წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

36

1. და იქმოდეს ბესელიელ და ელიაბ და ყოველი ბრძენი გონებითა, რომელთა მისცა უფალმან სიბრძნე და მეცნიერება მათ შორის გულისხმის-ყოფად საქმედ ყოველსავე მას საქმესა მის სიწმიდისა ჯეროვანად ყოვლისა მისთჳს საქმისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან.

2. მოუწოდა ბესელიეს და ელიაბს მოსე და ყოველსა, რომელსა აქუნდა გულისხმის-ყოფაჲ, რომელსა მოსცა ღმერთმან მეცნიერებაჲ გულსა მისსა და ყოველთავე მათ ნებსით მომავალთა, რომელთა უნდა მოსლვად საქმისა აღსრულებად მისსა.

3. და მიიღეს მოსესგან ყოველივე შეწირული, რომელი მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა ყოვლისა მისთჳს საქმისა სიწმიდისა საქმედ მისა და ესენიცა მოიღებდეს განთიად, რომელი მოაქუნდა მერმე შემწირველთა მათ.

4. და მოვიდეს ყოველი იგი ბრძენნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მას წიდისასა, რომელსა იქმოდენ იგინი კაცად-კაცადი საქმისაებრ თჳსისა.

5. ჰრქუეს მოსეს, ვითარმედ: ფრიად მააქუს ერსა ამას უმეტეს საქმარისა მის. რომელი ბრძანა უფალმან საქმედ.

6. უბრძანა მოსე და ქადაგებდეს ბანაკსა მას შინა და იტყოდეს: მამაკაცი და დედაკაცი ნურღარა მოგაქუს ჴსნილად საჴმრად ნივთი იგი კაცისა მის სიწმიდისა, ამიერითგან კმა-ყვედ.

7. და დააცადა ერმან მან არღარა მოღებად, რამეთუ კმა-ეყო მზა იგი ნივთი, კარვისა მის საქმე წარემართებოდა და ნივთი იგი გარდაერეოდა.

8. და ქმნეს ყოველთა ბრძენთა გონებითა მოქმედთა მათ საქმისათა კარავი იგი ათ ეზოედად იაკინთისაგან სთულისა მეწამულისა, და პორფირისა, და ძოწეულისა ძახილისა ქერობინებრ ქმნილად.

9. სიგრძე ეზოჲსა ერთისა ფელიკისა მის ოცდარვა წყრთა მისი, და სივრცე ოთხით წყრთით ერთისა მის ფელიკისა. და ყოველთავე ფელიკთა ზომა ეგრეთვე იყო.

10. შეაბრძვილო ხუთნი იგი ფელიკნი სხვათა მათ ხუთთა ფელიკთა ზედა, და ხუთნიცა სხუანი იგი ფელიკნი - ხუთთა მათ სხვათავე ზედა.

11. და ჰქმნა წალაები ვიაკინთისაგან გარეგან ერთისა მის ფელიკისა.

12. კიდით კიდე შეაბრძვილო გარემოჲს, ეგრეთვე ყო გარეგნითცა ფელიკნი მეორენი შებრძვილებულად.

13. წალაები ერგასნი უქმნა ერთსა ფელიკსა და წალაები ერგასნი უქმნა გვერდით მეორისა ფელიკისა მეორისაებრ შებრძჳლებულსა, რათა შეებრძვილოს ურთიერთას წალაებთა ურთიერთს თანა. და უქმნა კარშიკები ოქროჲსა ერგასი შესაკინძველად ფელიკთა ურთიერთს თანა კარშიკებითა მით, რათა იქმნას შებრძჳლებულად ერთად.

14. უქმნა ფელიკნი ბალანთაგან საბურველად კარვისა მის, ათერთმეტნი ფელიკნი უქმნა მას.

15. სიგრძე ერთისა მის ფელიკისა - ერგასი წყრთა და სივრცე ერთისა ფელიკისა - ოთხი წყრთა, ზომით ეგრეთვე იყოს ათერთმეტთა მათ ფელიკთანი.

16. და შეაბრძვილნა ხუთნი ფელიკნი ერთად და ექუსნი იგი ფელიკნი ერთად

17. და ქმნა ერგასნი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ შორის შესაბრძჳლველად. და ქმნა ერგასნიცა სხვანი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ მეორისა შებრძვილებულისა თანა.

