წინაწარმეტყველება ესაიასი

41

1. განახლდებოდეთ ჩემდა ჭალაკნი, რამეთუ მთავართა იცვალონ ძალი. მიეახლნედ და იტყოდენ, ერთბამად მაშინ მშჯავრსა მიუთხრობედ.

2. ვინ აღადგინა აღმოსავალთაგან სიმართლე? უწოდა მას? ფერჴისფერჴ მისსა ვიდოდის, მისცეს წინაშე მრავალთა ნათესავთასა და მეფენი განაცჳბრნეს და მისცნეს ქუეყანად მახჳლნი მათნი და, ვითარცა ქარქუეტნი, განყრილნი მშჳლდნი მათნი.

3. და დევნა-უყოს მათ და განვლოს მშჳდობით გზა ფერჴთა მისთა.

4. ვინ იმოქმედნა და ყვნა ესენი? უწოდა მას მწოდებელმან მისმან დასაბამითგან ნათესავთათ, მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ.

5. იხილეს წარმართთა და შეეშინა კიდეთა ქუეყანისათა, მოეახლნეს და მოვიდეს ერთბამად.

6. თითოეულნი მშჯელი მოყუასსა და ძმასა თჳსსა შეწევნად, და თქუეს:

7. განძლიერდა კაცი ხუროჲ და მჭედელი, მცემელი კუერისა, ერთბამად ჭედდეს, ოდესმე უკუე თქჳს: შებრძვინვა კეთილ არს, განაძლიერნეს იგინი სამსჭუალთა მიერ. დაჰსხმენ მათ და არა შეიძრნენ,

8. ხოლო შენ, ისრაილ, ყრმა ჩემი ხარ. იაკობ, რომელი გამოვირჩიე, თესლი აბრაჰამისი, რომელი შევიყვარე,

9. რომელსა შევეწიე, კიდეთაგან ქუეყანისათა და სამსტუროთაგან მისთა გიწოდე შენ და გარქუ: შენ ყრმა ჩემი ხარ, გამოგირჩიე შენ, და არ დაგიტეო შენ.

10. ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ. ნუ შესცთები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯუენითა მართლითა ჩემითა.

11. აჰა, ჰრცხუენეს და ჰკდემეს ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და წარწყმდენ ყოველნი წინმოსაჯულნი შენნი.

12. იძინე იგინი და ვერ ჰპოვნე კაცნი უცნობელქმნილნი შენდამი, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და არა იყვნენ წინააღმდგომ მბრძოლნი შენნი,

13. რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ.

14. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, იაკობ, შემცირებულო ისრაილ. მე შეგეწიე შენ, - იტყჳს ღმერთი, მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილ.

15. აჰა, გყავ შენ, ვითარცა თვალნი ურმისანი, მლეწველნი ახალთანი ხერხისსახედ, და განჰლეწო მთაჲ და დააწულილნე ბორცუნი და, ვითარცა მტუერი, დასხნე.

16. და განჰფიწლნე, და ქარმან აღიხუნეს იგინი და ნიავმან განაბნიეს იგინი, ხოლო შენ იშუებდე წმიდათა შორის ისრაილისათა.

17. და იხარებდენ გლახაკნი ნაკლულევანნი, რამეთუ ეძიებდენ წყალსა, და არა იყოს; ენა მათი წყურილისაგან განჴმა. მე, უფალმან ღმერთმან, მე შევისმინო, ღმერთმან ისრაილისამან, და არ დაუტევენ იგინი,

18. არამედ აღვახუნე მთათა ზედა მდინარენი და საშუალ ველთასა წყარონი, შევქმნა უდაბნო მწყურნებად და ქუეყანა წყურიელი წყლისსადინელთა შორის.

19. დავდვა ურწყულსა ქუეყანასა ნაძჳ, და ბზაჲ მჳრსინი და კჳპაროსი და ვერხჳ,

20. რაჲთა იხილონ და ცნან და გულისხმა-ყონ და ზედმიიწინენ ერთბამად, ვითარმედ ჴელმან უფლისამან ქმნნა ესენი, და წმიდამან ისრაჱლისამან აჩუენნა.

