1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა. აღმოვიდა ღაღადება უკეთურებისა მისისაჲ ჩემდამო.
3. და აღვიდა იონა სივლტოლად თარშიდ პირისაგან უფლისა, და შთავიდა იოპპედ და პოვა ნავი, მიმავალი თარშიდ, და მისცა სანავე მისი და აღვიდა მისდამი ცურვად მათ თანა თარშიდ მიმართ პირისაგან უფლისა.
4. და უფალმან აღადგინა ქარი ზღუასა შინა და იქმნა ღელვა დიდი შორის ზღჳსა. და ნავი დაჭირვებულ იქმნებოდა შემუსრვად.
5. და შეშინდეს მენავენი. და ჴმობდა კაცად-კაცადი ღმრთისა მიმართ თჳსისა და გარდაყრაჲ ქმნეს ნავისშინათა ჭურჭელთა ზდუად აღსუბუქებად მათგან. ხოლო იონა შთავიდა უბესა ნავისასა, და ეძინა და ხურინევდა.
6. და მოვიდა მისდამი მეპრორე და ჰრქუა მას: რასა ჰხურინავ შენ? აღდეგ და ჰხადე ღმერთსა შენსა, უკუეთუ ვითარ მაცხოვნნეს ჩუენ ღმერთმან და არა წარვწყმდეთ.
7. და თქუან, თითოეულმან მოყუსისა მიმართ თჳსისა მოვედით, ვყარნეთ წილნი და ვსცნათ, ვისთჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ ზედა. და ყარნეს წილნი და დავარდა წილი იონას ზედა.
8. და თქუეს მისდამი: მითხარ ჩუენ, რასათჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ შორის, რაჲ არს მოქმედებაჲ შენი და ვინა მოხუალ და სადა წარხუალ, და რომლისა სოფლისა და რომლისა ერისაგან ხარ შენ?
9. და თქუა მათდა მიმართ: მონაჲ უფლისაჲ ვარ მე. და ღმერთსა ცისასა ვეშიშვი მე, რომელმან შექმნა ზღუაჲ და ჴმელი.
10. და შეეშინა კაცთა შიში დიდი და თქუეს მისდამი: რაჲ ესე ჰყავ მით, რამეთუ აგრძნეს კაცთა, ვითარმედ: პირისაგან უფლისაჲ იყო მლტოლვარე, რამეთუ მიუთხრა მათ).
11. და თქუეს მისდამი: რა გიყოთ შენ? და დასცხრეს ჩუენ ზედა ზღუაჲ, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღადგენდა ღელვათა.
12. და თქუა იონამან მათდა მიმართ: აღმიღეთ მე და შთამაგდეთ ზღუად და დაყუდნეს თქუენგან ზღუაჲ მით, რამეთუ ვსცნობ მე, ვითარმედ ჩემთჳს არს ღელვა ესე დიდი თქუენ ზედა.
13. და იძულებოდეს კაცნი მიქცევად ქუეყანად მიმართ და ვერ შეუძლებდეს, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღდგებოდა მათ ზედა.
14. და ჴმა-ყუეს უფლისა მიმართ და თქუეს: ნუსადა უფალო, ნუ წარვწყმდებით სულისათჳს კაცისა ამის და ნუ გუცემ ჩუენ ზედა სისხლსა მართალსა მით, რამეთუ შენ, უფალო, ვითარცა სახედ გენება, ჰყავ.
15. და მოიყუანეს იონაჲ და შთააგდეს იგი ზღუად. და დადგა ზღუაჲ რყევისაგან მისისა. და შეეშინა კაცთა მათ შიში დიდი უფლისაჲ და ამსხუერპლეს მსხუერპლი უფალსა და აღთქუნეს აღთქმანი.
1. და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე.
2. და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო ვეშაპისთჳს.
3. და თქუა: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და შეისმინა ჩემი მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა, გესმა ჴმისა ჩემისა.
4. განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღჳსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდაჴდეს.
5. და მე ვთქუ: განვიგდე თუალთა შენთაგან, სადმე შე-ღა-ვსძინო მიხედვად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა.
6. გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე უკანაჲსკნელმან, დაჴდა თავი ჩემი
7. ნაპრალებსა მთათასა, შთავჴედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხორება ჩემი.
8. შენდამი უფალო, ღმერთო ჩემო, მოკლებასა შინა ჩემგან სულისა ჩემისასა. უფალი მოვიჴსენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი, ტაძრით მიმართ, წმიდისა შენისა.
9. მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს,
10. ხოლო მე ჴმისა თანა ქებისა და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ. რავდენი ვილოცე კუალად გაგო შენ მაცხოვარებად ჩემდა უფალსა.
11. და ებრძანა უფლისა მიერ ვეშაპსა და განაგდო იონა ჴმელსა ზედა.
1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონას მიმართ მეორედ მეტყუელი:
2. აღდეგ და წარვედ ნინევად ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა ქადაგებისაებრ წინასწარისა, რომელი მე ვთქუ შენდამი.