18. და შექმნა კარშიკები რვალთაგან ერგასნი და შესაკინძველად კარვისა, რათა იქმნას ერთ.

19. და ქმნა სუეტის თავთა ზედა კარვისათა ტყავთაგან ვერძისათა ტარსიკონი მეწამული დასაბურველად ცისსხეული ზედა კერძო.

20. და ქმნა ორნი სუეტნი კარვისა მის ძელთაგან ულპოლველთა და აღმართებული.

21. ათ წყრთა სიგრძე ერთისა მის სუეტისა და წყრთისა და კერძოსი სივრცე ერთისა სვეტისა.

22. და ორნი თჳთეულთა სუეტთა შესაბრძვილველად ურთიერთას, ეგრეთვე უქმნა ყოველთა მათ სვეტთა კარვისათა.

23. და ქმნა სვეტნი კარვისანი ოცნი სვეტნი სამხრით კერძო და ორმეოცნი ხარისხნი ვეცხლისანი სვეტთა ოთხთა მათ.

24. და ორნი ხარისხნი - ერთსა მას სვეტთა ორთავე კერძოთა და ორნი ხარისხნი - ერთისაცა მის სვეტთასა ორთავე კერძოთა.

25. და მეორე კერძო კარვისა მის ჩრდილოჲთ კერძო ოცნი სვეტნი.

26. და ორმეოცნი ხარისხნი - ვეცხლისანი, ორნი ხარისხნი ერთისა თანა.

27. და ზურგით კარვისა მის ზღჳთ კერძო ქმნა ექუსნი სვეტნი.

28. და ჰქმნა ორნი სუეტნი უკანით კერძო.

29. და იყვნეს სწორად შინაგან და ეგრეთვე მსგავსად მისა იყვნეს სწორად თავის კერძოდ ერთად შებრძჳლებულად. და ეგრეთვე უქმნა ოთხთა მათ სუეტთა, რომელნი იყვნეს საფუძველად ძგიდეთა მათ.

30. და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისა ათექუსმეტნი და ორნი ხარისხნი - ერთი ერთისა სუეტისა მიმართ და ერთი ერთისა სუეტისა.

31. და ქმნა სართული მისი ძელთაგან ულპოლველისა, ხუთნი ერთისა მის სვეტისა ერთ კერძო კარვისა მის.

32. და ხუთნი იგი სხვანი სართულნი მეორისა კერძო კარვისა მის და ხუთნი სართულნი ზურგით ზღჳს კერძო.

33. ყო შუა კერძო სართული სვეტთა შორის გვერდით კერძო.

34. ორნივე სვეტნი ოქროჲთა შემოსა და ორნი იდაყუნი მისნი ოქროჲსანი, რომელი განეცმოდიან ურთიერთას. და შემოსა სართული იგი ოქროჲთა.

35. და ჰქმნეს კრეტსაბმელი იგი იაკინთისაგან, და ძოწეულისა, და მეწამულისა, და ზეზისაგან ძახილისა და ქმნული ქსოვით ქერობინად.

36. და დგეს იგი ოთხთა სუეტთა ძელთაგან ულპოლველთა, რომელნი შემოსილ იყუნეს ოქროჲთა და სვეტის თავნი მათნი ოქროჲსანი, და ხარისხები მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.

37. და ქმნეს კრეთსაბმელი იგი კარისა მის კარვისა საწამებელისა იაკინთისაგან ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა ქმნული ქსოვით ქერაბინად.

38. და სვეტნი მათნი ხუთ, და კრკლები მათი, და მარწუხები მათი შემოსილ ოქროჲთა და ხარისხები მათ, ხუთი რვალისაჲ.

37

1. და ქმნა ბესელიელ კიდობანი იგი სჯულისაჲ ძელთაგან ულპოლველთა, ორ წყრთა, და კერძო - სიგრძე მისი, და წყრთა და კერძო - სივრცე მისი, და წყრთა და კერძო - სიმაღლე მისი. და შემოსა იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ.

2. და აქმნა მას კიდენი ოქროჲსანი გარემოჲს.