21. მოახლებულ არს საშჯელი თქუენი, - იტყჳს უფალი ღმერთი, მოეახლნეს განზრახვანი თქუენნი, - იტყჳს მეფე იაკობისი.

22. მოგეახლნედ და მიგითხრნედ თქუენ, რომელნი შეგემთხჳნენ თქუენ, ანუ პირველნი რანი იყვნეს, თქუთ, და ზედმივაწიოთ გონებაჲ და ვცნათ, რანი უკუანასკნელნი და ზედმომავალნი?

23. მითხრენით ჩვენ, მიუთხრენით ზედმომავალნი უკანასკნელისა ზე და ვცნათ, ვითარმედ ღმერთნი ხართ, ქველის-მყოფლობდით და მეძჳრეობდით, და დაგჳკჳრდეს და ვიხილოთ ერთბამად, ვითარმედ ვინა ხართ თქუენ,

24. და ვინა საქმიერობანი თქუენნი? ქუეყანისაგან საძაგელნი გამოგირჩინა თქუენ.

25. ხოლო მე აღვადგინო ბღუარით გამო და მზისაღმოსავალთათ გამო, იწოდნენ სახელითა ჩემითა, მოვიდოდედ მთავარნი და, ვითარცა თიჴა მეკეცისა, და, ვითარცა მეკეცე დამრთგუნველი თიჴისა, ეგრეთ დაითრგუნნეთ,

26. რამეთუ ვინ მიუთხრობს დასაბამისათა? რაჲთა ვცნნეთ და წინასწარღა ეიტყოდით, ვითარმედ: ჭეშმარიტ არს. არა არს პირველ მეტყუელი, არცა მსმენელი თქუენთა სიტყვათა.

27. დასაბამი სიონსა მივსცე და იერუსალჱმსა ნუგეშინის-ვსცე გზასა ზედა,

28. რამეთუ წარმართთაგან, აჰა, არც ერთი, და კერპთაგან მათთა არა იყო მიმთხრობი. და უკუეთუ ვჰკითხო მათ: ვინ ხართ? არა მომიგონ მე,

29. რამეთუ არიან მოქმედნი თქუენნი და ამაოდ შემაცთუნებელნი თქუენნი.

42

1. იაკობ, ყრმა ჩემი, შევეწიო მას. ისრაილ, რჩეული ჩემი, შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივეც სული ჩემი მის ზედა. სამართალი წარმართთა გამოართუას.

2. არ ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა სასმენელ იქმნეს გარვ ჴმაჲ მისი.

3. ლელწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუკი მკუმოლვარე არა დაშრიტოს,

4. არამედ ჭეშმარიტებად გამოიღოს მშჯავრი. განაბრწყინვოს და არ მოესრულოს, ვიდრემდის დადვას ქუეყანასა ზედა მშჯავრი, და სახელისა მიმართ მისისა წარმართნი ესვიდენ.

5. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და დაამტკიცა იგი და დაამყარა იგი და მისშორისნი და მისცა ერსა მისსა სამშჳნველი, რომელი არს მას ზედა, და სული ყოველთა მთრგუნველთა მისთა.

6. მე, უფალმან ღმერთმან, გიწოდე შენ სიმართლისა მიერ, და გიპყრა ჴელისა შენისა, და განგაძლიერო შენ. და მიგცე შენ აღთქუმად ნათესავსა, ნათლად წარმართთა,

7. განხუმად თუალებსა ბრმათასა და გამოყვანებად საკრველთაგან შეკრულთა, და სახელისაგან საპყრობილისა მსხდომარეთა ბნელსა შინა.

8. მე ვარ უფალი ღმერთი, ესე არს სახელი ჩემი. დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, არცა სათნოებანი ჩემნი წახნაგებულთა.

9. დასაბამისანი, აჰა, მოვიდეს და ახალთა მე მიუთხრობ, და პირველ მითხრობისა განგეცხადა თქუენ.

10. უგალობეთ უფალსა გალობა ახალი, მთავრობა მისი ადიდეთ, სახელი მისი კიდითგან ქუეყანისათ შთამავალთა ზღუად და მცურვალეთა მისთა, ჭალაკთა და მკჳდრთა მათთა.

