წინასწარმეტყველება იერემიასი

41

1. და იყო თთუესა მეშჳდესა, მოვიდა ისმაილ, ძე ნათანისი, ძისა ელისამაჲსი, ნათესავისაგან მეფობისა და ყრმაკნი მეფისანი და ათნი მამაკაცნი მათ თანა გოდოლიაჲს მიმართ მასიფად, და ჭამეს მუნ პური ზოგად.

2. და აღდგა ისმაილ, ძე ნათანისი, და ათნი მამაკაცნი მის თანა და მოკლეს გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა,

3. და ყოველნი იუდეანნი მყოფნი მის თანა მასსიფას და ყოველნი ქალდეველნი პოენილნი მუნ და მამაკაცნი ბრძოლისანი მოსრნა ისმაილმან.

4. და იყო დღესა მეორესა მოკლვისა გოდოლიაჲსსა მის მიერ, და კაცმან არა ცნა.

5. და მოვიდეს კაცნი სჳქემით და სალიმით და სამარიაჲთ ოთხმეოცნი კაცნი დამყჳნელნი წუერთანი და დამბძარველნი სამოსელთა მათთანი და მეტყებარნი, და მანანაჲ და გუნდრუკი და ძღუენნი ჴელთა შინა მათთა შეღებად სახლად უფლისა.

6. და გამოვიდა მიგებებად მათდა ისმაილ მასიფაით, და იგინი ვიდოდეს და ტიროდეს. და ვითარცა მიეახლა მათ, ჰრქუა მათ: შევედით გოდოლიაჲსსა, ძისა აქიკამისა.

7. და იყო, შე-რა-ვიდეს საშუალ ქალაქისა, მოსრნა იგინი ისმაილმან, და შთაყარნა ჯურღმულსა მან და კაცთა მათ მისთანათა.

8. და ათნი კაცნი იპოვნეს მუნ და ჰრქუეს ისმაილსა: ნუ მომწყუედ ჩუენ, რამეთუ არიან ჩუენდა საუნჯენი ვვლსა შინა, იფქლნი და ქრთილნი და თაფლი და ზეთი. და წარჰჴდა და არა მოსწყჳდნა იგინი შორის ძმათა მათთა.

9. ხოლო ჯუღრმული, რომელსა შთაყარნა ისმაილ ყოველნი, რომელნი მოსრა გოდოლიაჲს თანა, ჯურღმული დიდი, ესე არს, რომელი ქმნა მეფემან ასა პირისაგან ასაჲსა, მეფისა ისრაჱლისა, ესე აღავსო ისმაილმან წყლულებითა.

10. და მიაქცია ისმაილმან ყოველი ერი დაშთომილი მასსიფას და ასულნი მეფისანი, რომელნი შეჰვედრნა მთავარქონდაქარმან გოდოლიას, ძესა აქიკამისსა. და აღიმსთო ისმაილ და წარვიდა წიაღ ძეთა ამმონისთა,

11. და ესმნეს იოანანს, ძესა კარიესსა და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ძჳრნი, რომელნი ქმნნა ისმაილმან, ძემან ნათანისმან.

12. და შეკრიბეს ყოველი ლაშქარი მათი და მივიდეს ბრძოლად მისსა. და პოეს იგი წყალსა ზედა მრავალსა გაბაონს შინა.

13. და იყო, ვითარცა იხილა ყოველმან ერმან ისმაილისთანამან იონან და მთავარნი ძლიერებისანი მისთანანი, განიხარეს.

14. და მოაქცია ყოველმან ერმან, რომელი წარტყუენა ისმაელმან მასსეფაჲთ, და მოქცეულნი მოვიდეს იონანის მომართ, ძისა კარიესისა.

15. ხოლო ისმაილ, ძე ნათანისი, განერა რვათა კაცთა თანა პირისაგან იოანნანისსა, და მივიდა ძეთა მიმართ ამმონისთა.

