ვითარცა ქარტლსა ურმისთვალისასა მომღებელი ნიავქარი.

14. მიმწუხრი იყოს გოდება პირველ ვიდრე ცისკრამდე და არა მერმე იყოს ესე ნაწილი წარმტყუენველთა თქვენთა და სამკჳდრებელი თქვენთა დამამკჳდრებულთა.

18

1. ვაჲ ქუეყანისა უმრავლესთა ნავთა ფრთეთა მიერ კერძო მდინარეთა ეთიოპიისათა,

2. რომელი მიავლენდა ყოველთა წარმართთა ზღჳსა შორის ომირაჲსსა და ეპისტოლეთა წიგნებთა ზედაკერძო წყლისა, რამეთუ ვიდოდიან ქადაგნი სუბუქნი ნათესავისა მიმართ განსაცხრომელისა და უცხოსა ერისა და უსახურისა, ვინ მისსა მიერ კერძო ნათესავი უსასო და დათრგუნვილი.

3. აწ დაიტაცეს მდინარეთა ქუეყანისათა ყოველთა, ვითარცა სოფელი დამკჳდრებული. დამკჳდრებულ იქმნეს სოფელი მათი, ვითარცა ნიშანი აღებულ იქმნეს მთისაგან, ვითარცა ჴმაჲ საყჳრისა სასმენელ იყოს

4. მით, რამეთუ ესრეთ მრქვა მე უფალმან: კრძალულება იყოს ქალაქსა შინა ჩემსა, ვითარცა ნათელი სიცხისა შუადღისა და ვითარცა ღრუბელი ცუარისა დღესა ლეწვისასა.

5. იყოს წინაწარ მკისა, ოდეს დასრულდეს ყუავილი და კაწახი აღყუავნეს, ყუავილი მკაწახობი და მიუხუნეს მტევნები მცირენი მანგალთა და რტოებნი მიუხუნეს და აღმოჭრნეს.

6. და დაუტევნეს ერთბამად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეაყანისათა და შეკრბენ მის ზედა მფრინველნი ცისანი და ყოველნი მჴეცნი ქვეყანისანი მას ზედა მოვიდენ.

7. მას ჟამსა შინა შესწირონ ძღუენი ღმერთსა საბაოთს ერისაგან შეიწრებულისა და განკაფულისა და ერისაგან დიდისა ამიერითგან და საუკუნომდე ჟამად; ერი მოსავი და დათრგუნვილი, რომელ არს ნაწილსა შინა მდინარისა სოფლისა მისისასა ადგილსა, რომელსა სახელი უფლისა საბაოთისი ზედწოდებულ არს - მთა სიონი.

19

1. ხილვა ეგჳპტისა, აჰა, უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგჳპტედ. და შეიძრნენ ჴელითქმნულნი ეგჳპტისანი პირისაგან მისისა და გულნი მათნი იძლინენ მათ შორის.

2. და ზედაღდგენ მეგჳპტელნი მეგჳპტელთა ზედა და ებრძოლოს კაცი ძმასა თჳსსა და კაცი მოყვასსა თჳსსა, ქალაქი ქალაქსა ზედა და შჯული შჯულსა ზედა.

3. და შეშფოთდეს სული მეგჳპტელთა მათ შორის და განზრახვა მათი განვაქარვო და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა და ქანდაკებულთა მათთა და ქუეყანითმჴმობელთა და მუცლითმეზღაპრეთა,

4. და მივსცე ეგჳპტე ჴელთა კაცთა უფალთა ფიცხელთასა და მეფენი ფიცხელნი ეუფლნენ მათ, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ მეფე:

5. და სუმიდენ მეგჳპტელნი წყალსა ზღჳსკიდისასა, ხოლო მდინარე მოაკლდეს და განჴმეს.

6. და მოაკლდენ მდინარენი და მთხრებლნი მდინარისანი და განჴმეს ყოველი შესაკრებელი წყლისა და ყოველი ძირი ლელწმისა და ჭილისა და მდელოჲ.

7. ნედლი ყოველი გარემოს მდინარისა და ყოველი დათესული მდინარისა ძლით განჴმეს ქარისმხრწნელობითა.

8. და სულთ-ითქმიდენ მეთევზურნი და სულთ-ითქმიდენ ყოველნი შთამგდებელნი სამჭედურისანი მდინარედ, და შთამყრელნი ბადეთანი და მესათხევლენი იგლოვდენ.

9. და სირცხჳლმან შეიპყრნეს მოქმედნი სელისა ღებულისანი და მოქმედნი ბისსონსა.

10. და იყვნენ მოქმედნი ამათნი სალმობასა შინა და ყოველნი მოქმედნი სასუმელთანი შეწუხნენ და სტკიოდიან გულნი.

11. და სულელ იქმნეს მთავარნი ტანეოჲსსა, ბრძენნი თანამზრახვალნი მეფისანი, და იყოს განზრახვა მათი სულელ, ვითარ ეტყჳთ მეფესა ძენი გულისხმისმყოფელთანი: ჩუენ ძენი მეფეთა დასაბამითგანთანი?

