1. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
2. და შენ ნუ ისუამ ცოლსა. და არა იშვეს შენდა ძე, არცა ასული ადგილსა ამას შინა,
3. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთა, ქმნილთა ადგილსა ამას შინა და დედათა მათთათჳს მლმობელთა მათთა და მამათა მათთათჳს მშობელთა მათთა, ქუეყანასა ამას შინა.
4. სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ. არა იტყებნენ და არა დაიფლნენ. სამაგალითოდ პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა იყვნენ, და მახჳლისა მიერ დაეცნენ და სიყმილისა მიერ მოესრულნენ. და იყუნენ მძორნი მათნი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.
5. ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეხუალ მწყობრობასა მათსა და ნუ მიხვალ ტყებად და ნუ ეგლოვ მათ, რამეთუ განვაკიდვე მშჳდობაჲ ჩემი ერისა ამისაგან, - იტყჳს უფალი, - და წყალობა ჩემი და შეწყნარებანი ჩემნი.
6. და მოკუდენ დიდნი და მცირენი ქუეყანასა ამას შინა. არა დაეფლნენ, არცა ეტყებდენ მათ, არცა რაჲთურთით ქმნან არარაჲ და არა აღიპარსნენ და არცა იტირნენ.
7. და არცა განტყდეს პური გლოვასა შინა მათთასა ნუგეშინის-საცემელად მკუდარსა ზედა. არა ასუან მას სასუმელი ნუგეშინის-საცემელად მამასა მისსა ზედა და დედასა მისსა ზედა.
8. სახიდ ანკანაკობისა მათისა არა შეხჳდე ოდესცა თანდაჯდომად მათ თანა, ჭამად და სუმად,
9. მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა ღმერთი ისრაჱლისა, - აჰა, მე დავარღუევ ადგილისა ამისგან წინაშე თუალთა თქუენთა დღეთა შინა თქუენთა ჴმასა სიხარულისასა და ჴმასა შუებისასა და ჴმასა სიძისასა და ჴმასა სძლისასა.
10. და იყოს, ოდეს მიუთხრნე ერსა ამას ყოველნი ესე სიტყუანი, და თქუან შენდამო: რასათჳს თქუნა უფალმან ჩუენ ზედა ყოველნი ესე ძჳრნი? რაჲ არს სიცრუენი ჩუენი, და რაჲ ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა?
11. და ჰრქუა მათ: მის წილ, რომელ დამიტევეს მამათა თქუენთა, - იტყჳს უფალი, - და ვიდოდეს უკანა ღმერთთა უცხოთასა და ჰმსახურეს მათ, და თაყუანის-სცეს მათ, და მე დამიტევეს და სჯული ჩემი არა დაიმარხეს.
12. და თქუენცა იუკეთურეთვე უფროს მამათა თქუენთასა და, აჰა, თქუენ ხუალთ კაცადნი უკანა სათნოთა გულისა თქუენისათა არსმენად ჩემდა.
13. და განგთხინე თქუენ ქუეყანისა ამისგან ქუეყანად. მიმართ, რომელი არა იცით თქუენ და მამათა თქუენთა, და ჰმსახუროთ მუნ ღმერთთა უცხოთა დღე და ღამე, რომელთა არა მოგცენ თქვენ წყალობაჲ.
14. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაილისანი ქუეყანით ეგჳპტით,
15. არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძვნი ისრაილისანი ქუეყანისაგან ჩრდილოსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადა განიჴადნეს მუნ. და კუალად ვაგნე იგინი ქუეყანასა მათსა, რომელი მივეც მამათა მათთა.
16. აჰა, მივავლენ მრავალთა მონადირეთა და მოინადირნენ იგინი. და ამათსა შემდგომად მივავლენ მრავალთა მთხევლართა, - იტყჳს უფალი, - და მოითხევლნენ იგინი ზედა კერძო ყოვლისა მთისა და ზედა კერძო ყოვლისა ბორცჳსა და ჴურელებისაგან კლდეთასა,
17. რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა ზედა გზათა მათთა და არ დაიფარნენ უსამართლოებანი მათნი წინაშე თუალთა ჩემთა.