16. და მიიხუნა იოანან, ძემან კარისმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ნეშტნი ერისანი, რომელნი უკმოაქცინა ისმაილისაგან, ძისა ნათანისა, შემდგომად მოკლვისა გოდოლიაჲსისა, ძისა აქიკამისისა, ძლიერნი კაცნი ბრძოლასა შინა, და დედანი და ნეშტნი და საჭურისნი, რომელნი მოაქცინა გაბაონით.

17. და წარვიდეს და დასხდეს ქუეყანასა შინა ბიროათამისა, ბეთლემით კერძოსა, წარსლვად ეგჳპტედ.

18. პირისაგან ქალდეველთასა, რამეთუ შიშნეულ იქმნნეს პირისაგან მათისა, რამეთუ მოკლა ისმაილმან გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა.

42

1. და მოუჴდეს ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი და იოანან, ძე კარესი, და აზარია, ძე მაასესი, და ყოველი ერი კნინითგან დიდამდე

2. მათდა იერემიას წინაწარმეტყუელსა და ჰრქუეს მას: დავარდინ წყალობაჲ ჩუენი წინაშე პირისა შენისა და ილოცე წინაშე უფლისა მიმართ ღმრთისა ნეშტთა ამათთჳს, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან, ვითარცა თუალნი შენნი ხედვენ.

3. და გჳთხარნ ჩუენ უფალმან ღმერთმან გზაჲ, რომელსა ვიდოდით მას ზედა და სიტყუაჲ, რომელ ვყოთ.

4. და ჰრქუა მათ იერემია წინაწარმეტყუელმან: მესმა, აჰა, მე ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა სიტყუათაებრ თქუენთა. და იყოს, სიტყუაჲ, რომელიცა მომიგოს უფალმან, მიგითხრა თქუენ, არა დავფარო თქუენგან თქუმაჲ.

5. და მათ ჰრქუეს ირემიას: იყავნ უფალი ჩუენდა მოწამედ მართლად და სარწმუნოდ, ვითარმედ ყოვლისა სიტყჳსაებრ, რომლითაცა მოგავლინოს შენ უფალმან ღმერთმან ჩვენდა მომართ, ეგრეთ ვყოთ,

6. დაღათუ კეთილად, დაღათუ ბოროტად ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომლისა ჩუენ მიგავლენთ შენ მისსა, ვისმინოთ, რაჲთა უმჯობეს იყოს ჩუენდა, რამეთუ ვისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

7. და იქმნა შემდგომად დღეთა ათთასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიას მიმართ.

8. და მიუწოდა იერემია იოანანს, ძესა კარიესისა, და მთავართა ძლიერებისათა მისთანათა, და ყოველსა ერსა კნინითგან მიდიდამდე.

9. და ჰრქუა მათ: ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, რომლისა-იგი მიმავლინეთ მე დათხევად წყალობა თქუენი წინაშე მისსა.

10. უკუეთუ მსხდომარენი სხდეთ ქუეყანასა ამას შინა, აღგაშენნე თქუენ და არა დაგარღჳნე. და დაგნერგნე თქუენ და არა აღმოგფხურნე, რამეთუ დაცხრომილ ვარ ბოროტთაგან, რომელნი გიყვენ თქუენ.

11. ნუ გეშინინყე პირისაგან მეფისა ბაბილონისა, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა ნუ გეშინისყე, - თქუა უფალმან, - რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად თქუენდა და ცხოვნებად თქუენდა ჴელისაგან მისისა.

12. და მე გცე თქუენ წყალობა და შეგიწყალნე თქუენ, და მიგაქცინე თქვენ ქუეყანად თქუენდა.

13. და უკეთუ იტყჳთ თქუენ: არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა, არსმენისათჳს ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა,

14. ვითარმედ ქუეყანად ეგჳპტისა შევიდეთ, და არა ვიხილოთ ბრძოლაჲ და ჴმაჲ საყჳრისაჲ არა ვისმინოთ, და პური არა გუშიოდის, და მუნ დავეშენნეთ.

15. ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ნეშტთა იუდაჲსთა, - ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: უკუეთუ თქუენ მისცეთ პირი თქუენი ეგჳპტედ მიმართ და შეხჳდეთ მუნ დაშენებად.

16. და იყოს მახჳლი, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა, გპოვნეს თქუენ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, და სიყმილი, რომლისა თქუენ სიტყუაჲ გაქუსყე სივლტოლად პირისაგან მისისა, გეწიოს თქუენ უკუანა თქუენსა ეგჳპტეს შინა, და მუნ მოჰკუდეთ.

17. და იყვნენ ყოველნი კაცნი და ყოველნი სხუანი ნათესავნი მოსრულნი პირითა მათითა ქუეყანად ეგჳპტისა, დამკჳდრებად მუნ, და მოაკლდენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და არა იყოს მათი არავინ განრინებულ ბოროტთაგან, რომელთა მე მოვაწევ მათ ზედა.

18. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა დასწუთა გულისწყრომაჲ ჩემი დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა, ეგრეთ დაგწთუეს გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა შესლვასა თქვენსა ეგჳპტედ, და იყუნეთ უვალად, და ჴელისქუეშეებ, და საწყევარად და საყუედრელად, და არა იხილოთ არღა მერმე ადგილი ესე.

19. ესრეთ თქუა უფალმან თქუენ ზედა, დაშთომილთა იუდაჲსთა: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ და აწ მცნობელთა ცანთ, რამეთუ მე შეგწამებ თქუენ,

20. ვითარმედ ბოროტი ჰყავთ სულთა შინა თქუენთა, მიმავლენელთა ჩემთა და მეტყუელთა ჩემთა: ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გრქუნეს შენ უფალმან, გჳთხარ ჩუენ, და ვყვნეთ.

21. და გითხარ თქუენ დღეს, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, რომლითა მომავლინა მე თქუენდა.

22. და აწ უწყოდეთ, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და სიკუდილისა მიერ მოაკლდეთ ადგილსა შინა, რომელსა თქუენ ილოცავთ შესლვად დამკჳდრებად მუნ.

43

1. და იქმნა, ვითარცა დასცხრა იერემია მეტყუელი ერისა მიმართ ყოველთა ამათ სიტყუათა უფლისა ღმრთისა მათისათა, რომელ მოავლინნა უფალმან ღმერთმან მათა ყოველნი სიტყუანი ესე.

2. და თქუა აზარია, ძემან მაასესმან, და იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მამაკაცთა ამპარტავანთა მეტყუელთა იერემიაჲსთა მთქმელთა: ტყუილ არს, არ მოგავლინა შენ უფალმან ჩუენდა მომართ მეტყუელმან: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ,

3. არამედ ბარუქ, ძე ნირისი, აღგძრავს შენ ჩუენდა მომართ, რაჲთა მიმცნეს ჩუენ ჴელთა ქალდეველთასა მოკუდენად ჩუენდა და განსახლვად ჩუენდა ბაბილონად.

4. და არა ესმინა იოანან, ძე კარიესი, და ყოველნი მთავარნი ძალისანი და ყოველი ერი ჴმასა უფლისასა დაშენებად იუდას შორის.

5. და მიიყვანნა იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა ყოველნი დაშთომილნი იუდაჲსანი, უკმოქცეულნი ყოველთაგან ნათესავთა, სადა განთესულ იყვნეს, მუნ დამკჳდრებად ქუეყანასა იუდაჲსასა,

6. მამები და დედები და ჩჩჳლები და ერი და ასულნი მეფისანი და სულნი, რომელნი დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან გოდოლიას თანა, ძესა აქიკამისსა, ძისა საფანისსა, და იერემია წინაწარმეტყუელი და ბარუქ, ძე ნირისი.

7. და შთავიდეს ეგჳპტედ არსმენისა მიერ მათგან ჴმისა უფლისასა, და მივიდეს ვიდრე ტაფნადმდე.