11. იშუებდინ უდაბნოჲ, არვე და დამკჳდრებულნი კიდარისანი, იშუებდენ დამკჳდრებულნი კლდისანი, მწუერვალისაგან მთათასა ჴმა-ყონ,

12. მისცენ ღმერთსა დიდებაჲ, სათნოებათა მისთა ჭალაკთა შორის მიუთხრობდენ.

13. უფალი ღმერთი ძალთა გამოვიდეს და შემუსროს ბრძოლაჲ, აღადგინოს შური. და ჴმა-ყოს მტერთა მისთა ზედა ძალისათა:

14. დავდუმენ ნუ მარადისცა ვდუმნე და თავს-ვიდვა, მოვითმინე, ვითარცა მშობიერმან, განვაცჳბრო და განვაჴმო ერთბამად.

15. და დავსხნე მდინარენი ჭალაკებად და მწყურნებნი განვაჴმნე.

16. და მოვიყვანნე ბრმანი გზასა ზედა, რომელსა არა იცნობდეს, და ალაგნი, რომელნი არა იცნოდეს. მთრგუნველ-ვყვნე იგინი, ვყო ბნელი მათი ნათლად და გულარძნილნი წრფელად; ესე სიტყუანი ვყუნე და არ დაუტევნე იგინი.

17. ხოლო იგინი გარემიიქცეს მართლუკუნ, შერცხუედ სირცხჳლი მოსავთა ქანდაკებულთა მიმართ, რომელნი ეტყჳთ გამოდნობილთა: თქუენ ხართ ღმერთნი ჩუენნი.

18. ყრუთა ისმინეთ და ბრმათა აღიხილენით ხედვად.

19. და ვინ არს ბრმა, არამედ ყრმანი ჩემნი და ყრუ, არამედ რომელნი ეუფლებიან მათ? და დაბრმეს მონანი ღმრთისანი.

20. ხოლო იხილეთ მრავალგზის, და არა დაიცევით. განხმულ არიან ყურნი და არა ისმინეთ.

21. უფალსა ღმერთსა ენება, რაჲთა განმართლდეს და განადიდოს ქება.

22. და ვიხილე და იყო ერი წარტყუენულ და მიმოდატაცებულ, რამეთუ საბრჴე საუნჯეთა შინა ყოვლით კერძო და სახლთა შინა ერთბამად, სადა დამალნეს იგინი, იქმნა საიავროდ და არა იყო განმარინებელი ნატაცები, და არა იყო, რომელმან თქვას: უკუნეც.

23. ვინ არს თქვენ შორის, რომელმან ყურად-იხუნეს ესენი? შეისმინეთ ზედმომავალთა შინა.

24. ვინ მისცა დასატაცებელად იაკობი და ისრაელი წარმტყუენველთა მისთა? არა ღმერთმან, რომელსა შესცოდეს მას და არა ინებებდეს გზათა შინა მისთა სლვასა, არცა სმენასა სჯულისა მისისასა?

25. და მოაწია მათ ზედა რისხვა გულისწყრომისა მისისა და განაძლიერა მათ ზედა ბრძოლა და თანადმომწუველნი გარემო მათსა, და არა ცნეს თითოეულმან მათმან, არცა დაიდვეს გულისა ზედა.

43

1. და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ.

2. და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ,

3. რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა, მაცხოვნებელი შენი, ვყავ შენდა ნაცვალ ეგჳპტე და ეთიოპია და სჳლინე შენ წილ.

4. ვინათგან პატიოსან იქმენ წინაშე ჩემსა, იდიდე და მე შეგიყვარო შენ და მივსცნე კაცნი მრავალნი შენ ძლით და მთავარნი თავისა წილ შენისა.

5. ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, აღმოსავალთაგან მოვიყვანო თესლი შენი და დასავალთაგან შეგკრიბო შენ.