18. და ნაცვალ-ვაგო მრჩობლეულად სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა მათ წილ, რომელ შეაგინეს ქუეყანა ჩემი, მძორებისა მიერ საძაგელებათა მათთასა და უსჯულოებათა მათთა მიერ, რომლითა შესცოდეს სამკჳდრებელსა ჩემსა.
19. უფალო, ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და მისალტოლველო ჩემო დღეთა შინა ძჳრთა ჩემთასა შენდამი, წარმართნი მოვიდენ დასასრულით ქუეყანისათ და თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი და არა არს სარგებელი მათ თანა.
20. უკუეთუ ყუნეს კაცმან თავისა თჳსისად ღმერთნი, და იგინი არა არიან ღმერთ.
21. აჰა, მე განუცხადო მათ ჟამსა ამას შინა ჴელი ჩემი, და ვაცნობო მათ ძალი ჩემი, და ცნან, ვითარმედ სახელი ჩემი უფალ.
1. ამათ იტყჳს უფალი: ცოდვაჲ იუდაჲსი შთაწერილ არს ნაწერსა შინა, რკინასა შინა ფრჩხილითა ადამანტინისაჲთა, შთაწებული მკერდსა ზედა ფიცრისა გულისა მათისასა და რქათა შორის საკურთხეველთა მათთასა.
2. ესრეთ, ოდესცა მოიჴსენნენ ძეთა მათთა საკურთხეველთა მათთაჲ და სერტყთა მათთაჲ ხესა შორის ვარჯოანსა და ბორცუთა ზედა განსაცხრომელთა.
3. და მთათა ველსა შორის ძალი შენი და ფასნი შენნი იავრად მივსცნე და მაღალნი შენნი ცოდვათა შენთათჳს, ყოველთა შორის საზღვართა შენთა.
4. და დაშთე მარტოჲ და დაჰმდაბლდე სამკჳდრებელისაგან შენისა, რომელი მიგეც შენ და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა შინა, რომელი არა უწყოდი, რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულისწყრომისაგან ჩემისა, ვიდრე საუკუნომდე ეგზებოდის.
5. ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი.
6. და იყოს ვითარ ველური გრიკი უდაბნოს შინა, რომელი არა იხილავს, ოდეს მოვიდენ კეთილნი. და დაეშენოს ალდატსა, ქუეყანასა უდაბნოსა, ქუეყანასა შინა მარილიანსა, რომელი არა დაიმკჳდრების.
7. და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა.
8. და იყოს, ვითარცა ხე ნოყიერი წყალსა ზედა, და ნოტიასა ზედა განიხუნეს ძირნი მისნი. და არა შეშინდეს, ოდეს მოვიდეს სიცხე. და იყოს მის შორის მორჩები სერტყოვნები, წელიწადსა უწჳმროებისასა არა შეშინდეს და არა მოაკლოს, ყოფად ნაყოფი.
9. ღრმა არს გული უფროს ყოველთასა და კაც არს. და ვინ ცნას იგი?
10. მე, უფალი, გამომწულილველი გულთა, გამომცდელი თირკმელთა მიცემად კაცადისა გზათაებრ მისთა და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მისთაჲსა.
11. ჴმა-ყო კაკაბმან, შეიკრიბნა, რომელნი არა შვნა. მყოფელმან სიმდიდრესა მისსა არა განკითხვით, განზოგებასა დღეთა მისთასა დაუტეონ იგი და უკანასკნელთა შინა მისთა იყოს უცნობელ.
12. საყდარ დიდების ამაღლებულ, სიწმიდე ჩუენი,
13. დასაბამითგან ადგილ სიწმიდისა ჩვენისა. თმენაჲ ისრაილისა, უფალო, ყოველნი დამტევებელნი შენნი სირცხჳლეულ იქმნედ განმდგომნი ქუეყანასა ზედა დაიწერნედ, რამეთუ დაუტევეს წყაროჲ ცხოვრებისა, უფალი.
14. განმკურნე მე უფალო, და განვიკურნო, და მაცხოვნე მე, და ვცხონდე, რამეთუ სიქადული ჩემი შენ ხარ.
15. აჰა, ესენი იტყჳან ჩემდამო: სადა არს სიტყუაჲ უფლისაჲ? მოვედინ!