3. და უქმნა მას დასხმითნი ოთხნი გრკალნი ოქროჲსანი ოთხთავე კიდეთა მისთა: ორი - ერთ კერძო და ორი - ერთ კერძო სივრცისაებრ მათ განსაცმელთასა, რათა აღიღოდიან იგი მით.

4. და ქმნა სალხინებელი იგი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსა იგი ოქროჲთა.

5. და შეაკრნეს სალხინებელსა გრკალნი იგი კიდით კიდობნისა მის, რათა აღიღოდიან.

6. და ჰქმნე სალხინებელი ზედა კიდობანსა მის ოქროჲსგან წმიდისა, ორი წყრთა და ნახევარი - სიგრძე მისი, წყრთა და ნახევარი - სივრცე მისი.

7. და ქმნნა ორნი იგი ქერაბინნი პატიოსანი ორთავე კიდეთა სალხინებელისასა,

8. ქერობინი ერთი კიდესა მას სალხინებელისასა და ქერობინი მეორე მეორისა კიდესა სალხინებელისასა, ჰქმნე ორნივე ქერობინად ორთავე კიდეთა მისთა.

9. და იყვნეს ფრთენი ქერობინთა მათ განმარტებით ზედა კვრძო სალხინებელსა მას, რათა აგრილობდეს ფრთითა მით. პირნი ქერობინთანი აქუნდენ პირისპირ.

10. და ჰქმნა ლანკანი წინაშე ოქროჲსაგან წმიდისა და უქმნა მას კარშიკნი ოქროჲსანი ოთხნი, კარშიკნი ორნი - ერთ კერძოსა კიდესა და კარშიკნი ორნი - კარშიკსა მას მეორესა სივრცით, რათა აღიღოდიან იგი უღლითა მით, და უღელნი იგი კიდობნისანი და ტაბლისანი ქმნნა ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა, ორი წყრთა - სიგრძე მისი და ორი წყრთა და ნახევარი - სიმაღლე მისი.

11. და შემოსნა იგინი ოქროჲთა წმიდითა და გარემოს მისა.

12. და უქმნა მას გვირგვინი მტკაველადი გარემოს და ქმნა რქანი ოქროჲსა გვირგვინისანი გარემოს.

13. და ქმნა ოთხნი გრკალნი ოქროჲსაგან და დადვა სალტითა მით ოთხთავე კერძოთა, რომელი იყუნეს ოთხთა ფერჴთა მისთა.

14. შინაგან გვირგვინისა ქმნა გრკალნი და შეაცვა უღელთა, რათა აღიღებოდიან ტაბლაჲ.

15. და ქმნა ორნი უღელნი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა აღსაღებელად ტაბლასა.

16. (38,12) და ქმნა სასანოვაგე იგი ჭურჭელი ტაბლისაჲ მის, პინაკები იგი, და ფიალები და ფეშხუნები, და გოვზაკები, რომლითა შეწირეს მით ყოველი, ოქროჲთა წმიდითა.

17. (38,13) და ქმნა სასანთლე იგი, რომელი ენთებოდის (მყარი ოქროჲსა (38,14), ჴერი იგი და რტონი ორკერძოვე გვერდით მისით (38,15) მისგანვე რტოთა მისთა გამომცენარედ გამომატებულ, სამნი ამიერ და სამნი იმიერ განსწორებულ ურთიერთას. (38,16) და სასანთლენი მათნი, რომელნი დგენ მწუერვალთა მათთანი გველისსახედ მათგანვე და დასადგმელნი მათგანვე, რათა იყუნენ სანთელნი იგი მათ ზედა და დასადგმელი მეშჳდე ზედა წუერსა სანთლისასა თხემსა ზედა კერძო მყარი ყოვლად ოქროჲსაჲ (38,17) და შჳდნი სანთელნი მისნი მას ზედა - ოქროჲსანი და მარწუხნი მისნი - ოქროჲსანი), ოქროჲ წმიდაჲ ოფაზი ქმნა სასანთლე, ბუნი და ჴერი მისი ყვავილედად აღმოკვეთილად, და ბირთვი და შროშანნი მისნი გამოზიდვით მისგანვე.

18. ექვსკეცად განუმზადა საბურველად გვერდით მისა სამნი ნიგოსაკები - ერთ კერძო სასანთლისა მის და სამნი ნიგოზაკები - მეორედ კერძო სასანთლისა მის.