6. ვრქუა ბღუარსა: მოიყვანენ! და ჩრდილოსა: ნუ აყენებ, მოიყვანენ შვილნი ჩემნი ქუეყანისაგან შორიელისა და ასულნი ჩემნი მწუერვალისაგან ქუეყანისასა,

7. ყოველნი, რავდენნი ზედწოდებულან სახელითა ჩემითა! რამეთუ დიდებისა მიერ ჩემისა შევჰმზადე იგი და შევქმენ იგი.

8. და გამოვიყვანე ერი ბრმა და თუალნი მათნი, ვითარცა თჳთ იგინი, არიან ბრმა, ყურთა ყრუთა მქონებელნი.

9. ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი.

10. მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რათა სცნათ და გრწმენესყე და გულისხმაჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინასწარ ჩემსა არა იყო სხვა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს.

11. მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი.

12. მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე.

13. და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი.

14. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაჱლისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ.

15. მე ვარ უფალი ღმერთი, წმიდაჲ თქვენი, რომელმან ვაჩუენე ისრაელი.

16. ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან მისცა გზა ზღუასა ზედა და წყალსა ზედა ძლიერსა ალაგი,

17. გამომყვანებელი ეტლებისა და ცხენისა და ერისა ძლიერისა: არამედ დაიძინეს და არა აღდგენ, დაშრტეს, ვითარცა პატრუკი დაშრეტილი.

18. ნუ მოიჴსენებთ პირველთა და დასაბამისთასა ნუ ჰგულისსიტყუავთ.

19. აჰა, მე ვჰყოფ ახალთა, და აღმოჰჴდეს და სცნათ და ვყო უდაბნოს შინა გზა. და ურწყულსა შინა მდინარენი.

20. მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა,

21. ერისა ჩემისა, რომელი ვიღვაწე, სათნოებათა ჩემთა მიუთხრობდით.

22. და არა აწ გიწოდე შენ, იაკობ, არცა მემაშურალე-გყავ შენ, ისრაჱლ!

23. არა მომგუარენ მე ცხოვარნი ყოვლად დასაწუელისა შენისანი, არცა მსხუერპლთა მიერ შენთა გადიდებენ, არცა დაგამონე შენ მსხუერპლთა მიერ, არცა მემაშურალე-გყავ შენ გუნდრუკისა მიერ,

24. არცა მომიგე მე ვეცხლითა საკუმეველი, არცა ცმელსა მსხუერპლთა შენთასა გული მითქუმიდა, არამედ ცოდვათა შინა შენთა და უსამართლოებათა შინა შენთა წარმოსდეგ შენ.

25. მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა და ცოდვათა შენთა, და არა მოვიჴსენნე.

26. ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე.

27. მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო,

28. და შეაგინნეს მთავართა წმიდანი ჩემნი. და მივეც იაკობი წარსაწყმედელად და ისრაილი საყუედრელად.

44

1. ხოლო აწ ისმინე, იაკობ, ყრმაო ჩემო, და ისრაილ, რომელი გამოგირჩიე.

2. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ და გამოგზილა შენ მუცლითგან: მერმე შეგეწიო შენ, ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო, იაკობ, და შეყვარებულო ისრაილ, რომელი გამოგირჩიე,

3. რამეთუ მე მივსცე წყალი წყურილსა შინა მავალთა შორის ურწყულისა, დავდვა სული ჩემი თესლსა ზედა შენსა და კურთხევანი ჩემნი შვილთა ზედა შენსა.

4. და აღმოჰჴდენ, ვითარცა საშუალ წყლისა თივაჲ, და, ვითარცა ძეწნი, წარსადინელსა თანა წყლისასა.

5. ესრეთ თქუას: ღმრთისაჲ ვარ. და ესრეთ ჴმა-ყოს სახელსა ზედა იაკობისსა და სხუამან ზედაწარწეროს ჴელითა თჳსითა: ღმრთისაჲ ვარ და სახელსა ზედა ისრაილისსა ჴმა-ყოს.

6. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მეფე ისრაჱლისა და მჴსნელი მისი, ღმერთი საბაოთ: მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი.

