წიგნი იობისაჲ

21

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთა, ნეტარ თუმცა არა იყოს თქუენ მიერ ესე ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ?

3. მაცადეთ მე და ვიტყოდი, უკუეთუ არა მეკიცხევდეთ მე.

4. აწ რაჲ? კაცისა მიერ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ ვითარ არა განვრისხნე?

5. მხედევდით მე და გიკჳრდინ, ჴელნი დაისხენით პირსა

6. უკუეთუ მოვიჴსენენ, ვისწრაფო, ეგრე ჰქონან ჴორცნთა [?] ჩემთა სალმობანი.

7. აწ რასათჳს უღმრთონი ცხოველ არიან და დაძუელებულ არიან სიმდიდრესა ზედა?

8. თესლი მათი ნებისაებრ მათისა, შვილნი მათნი წინაშე თუალთა მათთა.

9. სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არავინაჲ არს მათა, ტანჯვაჲ უფლისა მიერ არა არს მათ შორის.

10. ფურმან მათმან არა მოაგდო, განერა მაკე იგი მათი და არა შეეცოდა.

11. ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი და ყრმანი მათნი იმღერიან.

12. აუღებიეს ებანი ღა ქნარი და იხარებენ ჴმითა სახიობისათა,

13. რათა აღასრულნენ კეთილსა შინა დღენი მათნი და განსასუენებელსა ჯოჯოხეთისასა დაიძინეს.

14. ჰრქჳს უფალსა: გარეიქეცი ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს.

15. რაჲ სარგებელ, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? და ანუ რაჲ შესაძინელ, რამეთუ მივეგებვოდეთ მას?

16. რამეთუ ჴელთა მათთა შინა იყო კეთილი იგი მათი. და საქმეთა უღმრთოთა იგი არა ხედავს.

17. არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს და მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან.

18. და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, ანუ ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის ნიავქარმან.

19. მოაკლდეს ძეთა მისთა ნაყოფი მისი, მიაგოს მათ და ცნას.

20. იხილედ თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და უფლისა მიერ ნუ განერებინ,

21. რამეთუ ნებაჲ მისი სახლსა შინა მისსა იყო მის თანა და რიცხუნი თუეთა მისთანი განიყუნეს,

22. ვითარ უკუე აწ არამე უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ? და იგი თავადი კაცისმკლველთა განიკითხავს.

23. ესე მოკუდეს სიმტკიცითა უგნურებისა მისისათა, რამეთუ ყოვლადვე ფუფუნეულ და წარმომართებულ იყო.

24. და ნაწლევნი მისნი სავსე იყვნეს ცრემლითა. ტჳნი მისი განფენილ იყო.

25. ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა. არარაჲ ჭამა არცა ერთ რაჲ კეთილ.

26. და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინეს და მყრალობამან იგინი დაფარნა

27. ვითარ-ესე გიცნი თქუენ, კადნიერად ზედამომივალთ მე,

28. ვითარმედ სთქუათ სამე, ვითარმედ: სადა არს სახლი იგი მთავრისა? და სადა არს საყოფელი იგი უღმრთოთა?

29. ჰკითხეთღა თანაწარმავალთ გზისათა და სასწაული იგი მათი არა უცხო იყოს,

30. რამეთუ დღედ წარწყმედისა მიეცემის უკეთური იგი, დღედ რისხვისა მისისა მიიყვანენ.

31. ვინმე უთხრას წინაშე პირსა მისსა გზაჲ მისი? და მან ქმნა და ვინმე კუალად მოაგოს მას?

32. და იგი თავადი საფლავად მიეცა და სამარესა შინა იღჳძებდა.

33. დასტკბნეს მას ღჳნჭანი ჴევისანი და შემდგომად მისა ყოველი კაცი მივიდეს და უწინარეს მისსა ურიცხუნი.

34. ვითარ ნუ გეშინის-მცემთ მე ცუდსა ნუგეშინის-ცემასა? ხოლო დაცხრომაჲ თქუენგან არა არს.

22

1. მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2. აწ არამე უფალი არსა, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ?

3. რაჲმე უკუე ხარკ უფლისაჲ, შენ თუ იყავ საქმითა შენითა უბიწო? ანუ რაჲ სარგებელ, რამეთუ წრფელ იყავ გზათა შენთა?

4. ანუ სიტყუაჲმე ყოსა შენდა მიმართ და გამხილოს შენ და შენ თანა შევიდეს საშჯელად?

5. აწ არამეა უკეთურებანი შენნი მრავალ არიან? და ურიცხუ არიან ცოდვანი შენნი?

6. მო-სამე-იხუთევდ ძმათა შენთა ცუდად, სამოსელი შიშუელთა მოუღე,

7. არცა წყალი წყურიელთა ასუ, არამედ მშიერთა მოუღე პური.

8. თუალთვეამე-აღებ პირთა მათთა და მსხემ ჰქმნენ ქუეყანისანი,

9. ქურივნი განავლინენ ცალიერნი და ობოლთა ბოროტსა უყოფდ.