16. ხოლო მე არა დავშუერ შედგომილი უკანა შენსა და დღესა კაცისასა გულმან არ მითქუა. შენ უწყი, გამომავალნი ბაგეთა ჩემთაგან წინაშე პირსა შენსა არიან.
17. ნუ მექმნები მე უცხო, მრიდებელი ჩემი დღესა შინა ბოროტსა.
18. სირცხჳლეულ იქმნენინ მდევარნი ჩემნი და ნუ მერცხჳნებინ მე. შეძრწუნდენ იგინი და ნუცა შევძრწუნდები მე. მიაწიე მათ ზედა დღე ბოროტი, მრჩობლითა შემუსრვითა შემუსრენ იგინი.
19. ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და დადეგ ბჭეთა ზედა ძეთა ერისა შენისათასა, რომლისა მიერ შევლენ მათ მიერ მეფენი იუდაჲსნი, და რომელთა მიერ გამოვლენ მათ ზედა და ყოველთა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათა.
20. და სთქუა მათდა მიმართ: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და ყოველმან იუდეამან და ყოველმან ისრაილმან, შემავალთა ბჭეთა ამათ შორის.
21. ამათ იტყჳს უფალი: დაიცვენით სულნი თქუენნი და ნუ აღიღებთ ტჳრთსა დღესა შინა შაბათთასა და ნუ გამოხუალთ ბჭეთა იერუსალიმისათა,
22. და ნუ გამოგქონან ტჳრთნი სახლთაგან თქუენთა დღესა შინა შაბათთასა, და ყოველი საქმე არა ჰქმნათ. და წმიდა-ყავთ დღე შაბათთაჲ, ვითარცა ვამცენ მამათა თქუენთა.
23. და არა ისმინეს, და არა მოყვეს ყური მათი, და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა არსმენად ჩემსა და არშეწყნარებად სწავლაჲ.
24. და იყოს, უკეთუ სმენით ისმინოთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - არა შეღებად ტჳრთი ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა დღესა შინა შაბათთასა და წმიდაყოფად დღე შაბათთაჲ, არაქმნითა მას შინა ყოველსა საქმესა.
25. და შემოვიდოდიან ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა, ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა მისსა, იგინი და მთავარნი მათნი მამაკაცნი იუდაჲსნი და დამკჳდრებულნი იერუსალიმისანი. და დაეშენოს ქალაქი ესე საუკუნოდ.
26. და მოვიდენ ქალაქთაგან იუდასთა და გარემოს იერუსალიმისა და ქუეყანისაგან ბენიამენისსა, და ველობისაგან და მთისაგან და ჩრდილოდ მიმართისაგან, მომღებელნი ყოვლადდასაწუელთა და მსხუერპლთა და საკმეველთა და მანანასა და გუნდრუკსა და მომღებელნი საქებელად სახლისა მიმართ უფლისა.
27. და იყოს, არა თუ ისმინოთ ჩემი წმიდა-ყოფად დღე შაბათთაჲ. არა აღღებად ტჳრთნი და შესლვად ბჭეთა იერუსალიმისათა დღესა შინა შაბათთასა, და აღვაგზნა ცეცხლი ბჭეთა მისთა შორის, და შეჭამნეს მრჩობლგზებნი იერუსალიმისანი და არა დაშრტეს.
1. სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიას მიმართ მეტყუელი:
2. აღდეგ და შთავედ სახიდ მეკეცისა, და მუნ გესმნენ სიტყუანი ჩემნი.
3. და შთავედ სახიდ მეკეცისა. და, აჰა, იგი იქმოდა საქმესა ქვათა ზედა.
4. დავარდა ჭურჭელი, რომელსა-იგი იქმოდა თიჴისაგან ჴელთა შინა მისთა, და კუალად შექმნა იგი ჭურჭლად სხუად, ვითარცა სთნდა წინაშე მისსა ქმნად.
5. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: არქუ მათ:
6. უკუეთუ ვითარცა მეკეცესა ამას ვერ ძალ-მიც ქმნად თქუენდა, სახლო, ისრაილისაო? აჰა, ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეთ თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაილისაო!
7. აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად.
8. და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა.
9. დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად
10. და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა.