7. ვინ ვარ მე? დადეგინ, უწოდენ და განემზადენ, ოდითგან შევქმენ კაცი საუკუნესა და ზედმომავალნი მიგითხრნედ თქუენ.

8. ნუ განჰკჳრდებით, ნუცა დაიბურვით, არა დასაბამითგან ყურად-იღეთ და მიგითხარ თქვენ? მოწამე თქუენ ხართ, უკეთუ არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა? და არა იყვნეს

9. მწმასნელნი და მწერალნი ყოველნი ამაო მოქმედნი საწადელთა მათთანი, რომელთა არა არგონ მათ და თქვენვე ხართ მოწამენი მათნი, რამეთუ ვერა ხედვენ და ვერცა გულისხმა-ჰყოფენ, არამედ სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი.

10. მწმასნელნი ღმერთთანი და მქანდაკებელნი ურგებსა,

11. და ყოველნი, სადათ იქმნეს, განჴმეს და ყრუნი კაცთაგან; შეკრბედ ყოველნი და დადგედ ერთბამად. კდემულ იქმნენ და ჰრცხუენეს ყოველთა ერბამად,

12. რამეთუ აღმახუა ხურომან რკინა, ეჩჳთა შექმნა იგი. და სხჳსა მიერ მოხუეწა იგი და შექმნა მკლავისა მიერ ძალისა თჳსისა, და მოემშიოს და მოუძლურდეს და არა სუას წყალი.

13. გამომრჩეველმან ხურომან ხისამან აღჰმართა იგი განზომით. და სახოან-ყო იგი, მოწერით შექმნა იგი გამოყურვისა მიერ და შედგმულებისა მიერ შენაწევრა იგი. და შექმნა იგი, ვითარცა მსგავსება მამაკაცისა, და, ვითარცა შუენიერება კაცისა, დადგა იგი სახლსა შინა,

14. რომელმან მოჰკუეთნა თავისა თჳსისად ნაძუნი და მოიღო ველისა რკოჲ და მუხაჲ და შეექცა მას. ხე მაღნარისაგან, რომელი დაჰნერგა უფალმან და წჳმამან განაგრძელა,

15. რაჲთა იყოს საგზებელ კაცთა. და მომღებელი მისგან განტფა და აღმაგზებელთა შეაცხვნეს პურნი მათ ზედა, ხოლო ნეშტი შექმნეს ღმერთაებად და თაყვანის-სცემენ მათ.

16. არა ნახევარი მისი დაწუა ცეცხლითა და შეაცხვნეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი? და შემწუველმან მას ზედა ჴორცისამან ჭამა და განძღა და განმტფარმან თქუა: მეჰამა, რამეთუ განვტეფ და ვიხილე ცეცხლი.

17. ხოლო ნეშტი შექმნა ღმერთად ქანდაკებულად და თაყვანის-სცემს მას და ილოცავს მისდამი მეტყუელი: განმარინე მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარ შენ.

18. ვერა იგრძნეს ცნობად, რამეთუ დაშვრეს ხედავად თვალებითა მათითა, და გულისხმის-ყოფად გულითა მათითა.

19. და არა ისიტყუა სულმან მათმან, არცა აგრძნა ცნობამან, ვითარმედ ნახევარი მისი დაწუა ცეცხლისა მიერ და შეაცხვნა ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი და შემწუველმან ჴორცისამან ჭამა და ნეშტი მისი საძაგელად შექმნა და თაყვანის-სცემენ მას.

20. ცნედ, ვითარმედ ნაცარ არს გული მათი და სცთებიან. და ვერვის ძალ-უც განრინება სულისა თჳსისა. იხილეთ, არა სთქუათ, ვითარმედ სიცრუვე არს შორის მარჯუენისა ჩემისა.

21. მოიჴსენენ ესენი, იაკობ და ისრაელ, რამეთუ ყრმა ჩემი ხარ შენ. აღგზილე შენ ყმად ჩემდა. და შენ, ისრაჱლ, ნუ დაივიწყებ ჩემსა,

22. რამეთუ აჰა, აღვჴოცე, ვითარცა ღრუბელი, უშჯულოებანი შენნი და, ვითარცა ნისლი, ცოდვანი შენნი. მოიქეცი ჩემდამო და გამოგიჴსნა მე შენ.