38

1. ქმნა საკურთხეველი იგი რვალისაჲ (საცეცხურთა მათგან რვალისათა, რომელნი იყვნეს კაცთა მათ მის მკრებელთაჲ კრებულისა მის კორესისა) ძელთაგან ულპოლველთა, ხუთ წყრთა- სიგრძე მისი და ხუთ წყრთა - სივრცე მისი ოთხკუთხედად და სამ წყრთა - სიმაღლე მისი.

2. და ქმნა რქანი მისნი ოთხთა მათ კიდეთა მისთასა, დასაწყისითვე მისით იყვნეს რქანი მისნი და შემოსნა იგინი რვალითა.

3. ამან ქმნა ყოველივე იგი სასანოვაგე ჭურჭელი საკურთხეველისაჲ, ხარისხი მისი და საცეცხური მისი, ფიალები მისი და ფუცხები მისი რვალისაჲ.

4. ამან ქმნა გარემოსადგმელი იგი საკურთხეველისაჲ, ქმნული კანკლედად ქვეშე საცეცხურისა მის ქვემორე ვიდრე საშუალამდე მისა.

5. და განასხნა მას ოთხნი გრკალნი რვალისანი ოთხთა მათ კიდეთა გარემოსადგმელისა მის საკურთხეველისათა რვალისანი.

6. და ქმნა სალხინებელი ძელთაგან ულპოლველთასა და შემოსა იგი რვალთათა.

7. და შეაცვნეს გრკალნი ტაბლისა მის კერძო აღსაღებელად ტაბლისა, მათ მიერ ყოვლითურთ ფიცრითა შეძერწული, და ქმნა შინაგანი მისი ცალიერ.

8. ამან ქმნა საბანელი იგი რვალისაჲ და ხარისხი მისი რვალი სარკეთა მათგან მმარხველთა დედათაჲსა, რომელნი იმარხვიდეს წინაშე კართა მის კარვისა საწამებელისათა დღესა მას, რომელსა აღმართა კარავი იგი.

9. და ჰქმენი ეზოჲ იგი სამხრით კერძო და წალაები იგი მისი ზეზისაგან ძახილისა, ას წყრთა - სიგრძე, ასი - სივრცე.

10. სუეტები მათი - ოც და ხარისხები მათი - ოც რვალისაჲ, გარემოჲს სუეტები და სუეტების თავი - ვეცხლისა.

11. და გვერდი იგი ბღუარით კერძო და გარემოჲს სუეტის თავნი შეძერწულ ვეცხლითა.

12. და გვერდი იგი ზღუდით კერძო, ეზოები - ერგასის წყრთა, სუეტები მათი - ათ და ხარისხები მათი - ათ და გარემოჲს სუეტთა და სუეტის თავნი - შეძერწულ ვეცხლითა.

13. და გვერდი იგი - აღმოსავალით კერძო ერგასის წყრთა, ეზოჲ წარმოსატევებელ.

14. ათხუთმეტ წყრთა სამხრით კერძოჲსა, სუეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ.

15. და ზურგით კერძოჲსა მას მეორესა ამიერ და იმიერ ბრჭისა მისებრვე ეზოჲსა, ეზოები ათხუთმეტ წყრთით და სვეტები მათი - სამ და ხარისხები მათი - სამ.

16. და ყოველი იგი ეზოჲსა მის კარვისა გარემოს ზეზსაგან ძახილისა.

17. და ხარისხები სუეტებისა მის რვალისაჲ, და იდაყუნი მათნი ვეცხლისანი, და სუეტის თავნი მათნი - შემოსილნი ვეცხლითა და სუეტნი მისნი - შემოსილ ვეცხლითა.

18. ყოველივე სვეტები ეზოჲსა მის და დასახურველი ბჭისა მის ეზოჲსაჲ - ქმნული ჭრელებულად იაკინთისაგან და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ოც წყრთა - სიგრძე და სივრცე - ათხუთმეტ წყრთა, სწორედ ეზოებისა მის წარმოსატევებელისა ეზოჲსა დიდისა.

19. და სუეტები მათი ოთხ და ხარისხები მათი ოთხ, რვალისა, და იდაყუები იგი მათი ვეცხლისა და სვეტის თავნი შემოსილი ვეცხლითა.

