წიგნი ისო, ძისა ნავესი

11

1. და ვითარ ესმა იაბინს, მეფესა ასურისასა, მიუვლინა იობაბს, მეფესა მარდონისასა, და მეფესა სუმერონისასა, და მეფესა აქიფისასა.

2. და მეფესა სიდინით კერძოთა დიდსა მთისასა და რაბათდ, რომელ იყო მართლ ქენერეთსა, და ველსა და ნაფეთდორდ და ზღჳსკიდისათა.

3. ქანანელთა აღმოსავალით და ზღჳსკიდისათა და ამორეველთა და ქეტელთა და ფერეზელთა და იობოსელთა, რომელ იყვნეს მთასა შინა და ეველთა, რომელ იყვნეს ქუეშე აერმონსა, და მასეფათდ.

4. და გამოვიდეს იგინი და მეფენი მათნი მათ თანა, ვითარცა ქჳშაჲ, რომელ არს კიდესა ზღჳსასა, სიმრავლით და ცხენები და ეტლები დიდად ფრიად.

5. და შეკრბეს ყოველნი ესე მეფენი და მივიდეს ერთბამად და დაიბანაკეს ერთბამად წყალსა ზედა მერომისასა ბრძოლად ისრაჱლისა.

6. და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ ხვალე ამას ჟამსა მიგცნე იგინი დაცემულნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. ჰუნებსა მათსა დაჰკუეთნეთ კირნი და ეტლები მათი დასწუათ ცეცხლითა.

7. და მოვიდა ისო და ყოველი ერი მბრძოლი მათ ზედა წყალსა მას მერომისასა მეყსეულად და დაესხა მათ მთასა შინა.

8. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა და მოსწყუედდეს მათ და სდევნიდეს მათ სიდონადმდე დიდად და მასრეფოთ მაიდმდე და ვიდრე ველთა მოსეფათისათა აღმოსავალით კერძო. და მოსრნეს იგინი და არა დაუტევეს მათგანი განრინებული.

9. და უყო მათ ისო, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰუნეთა მათთა დაჰკუეთნა კირნი და ეტლები მათი დაწუა ცეცხლითა.

10. და მოიქცა ისო მას ჟამსა შინა და დაიპყრა ასური და მეფე მისი, რამეთუ ასური მთავრობდა პირველად ყოველთა მეფეთა ამათ.

11. და მოსრეს ყოველი მშჳნვიერი მას შინა პირითა მახჳლისათა და აღჴოცეს ყოველი და არა დაშთა მას შინა მშჳნვიერი. და ასური მოწუა ცეცხლითა

12. და ყოველი ქალაქები მეფეთა და მეფენი მათნი შეიპყრნა ისო და მოწყჳდნა იგინი პირითა მახჳლისათა. და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ამცნო მონამან უფლისამან მოსე.

13. ხოლო ქალაქი, რომელი წინადაცუეთილ იყო, არა მოწუა ისრალმან, გარნა ასური მარტოჲ იგი მოწუა ისო.

14. და ყოველი ნატყუენავი მისი განიყვეს თავისა თჳსისად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო იგინი ყოველნი პირითა მახჳლისათა წარწყმიდნეს, არა დაშთა მათგანი რაჲთურთით მშჳნვიერი.

15. ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, და მოსე ეგრევე ამცნო ისოს. და ეგრე ყო ისო. არა გარდაჴდა არარას ყოველთაგან, რომელ ამცნო უფალმან ისოს.

16. და დაიპყრა ისო ყოველი ქუეყანა ნაგებისაჲ, და ყოველი ქუეყანა გოსომისაჲ, და ველი დასავალით კერძო, და მთაჲ ისრაჱლისა,

17. და ღელენი მთათა ქუეშენი მთიდგან ალაკისათ და რომელ აღჰმართეს სეირასა და გალგალდმდე და ველი ლიბანისა მთასა ქუეშე აერმონსა. და მეფენი მათნი ყოველნი მოსრნა და მოწყჳდნა იგინი.

18. და დაყვნა მრავალნი დღენი ისო მეფეთა ამათ მიმართ ბრძოლად.