23. იშუებდით ცანი, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრაჱლი და ჰნესტუეთ საფუძველთა ქუეყანისათა. ჴმა-ყავთ მთათა მხიარულებაჲ, ბორცუთა და ყოველთა ხეთა მათშორისთა, რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, და ისრაელი იშუებდეს.

24. ესრეთ იტყვის უფალი, მჴსნელი შენი და გამომზელი შენი მუცლითგან: მე ვარ უფალი, შემასრულებელი ყოველთა, გარდავართხ ცაჲ მარტომან და დავამყარე ქვეყანა.

25. ვინ სხუამან განქარვნა სასწაულნი მუცლითმეზღაპრეთანი და მისნობანი გულითგამონი? მიმაქცეველმან ცნობილთამან მართლუკუნ და განზრახვისა მათისა სულელმყოფელმან,

26. და დამადგენელმან სიტყვასა ყრმისა მისისასა და განზრახვასა ანგელოზთა მისთასა ჭეშმარიტმქმნელმან, მეტყუელმან იერუსალიმისამან: მკჳდროან იქმენ! და ქალაქთა იუდეაჲსათამან: აღეშენენით და ოჴერნი მისნი აღმობრწყინდით!

27. მეტყუელმან უფსკრულისამან: მოოჴრდი! და მდინარეთა შენთა განვაჴმობ, მეტყუელმან კჳროსისმან: ბრძნობდ! და ნებანი ჩემნი ყვნეს მეტყუელმან ივრუსალიმისამან: აღეშენე! და სახლი წმიდაჲ ჩემი დავაფუძნო.

45

1. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი: ცხებულსა ჩემსა კჳროსს, რომელსა ჟამსა უპყარ ჴელი მარჯუენა მისი, წინაშე მისსა წარმართნი მორჩილებდენ და ძალი მეფეთა განვხეთქო. განვახუნე წინაშე მისსა კარნი და ქალაქნი არა შეიჴშნენ.

2. მე წინაშე მისსა ვიდოდი და მთანი დავავაკნე, ბჭენი რვალისანი შევმუსრნე და მოქლონნი რკინისანი შევფქვნე.

3. და მიგცნე შენ, საუნჯენი ბნელნი, დაფარულნი, უხილავნი განგიხუნე შენ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან გიწოდე სახელი შენი - ღმერთი ისრაჱლისა.

4. ყრმისათჳს ჩემისა იაკობისსა და ისრაელ რჩეულისა ჩემისა მე გიწოდო შენ სახელითა ჩემითა, და შეგიწყნარო შენ. ხოლო შენ არა მიცან მე, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს მერმე გარეშე ჩემსა.

5. მე ვარ უფალი და არა ვინ არს გარეშე ჩემსა ღმერთ. განგაძლიერე შენ და არა მიცან მე.

6. რაჲთა ცნან აღმოსავალთათაგან მზისათაჲთ და დასავალთათგანთა, ვითარმედ არა არს მერმე გარეშე ჩემსა, მე უფალი ღმერთი და არა არს მერმე.

7. მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა.

8. იშუებდინ ცაჲ ზეგარდამო და ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა. აღმოაცენენ ქვეყანამან და აღმოამორჩენ წყალობა და სიმართლე აღმოაცენენ ერთბამად. მე ვარ უფალი, რომელმან აღგაგე შენ და შემქმნელმან უმჯობესად.

9. შეგმზადე, ვითარცა თიჴა მეკეცემან. ნუ მეურნატე მეურნატეობს დღე ყოველ? ნუ ჰრქვასა თიჴამან მეკეცესა: რასა ჰზამ? რამეთუ არა ჰშურები, არცა გქონან ჴელნი. ნუ მიუგოს აღზელილმან აღმზელელისა მიმართ თჳსისა; რასათჳს ესრეთ შემქმენ მე?

10. ვაჲ, რომელმან ჰრქვას მამასა: რა არს შობაჲ? და დედასა: რაჲ სალმობაჲ?

11. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ ისრაჱლისა, რომელი იქმს ზედმომავალთა: მკითხეთ მე ძეთა და ასულთა ჩემთათჳს და საქმეთათჳს ჴელთა ჩემთასა მომცენით მე.

12. მე შევქმენ ქვეყანა და კაცი მას ზედა, მე ჴელითა ჩემითა დავამყარე ცაჲ, მე ყოველთა ვარსკულავთა ვამცენ.

13. მე აღვადგინებ სიმართლისა თანა მეფედ. და ყოველნი გზანი მისნი წრფელებენ. ამან აღაშენოს ქალაქი ჩემი და ტყუეობაჲ ერისა ჩემისა მოაქციოს არა საჴსართა მიერ, არცა ქრთამითა, თქუა უფალმან საბაოთ.

14. ესრეთ იტყჳს უფალი საბაოთ: დაშურა ეგჳპტე და ვაჭრობა ეთიოპელთა და საბაიმელნი, კაცნი მაღალნი, შენ ზედა გარდაჴდენ. და შენდა იყვნენ მონებ და უკანა შენსა შეგიდგენ შეკრულნი ბორკილებითა. და თაყვანის-გცემდენ შენ და შენდამი ილოცვიდენ, რამეთუ შენ შორის ღმერთი არს, და თქვან: არა არს ღმერთი თჳნიერ შენსა,

15. რამეთუ შენ ხარ ღმერთი და არა უწყოდეთ ღმერთი ისრაელისა მაცხოვარი.

16. სირცხჳლეულ და კდემულ იქმნენ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი და ვიდოდიან სირცხჳლსა შინა, განახლდებოდეთ ჩემდამო ჭალაკნი.

17. რამეთუ ისრაელი ცხოვნდების უფლისა მიერ მაცხოვარებითა საუკუნოთა არა ჰრცხუენესყე, არცაღა ჰკდემეს ვიდრე საუკუნოდმდე მერმე, რამეთუ არღა მერმე ჰკდემესყე, დაღათუ საცთურისათჳს კერპთასა ჰკდემაყე პირველ.

18. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან შექმნა ცაჲ, ესეა ღმერთი, რომელმან გამოაჩინა ქვეყანა და შექმნა იგი, მან განასაზღვრა იგი. არა ცუდად შექმნა იგი, არამედ სამკჳდრებელად: მე ვარ უფალი და არა არს მერმე.

19. არა ფარულსა შორის ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქვეყანისა ბნელისასა არა ვარქუ თესლსა იაკობისსა: ამაოჲ იძიეთ. მე ვარ უფალი მეტყუელი სიმართლისაჲ და მიმთხრობელი ჭეშმარიტებისა:

20. შეკერბით და მოვედით, განიზრახეთ ერთბამად, რომელნი სცხოვნდით წარმართთაგან ვერ ცნეს აღმღებელთა ძელისათა ქანდაკებული მათი და მლოცველთა ღმერთთა მიმართ, რომელნი ვვრ აცხოვნებენ.

21. უკეთუ მიუთხრობენ, მიეახლნედ, რაჲთა ცნან ერთბამად, ვინ სასმენელ-ყვნა ესენი დასაბამით, მაშინდითგან მიგეთხრა თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი. და არა არს სხვა თჳნიერ ჩემსა მართალი და მაცხოვარი, არა არს გარეშე ჩემსა.

22. მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ ქუეყანისა დასასრულისანი. მე ვარ ღმერთი და არა არს სხვა.

23. თავისა მიმართ ჩემისა ვფუცავ: გამოვიდეს თქუენდა პირისა ჩემისაგან სიმართლე, და სიტყვანი ჩემნი არა გარემიიქცენ,

24. რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი და ფუცვიდეს ყოველი ენა ღმერთსა,

25. მეტყუელი, სიმართლე და დიდებაჲ მისსა მიმართ მივიდეს და სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი, განმსაზღვრებელნი თავთა თჳსთანი უფლისაგან,

26. განმართლდენ, და ღმრთისა მიერ დიდებულ იქმნენ ყოველი თესლი ძეთა ისრაელისათა.