8. და იქმნა სიტყუაჲ უფლისა იერემიაჲს მიმართ ტაფნას შინა მეტყუელი:

9. მოიხუენ თავისა შენისად ქვანი დიდნი და დამალენ იგინი მალულსა შინა და ალიზსა შორის წინა კართა თანა სახლისა ფარაოჲსთა, ტაფნათს შინა, წინაშე თვალთა ძეთა იუდაჲსათა.

10. და ჰრქუა: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: აჰა, მე მივავლინო და მოვიყვანო ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და დადგას საყდარი მისი ზედა კერძო ქვათა ამათ, რომელნი დავმალენ, და დასხნეს საჭურველნიცა მისნი ზედა კერძო მათსა, და აღიხუნეს საჭურველნი მისნი მათგან,

11. და შევიდეს და მოსრას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, რომელნი სიკუდიდ სიკუდილსა, და რომელნი განსახლვად განსახლვასა, და რომელნი მახჳლად მახჳლსა.

12. და აღატყინოს ცეცხლი სახლებსა შინა ღმერთთა მათთასა, და დაცეცხლნეს იგინი, და განტისნოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვითარცა განსტისნავს მწყემსი სამოსელსა თჳსსა, და განვიდეს მშჳდობით.

13. და შემუსრნეს სუეტნი მზისქალაქისანი ენონსშინანი, და სახლნი ღმერთთა მათთანი დაწუნეს ცეცხლითა.

44

1. სიტყუაჲ ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ ყოველთა ზედა იუდეანთა, დამკჳდრებულთა ეგჳპტეს შინა და მსხდომარეთა შორის ტაფნასა და მაადულოსა და მემფისა და ქუეყანასა შინა პათურისსა მეტყუელი:

2. ესრეთ თქვა უცალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: თქუენ იხილენით ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოვჴადენ იერუსალემსა ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა, და აჰა, არიან უშენ დღესა ამას მკჳდრთაგან

3. პირისაგან უკეთურებისა მათისა, რომელი ქმნეს განსამწარებელად ჩემდა წარსრულთა კუმევად და კუთნვად ღმერთთა სხუათა, რომელნი არ იცოდენით თქუენ და მამათა თქუენთა,

4. და მივავლენდ თქუენდა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა აღმსთობი და მიმავლენელი და მეტყუელნი: ნუ იქმთ საქმესა შეგინებისა ამისსა, რომელი მოვიძულე.

5. და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი მოქცევად უკეთურებისაგან მათისა, არკუმევისა ღმერთთა სხვათასა.

6. და დასწუთა რისხვაჲ ჩემი და გულისწყრომაჲ ჩემი, და აღეტყინა ცეცხლი ბჭეთა შორის იუდაჲსათა და გარეშე იერუსალჱმსა და იქმნეს აღსაოჴრებელად და უგზოდ, ვითარცა დღესა ამას.

7. და აწ ესრეთ თქუა უფალმან საბაოთისამან, ღმერთმან ისრაჱლისმან: რაჲსათჳს თქუენ იქმთ ბოროტთა დიდთა სულთა ზედა თქუენთა? მოკუეთად თქუენი მამაცი და დიაცი, ჩჩჳლი და მწოარი შორისისაგან იუდაჲსასა არდატევებისათჳს თქუენგანსა არცა ერთსა,

8. განმწარებისათჳს ჩემისა საქმეთა მიერ ჴელთა თქვენთაჲსა, კუმევითა ღმერთთა სხუათათა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა შეხუედით მსხემობად მუნ, რაჲთა აღმოიჭრნეთ და რაჲთა იქმნეთ საწყევარად და საყუედრელად წარმართთა შორის

9. არდავიწყებითა თქვენგან ძჳრთა მამათა თქუენთასა, და ძჳრთა თქუენთა, და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსათასა, და ძჳრთა ცოლთა მათთასა და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელნი ქმნეს ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და გარეშე იერუსალჱმისა.

