წიგნი იობისაჲ

41

1. ანუ არა ჰგონებ, რამეთუ განმზადებულ არს ჩემდა? ვინმე უკუე არ წინაადმდგომ? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე და დამითმოს?

2. რამეთუ ყოველივე ცასა ქუეშე ჩემი არს?

3. არა დავდუმნე მისთჳს, და სიტყუამან ძლიერებისამან შეიწყალოს სწორი მათი.

4. ვინმე გამოაცხადოს პირი შემოსილებისა მისისაჲ? და შეწებულთა მკერდისა მისისათა ვინმე შევიდეს?

5. ანუ ბჭენი პირისა მისისანი ვინმე განახუნეს? გარემო კბილთა მისთა შიში.

6. ნაწლევნი მისი ასპიდი რვალისანი ნაწევარი მისი, ვითარცა მყარი ლოდი.

7. ერთი ერთსა შეყოფილ, სული ვერ განვიდეს მას. კაცი ძმასა თჳსსა შეეყოს.

8. შეეყუნენ და არა განაშორნენ.

9. კცენასა მისსა გამოჰკრთებიან ნათელნი, ხოლო თუალნი მისნი, ვითარცა ხილთაჲ მთიებისაჲ.

10. პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი მგზებარენი, და გამოსცჳვიან შანთნი ცეცხლისანი.

11. ცხჳრთა მისთაგან გამოვალს საჴმილი აღგზებული ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ.

12. სული მისი ნაკუერცხალ არს. ალი პირისა მისისაგან გამოვალს.

13. ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ წარსაწყმედელი.

14. ჴორცნი გუამისა მისისანი შეყოფილ არიან, წარმო-თუ-ეცეს მის ზედა დარღუნაჲ.

15. არა შეიძრნენ, გული მისი დამყარებულ არს, ვითარცა ლოდი და ჰგიეს იგი, ვითარცა გურდემლი განუჭედელი.

16. გარემოქცევასა მისსა შიში მჴეცთა ოთხფერჴთაჲ, ქუეყანასა მავალთაჲ.

17. უკუეთუ შეემთხჳნენ მას ლახუარნი, რაჲ უყონ მას

18. სათხედი და თორნი? (!) შეურაცხიეს მას რკინაჲ გზედ, ხოლო რვალი ვითარცა ძელი.

19. ვერ მოწყლას იგი მშჳლდმან რვალისამან, შეურაცხიეს მას კლდეთაგან ქვაჲ თივად.

20. და ვითარცა ლერწამი შეურაცხია მას ურონი. ეკითხევნ იგი ძრვასა ცეცხლშემოსილსა.

21. სარეცელნი მისნი, ისრისპირნი, მახჳლნი და ყოველნი ოქრონი ზღჳსა მის ქუეშე, ვითარცა თიჴა ურიცხჳ.

22. აღადუღის უფსკრული, ვითარცა ქუაბი. შეურაცხიეს ზღუაჲ საცხებელად ოდენ.

23. ხოლო ტარტაროსი უფსკულისაჲ, ვითარცა ტყვე, შერაცხა უფსკრული სამოთხველად.

24. და არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. და შექმნილ არს იგი სამღერელად ანგელოზთა ჩემთათჳს.

25. ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა.

42

1. მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

2. ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და შეუძლებელ არა რაჲ არს შენ მიერ.

3. ვინმე არს, რომელი გიმალავს შენ ზრახვასა? ერიდებოდის სიტყუათა და შენგან ჰგონებდეს დაფარვას? ვინ მომითხრას მე, რომელმან არა ვიცოდე დიდ-დიდნი და საკჳრველნი, რომელ არა უწყოდე.

4. ისმინე ჩემი, უფალო! რათა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე.

5. ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.

6. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.

7. შემდგომად სიტყჳსა მის უფლისა ყოველთა ამათ სიტყუათა იობის მიმართ ჰრქუა უფალმან ელიფას თემნელსა: სცოდე შენ და ორთა მათ მეგობართა შენთა, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა ჩემ წინაშე არცა ერთსა რას, ვითარ-იგი მსახური ჩემი იობ.

8. ხოლო აწ მოიბთ შჳდი ზუარაკი და შჳდნი ვერძნი. და მივედით მსახურისა ჩემისა იობისა. და შეწიროს მსხუერპლი თქუენთჳს. ხოლო იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს, რამეთუ პირსა მისსა თუალსა ვაღებ, უკუეთუმცა არა მივხედე, წარ-მცა-გწყმიდე თქუენ, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა მსახურისა ჩემისა იობისათჳს.

9. წარვიდა ელიფას თემანელი, და ბალდად სავაქელი, და სოფან მინეველი და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიუტევა მათ ცოდვანი მათნი იობისთჳს,

10. ხოლო უფალმან აღაორძინა იობ. და ილოცა მან მეგობართა მისთათჳს და მიუტევნა უფალმან ცოდვანი მათნი. და მოსცა უფალმან მრჩობლი, რავდენ-იგი იყვნეს პირველად იობისი, ორწილად

11. ხოლო ესმა ყოველთა ძმათა მისთა ყოველი, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. და ყოველი, რომელთა იცოდეს იგი პირველითგან, ჭამდეს და სუმიდეს მის წინაშე და ნუგეშინის-სცეს მას და უკჳრდა მათ ყოვლისა მისთჳს, რომელი-იგი მოაწია უფალმან მის ზედა და მოსცა მას კაცად-კაცადმან თჳთო ტარიგი. და ოთხსატირი ოქროსაჲ, ოქროსა უქმნელი თითოჲ.

12. ხოლო აკურთხა უფალმან უკუანაჲსკნელი იობისი უფროს, ვიდრე პირველი და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი ბევრი და ოთხ ათას, და აქლემები ექუს ათას, უღლეული ჴართა ათას, ვირი მძოვარი ჴდალი ათას.

13. და ესხნეს მას შჳდ ძე და სამ ასულ.

14. და უწოდა სახელი პირველსა მას დღე და მეორესა კასია და მესამესა მას მხიარულებისა რქაჲ.

15. და არა იპოვნეს ასულთაებრ იობისთა და ძეთა უმჯობესნი ცასა ქუეშე და მისცა იობ ასულთა თჳსთა სამკჳდრებელი ძმათა მათ თანა.

16. და ცხონდა შემდგომად წყლულებისა ასსამეოცდაათ წელ, ხოლო ყოველნი, რავდენ ცხონდა, იყუნეს ორასორმეოცდარვა წელ. და იხილა იობ ძენი თჳსნი და ძენი ძეთა მისთანი, მეოთხე ნათესავი და აღესრულა იობ მოხუცებული და სავსე დღითა (დაწერილ არს იგი კუალად აღდგინებად მათ თანა, რომელნი-იგი უფალმან აღადგინნეს. ესე ითარგმანა ასურეთისაგან წიგნისა. ხოლო მკჳდრ იყო იგი ქუეყანასა ავსიტელთასა, საზვართა იდუმიასათა და არაბიასათა, პირველად იყო სახელი მისი იობაბ. და მოიყვანა ცოლი არაბიელი. და ესვა ძე, რომლისა სახელი ენონ, ხოლო იყო ესე მამისა ზარესი, ესავის ძეთა ძე და დედით ბოსორელი. ვითარმედ იყო ესე აბრაჰამისითგან მეოთხე ნათესავი).