წიგნი მესამე ლევიტელთა

21

1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა აჰრონისთა და არქუ მათ: რათა სულთაგან არა შეიგინებოდიან შორის ნათესავთა მათთა,

2. არამედ თჳსთა და მახლობელთა მათთა თანა, არამედ მამისა და დედისა შევიდედ.

3. და ძეთა და ასულთა და ძმისა და დისა ქალწულისა, რომელი მახლობელ იყოს მისა და რომელი არა მიცემულ იყოს ქმარსა, ამათა შევიდედ.

4. და არა შეიგინნენ მეყსეულად ერსა შორის თჳსსა შეგინებად მათა და შიშულად

5. ნუ აღპარსვედ თმათა მკუდარსა ზედა და წვერსა ნუ დაიყჳნვედ ჴორცთა მათთაგან და ნუცა განიკუეთედ ჭრით.

6. არამედ წმიდა იყუნედ ღმრთისა მათისსა და არა შეიგინონ სახელი ღმრთისა მათისაჲ, რამეთუ შესაწირავსა ღმრთისა მათისსა იგინი შესწირვენ და იყუნედ იგინი წმიდა.

7. და დედაკაცსა მეძავსა და შეგინებულსა ნუ შეირთვედ და დედაკაცსა განტევებულსა ქმრისაგან თჳსისა ნუ მოიყვანებედ, რამეთუ წმიდა არიედ უფლისა ღმრთისა მათისა.

8. და წმიდა-ჰყო იგი, რამეთუ მსხუერპლსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა იგი შესწირავს და წმიდა იყავნ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.

9. და ასული თუ მღდელისაჲ შეიგინოს სიძვითა, სახელი მამისა თჳსისა შეაგინა, ცეცხლითა დაიწუნ.

10. და მღდელმან დიდმან ძმათაგან მისთა რომელსა ზედა დაესხა თავსა მისსა ზეთი ცხებისაჲ და სრულ ქმნულ არს შემოსად სამოსელისა მის თავსა ვარშამაგი, აღძარცუენ, ხოლო სამოსელსა ნუ დაიპებნ.

11. და ყოველსა ზედა სულსა აღსრულებულსა ნუ შევალნ ნუცა მამისა, ნუცა დედისა მისისა ზედა შეიგინებინ.

12. და სიწმიდეთაგან ნუ გამოვალნ, რათა არა შეაგინოს სიწმიდე იგი ღმრთისა მისისაჲ, რამეთუ წმიდაჲ, იგი ზეთი ცხებულებისაჲ ღმრთისამიერი არს მის ზედა. მე ვარ უფალი ღმერთი.

13. ხოლო ამან ქალწული ერისაგან თჳსისა მოიყვანოს,

14. ქურივი და განტევებული და მეძავი ვერ მოიყვანოს, არამედ ქალწული ნათესავისაგან თჳსისა მოიყვანედ ცოლად.

15. რათა არა შეიგინოს თესლი მისი ერსა შორის მისსა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან განვწმიდე იგი.

16. და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

17. არქუ აჰრონს, კაცსა ნათესავისაგან შენისა: ტომთა შორის თქუენთა იყოს თუ ვისთანამე ბიწი, ნუ მოვალნ შეწირვად მსხუერპლისა ღმრთისა მისისა.

18. ყოველი კაცი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ნუ მოვალნ კაცი ბრმაჲ და მკელობელი, გინა ცხჳრმოკლე, გინა ყურკუეთილი,

19. გინა კაცი, რომელსა განტეხილ ედგას ჴელი,

20. ანუ ფერჴი, ანუ ზურგტეხილი, ანუ თუ ნახევარჴმელი, ანუ თუალითა ლბილი, ანუ კაცსა, რომლისა თანა იყოს სიმღიერე ბოროტი, გინა მეფხანი, ანუ ერთკაკაჲ.

21. და ყოვლისა თანა, რომლისა თანა იყოს ბიწი ნათესავსა აჰრონის მღდელისასა, ვერ მიეახლოს იგი შეწირვად მასხუერპლსა ღმრთისა შენისასა, რამეთუ ბიწი არს მის თანა, მსხუერპლსა ღმრთისა მისისასა ვერ მოუჴდეს შეწირვად წმიდასა წმიდათასა.

22. ხოლო წმიდათაგანი შეწირულთა ჭამენ.

23. გარნა კრეთსაბმელას ნუ მოვალნ, ნუცა საკურთხეველსა შევალნ, რამეთუ ბიწი არს მის თანა, და ვერ მივიდეს იგი შეგინებად მისა სიწმიდესა ღმრთისა მისისასა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განვსწმედ მათ.