19. და არა იყო ქალაქი, რომელი არა მისცა ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი დაიპყრა ბრძოლით.

20. რამეთუ უფლისა მიერ იყო განძლიერებაჲ ისრაჱლისაჲ და გული მათი შეემთხუეოდა ბრძოლად ისრაჱლისა, რათა მოსრნეს, რათა არა იყოს მას ზედა წყალობაჲ, და მოისრნეს იგინი, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს.

21. და მოვიდა ისო მას ჟამსა შინა და მოსრნა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა მთისაგან ქებრონისა და დაბირით, და ანობით და ყოვლისაგან საზღვრისა ისრაჱლისა ქალაქებითურთ მათით. და მოსრნა იგინი ისო.

22. არა ვინ დაშთა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა ძეთაგან ისრაჱლისათა, გარნა გაზს შინა და გეთს შინა და ასერის შინა დაშთეს.

23. და დაიპყრა ისო ყოველი ქალაქი, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს. და მისცა მათ ისო სამკჳდრებელად ისრაჱლსა განყოფით ნათესავთა მათთა და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.

12

1. და ესე მეფენი მის ქუეყანისანი, რომელ მოსრნა მოსე: და ძეთა ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო, ჴევითგან არნონით ვიდრე მთადმდე აერმონდ და ყოველი არაბიაჲ აღმოსავალით კერძო.

2. სეონ მეფე ამორეველთა, რომელ დამკჳდრებულ იყო ესებონს შინა, რომელ უფლებდა აროჱრითგან, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა საშუვალ ჴევსა, და ზოგი გალადისაჲ ვიდრე იაბოკდმდე, საზღვარნი ძეთა ამონისთანი.

3. და არაბიაჲ მისაზღვარადმდე, არაბად ზღუასა მარილოვანსა აღმოსავალით გზასა ისიმოთისასა, თემანსა ქუეშე ასიდოთს ფაგას.

4. და ოგ, მეფე ბასანისა, დაშთომილ იყო გმირთაგანი, რომელ მკჳდრ იყო ასტაროთს შინა.

5. მთავარი იყო ერმონით და სელქაჲთგან და ყოველი ბანაკი ვიდრე საზღვრადმდე გესორისა და მაქატი, და ზოგი გალაადისა საზღვარი სეონ მეფისა ესებონისანი.

6. მოსე, მონამან უფლისამან, და ძეთა ისრაჱლისათა მოსრნეს იგინი. და მისცა იგი მოსე ნაწილად რუბენს, და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესა.

7. და ესე მეფენი ამორეველნი, რომელნი მოსრნა ისო და ძეთა ისრაჱლისათა წიაღ იორდანესა ზღუასა თანა ბაალგადს, ველსა ზედა ლიბანისასა ვიდრე მთადმდე ალუგისად აღმავალთასა სეირად და მისცა იგი ისო ნათესავთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად ნაწილად მათა.

8. მთათა შინა და ველთა, და არაბიას შინა და ესედოთს შინა და უდაბნოსა ზედა და ნაგებსა შინა ქეტელი და ამორეველი და ქანანელი... და ფერეზელი და ეველი და იებოსელი.

9. მეფე იერიქოჲსაჲ მეფჱ გაისა, რომელ არს მახლობელად ბეთელსა.

10. მეფჱ იჱრუსალემისაჲ, მეფჱ ქებრონისაჲ,

11. მეფჱ იერიმოთისაჲ, მეფჱ ლაქისაჲ,

12. მეფჱ ეგლომისაჲ, მეფჱ გაზერისაჲ,

13. მეფჱ დაბირისაჲ, მეფჱ გარედისაჲ,

14. მეფჱ ერმაისაჲ, მეფჱ არედისაჲ,

15. მეფჱ ლებნაისაჲ, მეფჱ ოდოლამისაჲ,

16. მეფჱ მაკედასაჲ, მეფჱ თაფფოჲსაჲ,

17. მეფჱ ოფერისაჲ, მეფჱ აფეკისაჲ,

18. მეფე ასურისაჲ, მეფჱ სამბონისაჲ,

19. მეფჱ მარონისაჲ, მეფჱ აქსაფისაჲ,

20. მეფჱ თანაქისაჲ, მეფჱ მაგედონისაჲ,

21. მეფჱ კედჱსაჲ, მეფჱ იეკონამ,

22. ქერმევისაჲ, მეფჱ დორ

23. ნაფეთდორისაჲ, მეფჱ გოიმისაჲ,

24. მეფჱ თერსაჲსაჲ, ყოველნი ესე მეფენი ოცდათერთმეტ.