10. აწ უკუე გარემოგადგეს შენ საფრჴენი და მოიწია შენ ზედა ბრძოლაჲ განსაკჳრვებელი.

11. ნათელი შენი ბნელად გარდაგექცა და ძილსა შინა შენსა წყალმან დაგფარა შენ.

12. ანუ არა, რომელი- იგი მაღალთა მსტოარ არს, იგი ხედავს, და რომელნი-იგი გინებით იქცევიან, დაამდაბლნა?

13. ჩას თუ რაჲმე ცნა ძლიერმან მან, ანუ წყუდიადით სჯიდეს.

14. ღრუბელი არს საფარველ მისა და ვერ იხილა ვინ და გარემოჲს ცათა ვიდოდის.

15. ანუ ალაგნი საუკუნენი დაიცვნე, რომელსა-იგი ვიდოდეს კაცნი მართალნი,

16. რომელ-იგი შეიპყრეს უჟამოდ? მდინარე მოდინებულ საფუძველნი მათნი.

17. რომელთა თქჳან: უფალმან რაჲ მიყოს ჩუენ? ანუ რაჲ მოაწიოს ჩუენ ზედა ყოვლისა მპყრობელმან,

18. რომელმან აღავსნა სახლნი მათნი კეთილითა? ზრახვანი უღმრთოთანი შორს არიან მისგან.

19. იხილეს მართალთა და განიცინნეს, ხოლო უმანკომან შეურაცხ-ყო;

20. რამეთუ განირყუნა ძალი მათი. და ნეშტი მათი შეჭამა ცეცხლმან.

21. იქმენღა ფიცხელ, უკუეთუ და-ვითარ-უთმო, გინათუ ნაყოფი შენი იყოს კეთილთა შინა.

22. გამოიხუენ პირისაგან მისისა სიტყუანი და დაიკრიბენ სიტყუანი მისნი გულსა შენსა.

23. უკუეთუ მოიქცე და დაიმდაბლო თავი შენი წინაშე უფლისა, მაშინ განიშორენ საყოფელთაგან შენთა სიცრუენი.

24. დაემტკიცე მიწასა ზედა კლდესა შინა, ვითარცა ჴევსა სოფირისასა.

25. და იყოს შენდა შემწე ყოვლისა მპყრობელი მტერთაგან შენთა. და წმიდად მოგაგოს შენ ვეცხლი გამოჴურვებული.

26. და მაშინ განცხადებულებაჲ ჰპოვო წინაშე უფლისა და აღიხილნე თუალნი ზეცად მხიარულებით.

27. ილოცვიდე რაჲ შენ მისსა მიმართ, ისმინოს შენი და მობცნეს შენ კუალად-გებად ლოცვანი შენნი.

28. და მოგაგოს შენ სასყიდელი სიმართლისა და გზათა შენთა შენ თანა იყოს ნათელი,

29. რამეთუ დაამდაბლა იგი და სთქუა: ამპარტავანებდა. და მდაბალი იგი თუალითა აცხოვნოს,

30. იჴსნას უბიწოჲ იგი და განერეს წმიდითა ჴელითა შენითა.

23

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. და აწ, ესერა, მე თჳთ უწყი, რამეთუ ჴელთა ჩემთაგან არს მხილებაჲ ჩემი და ჴელი მისი მძიმე იქმნა ჩემ ზედა სულთქმითა.

3. ვინმე უკუე ცნას, ვითარმედ ვპოვო იგი და მოვიდეს სრულიად?

4. და მითხრას თავისა ჩემისა სასჯელი და პირი ჩემი აღავსოს მხილებითა.

5. და ვცნა მხილებაჲ იგი, რომელი მრქუა მე და ვაბრძნე, რაჲ-იგი მითხრას მე.

6. და მრავლითა ძალითა ზედამომიჴდეს მე და მერმე თუ თქმითა არა მიჴმიოს მე,

7. რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მხილებაჲ მის მიერ არს და გამოიღოს სრულიად სასჯელი ჩემი.

8. და მძღურად წარვიდე და არღარა ვარ, ხოლო უკუანასკნელი მისი ვინმე იცის?

9. მარცხენე მისი მოყო და ვერ დავემტკიცე. შემახოს მარჯუენე და ვერ ვიხილო,

10. რამეთუ იცნის მან გზანი ჩემნი და გამომიძინა მე, ვითარცა ოქროჲ

11. და გამოვიდე მე მცნებითა მისითა, რამეთუ გზანი მისნი დავიმარხენ და არა გარდავაქციო,

12. რამეთუ მცნებათა მისთა არა გარდავჴდე, რამეთუ წიაღთა ჩემთა დავიფარენ სიტყუანი მისნი.

13. უკუეთუ მან თავადმან ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყჳსმგებელ მისა? და რაჲცა-იგი მას უნდა და ქმნა.

14. ამისთჳს მისა მიმართ ვისწრაფე და სწავლასა შინა მისსა ვიზრუნე

15. მისთჳს ამას ზედა. პირისა მისისაგან ვიწყო, განვიცადო და შეგზრუნდე მისგან.

16. უფალმან მოაჩჩო გული ჩემი და ყოვლისა მპყრობელმან მოსწრაფებაჲ მცა მე.