10. და არა დასცხრეს ვიდრე დღისამდე ამის, და არ შეიშინეს, და არცა ერჩდეს შჯულთა ჩემთა, და არა ვიდოდეს უკანა ბრძანებათა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირსა მამათა მათთასა და წინაშე პირსა მათსა.

11. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე დავამტკიცებ პირსა ჩემსა თქუენ ზედა ბოროტთათჳს მოსრულება ყოვლისა იუდაჲსასა.

12. და მიიხუნენ დანაშთომნი იუდაჲსნი დამსხმელნი პირთა მათთანი შესლვად ქუეყანად ეგჳპტისა მსხემობად მუნ, წარწყმედისათჳს ყოველთა ნაშობთა იუდაჲსათა ეგჳპტესშინათა. და დაეცნენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა, და მოაკლდენ კნინითგან ვიდრე დიდადმდე, და მახჳლითა და სიყმილითა მოკუდენ, და იყუნენ საფიცად და წარსაწყმედელად, დასაწყევარად და საყუედრელად.

13. და ზედმივიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმივიხილე იერუსალჱმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.

14. და არა იყოს მათდა განრინებული, არცა დაშთომილი არცა ერთი ნეშტთაგანი იუდაჲსათა მოსრულთაჲ მსხემობად ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, მიქცევად ქუეყანადვე იუდაჲსსა, რომელსა ზედა იგინი ესვენ სულითა მათითა მიქცევად მუნ, არა მიიქცენ თჳნიერ მხოლოდ განლტოლვილნი, ესე იგი არს, განრომილნი.

15. და მიუგეს იერემიას ყოველთა მამაკაცთა მეცნიერთა, ვითარ უკმევენ ცოლნი მათნი ღმერთთა სხვათა და ყოველთა დედათა მდგომარეთა, შესაკრებელმან დიდმან და ყოველმან ერმან მსხდომარეთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა პათოქსისასა, მეტყუელთა:

16. სიტყუაჲ, რომელ სთქუ ჩუენდამო სახელითა უფლისაჲთა, არა გისმინოთ შენ,

17. რამეთუ მყოფელთა ვყოთ ყოველი სიტყუაჲ, რომელი გამოვიდეს პირისაგან ჩუენისა კუმევად მეფეას ცისასა და ზორვად მისსა საზორველთა, ვითარიგი ვყავთ ჩუენ, და მამათა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა და მეფეთა ჩუენთა ქალაქთა შინა იუდაჲსათა და გამოსავალთა იერუსალჱმისათა, და აღვივსენით პურითა, და ვიქმნენით ტკბილ და ძჳრნი არ ვიხილენით.

18. და ვითარცა მოვაკლეთ მკუმეველთა მეფიას ცისასა, და მზორველთა მისდა საზორველთასა ნაკლულევან ვიქმნენით ყოველნი ჩუენ, და მახჳლისა მიერ და სიყმილისა მოვაკლდით.

19. და დედათა თქუეს: და რამეთუ უკმევთ ჩუენ მეფეას ცისასა და უზორავთ მას საზორველთა, ნუ თჳნიერ ქმართა ჩუენთასა უქმენით მას მსუნევანნი, და უგენით მას საგებნი.

20. და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა ძლიერთა და დედებსა, და ყოველსა ერსა მიმგებელთა მისდა სიტყუათასა მეტყუელმან:

21. არა საკუმეველსა რომელსა აკუმევდით ქალაქთა შორის იუდაჲსათა და გამოსავალთა შორის იერუსალჱმისათა თქუენ და მამანი თქუენნი, და მეფენი თქუენნი, და მთავარნი თქუენნი და ერი ქუეყანისაჲ? მოიჴსენა უფალმან და აღვიდა გულსა ზედა მისსა.