13

1. და ისო მოხუცებულ იყო, გარდასრულ დღეთა და ჰრქუა უფალმან ისოს: შენ მოხუცებულ ხარ და მოყოფილ ხარ დღეთა შენთა და ქუეყანაჲ მრავალი დატევებულ არს სამკჳდრებელად.

2. და ესე არს ქუეყანაჲ, რომელ დატევებულ არს - ყოველი საზღვარნი ფილისტიმისანი: გესორი

3. და ქანანელი უდაბნოთაგან, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა მისაზღვრადმდე აკარონისად მარცხლ ქანანელთასა, შერაცხილ არს ხუთთა მათ სანახპეტოთა ფილისტიმისათა: გაზეულსა, და აზოტელსა, ასკანოლიტელსაჲ, და აკარონელსა და ეველსა თემანითგან,

4. და ყოველსა ქალაქსა ქანანისასა წინაშე გაზასა, და სიდონელნი აფეკადმდე ვიდრე საზღვრად ამორეველთა,

5. და ყოველი ქუეყანა ფილისტიმისაჲ, და ყოველი ლიბანი მზისაღმოსავლითგან, გალგალითგან მთასა ქუეშე აერმონსა ვიდრე შესავალადმდე ემათისად.

6. ყოველი, რომელნი მკჳდრ არიან მთასა შინა ლიბანითგან ვიდრე სერეფოთ მაიდმდე, ყოველნი სიდონელნი, მე ავჴოცნე იგინი პირისაგან ისრაჱლისა და განუყავ იგი წილით ისრაჱლსა, ვითარცა გამცნებ შენ.

7. და აწ განუყავ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად ცხრათა მათ ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა (იორდანითგან ვიდრე ზღუადმდე დიდად ზღჳს დასავალი მისცეს მათ, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის),

8. ხოლო ორთა მათ ნათვსავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, რომელ არიან მათ თანა რუბენსა და გადს, რომელ მისცა მოსე წიაღ იორდანესა, აღმოსავლით კერძო, მისცა იგი მოსე, მონამან უფლისამან.

9. აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევისა არნონისასა და ქალაქი, რომელ არს საშუვალ ჴევსა, და ყოველი მისორიმე დაბათგან.

10. ყოველი ქალაქები სეონ მეფისა ამორეველთასა, რომელ მეფობდა ესებონს შინა, მისაზღვრადმდე ძეთა ამონისთა,

11. და გალაადი და საზღვარნი გესორისანი, და მაქათისანი, ყოველი მთაჲ აერმონი და ყოველი ბასანიტი ელქადმდე.

12. ყოველი სამეუფოჲ ოგისი ბასანს შინა, რომელ მეფობდა ასტაროთს და ედრაინს შინა, ესე დაშთომილ იყო გმირთაგანი, და მოკლა იგი მოსე და აღჴოცა,

13. და არა აღჴოცეს ძეთა ისრაჱლისათა გესური და მაქატი და ქანანელი და შენი, მეფჱ გესურისა და მაქათისაჲ შორის ძეთა ისრაჱლისათა მოდღენდელად დღედმდე.

14. ხოლო ნათესავსა ლევისსა არა სცა სამკჳდრებელი, რამეთუ ღმერთი ისრაჱლისა იგი თავადი იყო მათა სამკჳდრებელ, ვითარცა ჰრქუა მათ უფალმან (და ესე არს განყოფაჲ, რომელ განუყო მოსე ძეთა ისრაჱლისათა, არაბოთ მოაბისასა წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო).

15. და მისცა მოსე ნათესავსა რუბენისსა ტომად-ტომად მათა.