11. და აწ თქუ მამაკაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმს: ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვზელ თქუენ ზედა ბოროტთა და ვსიტყუავ თქუენ ზედა გულისსიტყვასა: მოიქეცინ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უკეთეს-ჰყვენით სიმარჯუენი თქუენი და გზანი თქუენი
12. და თქუეს: ვმჴნდეთ, რამეთუ უკანა განდრეკილებათა ჩუენთასა ვიდოდით და კაცადმან სათნონი გულისა ჩუენისა ბოროტნი ვქმნნეთ.
13. ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: იკითხეთ წარმართთა შორის, ვის ესმნეს ესევითარნი განსაკრთომელნი ფრიად, რომელნი ქმნნა ასულმან ქალწულმან იერუსალიმისამან?
14. ნუ მოაკლდეს კლდისაგან ძუძუნი, ანუ თოვლი ლიბანისაგან, ანუ მიაქციის წყალი მაიძულებელისა ქარისა მობერვამან?
15. რამეთუ დამივიწყა მე ერმან ჩემმან, ცუდისადმი აკმევდეს და მოუძლურდენ გზათა მათთა ზედა, საბელთა საუკუნეთა ზედსლვისათჳს ალაგთა არმქონებელთა გზისათა სავალად.
16. და დაწესებად ქუეყანაჲ მათი უჩინოსაქმნელად და სასტჳნველად საუკუნოდ. ყოველნი წარმავლელნი მის მიერ განცჳბრდენ და შეხარნენ თავნი მათნი,
17. ვითარცა ქარმან შემწუელმან განვაბნინე იგინი წინაშე პირსა მტერთა მათთასა. ქედი და არა პირი უჩუენო მათ დღესა შინა წარწყმედისა მათისასა.
18. და თქუეს: მოვედით, ვსიტყოთ იერემიას ზედა გულისსიტყუა, რამეთუ არა წარწყმდეს შჯული მღდელისაგან და განზრახვაჲ გულისჴმიერისაგან და სიტყვა წინაწარმეტყუელისაგან. მოვედით და გავაბრძოლოთ იგი ენისა მიერ, და არა ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი.
19. ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართლისა ჩემისაჲ.
20. უკეთუ მიეგებიან ბოროტნი კეთილთა წილ, რამეთუ შეთქუნეს სიტყუანი ძჳნად სულისა ჩემისა და ტანჯვაჲ მათი დამირწყუეს მე? მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე პირსა შენსა თქმად მათ ძლით კეთილთა, გარემიქცევად გულისწყრომა შენი მათგან.
21. ამისთჳს მისცენ ძენი მათნი სიყმილსა და შეაწყუდიენ იგინი ჴელთა მახჳლისათა. იქმენინ ცოლნი მათნი უშვილო და ქურივებ, და ქმარნი მათნი იქმენინ მოწყუედილ სიკვდილითა და ჭაბუკნი მათნი დაცემულ მახჳლითა ბრძოლასა შინა.
22. იქმენინ ღაღადება სახლებსა შინა მათსა, მოავლინენ მათ ზედა ავაზაკნი მყის, რამეთუ ჴელ-ყვეს სიტყვა შეპყრობად ჩემდა, და მახენი დაარწყუნეს ჩემ ზედა.
23. და შენ, უფალო, სცან ყოველი განზრახვაჲ ჩემ ზედა სასიკვდინედ. ნუ ააუბრალოებ უმართლობათა მათთა და ცოდვათა მათთა პირისა შენისაგან ნუ აჰჴოც. იყავნ უძლურებაჲ მათი წინაშე შენსა, ჟამსა შინა გულისწყრომისა შენისასა ყავ მათ შორის.
1. მაშინ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე კარაბაჲ, გამოზელილი კეცისაჲ, და მოიყვანენ მოხუცებულთაგან ერისათა და მოხუცებულთაგან მღდელთასა.
2. და განხჳდე სამრავალკაცოდ ძეებისა შვილთა მათთასა, რომელი არს წინა კართა ზედა ბჭისა ხარსიდისასა, და წარიკითხენ მუნ ყოველნი სიტყუანი, რომელნიცა ვთქუნე შენდამი.