20. და ყოველი სუეტები კარვისა გარემოჲს რვალისა.

21. და ესე არს ბრძანებისა განწესებაჲ კარვისა მის საწამებელისაჲ, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოსცა მოსეს მსახურებისა მის ყოფაჲ ლევიტელთა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდლისაჲთა,

22. ბესელიელ, ძემან ურისმან, ტომისაგან იუდაჲსმან, ქმნა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

23. და ელიაბ, ძე აქისმაქისი, ტომისაგან დანისა, რომელი ხუროთმოძღურებდა ქსოვილსა მას, და ნემსულსა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა და ზეზსა.

24. ყოველი ოქროჲ, რომელი შეემსახურა საქმესა მას ყოვლისა მისებრ საქმისა წმიდათასა, იყო ოქროჲ მის შესაწირავისაჲ ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას და ოცდაათ სიკილა სიკილითა მით წმიდითა.

25. და ვეცხლი შეწირული აღრაცხილთა მათგან კაცთა კრებულისათა (ასი ქანქარი და ათას შვიდას და სამეოცდაათხუთმეტ სიკილა დიდრაჰქმაჲ ერთი, თავად-თავად ნაზოგალი სიკილისაჲ, სიკილითა მით წმიდითა), ყოველი, რომელი წარმოვიდოდა ახილვასა მას, ოცის წლითგან და უზეშთაესი ექუსასი ბევრისა სამ ათას ხუთას ერგასის.

26. და იყო ასი იგი ქანქარი ვეცხლისაჲ გამოსადნობელად და სხმით სუეტის თავებად კარვისა მის და სუეტის თავად კრეტსაბმელისა და ასი სუეტის თავები ასისა მის ქანქარისაჲ.

27. ქანქარი ას და ერთი იყო სუეტის თავი ერთი.

28. და ათას შვიდას სამეოცდაათხუთმეტი სიკილაჲ ქმნეს იდაყვებად სუეტებისა მის, და ოქროცხებულ სუეტის თავები იგი შეემკო.

29. და რვალი იგი შესაწირავისაჲ სამეოცდაათი ქანქარი იგი და ორ ათას ოთხასი სიკილაჲ.

30. ქმნა მისგან ხარისხები იგი ბჭეთა მათ კარვისა მის საწამებელისათა ტაბლა პილენძისა ღა მარჯუენით კერძო ტაბლისა მის პილენძისა და ყოველივე ტაბლა და ხარისხნი გარეგან კრეტსაბმელისად.

31. და ხარისხები ბჭეთა მის ეზოჲსთა და ყოველი მანაებად კარვისა მის და მანაებად ეზოსა მის გარემოჲს და მოსადგმელი იგი იაკინთისა და ძოწეულისა და მეწამულისა სთულისა.

39

1. და ქმნა ყოველმან ბრძენმან მოქმედთა მათ შორის სამოსელი იგი წმიდაჲ, რომელი არს აჰრონ მღდლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან მოსეს.

2. და ქმნეს სამჴარნი იგი ოქროჲსაგან, და იაკინთისა, და ძოწეულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.

3. და დახიეს ოქროჲ იგი განჭედილი სხეპლად, რათა თანა-შეექსოოს იაკინთესა მას, და ძოწეულსა, და მეწამულსა სთულსა და ზეზსა მას ძახილსა, ქსოვილად ქმნეს იგი სამჴრად.

4. შეყოფილად ორ კერძოვე ნაწევართა მისთა, ქმნულად ურთიერთას შეწმასნილად მის ზედა.

5. და მისგანვე ქმნეს მისვე ქმნულებისაებრ ოქროჲსა და იაკინთოსა, და ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

6. და ქმნეს ორნივე იგი ქვანი ზამარაგდენი თანა-შექსოვილად ოქროსა მას ქანდაკებულად, გამოჭრილად ბეჭდის სახედ სახელებისაებრ ძეთა ისრაილისათა.

7. და დასხნა იგინი მჴართა ზედა მის სამჴრისათა ქვანი მოსაჴსენებელნი, ძეთა ისრაჱლისათანი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

8. და ქმნა საკითხავი იგი ქმნული ქსოვილად ჭრელად ქმნულისა მისებრვე სამჴართა ოქროჲსაგან და იაკინთისა, და ძოწეულისა, და მეწამულისა და ზეზისაგან ძახილისა.