16. და იყო საზღვარი მათი აროერითგან, რომელ არს წინაშე ჴევსა არნონისასა, და ქალაქი, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა,

17. და ყოველი მისურიმი ესებონმდე და ყოველი ქალაქი, რომელ არს მისურს შინა, და დებონი, და ბამოთი, ბაალი და სახლნი ბელმონისნი,

18. და ისაჲსაჲ და კედმოთი, და სებამაჲ, და მაფაათი,

19. და კარიათაიმი, და სართი, და სეორი მთასა შინა ენაკისასა,

20. და ბითფოგორი, და ასედორი, ფასგაჲ და ბეთსიმოთი, და ყოველი ქალაქი მისურისაჲ,

21. და ყოველი სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორეველთაჲსაჲ, რომელ მეფობდა ესებონს შინა, რომელ მოკლა მოსე იგი, და წინამძღუარნი მადიამისანი და ები, და ჰროკამ, და სურ, და ჰრუბენ მთავარი სეონისაჲ, რომელ მკჳდრ იყო ქუეყანასა.

22. და ბალაამ ბეორისი მისანი მოკლეს ბრძოლასა.

23. და იყვნეს საზღვარნი რუბენისნი იორდანე საზღვრად, ესე სამკჳდრებელი ძეთა რუბენისთა, ტომად-ტომად მათა ქალაქები და ვანები მათი.

24. და მისცა მოსე ძეთა გადისთა ტომად-ტომად მათა.

25. და იყო საზღვრად მათა იარჱსი, ყოველი ქალაქები გალაადისაჲ და ზოგი ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ არუერმდე, რომელ არს წინაშე პირსა ლაბბოჲსასა.

26. და ესებონითგან ჰრამოთდმდე მართლ მასფასა, და ბოანიმი და მანაიმი ვიდრე საზღვართა დაბირისათა,

27. და ემეკს ბეთარამ ბეთისამნა, და სოქო, და საფონ და სხუა იგი სამეუფოჲ სეონისი მეფისა ესებონისაჲ. იორდანჱ იზღუანის ვიდრე ზღუადმდე ქენეროთისად წიაღ იორდანესა აღმოსავლით.

28. ესე სამკჳდრებელი ძეთა გადისთა ტომად-ტომად მათა და ქალაქად-ქალაქად მათა და ვანები მათი.

29. და მისცა მოსე ზოგსა ნათესავსა მანასესა და იყო ზოგთა ძეთა მანასჱსთა ტომად-ტომად მათა.

30. და იყო საზღვარი მათი მანაიმითგან: და ყოველი ბასანი, და ყოველი სამეუფოჲ ოგისი, მეფისა ბასანისაჲ, და ყოველი დაბნები იაჲრისი, რომელ არიან ბასანიტითს შინასა, სამეოცი ქალაქი.

31. და ზოგი გალაადისაჲ, და ასტაროთს შინა, და ედრაინს შინა, ქალაქები სამეუფოჲსა ოგისი ბასანიტს შინა. და მისცნეს ძეთა მაქირისთა, ძისა მანასესთა.

32. ესენი, რომელ დაიკმჳდრნა მოსე წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო, აღმოსავალით.

33. და ნათესავსა ლევისსა არა სცა მოსე მკჳდრობაჲ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისა, იგი სამკჳდრებელ იყო მათა, ვითარცა ეტყოდა მათ.

14

1. და ესენი არიან, რომელთა დაიმკჳდრეს ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანა ქუეყანასა ქანანისასა, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო ნავესმან და მთავართა ტომთა ძეთა ისრაჱლისათა.

2. ნაწილად-ნაწილად დაიმკჳდრეს. ვითარცა ამცნო უფალმან ჴელითა ისოჲსითა. ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა წიაღ იორდანითგან.

3. და ლევიტელთა არა სცა ნაწილ მათ შორის.

4. რამეთუ იყვნეს ძენი იოსებისნი მანასე და ეფრემ და არა სცეს ნაწილი ქუეყანისა ლევიტელთა და ქალაქნი საყოფელად და გარემოსი მათი საცხოვართა.

5. ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა და განიყვეს ქუეყანაჲ.