3. და აღდგა იონა და წარვიდა ნინევად, ვითარცა თქუა უფალმან. ხოლო ნინევი იყო ქალაქი დიდი ღმრთისაჲ, ვითარცა სავალი გზისა სამთა დღეთასა.
4. და იწყო იონამან სლვად ქალაქად, ვითარ სავალსა დღისა ერთისასა და ქადაგა და თქუა: მერმე სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს.
5. დაემორწმუნნეს კაცნი ნინევისანი ღმერთსა. და ქადაგეს მარხვაჲ და შეიმოსეს ძაძაჲ დიდითგან მათით, ვიდრე მცირედ მათდა.
6. და მიეახლა სიტყუა მეფისა მიმართ ნინევისა, და აღდგა საყდრისაგან მისისა და მოიძარცუა შესამოსელი მისი მისგან, და გარემოირტყა ძაძაჲ, და დაჯდა ნაცარსა ზედა,
7. და იქადაგა და ითქუა ნინევს შინა მეფისა მიერ. და დიდ-დიდთა მისათა მეტყუელთა: და კაცნი და საცხოვარნი და ზროხანი და ცხოვარნი ნუ იგემებენ ნურარას. და წყალსა ნუ სმენ, ნუცა ძოენ.
8. და გარემოირტყეს ძაძაჲ კაცთა და საცხოვართა და ღაღად-ყუეს ღმრთისა მიმართ გულსმოდგინედ და მოაქცია კაცადმან გზისაგან თჳსისა ბოროტისა და სიცრუისაგან ჴელთა მათთაშინაჲსა მეტყუელთა:
9. ვინ უწყის მო-თუ-აქციოს უფალმან და ვედრებულ იქმნეს. და მოიქცეს რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა და არა წარვწყმდეთ?
10. და იხილნა ღმერთმან საქმენი მათნი, რამეთუ მოაქციეს გზათაგან მათთა ბოროტთა და შეინანა ღმერთმან სიბოროტესა ზედა, რომელი თქუა ყოფად მათდა და არა უყო.
1. და შეწუხნა იონაჲ მწუხარებითა დიდითა და შეირია.
2. და ილოცა უფლისა მიმართ და თქუა: ჵ, უფალო, არა ესე იგი სიტყუანი ჩემნი არიან, ვიყავ რაჲ მე ქუეყანასა შინა ჩემსა, ამისთჳს წინაუსწრვე სივლტოლად თარშიდ მით, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შენ ღმერთი შემწყნარებელი ხარ და მოწყალე, სულგრძელი და მრავალწყალობაჲ, და შემნანებელი სიბოროტეთა ზედა.
3. და აწ, მეუფეო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ კეთილ არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე სიცოცხლე.
4. და ჰრქუა უფალმან: ფრიად სწუხა შენ? და თქუა იონა: ფრიად და ვიდრე სიკუდიდმდე.
5. და განვიდა იონა ქალაქისაგან და შექმნა თჳსად კარავი მუნ წინაშე ქალაქისა. და დაჯდა ქუეშე მისსა შორის ჩრდილისა, ვიდრე არა იხილოს, რაჲ ეყოს ქალაქსა.
6. და უბრძანა უფალმან ღმერთმან აყიროსა და აღმოჴდა ზეშთა თავსა იონასსა ყოფად ჩრდილი ზედა კერძო თავისა მისისა დაგრილებისათჳს მისისა ბოროტისა მისგან სიცხისა და განიხარა იონა აყიროსა ზედა სიხარული დიდი.
7. და უბრძანა ღმერთმან მატლსა განთიადისასა ხუალისაგან და დასცა აყიროსა და განჴმა.
8. და იქმნა მეყსეულად აღმოსლვასა მზისასა. და უბრძანა უფალმან ღმერთმან სულსა ცხელსა შემწუელსა და სცა მზემან თავსა ზედა იონასსა და სულმოკლებდა და დაეთხოებოდა სულსა მისსა. და თქუა: კეთილ არს ჩემდა სიკუდილი ჩემი, ვიდრე სიცოცხლე.
9. და თქუა უფალმან იონაჲს მიმართ: უკეთუ ფრიად სწუხ შენ აყიროსა ზედა და თქუა: ფრიად ვწუხ მე, ვიდრე სიკუდიდმდე.
10. და თქუა უფალმან: შენ ჰრიდე აყიროსა ძლით, რომლისა ძლით არა ძჳრად ივნე, არცა განჰზარდე იგი, რომელი ღამესა შინა იქმნა და ღამესა შინა წარწყმდა,
11. ხოლო მე არა ვჰრიდო ნინევისა ძლით ქალაქისა დიდისა, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან მის შორის უმრავლესნი ვიდრე ათორმეტნი ბევრნი კაცთანი, რომელთა ვერ ცნეს მარჯუენე მათი, ანუ მარცხენე და საცხოვარი მრავალი?