12. სადა არიან აწ ბრძენნი შენნი? და მიგითხრან შენ და თქვან: რასა განიზრახავს უფალი საბაოთ ეგჳპტესა ზედა?

13. მოაკლდეს მთავარნი ტანეოჲსნი და ამაღლდეს მთავარნი მემფისანი და აცთუნებენ ეგჳპტესა ტომობათაებრ.

14. რამეთუ უფალმან განუზავა მათ სული ცთომილებისა და შეაცთუნა ეგჳპტე ყოველთა შინა საქმეთა მათთა, ვითარც შესცთების მთრვალი და მთხევარი ერთბამად.

15. და არა იყო მეგჳპტელთათჳს საქმე, რომელმან ყო თავი და ბოლო, დაწყებაჲ და დასასრული.

16. მას დღესა იყვნენ მეგჳპტელნი, ვითარცა დედანი ძრწოლასა შინა და შიშსა პირისაგან უფლისა საბაოთისა, რომელი მან ზედადასდვას მათ.

17. და იყოს სოფელი იუდეანთა მეგჳპტელთათჳს საშიშად; ყოველმან, რომელმანცა მათგანმან სახელ-სდვას, შეშინდენ განზრახვისათჳს, რომელი უფალსა ღმერთსა საბაოთს განუზრახავს მას ზედა.

18. მას დღესა იყვნენ ქალაქნი ხუთნი ეგჳპტეს შინა მზრახვალნი ენითა ქანანურითა და მფუცავნი სახელსა უფლისა საბაოთისსა - ქალაქი ასედეკ ეწოდოს ერთსა ქალაქსა,

19. მას დღესა იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა მეგჳპტელთასა და ძეგლი საზღვარსა მისსა თანა.

20. და იყოს სასწაული საუკუნოდ უფლისა სოფელსა ეგჳპტისასა, რამეთუ ღაღადებდენ უფლისა მიმართ მაჭირვებელთა მათთათჳს, და მოუვლინოს მათ უფალმან კაცი, რომელმან აცხოვნნეს იგინი, სასჯელით აცხოვნნეს იგინი.

21. და საცნაურ იყოს უფალი ეგჳპტელთა და იცნან ეგჳპტელთა უფალი მას დღესა შინა და შეწირონ მსხუერპლი, ძღუენსა და აღუთქმიდენ აღთქმათა უფალსა და აღუსრულებდენ.

22. და დასცეს უფალმან მეგჳპტელთა წყლულებაჲ და განკურნნეს იგინი. და მოიქცენ უფლისა მიმართ და შეისმინოს მათი და განკურნნეს იგინი კურნებითა.

23. მას დღესა იყოს გზა ეგჳპტით ასსურასტანელთა მიმართ და შევიდენ ასსურასტანელნი ეგჳპტედ და მეგჳპტელნი წარვიდენ ასსურასტანელთა მიმართ და ჰმონებდენ მეგჳპტელნი ასსურასტანელთა.

24. მას დღესა იყოს მესამედი ისრაილისა მეგჳპტელთა შორის და ასსურასტანელთა შორის კურთხეულ ქვეყანასა შინა,

25. რომელსა აკურთხა უფალმან საბაოთ მეტყუელმან: კურთხეულ არს ერი ჩუენი ეგჳპტეს შინა და ასსურასტანელთა შორის და სამკჳდრებელი ჩემი ისრაილ.

20

1. წელსა, რომელსა შევიდა ტანათან აზოტედ, მო-რა-ივლინა არნაჲს მიერ, მეფისა ასსურასტანელთასა და ებრძოლა აზოტესა და გამოიღო იგი.

2. მაშინ თქუა უფალმან ესაიას მიმართ, ძისა ამოსისა, მეტყუელმან: ვიდოდე და მოიძარცვე ძაძაჲ წელთაგან შენთა, და სანდალნი შენნი მოიხსნენ ფერჴთაგან შენთა. და ქმნა ეგრეთ ესაია, მავალმან შიშველმან და უჴამლიერომან.

3. და თქვა უფალმან: ვითარსახედ ვალს მონა ჩემი, ესაია, შიშუელი და უჴამლიერო, სამ წელ იყოს სასწაულებად და ნიშებად მეგჳპტელთა და ეთიოპიელთა.

4. ვითარმედ ესრეთ გულისხმა-ყონ და მიიყვანნეს მეფემან ასსურასტანელთამან ტყუედ მეგჳპტელნი და ვთიოპიელნი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, შიშველნი და უჴამლიერონი და გამომაცხადებელნი სირცხჳლსა ეგჳპტისასა.

5. და სირცხჳლეულ იქმნენ ძლეულნი მეგჳპტელნი ეთიოპელთა ზედა, რომელთა მიმართ იყვნეს მოსავ მეგჳპტელნი, რომელნი იყვნეს დიდება მათდა.

6. და თქვან დამკჳდრებულთა ჭალაკსა ამას შინა მას დღესა შინა: აჰა, ჩუენ ვიყვენით მოსავ მათდა მიმართ შესაწევნელად. და იგინი ვერ შემძლებელ არიან განრომად მეფისაგან ასსურასტანელთასა, და ვითარ ჩუენ განვერნეთ?