6. და მოვიდეს ძენი იუდაჲსნი ისოჲსა გალგალს შინა და ჰრქუა მას ქალებ იეფონისმან კენეზელმან: შენ უწყი სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან მოსეს მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჩემთჳს და შენთჳს კადჱს ბარნჱს შინა.

7. რამეთუ ორმეოცის წლის ვიყავ, რაჟამს მიმავლინა მე მოსე, მონამან უფლისამან, მოხილვად ქუეყანისა.

8. და მიუგეს მათ სიტყუაჲ გონებით თჳსით ძმათა ჩემთა, რომელ აღმოვიდეს ჩემდა და გარდაცვალეს გონებაჲ ერისაჲ. ხოლო მე შევეყავ შემდგომად უფლისა, ღმრთისა ჩემისა.

9. და ფუცა მოსე მას დღესა შინა და თქუა: ქუეყანასა რომელსა მიხუედ, შენდად იყოს სამკჳდრებელად და შვილთა შენთა უკუნისამდე. რამეთუ შევეყავ შემდგომად უკუანა უფლისა ღმრთისა ჩემისა.

10. და აწ გამომზარდა მე უფალმან, ვითარცა თქუა ესე, მეორმეოცდამეხუთე წელი არს, ვინათგან თქუა უფალმან ღმერთმან სიტყუაჲ ესე მოსეს მიმართ და ვიდოდა ისრაჱლი უდაბნოსა ზედა და აწ, აჰა, ესერა, მე დღეს ოთხმეოცდახუთ წლის ვარღა, დღეს მიძლავს.

11. ვითარცა რაჟამს წარმავლინა მოსე, ეგრეთვე მიძლავს აწ განსლვად და შესლვად ბრძოლად.

12. და აწ გთხოვ შენ მთასა ამას, ვითარცა თქუა უფალმან მას დღესა, რამეთუ შენ გესმა სიტყუაჲ ესე მას დღესა შინა. აწ, ესერა, აკიმელნი მუნ არიან ქალაქნი. ძნელნი და დიდნი, უკუეთუ უფალი იყოს ჩემ თანა, მოვსრნე იგინი,

13. ვითარცა მრქუა მე ისო. და მისცა ქებრონი ქალებს, ძესა იეფონჱსა, კენეზიელსა სამკჳდრებელად.

14. ამისთჳს იქმნა ქებრონი იეფონეს კენეზელისა სამჳდრებელად მოდღენდელად დღედმდე. რამეთუ იგი შეუდგა ბრძანებასა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

15. ხოლო სახელი ქებრონისი იყო პირველად არაბოკ ქალაქი, დედაქალაქი არანაკიმელთაჲ ესე, და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.

15

1. და იყვნეს საზღვარნი ნათესავისანი ძეთა იუდაჲსთანი ტომად-ტომად მათა საზღვართაგან იუდაჲსთა უდაბნოჲთგან სინით ვიდრე კადედმდე, ბღუარით კერძო.

2. და იყვნეს საზღვარნი მათნი ბღუარით კერძო ვიდრე ზღუად კერძო მარილოვნად, ცხჳრითგან, რომელ მიიწევის ბღუარით კერძო მისსა და განვალს აკრამბი და გარემოვალს სეენასა და აღვალს ბღუარით კადედ ბარნედ.

3. და განვალს სოროდმდე, და აღიწევის ადდარად და გარემოვალს დასავალით კადესა,

4. და მივალს ასემონად კერძო და განვარდების პირსა ზედა ეგჳპტისასა, და იყოს მისი განსავალი ზღუად კერძო, ესე არს საზღუარი მათი ბღუარით.

5. და საზღუარნი მათნი აღმოსავალითნი: ყოველი ზღუაჲ მარილოვანი იორდანედმდე და საზღვარნი ჩრდილოჲთ კერძონი ცხჳრითგან ზღჳსაჲთ და ერთკერძო იორდანითგან.

6. მიიწევიან საზღვარნი ბეთაგლად კერძო და გარეწარვალს ჩრდილოჲთ კერძო ბეთარაბად კერძო. და აღჰმართებს საზღვარი ქვად კერძო ბჳონისა ძისა რუბენისა.