17. არა ვჰგონებდ, ვითარმედ მომიჴდეს მე ბნელი და წინაშე პირსა ჩემსა დაფარა წყუდიადმან.

24

1. რაჲსათჳსმე უფალი დაავიწყდა ზუავთა.

2. და უღმრთონი საზღვართა გარდაჴდეს, სამწყსოჲ [!] მწყემსითურთ წარიტაცეს.

3. და კარაული ობლისაჲ წარიბეს და ჴარი ქურივისაჲ დაიჴუთეს.

4. გარდაადგინეს უძლურნი გზისაგან სიმართლისა. და ერთბამად დაეფარნეს მშჳდნი ქუეყანისანი.

5. და იქმნნეს იგინი, ვითარცა კანჯარნი ველსა. ჩემთჳს გამოვიდეს მათნი იგი საქმენი; დასტკბნა მას პური ჭაბუკთა მიმართ.

6. ყანაჲ უწინარეს ჟამისა, რომელ არა მათი იყო, მოიმკეს. უძლურნი იგი უღმრთოთა მათ ვენაჴსა უსასყიდლოდ და უზომობით იქმნევდეს.

7. და მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს.

8. ცუარისაგან მთათასა დაელტნენ და, რამეთუ არა აქუნდა მათ საფარველი, კლდეთა შინა დაეყუდნეს.

9. წარიტაცნეს ობოლნი ძუძუთაგან და დავრდომილნი დაამდაბლნეს,

10. შიშუელნი დააწვინნეს იგინი სიცრუვით, მშიერთა პური მოუღეს.

11. იწროთა შინა სიცრუვით უმზირდეს და გზაჲ სიმართლისაჲ არა იცოდეს.

12. რომელნი ქალაქთაგან და სახლთაგან გამოასხნეს, სულთა ყრმათა ჩჩჳლთ სულ-შეითქუნეს დიდად და თავადმან რასათჳს ამათი მოხედვა არა ყო?

13. ქუეყანასა ზედა ვიდრე იყვნეს იგინი და არა იცნნეს გზანი სიმართლისანი, არცა ალაგთა მისთა ვიდოდეს.

14. იცნოდა საქმენი მათნი და მისცნა იგინი ბნელსა. და ღამე იყოს ვითარცა მპარავი.

15. და თუალთა მრუშეთამან იხილოს ბნელი, თქუას: არამე იხილოსმე თუალმან, რამეთუ საფარველი პირისაჲ დადვა?

16. დათხარა ღამე გუერდი სახლისა, დღისი დაჰბეჭდნეს თავთა თჳსთა, ვერ გულისჴმა-ყვეს ნათელი,

17. რამეთუ ერთბამად განთიად მათ ზედა მოიწია აჩრდილი სიკუდილისაჲ.

18. სულმცირე არს იგი წინა პირსა წყლისასა. წარწყმედილ იყავნ ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა გამოჩნდინ ნერგი მათი ქუეყანასა ზედა განჴმელი,

19. რამეთუ მჭელეული ობლისაჲ მისტაცეს, ამისთჳს მოიჴსნნეს ცოდვანი მათნი და, ვითარცა არმური ცუარისაჲ უჩინო იქმნა.

20. მოეგენ მას, რაჲცა-იგი ქმნა, შეიმუსრენ ყოველნი ცრუჲ, ვითარცა ხე, უკურნებელად,

21. რამეთუ ბერწსა მას არა კეთილი უყვეს და უცოლოჲ იგი არა შეიწყალეს.

22. გულისწყრომით დაამჴუნა უძლურნი იგი, აღ-ღა-თუ-დგეს, ნუვე ჰრწამნ ცხორებაჲ თჳსი.

23. და-რაჲ-სნეულდეს, ნუ ესავნ სიცოცხლესა, არამედ დაეცნეს სენითა, რამეთუ მრავალთა ბოროტი უყო სიმაღლემან მისმან.

24. და დაჭნა, ვითარცა მოლოქი სიცხესა და ვითარცა თავი ჴუვილისაჲ წუელისაგან, რომელი თჳთ დავარდეს.

25. უკუეთუმცა იყოს, რომელმან ჰრქუას, ვითარმედ: ნაცილად ვიტყოდე მე ამას, და დასხენინ ცუდად სიტყუანი ჩემნი.

25

1. მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2. რაჲმე უკუე აწ წინასწარ იგავ, ანუ შიში მის მიერ სამე, რომელმან ქმნა ყოვლითურთ ყოველი მაღალთა შინა?

3. ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ დროებაჲ არს განსაცდელთაჲ? ვიეთ ზედამე არა მოიწევის მზირი ეგევითარი მის მიერ?

4. ვითარმე უკუე იყოს მართალ კაცი წინაშე უფლისა? ანუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ნაშობმან დედათამან?

5. უკუეთუ მთოვარესა უბრძანოს და არა გამობრწყინდეს, ვარსკულავნი არავე წმიდა არიან მის წინაშე.

6. აცადე, კაცი ხენეში და ძე კაცისაჲ მატლი.