9. ოთხკიდედ ორკეცად ქმნა საკითხავი იგი, მტკაველ სიგრძე მისი და მტკაველ - სივრცე მისი ორკეცად.

10. და თან შეაქსოვა მას ქსოვილი თითოეული ანთრაკი კარგად-კარგად ოთხ სტიქონად; კარგი ერთი: ქვაჲ სარდიონი, და ტოპაზიონი და ზამარაგდონი.

11. და მეორე იგი კარგი: ანთრაკი, და საფირონი და იასპი.

12. და მესამე იგი კარგი: ლიგჳრი, აქატი და ამეთჳსტონი.

13. (36,20) და მეოთხე იგი კარგი: ოქროქვა, და ბივრილიონი და ფრცხილი და გარემოდგმული ოქროჲთა.

14. (36,21) და შემაგრებული ოქროსა შინა და ანთრაკნი ესე იყვნეს სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათა, ათორმეტ სახელები მათი გამოწერით ბეჭდებრ თჳთოეული სახელი ათორმეტთა მათ ტომთაჲ.

15. (36,22) და ჰქმნეს საკითხავსა მას ფერსუები თანა შეთხზულად ქმნულად თხზულსა ოქროჲსაგან წმიდისა.

16. (36,23) და ქმნეს ორნი იგი ფიცარნი ოქროჲსანი და გამოაბნეს ორნი იგი გრკალნი ოქროჲსანი ორთა მათ კიდეთა საკითხავისა.

17. (36,24) და განაცუნეს თხზულნი იგი ოქროჲსანი ორთა მათ გრკალთა ორკერძოვე კიდეთა მის საკითხავისათა (36,25) და ორთა მათ შესაკინძველთა ორთა მათ თხზულთასა, და განასხნეს ორთა მათ ასპიტაკთა და დაასხნეს ორთა მათ ზედა მჴართა მის სამჴრისათა

18. წინაუკმო პირისპირ მისსა (36,26) და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი, და განასხნეს იგინი ორთა მათ ფრთეთა კიდეთა მის საკითხავისათა, ერთ კერძო კიდეთა ბეჭით კერძოთა მის სამჴრისათა, შიგან კერძო და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი სხვანი, და განასხნეს ორთავე მათ კერძოთა ბეჭთა მის სამჴრისათა ქვემო კერძო მის წინაშე პირისპირ შეკინძულისა მის ზემო კერძოსა თანა-შექსოისა მისაებრვე სამჴართასა.

19. რათა შეამტკიცებდენ საკითხავსა მას კარშიკნი იგი, რომელნი იყვნენ მას ზედა კარშიკთა მათ სამჴრისათა შემტკეცილი იაკინთოთა და თანაშეთხზულ ნაქსოვსა მას სამჴართასა, რათა არა გამოეკეცებოდეს საკითხავი იგი სამჴართა მათგან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

20. და ქმნეს შთასაცუმელნი იგი ქვემო კერძო სამჴართა მათ ქმნულად ქსოილად ყოვლად იაკინთონი.

21. ხოლო საყელე იგი შთასაცმელისა მის საშუალ გამოქსოვილად თანაშეთხზულ იყო მარტივსა მას. იყო მოსხმულ კილონი იგი გარემოსთა საყელესა მას განუხსნელად.

22. და ქმნეს ნივთსა მას ქუმეჯაკისასა ქუემო კერძო, ვითარცა ყვავილი ბროწეულისაჲ ბროწეულაკები იაკინთოჲსაგან, ძოწეულისა, და მეწამულისაგან სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.

23. და ქმნეს ეჟუნები ოქროჲსაჲ წმიდისა ფესუებსა მას მის ქუმენჯაკისასა გარემო.

24. შორის ბროწეულაკთა მათ ეჟუანი ოქროჲსა, ბროწეული გარემო ფესუებსა მას ქუმენჯაკისასა სამსახურებლად, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

25. და ქმნეს პალეგავტი ზეზისა ქმნულ ქსოილი აჰრონისათჳს ძეთა მისთა.

26. ნაფერტები ზეზისა ძახილისა და ვარშამანგები ზეზისა.