7. და აღვალს საზღვარი მეოთხესა ოდენ ნაწილსა ჴევისა აქორისასა და შთავალს გალგალდ კერძო, რომელ არს მართლ გამოსავალსა ადომისასა, რომელ არს ბღუარით კერძო ჴევსა და განიწევის წყლად კერძო წყაროჲსა ლელიუსად, და იყოს გამოსავალად მისა წყაროჲ ჰრუგელისაჲ.

8. და აღვალს საზღვარი ჴევსა ენომისასა იებულსთად, ესე არს იერუსალჱმი, და განვლენ საზღვარნი თხემით კერძო მთისად, რომელ არს პირით კერძო ჴევსა ენომისა ზღუად მიმართ, რომელ არს ერთკერძო ქუეყანასა ჰრაფაინისასა ჩრდილოჲთ კერძო.

9. და განვალს საზღვარი თავისაგან მთათასა წყაროსა ზედა წყლისა აფთოჲსასა და განვლენ საზღვარნი ეფრონისნი, და განაწიოს საზღვარი ბალად (ესე არს ქალაქი იარიმი).

10. და მი-გარე-ვლოს საზღვარმან ბაალით ზღუად კერძო მთასა სეირასა, და გარეწარვლოს ზურგით კერძო ქალაქი იარიმი ჩრდილოჲთ კერძო (ესე არს ქასალონი) და შთავიდეს მზისქალაქად კერძო და გარეწარვლოს ბღუარით კერძო.

11. და მიაწიოს საზღვარი ზურგით აკარონსა ჩრდილოჲთ კერძო, და მიაწინეს საზღვარნი საქქარონადმდე და თანაწარვლოს მთაჲ ქუეყანისა ბაალისაჲ. და მიაწიოს იაბნეამდე და იყოს გარემოსავალი საზღვართა ზღუად კერძო

12. და საზღუარნი მათნი ზღჳთგან, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის. ესე საზღუარი ძეთა იუდაჲსთანი გარემოჲს ტომად-ტომად მათა.

13. და ქალებს, ძესა იეფონესსა, მისცა ნაწილი შორის ძეთა იუდაჲსთა ბრძანებითა ღმრთისაჲთა და მისცა ისო მას ქალაქი ერბოკი, დედაქალაქი ენანისი (ესე არს ქებრონი).

14. და აღჴოცნა მიერ ქალებ, ემან იეფონჱმან, სამნი იგი ძენი ენანისნი: სური და თოლმა და აქიმან.

15. და აღვიდა მიერ ქალებ მკჳდრთა ზედა დაბირისათა. და სახელი დაბირისაჲ პირველად იყო ქალაქი მწიგნობართაჲ.

16. და თქუა ქალებ: რომელმან დაიპყრას ქალაქი მწიგნობართაჲ და ეუფლოს მას, და მივსცე მას ასქანა, ასული ჩემი, ცოლად.

17. და დაიპყრა იგი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძმამან ქალებისმან უმრწემესმან. და მისცა მას ასქანა, ასული თჳსი, ცოლად.

18. და იყო, შესლვასა მისსა, აზრახა მას და ჰრქუა: უთხოვო მამასა ჩემსა აგარაკი. და ჴმა-ყო კარაულით და ჰრქუა მას ქალებ: რაჲ არს შენდა?

19. და ჰრქუა მას: მეც მე კურთხეული, რამეთუ ქუეყანად ნაგებდ მიმცემ მე. მომეც მე გოლადმაიმი. და მისცა მას ქალებ გოლათი ზენაჲ და გოლათი ქუეყანაჲ.

20. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა იუდასთაჲ ტომად-ტომად მათა.