22. და ვერ უძლებდა მერმე თავს-დებად უფალი პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთაჲსა და საძაგელებათა თქუენთაჲსა, რომელნი ჰქმნენით, და იქმნა ქუეყანაჲ თქუენი მოსაოჴრებელად, და უვალად და საწყევარად არყოფისა მიერ მკჳდრთასა, ვითარცა დღესა ამას პირისაგან,

23. რომლითა უკუმევდით და რომლითა შესცოდეთ უფალსა, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისაჲ, და შჯულსა შინა მისსა და წამებათა შორის მისთა, და ბრძანებათა ზედა მისთა არა ხჳდოდეთ. და გპოვნეს თქუენ ბოროტთა ამათ, ვითარცა დღესა ამას.

24. და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა და დედებსა: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.

25. ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ: თქუენ და ცოლთა თქუენთა სთქუთ პირითა თქუენითა, და ჴელითა თქუენითა აღასრულეთ მეტყუელთა: მყოფელთა ყვნეთ აღსაარებანი ჩუენნი, რომელნი აღვიარენით კუმევად მეფიას ცისასა, და სწრაფაჲ გებად მისსა საგებთა დადგრომილნი დაადგერით აღსარებათა თქუენთა, და მყოფელთა ჰყვენით აღთქმანი თქუენნი.

26. ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან, მსხდომარეთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა: აჰა, მე ვფუცე სახელსა ჩემსა დიდსა, - თქუა უფალძან ღმერთმან: უკუეთუ იყოს მერმე სახელი ჩემი წოდებულ პირითა ყოვლისა იუდეანისა მეტყუელისაჲთა. ცხოველ არს უფალი ღმერთი ყოველსა შინა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

27. რამეთუ მე ვიღჳძე ბოროტებად მათდა, და არა კვთილობად და მოაკლდეს ყოველი იუდაჲ, დამკჳდრებულნი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა მახჳლისა მიერ და სიყმილისა, ვიდრემდის არა მოაკლდენ.

28. და განრინებულნი მახჳლისაგან მიიქცენ ქუეყანით ეგჳპტით, ქუეყანად იუდასასა კნინნი რიცხჳთა, და ცნან ყოველთა ნეშტთა იუდაჲსათა, მსხემთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, სიტყუაჲ, თუ ვისი დაადგრეს - ჩემი ანუ მათი.

29. და ესე თქუენდა სასწაულ, იხილო, რამეთუ მე ზედმოვიხილო თქუენ ზედა ადგილსა ამას შინა ბოროტებად, რათა სცნათ, ვითარმედ დადგრომით დაადგრენ სიტყვანი ჩემნი თქუენ ზედა ბოროტებად.

30. ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე მივსცემ ფარაოს, უფროსსა მეფისა ეგჳპტისასა განცემულად ჴელებსა მტერთა მისთასა და ჴელებსა მეძიებელთა სულისა მისისათასა, ვითარცა მივეც სედეკია, მეფე იუდაჲსი, ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა მტერისა მისისა და მეძიებელისა სულისა მისისათა.

45

1. სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქის მიმართ, ძისა ნირისსა, ოდეს დაწერნა სიტყვანი ესე წიგნსა შინა პირისაგან იერემიაჲსსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსისა, მეფისა იუდაჲსსა.

2. ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან შენ ზედა, ბარუქ,

3. რამეთუ სთქუ: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან შრომაჲ ტკივილსა ზედა ჩემსა, დავიძინე სულთქმათა შინა, განსუენება ვერ ვპოე.

4. ვარქუ მას, ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე აღვაშენე, მე დავარღუევ და, რომელნი დავჰნერგენ, მე აღმოვფხური მით, ქუეყანითურთ ყოვლით.

5. და შენ ეძიებ თავისა შენისა დიდთა? ნუ ეძიებ, რამეთუ, აჰა, მოვაწევ მე ძჳრთა ყოველსა ზედა ჴორციელსა, - იტყჳს უფალი, - და მივსცე სული შენი მოსაპოვნელად ყოველსა შინა ადგილსა, სადაცა ხჳდოდი მუნ.