27. და უქმნეს როპანაკები ზეზისაგან ნივთისა.

28. და სარტყელები მათი ზეზისაგან, და ძოწეულისა, და იაკინთესა და მეწამულისა სთულისა ქმნულად ჭრელებულად ყვავილის სახედ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

29. და ქმნეს განჭედილი იგი ოქროჲსაგან რჩეულისა და გამოწერა მას ზედა წიგნი გამოდგმით ბეჭდის სახედ სიწმიდისა უფლისა.

30. და გამოჰკიდა მას სთული იაკინთისა, რათა იყოს ზედა კერძო ვარშამაგსა მას, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

31. და აღესრულა ყოველივე საქმარი საქმე მის კარვისა საწამებელისა, რაოდენი უბრძანა უფალმან მოსეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ეგრეთ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ხოლო ნეშტი იგი ოქროჲ მის შეწირულისა ქმნეს ჭურჭელნი სამსახურებელისა მათისა წინაშე უფლისა.

32. და მოიღეს სამოსელი იგი მოსეს წინაშე და კარავი იგი, და ყოველი ჭურჭელი მისი, და მოქლონები, და ხარისხები მისი, და სვეტები, და კიდობანი იგი სჯულისა და აღსაპყრობელნი მისნი.

33. და მაშკები ტყავებისა იგი ვერძთასა ენდროჲსფერი და საბურველი იგი ტყავებისა მის იაკინთესა.

34. და კრეტსაბმელი, რომელ ჰფარვიდა კიდობანსა მას აღთქუმისასა, და უღელნი.

35. და ტაბლა იგი წინაშე დასაგებელი, და ყოველივე სასანოვაგე ჭურჭელი მისი, და პურნი შესაწირავთანი,

36. და სასანთლე იგი წმიდაჲ, და სანთელნი იგი მისნი და სანთელნი სანათობელნი, და ზეთი იგი ნათლისაჲ.

37. და საკურთხეველი ოქროჲსა, და ყოველი ჭურჭელი მისი, და ზეთი იგი ცხებისა, და საკმეველი შეზავებული.

38. და კრეტსაბმელი კარვისა და კარისა მისისა.

39. და ტაბლა იგი სპილენძისა, და სალხინებელი მათი, და ყოველი ჭურჭელი მათი, და საბანელი და ხარისხი მათი.

41. სამოსელნი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, სამოსელნი სიწმიდისა, რომელ არიან აჰრონ მღდელთმოძღურისა, და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელონი.

42. ყოველივე, რაოდენი უბრძანა მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველივე მომზადება.

43. და იხილა მოსე ყოველივე იგი ქნული და იყო ქმნილ მსგავსად, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს, ეგრეთ მოექმნათ იგი. აკურთხნა იგინი მოსემ.

40

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. ერთსა დღესა თთჳსა მის მირკანისასა, თჳს თავსა აღმართო კარავი იგი საწამებელისა,

3. და დასდგა კიდობანი იგი საწამებელისაჲ, და დაჰბურო კიდობანი იგი საბურველითა.

4. და შეიღო ტაბლა იგი ოქროჲსა და დააგო პური იგი დასაგებელი მისი, და შეიღო სასანთლე იგი და დასდგნე მის ზედა სანთელნი მისნი.

5. და დასდგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კმევად საკუმეველისა წინაშე კიდობანსა მას საწამებელისა და დაჰბურო საბურველი იგი კრეტსაბმელისაჲ კარსა კარვისა მის საწამებელისა,

6. და დასდგა საკურთხეველი იგი ნაყოფითა კართა მის კარვისა საწამებელისათა.

7. და დასდგა საბანელი წინაშე კარსა კარვისა საწამებელისათა, და შთაასხა მას შინა წყალი.

8. და სცხო ეზოსა მას გარემოს და განმარტო კრეტსაბმელი კარსა მას ზედა ეზოსასა,

9. და მოიღო ზეთი იგი ცხებისაჲ და სცხო კარავსა მას და ყოველი, რაჲ არს მას შინა, და განსწმიდო იგი და ყოველი ჭურჭელი მისი და იყოს წმიდა.

