1. და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა.
2. და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს.
3. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!
4. და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.
5. და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა.
6. და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ჴელსა შინა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან.
7. და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი. და ცოდვანი შენნი განწმიდნეს.
8. და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ? და ვთქუ: აჰა, წარმავლინე მე.
9. და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ,
10. რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი.
11. და ვთქუ: ვიდრემდის, უფალო? და თქვა: ვიდრემდისცა მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებითა და სახლნი არყოფითა კაცთათა. და ქვეყანაჲ დატევებულ იქმნეს ოჴრად.
12. და ამისთვის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა.
13. და მერმეცა მას ზედა არს ათეული. და კუალად იყოს წარსატყუენველ, ვითარცა ბელეკუნი, და, ვითარცა რკოჲ, ოდეს გამოვარდეს ბუდისაგან მისისა, ტომ წმიდა იქმნეს, რომელნი დაადგინნეს მას შინა.
1. და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.
2. და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.
3. და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა აგარაკისა მმურკნველისასა.
4. და არქუ მას: დაიცევ დაწყნარებულად და ნუ გეშინინ, ნუცა მოუძლურდებინ სული შენი ორთაგან შეშათა, მუგუზთა ამათ მკუმოლვარეთა, რამეთუ ოდეს რისხვა გულისწყრომისა ჩემისა იქმნეს, კუალად განეკურნო და ძემან არამისმან და ძემან რომაელისმან.
5. განიზრახეს განზრახვაჲ ბოროტი შენთჳს, მეტყუელთა:
6. აღვიდეთ იუდეად და შეზრახებულთა მათთა მოვაქცინეთ იგინი ჩუენდამო და მეფე მათდა ვყოთ ძე ტაბავეელისი.
7. ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: არა დაადგრეს განზრახვაჲ ესე, არცა იყოს;
8. არამედ თავი არამისსა - დამასკოჲ და თავი დამასკოსა - რაასინ, არამედ სამეოცთადახუთთა წელიწადთა ზე მოაკლდეს მეფობა ეფრემისი ერისაგან.
9. და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.
10. და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:
11. ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.
12. და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.
13. და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?
14. ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.
15. ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი;
16. რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა.
17. არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან, რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა.
18. და იყოს მას დდესა შინა: მოუწოდს უფალი მწერთა, რომელნი უფლებენ კვრძოსა ზედა მდინარისა ეგჳპტისასა, და ფუტკარსა, რომელ არს სოფელსა ასსურასტანელთასა.
19. და შევიდენ და განისუენონ ყოველთა ჴევნებთა შინა სოფლისათა და ნაპრალებსა შორის კლდეთასა და ქუაბთა შინა და ყოველთა დანახეთქთა და ქუეშე ყოველსა ხესა.
20. მას დღესა შინა აყჳნვიოს უფალმან საყჳნველთა დიდთა და განმწმედელთა წიაღ კერძო მდინარესა მეფისა ასურასტანელთასა, თავი და თმანი ფერჴთანი და წუერი მოუღოს.
21. და იყოს მას დღესა შინა: განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათა და ორნი ცხოვარნი.
22. და იყოს სავსედ ქმნისაგან სძისა, ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა.
23. და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადაცა, უკეთუ იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასთა სიკილათანი, კორდად იყვნენ და ეკლად.
24. ისრებისა თანა და მშჳლდისა შევიდენ მუნ, რამეთუ კორდ და ეკლებ იყოს ყოველი ქუეყანა:
25. და ყოველი მთა მოჴნვით მოიჴნას, და არა ზედა მივიდეს მუნ შიში, რამეთუ იყოს სიკორდისაგან და ეკლისა საძოვარ ცხოვრისა და დასათრგუნველ ზროხისა.
1. და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს.
2. და მოწამე მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი: ურია მღდელი და ზაქარია, ძე ბარაქიასი.
3. და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ
4. მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.
5. და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა:
6. არნდომისათჳს ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა.
7. ამისთჳს, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა.
8. და მოსპოს იუდეაჲსაგან კაცი, რომელი შემძლებელ იყოს აღებად თავისა, ანუ ძალ-ედვას სრულ-ყოფად რაჲმე; და იყოს ბანაკი მისი ვიდრე აღვსებამდე სივრცესა სოფლისა შენისასა.
9. ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით.
10. და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.
11. ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა ამის მეტყუელისაჲ.
12. ნუ სადა თქუნენ ფიცხელნი, რამეთუ ყოველი, რომელიცა თქუას ერმან ამან, ფიცხელ არს, ხოლო შიში მათი არ შეიშინოთ, არცა არ შეშფოთნეთ.
13. ხოლო უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ მისდამი მოსავ იყო,
14. იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო სახლნი იაკობისნი - მახეთა შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა.
15. ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა.
16. მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად.
17. და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი.
18. აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა, რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა.
19. და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა?
20. რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს.
21. და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე.
22. და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე.
1. ესე პირველ სუ, ადრე სუ, სოფელო ზაბულონისო, ქუეყანაო ნეფთალემისო, გზამან ზღჳსამან და სხვათა, რომელნი ზღჳსკიდესა მკჳდრ არიან და წიაღ იორდანესა გალილეამან წარმართთამან, კერძოთა იორდანისათა,
2. ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილე ნათელი დიდი, დამკჳდრებულნი სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი განბრწყინდა თქვენ ზედა.
3. უმრავლესი ერისა შთაიყვანე შუებით. და იშვებდენ შენ წინაშე, ვითარცა შუებულნი სალეწავსა ზედა და ვითარსახედ განმყოფელნი ნატყუენავისანი
4. მით, რამეთუ აღებულ არს უღელი მათ ზედა მდებარე, და კუერთხი ქედისა ზედა მათისა, რამეთუ კუერთხი მიმჴდელთა განაქარვა, ვითარცა დღე მადიამის ზე,
5. რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ,
6. რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.
7. რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა. დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე შურმან უფლისა საბაოთისმან ყვნა ესენი.
8. სიკუდილი მოავლინა უფალმან იაკობისა ზედა; და მოვიდა ისრაჱლსა ზედა.
9. და ცნას ყოველმან ერმან ეფრემისმან და მსხდომარეთა სამარიას შინა, გინებისა მიერ და მაღლისა გულისა მეტყუელთა.
10. ალიზნი დაეცნეს, არამედ მოვედით გამოვდალაბრნეთ ქვანი და მოვკუეთნეთ ლეღუსულელნი და ნაძვნი და ვიშენოთ თავისა თვისისა გოდოლი.
11. და დააკუეთნეს ღმერთმან ზედააღდგომილნი მთასა ზედა სიონსა მას ზედა და მტერნი იუდაჲსნი განაქარვნეს.
12. ასურნი მზისა აღმოსავალთათ და ელლენნი - მზისა დასავალთათ, რომელნი შეშჭამენ ისრაელსა ყოვლითა პირითა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა ჩემი, არამედ მერმეცა ჴელი მაღალი.
13. და ერი არა მოიქცა, ვიდრემდის იწყლა, და უფალი არა გამოიძიეს.
14. და მოსპობს უფალი ისრაელისაგან თავსა და ბოლოსა, დიდსა და მცირესა, ერთსა შინა დღესა:
15. მოხუცებული და რაჲთა დაუკჳრდებოდიან პირნი, ესე არს დასაბამი და წინასწარმეტყველი, მასწავლელი უშჯულოთაჲ, ესე არს ბოლოჲ.
16. და იყვნენ მნატრელნი ამის ერისანი მაცთუნებელნი და აცთუნებდენ, რაჲთა შთანთქნენ იგინი,
17. ამისთჳის ჭაბუკთა მათთა ზედა არა იშუებდეს ღმერთი, და ობოლნი მათნი და ქურივნი მათნი არ შეიწყალნეს, რამეთუ ყოველნი უშჯულო და უკეთურ, და ყოველი პირი იტყჳს ცრუთა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.
18. და აღეტყინოს, ვითარცა ცეცხლი, უშჯულოებაჲ და, ვითარცა კლერტი, ჴმელი, შეიჭამოს ცეცხლისა მიერ. და აღეტყინოს დასოთა შორის მაღნარისათა, და თავად შეჭამნეს გარემონი ბორცუთანი ყოველნი.
19. გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა თანა დაიწვას ქვვყანაჲ სრული, და იყოს ერი, ვითარცა შემწუარი ცეცხლისა მიერ-კაცმან ძმა თვისი არ შეიწყალოს,
20. არამედ მიაქციოს მარჯვენით კერძო, რამეთუ ჰშიოდის და ჭამოს მარცხენითგან და ვერ განძღეს კაცი მჭამელი ჴორცთა მკლავისა თვისისათა, რამეთუ ჭამდეს მანასი ეფრემისსა და ეფრემ მანისისსა,
21. რამეთუ ერთბამად მოადგენ იუდასა. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ არს.
1. ვაჲ მწერალთა უკეთურებისათა, რამეთუ წერდენ რაჲ, უკეთურებასა წერენ,
2. მიმდრეკელნი მშჯავრსა გლახაკთასა, აღმტაცებელნი საშჯელსა დავრდომილთა ერისა ჩემისათასა, რაჲთა იყვნენ მათდა ქურივი დასატაცებელად და ობოლი წარსატყვენელად.