24. და ეტყოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ სიტყუათა.

22

1. და მერმე ეტყოდა ღმერთი მოსეს

2. და ჰრქუა: არქუ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ეკრძალნედ სიწმიდეთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, რათა არა შეიგინონ სახელი ჩემი წმიდაჲ, რაოდენ-რაჲ განწმიდონ მათ ჩემდა მომართ, მე ვარ უფალი.

3. არქუ მათ ნათესავთა შორის თქუენთა: ყოველი კაცი, რომელი მოვიდეს ყოვლისაგან ნათესავისა თქუენისა სიწმიდესა მას, რაოდენ-რაჲ განწმიდონ ძეთა ისრაჱლისათა, ღმრთისა და არაწმიდებაჲ იგი მის თანა იყოს, მოისპოს სული იგი ჩემგან, მე ვარ უფალი.

4. კაცი, რომელი იყოს ნათესავისა აჰრონის მღდელისა კეთროვან, ანუ თუ თესლმდინარე, სიწმიდისაგან არა ჭამოს ვიდრე განწმედამდე და რომელი შეეხოს ყოველსა არაწმიდებასა სულისასა ანუ კაცსა, რომლისაგან გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ,

5. ანუ რომელი შეეხოს ყოველსა ქუეწარმავალსა არაწმიდასა, რომელმან შეაგინოს იგი, გინა თუ კაცსა ზედა, რომელმან შეაგინოს იგი ყოვლისაებრ

6. არაწმიდებისა მისისა, კაცმან რომელმან შეახოს მას, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

7. არა ჭამოს მან სიწმიდეთაგან, ვიდრე არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა და დაჰჴდეს მზე და წმიდა იყოს და მაშინღა ჭამოს სიწმიდეთაგანი,

8. რამეთუ პური მისი არს იგი, მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ჭამოს შეგინებად მისა მათგან. მე ვარ უფალი ღმერთი.

9. დაიმარხედ დასაცავნი ჩემნი, რათა არა მოიღონ ამისთჳს ცოდვაჲ და მოწყდენ მისთჳს, უკუეთუ შეაგინონ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.

10. და ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს წმიდაჲ იგი და შემყოფმან მღდელისამან და სასყიდლით დადგინებულმან არა ჭამოს სიწმიდისაგანი.

11. უკეთუ მღდელმან მან მოიგოს კაცი სასყიდლით ვეცხლითა, ამან ჭამოს პური მისი და შვილთა, მონათა მისთა, ამათცა ჭამონ პური მისი.

12. და ასული კაცისა მღდელისაჲ იყოს თუ ქმრისა უცხოთესლისა, პირველ ნაყოფი შესაწირავთაჲ არა ჭამოს.

13. და ასული კაცისა მღდელისაჲ უკუეთუ იყოს ქურივ და გამოაძონ და ნაშობი არა ესვას მას, მოიქცეს სახლსავე მამისა თჳსისასა, ვითარცა პირველ სიჭაბუკესა მას მისსა, პურსა მამისა მისისასა ჭამდეს იგი, ხოლო ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს მისგან.

14. და კაცმან რომელმან ჭამოს წმიდაჲ იგი უმეცრებით, დაურთოს ნახუთალი მისი მას ზედა, და მისცეს მღდელსა მას წმიდაჲ იგი.

15. და არა შეაგინოს სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისათა, რომელსა იგინი შეწირვენ უფლისა.

16. და არა მოავლინონ მათ ზედა უშჯულოებაჲ იგი შეცოდებისაჲ ჭამასა მას მათსა წმიდათაგან მათთა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, განვსწმედ მათ.

17. და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

18. ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, ანუ ძეთაგანმან მწირთამან, რომელი მოსრულ იყოს მათა ისრაჱლსა შორის, რომელმან შეწიროს მსხუერპლი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა.

19. ანუ თუ მსგავსად ყოვლისავე გულსმოდგინებისა მათისა, რაოდენ-რაჲ შეწირონ ღმრთისა.

20. მრგულიად დასაწველად სათნოჲ თქუენი უბიწოჲ ვერძი ზროხათაგან და თხათაგან ყოველსა მას, რომელსა შინა იყოს ბიწი, ნუ შესწირვედ ღმრთისა, რამეთუ არა შევიწირო მათგან.