10. და სცხო საკურთხეველსა მას ნაყოფთასა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა,

11. და განსწმიდო საკურთხეველი იგი და იყოს წმიდა წმიდათა. და სცხო საბანელსა და ხარისხთა მისთა, და, განსწმიდო იგი.

12. და მოიყვანო აჰრონ და ძენი მისნი წინაშე კარსა კარვისა მის საწამებელისასა, და განბანნე იგინი წყლითა,

13. და შეჰმოსო აჰრონს იგი წმიდაჲ, და სცხო მას და წმიდა იყოს იგი მღდელად ჩემდა; და იყოს მათა ცხებულება მღდელობისა უკუნისამდე ნათესავთა შორის მათსა.

14. და ყო ეგრე მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ქმნა.

15. და იყო, თთვესა მას პირველსა მეორესა წელთათა გამოსლვისა მის ეგჳპტით, თთვის თავსა, რომელთა კარავი იგი განესრულა.

16. და აღმართა მოსე კარავი და დადგინა ხარისხნი მისნი, და აღმართნა სვეტნი იგი მისნი, და დასდვა სვეტის თავნი,

17. და მოქლონნი, და აღმართნა სუეტნი, და განმარტნა ეზოები იგი კარვისა მის, და დაჰბურა საფარველი კარავსა მას ზედა კერძო, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

18. და მოიხუნა საწამებელნი იგი და შთაასხნა იგინი კიდობანსა მას და განუთხინა უღელნი იგი ქვეშე კერძო კიდობანსა მას.

19. და შეიღო კიდობანი იგი შინაგან კარვისა მის, დაჰბურა საფარველი იგი კრეტსაბმელისა მის და დაფარა კიდობანი იგი წამებისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

20. დადგა ტაბლა იგი კარავსა მას შინა საწამებელისასა, ჩრდილოთ კერძო, გარე კრეტსაბმელსა მას, კარვისა მის საწამებელისასა.

21. და დააგო მას ზედა პური იგი შესაწირავი წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

22. და დადგა სასანოვაგე იგი კარავსა მას საწამებელისასა ადგილსა მას სამხრეთ კერძო კარვისასა.

23. და დააგნა სასანთლენი მას ზედა წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

24. დადგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კარავსა მას შინა საწამებელისასა, წინაშე კრეტსაბმელისა.

25. და დააკმია საკმეველი იგი აღზავებული მას ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

26. და განმატა კრეტსაბმელი კარსა ზედა კარვისა მის.

27. და საკურთხეველი ნაყოფთა დადგა კართა მათ თანა კარვისა მის საწამებელისათა. დაასხნა მას ზედა მსხუერპლი და შესაწირავი იგი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

28. და დასდგა საბანელი იგი კარავსა მის თანა საწამებელისათა ტაბლასა თანა და შთაასხა მას შინა წყალი.

29. და იბანებდენ მისგან მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴელთა და ფერჴთა მათთა.

30. რაჟამს შევიდოდიან კარავსა მას საწამებელისასა, გინა რაჟამს შეეხებოდენ საკურთხეველსა მას მსახურებად, და დაიბანდენ მით, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

31. და აღმართა ეზო გარემოს კარვისა მის საკურთხევლითურთ და დაჰბურა კარნი ბრჭისა ეზოსა მის საბურველითა მით და აღასრულა მოსე ყოველივე საქმე.

32. დაფარა ღრუბელმან კარავი იგი საწამებელისა და აღივსო დიდებითა უფლისაჲთა კარავი იგი.

33. და ვერ ჴელ-ეწიფა მოსეს შესლვად კარავსა მას საწამებელისასა, რამეთუ აგრილობდა მას ზედა ღრუბელი იგი და დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი.

34. და რაჟამს ამაღლდის ღრუბელი იგი კარვისა მისგან, აღეგნიან ძენი ისრაჱლისანი ტრვად ყოვლით ვანითურთ მათით.

35. და უკუეთუ არა აღიმაღლის ღრუბელმან მან, არა აღეგნიან ტრვად მუნ დღედმდე, ვიდრემდე აღიმაღლის ღრუბელმან მან.

36. რამეთუ ღრუბელი უფლისაჲ იყო კარავსა მას ზედა დღისი და ცეცხლი იყო მას ზედა ღამე წინაშე ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა და ყოვლისა მის ვანისა ტრვასა მათსა.