3. და ჰრქუა მათ: ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს და შემავალთა ამათ ბჭეთა შინა. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: აჰა, მე მოვაწევ ერსა ამას ზედა ძჳრთა, ვიდრეღა ყოველსა მსმენელსა მათსა აღუყივდენ ყურნი მისნი.
4. მათ წილ, რომელ დამიტევეს მე, და განაუცხოეს ადგილი ესე, და უკმევდეს ამას შორის ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცოდნეს მათ და მამათა მათთა და მეფეთა იუდაჲსთა, აღავსეს ადგილი ესე სისხლებითა უბრალოებითა,
5. და უშენნეს მაღალნი ბაალსა დაწუად ძენი მათნი ცეცხლითა ყოვლადდასაწუელად ბაალისა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა მომეგონა გულსა შინ ჩემსა.
6. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და არა ეწოდოს მერმე ადგილსა ამას დაცემულება და სამრავალკაცო ძისა ენნომისსა, არამედ სამრავალკაცო სრვისა.
7. და მოვსრა განზრახვაჲ იუდაჲსი და განზრახვაჲ იერუსალიმისაჲ ადგილსა ამას შინა, და დავსცნე იგინი მახჳლისა მიერ წინაშე მტერთა მათთა და ჴელებსა შინა მეძიებელთა სულებისა მათისათა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.
8. და დავდვა ქალაქი ესე უჩინოსაქმნელად და სასტჳნვლად. ყოველი თანაწარმვლელი მის ზედა დაწუხნეს და დაისტჳნოს ყოვლისა ამის წყლულებისათჳს.
9. და ჭამდენ ჴორცებსა ძეთა მათთასა და ჴორცებსა ასულთა მათთასა და თითოეული ჴორცთა მოყუსისა თვისისათა ჭამდეს გარემოცვულებასა შინა და გარემოდგომილებასა შინა, რომლითა გარემოადგენ მათ მტერნი მათნი და მეძიებელნი სულთა მათთანი.
10. და შეჰმუსრო კარაბაჲ წინაშე თვალებსა კაცთა გამოსრულთასა შენ თანა.
11. და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ესრეთ შევმუსრო ერი ესე და ქალაქი ესე, ვითარცა შეიმუსრვის ჭურჭელი კეცისაჲ, რომელი არშესაძლებელ იყოს განკურნებად მერმე, და ტაფეთს თანა დაჰფლვიდენ, რამეთუ არა იყოს ადგილი დაფლვად.
12. ესრეთ უყო, - იტყჳს უფალი, - ადგილსა ამას და დამკჳდრებულთა მას შინა მიცემად ქალაქი ესე ქუეყანად დაკუეთებულად.
13. და იყვნენ სახლებნი იერუსალიმისანი და სახლნი მეფეთა იუდაჲსთანი, ვითარცა ადგილი დაკუეთებული არაწმიდებათათჳს, რომელნი ქმნნეს სახლთა შინა, რომელთა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა მათსა ყოველსა მჴედრობასა ცისასა, დაუგებდეს საგებელთა ღმერთთა უცხოთა.
14. და მოვიდა იერემია დაცემულებისაგან ტაფეთისა, ვინაჲ მიავლინა იგი უფალმან წყლულებად მუნ, და დადგა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და თქვა ყოვლისა მიმართ ერისა.
15. ამას იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე მოვჰჴადნე ქალაქსა ამას ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა მისთა და დაბათა მისთა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მის ზედა, რამეთუ განიფიცხეს ქედი მათი არსმენად სიტყვათა ჩემთა.
1. და ესმა პასქორს, ძესა ემმირისსა, მღდელსა, და იგი იყო დადგინებულ სახლსა უფლისასა, იერემიას წინაწარმეტყუელება სიტყუათაჲ ამათ.
2. და უხეთქნა პასქორმან იერემიას წინაწარმეტყუელსა და შთააგდო იგი მღჳმესა, რომელი იყო ბჭეთა თანა ბენიამენისსა სახლისა განკიდებულისა ქორედისა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა.