3. და რაჲ ყონ დღესა მას მოხედვისასა, რამეთუ ჭირი თქვენი შორით მოვიდეს, და ვისსა მიმართ მიივლტოდით შესაწევნელად, და სადა დაუტეოთ დიდებაჲ თქვენი?
4. არ შთავრდომად საძნაურსა და ქუეშე კვრძო მოკლულთასა დაეცნენ. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.
5. ვაჲ ასსურასტანელთა, კუერთხი გულისწყრომისა ჩემისა და რისხვისა ჩემისა არს ჴელთა შინა მათთა.
6. რისხვა ჩემი ნათესავისა მიმართ უშჯულოჲსა მივავლინო. და ერსა ჩემსა დაუწესო ყოფა ტყუედ და იავარად და დათრგუნვად ქალაქთა და დასხმად მათდა მტუერად.
7. ხოლო იგი არა ესრეთ იგონებს და სულითა არა ესრეთ გულისსიტყუავს, არამედ შეცვალოს გულისსიტყუა თჳსი ნათესავისაცა მოსრვად არამცირისა.
8. და უკეთუ ჰრქუან მას: შენ მხოლოჲ ხარ მთავარ? და თქუას:
9. არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო ბაბილონისა და ხალანისა, სადა გოდოლი აღეშენა, და მოვიღე არაბია და დამასკოჲ და სამარიაჲ.
10. ვითარსახედ ესენი მოვიხვენ, ყოველნი მთავრობანი მოვიხუნე. ვალალაებდით ქანდაკებულნი იერუსალიმს შინა და სამარიას შინა,
11. რამეთუ ვითარსახედ უყავ სამარიასა და ჴელითქმნულთა მისთა, ეგრეთ უყო ივრუსალიმსაცა და კერპთა მისთა.
12. და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,
13. რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი.
14. და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა.
15. ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ,
16. არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას.
17. და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა. მას დღესა
18. დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეიჭამოს სულითგან ვიდრე ჴორცთამდე. და იყოს მლტოლვარე, ვითარცა მლტოლვარე ალისაგან მგზებარისა.
19. და დაშთომილნი მათნი იყვნენ რიცხვეულ და ყრმამან დაწერნეს იგინი.
20. და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე შეეძინოს დაშთომილი ისრაილსა და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაილისასა ჭეშმარიტებითა.
21. და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმრთისა მიმართ ძლიერისა.
22. და უკეთუ იქმნეს ერი ისრაილისა, ვითარცა ქჳშა ზღჳსაჲ, ნეშტი მათი ცხოვნდეს, რამეთუ სიტყუა შემასრულებელი და თანმკუეთი სიმართლესა შინა,
23. რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა.
24. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი საბაოთ: ნუ ეშინინ ერსა ჩემსა დამკჳდრებულთა სიონს შინა ასსურასტანელთაგან, რამეთუ კუერთხითა დაგცეს შენ, რამეთუ წყლულება მოაწიოს შენ ზედა, ხილვად გზა ეგვიპტისა.
25. მერმე, რამეთუ, მცირედღა და ედასცხრეს რისხვაჲ, ხოლო გულისწყრომა ჩემი განზრახვასა ზედა მათსა.
26. და ზედაღუდგინნეს მათ ღმერთმან გუემანი წყლეულებისაებრ მადიამისა ადგილსა შინა ჭირისასა და გულისწყრომაჲ მისი გზასა ზღუად მიმართსა, ეგჳპტით კერძოსა.
27. და იყოს მას დღესა შინა, აღებულ იქმნეს უღელი მისი ქედისაგან შენისა და შიში მისი შენგან და განირყუნას უღელი მისი მჴართაგან შენთა,
28. რამეთუ მივიდეს ქალაქად ანგედ და წარვლოს მაგედდოჲ და მაქმას შინა დადვას საჭურველი თჳსი.
29. და წარვლოს ღელედ და მოვიდეს გაბაონდ, დაისადგუროს. შიშმან შეიპყრას რამაჲ, ქალაქი საულისი.
30. ივლტოდის ასული იერუსალიმისა, კიმანებდ ჴმითა შენითა, ესმეს ლაისასა, ესმეს ანათოთსა!
31. განჰკრთა მადევინა, და დამკჳდრებულნი გივეიმისანი. ივედრების
32. დღეს გზასა ზედა დადგრომად ჴელითა, ივედრების მთაჲ, ასული სიონისაჲ, და ბორცუნი იერუსალჱმსშინანი.
33. და აჰა, მეფე, უფალი საბაოთ, თანაღაშფოთებს დიდებულთა ძალისა მიერ, და მაღალნი გინებითა შეიმუსრნენ.
34. და დამდაბლდენ და დაეცნენ მაღალნი მახვილითა, ხოლო ლიბანი მაღალთა თანა დაეცეს.