21. და იწყო ქალაქები მათი ქალაქი პირველი ნათესავისა ძეთა იუდასთაჲ საზღვართა ზედა ედომისა უდაბნოსა ზედა: კაბსეელი, და ედრაინი და იაგონირი,

22. და კინაჲ, და დიმონაჲ, და ადადაჲ,

23. და კედე და იონან,

24. სიფი, და ხელემი, და ბალოთი,

25. და ქალაქი ესერონი (და [ესე] არს ასური),

26. და ამამი, და სამააჲ, და მოლადაჲ,

27. და სერგადაჲ, და ბეთფალეთი,

28. და ასარსუდაჲ, და ბერსაბე, და ბერსაბე და დაბნები მათი. და ვანები მათი,

29. ბაალი, და ევიმი, და ასემი,

30. და ესთლადი, და ქესილილი, და ერმაი,

31. და სიკილენი, და მედებენაჲ, და სანსანაჲ.

32. და ლაბოთი, და სელემი, და რემონი. ქალაქები ოცდაცხრა და დაბნები მათი:

33. ველსა ზედა ესთაორისასა: და სარააჲ, და ასნაჲ.

34. და ილრამენი, და ზანაჲ, და ადიათაიმი,

35. და იერიმოთი, და ოდოლამი, და ნემრაჲ, და სოქოჲ, და აზექაჲ,

36. და სარგარიმი, და გადერაჲ და აჳანბიმისი, ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.

37. სენნანი, და ადასაჲ, და მაგდალგადი,

38. და ლაანი, და მასფაჲ, და იექთაელი,

39. და ლაქისი, და ბაზკათაჲ, და აგლომი,

40. და ქაბბაჲ, და ლამისი, და ქათლოსი,

41. და გადეროთი, და ბეთდაგონი, და ნომქაჲ და მაკადჱ, ქალაქები ათექუსმეტი და დაბნები მათი.

42. ლუბნაჲ და ათერი,

43. და იეფთაჲ, და ასენნაჲ, და ნესები, და კაილაჲ, და აქზიფი, და მარესაჲ, და ელომი, ქალაქები ცხრა და დაბნები მათი.

45. აკკარონი და დაბნები მისი,

46. და აკარონითგან იემნაჲ და ყოველნი, რავდენნიცა არიან მახლობელად ასდოდსა და დაბნებსა მათსა: ასდოდი და დაბნები მისი.

47. და ვანები მისი მიჴევადმდე ეგჳპტისა. და დიდი ზღუაჲ განსაზღურებს.

48. და მთათა საფარისათა, და იეთერი და სოქოი.

49. და აჰრენა ქალაქი მწიგნობართა (ესე არს დაბირი).

50. და ანობი, და ესთემონი, და იამინი.

51. და გოსომი, და ქილუჵნი, და გელონი, ქალაქები ათერთმეტი და დაბნები მათი.

52. ებერი, და ესანი, და რუმაჲ,

53. და იანუმი, და ბეთთააფუეაჲ, და აფაკაჲ,

54. და ქამმატაჲ, და ქალაქები არბოჲ. (ესე არს ქებრონი) და სიორი, და ქალაქები ცხრაჲ და დაბნები მათი.

55. და ჵნი, და ქერმელი, და ზიფი: და ეტტაჲ,

56. და იეზრაელი, და იეკდაამი, და ზანო,

57. ეკიმი, და გაბაჲ, ქალაქები ცხრაჲ და დაბნები მათი.

58. ალული, და ბეთსური, და გედორი,

59. და მაროთი, და ბეთნოთი, და ეზთეკენი, ქალაქები ექუსი და დაბნები მათი. თეკჱ, და ეფრათაჲ, (ესე არს ბეთლემი), და ფაგორი, და ეტამი, და კოლონი, და ტატამი, და სურესი, და კარიმი, და გალლიმი, და ბბეთერი, და მონოქოჲ, ქალაქები ათერთმეტი და დაბნები მათი.

60. კარიათბაალი (ესე არს ქალაქი იარიმისი) და რებაჲ, ქალაქნი ორნი და დაბნები მათი და ვანები მათი.

61. და ბდარბისი, და ბეთარაბოჲ, და მადნი, და სოქოზაჲ.

62. და ნებსანი, და ქალაქნი მათილთანი, და ენგადი, ქალაქები შჳდნი და დაბნები მათი.

63. და იებოსელი დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს. და ვერ შეუძლეს ძეთა იუდასთა ბრძოლად მათა, დაეშენნეს იებოსელნი მიმუნდღედმდე.