21. და კაცმან უკუეთუ შეწიროს ძღუენი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა და ყოვლისავე ნებისა მათისა მსხუერპლი ცხორებისაჲ ღმრთისა, რომელი განაჩინა აღთქმით დღესასწაულთა მათ თქუენთა მროწ[ლე]თაგან, ანუ თუ არვისაგან, უბიწო იყოს, შეწიროს, ყოველიმცა ბიწი ნუ არს მის თანა,

22. ბრმაჲ, ანუ ყურკუეთილი, ანუ განტეხილი, ანუ ჭლაკითა ბრმაჲ, ანუ მღიერი, ანუ მეფხანოვანი, არა შეწირონ ესევითარი ღმრთისა და ნაყოფად არა მოსცეთ მათგან საკურთხეველსა ზედა ღმრთისასა.

23. და ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი ყურკუეთილი, ანუ თუ კუდმოკლე საკლველად ჰყო იგი თავისა შენისა, ხოლო აღნათქუემად შენდა არა შეიწიროს.

24. გამოტეხილი და შეჭყლემული და მოკუეთილი და აღმოტაცებული არა შესწირო იგი ღმრთისა.

25. და ქუეყანასა თქუენსა არა ჰყოთ, ჴელისაგან უცხოთესლთაჲსა არა შესწიროთ შესაწირავად ღმრთისა თქუენისა ამათ ყოველთაგანი, რამეთუ ხრწნილებაჲ არს მათ თანა და ბიწი არს მათ თანა, არა შეიწიროს ესე თქუენდა.

26. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

27. ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ, რომელი იშვეს, იყოს იგი შჳდ დღე დედისა თანა, ხოლო მერვით დღითგან და წამართ შეიწიროს მსხუერპლად ნაყოფად უფლისა.

28. და ჴბოჲ და ცხოვარი და დედაჲ და შვილი მისი არა დაჰკლა დღესა ერთსა.

29. უკუეთუ შეწირვიდეს შესაწირავსა აღთქმისასა სიხარულისა თქუენისასა ღმრთისა შესაწირველად თქუენდა და დაკალთ იგი.

30. და მას დღესა შეიჭამენ, არა გაუტეოთ ჴორცისა მისგანი განთიადმდე.

31. მე ვარ უფალი და დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ჰყოფდით მათ.

32. და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ და წმიდაჲ ვიყო მე შორის ძეთა ისრაჱლისათა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

33. რომელი განგწმედ თქუენ, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთად, მე - უფალი.

23

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: დღესასწაულთა, რომელთა ჰხადოთ მათ - წოდებულ წმიდაჲ, ესე იგი არიან დღესასწაულნი ჩემნი.

3. ექუს დღე იქმოდე საქმესა, დღესა მეშჳდესა შაბათი - განსუენებაჲ წოდებულ წმიდა უფლისა არს, ყოველი საქმე არა ჰქმნეთ, შაბათი არს ღმრთისა ყოველსა სამკჳდრებელსა თქუენსა. ესე დღესასწაულნი - ნაწილად ხუედრებულნი უფლისა.

4. ესე წმიდანი არიან, რომელთა უწოდეთ მათ ჟამსა მათსა.

5. პირველსა მათ თთუესა, მეათოთხმეტესა დღისა თჳსისა, პასექი ღმრთისა მწუხრთა ზატიკი ღმრთისა,

6. და მეათოთხმეტესა დღესა ამის თთჳსსა - დღესასწული უცომოთაჲ უფლისა, შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა.

7. და დღე იგი პირველი წმიდაჲ წოდებულ იყოს თქუენდა და ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ. და შესწირვიდით

8. მრგულიად დასაწველთა ღმრთისა შჳდ დღე და დღე იგი მეშჳდე წმიდაჲ წოდებულ იყოს თქუენდა, ყოველი საქმე სამსახურებელი არა ჰქმნეთ.

9. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

10. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელ მე მიგცე თქუენ და მომკოთ სამკალი მის ქუეყანისაჲ,

11. და მოართუათ მჭელეულები პირველისა ყანისა თქუენისაჲ მღდელსა მას და შეწიროს მჭელეული იგი წინაშე ღმრთისა სათნოდ თქუენდა, ხვალისაგან პირველისა მის დღისა შეწიროს მღდელმან მან:

12. და ჰყოთ დღესა მას, რომელსა შესწირვიდეთ მჭელეულსა მას ცხოვარი წელიწდეული უბიწოჲ მრგულიად მწურად ღმრთისა.