3. და იყო ხვალისაგან, და გამოიყვანა პასქორმან იერემია მღვიმით და ჰრქუა მას იერემია: არა პასქორ გიწოდა უფალმან სახელი შენი, არამედ გარდასახლებულ
4. მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგცემ შენ გარდასახლებად ყოველთა თანა მოყვარეთა შენთა, და დაეცნენ მახჳლითა მტერთა მათთაჲთა, და თუალთა შენთა იხილონ. და შენ და ყოველი იუდაჲ მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა, და გარდაასახლენ იგინი ბაბილოვნად და დაჭრნენ იგინი მახჳლითა.
5. და მივსცნე ყოველი ძალი ქალაქისა ამის და ყოველნი ნაშრომნი მისნი და ყოველი პატივი მისი, და ყოველნი საუნჯენი მეფისა იუდაჲსნი მივსცნე ჴელთა მტერთა მათთასა, და წარიხუნენ იგინი ბაბილონად.
6. და შენ, პასქორო, და ყოველნი დამკჳდრებულნი სახლსა შინა შენსა, წარხჳდეთ ტყუეობად და ბაბილონად მიხჳდეთ და მუნ მოჰკუდე. და მუნ დაეფლა შენ და ყოველნი მეგობარნი შენნი, რომელთა უწინასწარმეტყუელებდ მათ ცრუსა.
7. შემაცთუნე მე, უფალო, და შევსცეთ. შემიპყარ და მძლე ვიქმენ საცინელად, ყოველი დღე წარვლე განკიცხულმან.
8. რამეთუ განმწარებულითა სიტყჳთა ჩემითა ვიცინოდი უდებლობასა და საარებულობასა მოვხადო, რამეთუ იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა საყუედრელად და საგიობელ ყოველსა დღესა.
9. და ვთქუ: არა სახელ-ვსდვა სახელსა ღმრთისასა და არა ვიტყოდი მერმე სახელსა ზედა მისსა. და იქმნა გულსა შინა ჩემსა, ვითარცა ცეცხლი მგზებარე და მოტყინარე და შემყენებელი შორის ძუალთა ჩემთა, და შეუცავ ყოველგნით, და ვერ ძალ-მიც თავს-დებაჲ,
10. რამეთუ მესმა გიობაჲ მრავალთაჲ შეკრებულთა ჩემ ზედა მრგულივ, მეტყუელთა: ზედააღდეგით და ზედააღუდგეთ მას ყოველნი კაცნი მიყუარნი მისნი, განიხილეთ წულილ მოგონებაჲ მისი, ანუ შეაცთუნეთ და ვსძლოთ მას, და მოვიღოთ შურისძიებაჲ ჩუენი მისგან.
11. და უფალი ჩემ თანა, ვითარცა მბრძოლი ძლიერი. ამისთჳს მდევნეს და გაგონებად ვერ უძლოყე. ერცხჳნა ფრიად, რამეთუ აგრძნეს უპატიობანი მათნი, რომელნი საუკუნომდე არდავიწყებულ იქმნენ.
12. უფალო ძალთაო, გამომცდელო სამართალთაო, გულისხმის-მყოფელო თირკმელთა და გულთაო. მიხილავსმცა შენმიერი შურისძიებაჲ მათგან, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადენ პასუხის-მიცემანი ჩემნი.
13. უგალობდით უფალსა, აქებდით მას, რამეთუ განარინა სული გლახაკისაჲ ჴელისაგან მბოროტებელთასა.
14. დაწყეულ დღე, რომელსა ვიშევ მას შინა, დღე, რომელსა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, ნუ იყოფინ ზედლოცვით.
15. დაწყეულ კაცი, მახარებელი მამისა ჩემისა, მეტყუელი: გეშვა შენ ძე წული, ნუ მხიარულ იყავნ.
16. და იყავნ კაცი იგი, ვითარცა ქალაქნი, რომელნი დააქცინა უფალმან გულისწყრომით და არ შეინანა. ესმედ ღაღადებისაჲ განთიად და ვალალაებისაჲ ჟამსა შუადღისასა,
17. რამეთუ არ მომკლა მე საშოსა შინა მსაშოებელისა ჩემისასა, და იქმნა დედაჲ ჩემი საფლავ ჩემდა, და საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა.
18. რაჲსა ამისთჳს გამოვედ საშოჲთ, ხილვად შრომათა და ტკივილთა და გარდაჴდეს სირცხჳლსა შინა დღენი ჩემნი?