13. და მსხუერპლი მისი ორი ათისაგანი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა მსხუერპლად ღმრთისა სულად სულნელად ღმრთისა - და შესაწირავი მის თანა ნაოთხალი მერისაჲ ღვნოჲ.

14. და პური და ტუსვილი ეტერი ახალი არა ჰჭამოთ იგი მასვე დღესა ვიდრე შეწირვად თქუენდა მსხუერპლისა ღმრთისა ქუენისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.

15. და აღირაცხოთ თქუენ ხვალისაგან შაბათთაჲსა, ვინაჲთ დღითგან შესწიროთ მჭელეული იგი, წინაშე დაგებისა შჳდნი შაბათნი სავსედ აღირაცხნე ვიდრე ხვალისაგან.

16. უკანასკნელ შაბათისა აღრაცხნე ერგასისნი დღენი და შესწიროთ შესაწირავი ახალი ღმრთისა. სამკჳდრებელისაგან თქუენისა შესწიროთ

17. პური წინაშე დაგებისა ორი პური, ორთაგან ათეულთა იყოს პური იგი, ერთი ცომოვანი შეიცხოს პირველ ნაყოფად ღმრთისა.

18. და ჰყუნეთ პურთა მათ თანა შჳდნი ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი და ჴბოჲ ერთი მროწლისაგან და ორნი ვერძნი უბიწონი ჰყუნე მრგულიად მწურად ღმრთისა და შესაწირავნი მათნი და ღჳნოჲ მათი მსხუერპლად სულნელად უფლისა.

19. და ჰყოთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვათათჳს და ორნი ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი შესაწირავად ცხორებისა.

20. პურთა თანა პირველთა ნაყოფთასა, რომელნი დაეგნენ წინაშე ღმრთისა, ორთა მათ თანა ტარიგთა. განწმიდნედ ღმრთისა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.

21. და ჰხადოთ დღესა მას, წოდებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა, შჯულად საუკუნოდ იყოს ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.

22. რაჟამს მოჰმკიდეთ სამკალსა თქუენსა ქუეყანასა თქუენისასა, არა ყოვლად მოასრულოთ ნეშტი იგი სამკალისაჲ ყანისა მის თქუენისაჲ მკასა მას თქუენსა და დანაცჳვნები იგი სამკალისა თქუენისაჲ არა აღკრიბოთ, გლახაკსა და მწირსა დაუტეოთ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

23. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

24. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: თთუესა მეშჳდესა ერთსა მის თთჳსასა იყავნ თქუენი განსუენებაჲ, საჴსენებელი საყჳრთა დაბერვისაჲ, წოდებულ - წმიდაჲ უფლისა.

25. ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ და შესწიროთ მსხუერპლები ღმრთისა.

26. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

27. და მეათესა დღესა თთჳსა ამის მეშჳდისასა დღე ლხინებისაჲ ჩინებული წმიდაჲ იყავნ თქუენდა. და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი მეცხრით დღითგან მის თთჳსაჲთ და შეწირეთ თქუენ მსხუერპლები ღმრთისა.

28. ყოველი საქმე ჰქმნე მას დღესა შინა, რამეთუ არს დღე იგი ლხინებისა თქუენისაჲ, ლხინებად თქუენთჳს წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.

29. ყოველმან სულმან, რომელმან არა დაიმდაბლოს თავი მას დღესა შინა, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა;

30. და ყოველმან კაცმან რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, დღესა მას წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.

31. ყოველი საქმე არა ჰქმნეთ შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.

32. შაბათი შაბათთაჲ იყავნ ესე თქუენდა და დაიტანჯნეთ სულნი თქვენნი. მეცხრითგან თთჳსაჲთ მწუხრითგან ვიდრე მწუხრადმდე, ჰშაბათობდეთ შაბათსა მას თქუენსა.

33. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

34. ათხუთმეტსა თთჳსასა ამის მეშჳდისასა დღესასწაული კარავთაჲ ჰყო შჳდ დღე უფლისა.

35. და დღე იგი პირველი წმიდა წოდებულ იყოს, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ.

36. შჳდ დღე შესწირვიდე მსხუერპლსა ღმრთისა და დღე იგი მერვე წმიდა წოდებულ იყავნ თქუენდა, და შეწირეთ მსხუერპლები თქუენი ღმრთისა, განსლვაჲ დღესასწაულთაჲ არს, ყოველი საქმე მსახურებისა არა ჰქმნე.

37. ესე არიან დღესასწაულნი ღმრთისანი, რომელსა ჰხადოთ მათ ჩინებულ წმიდა, რათა შესწირვიდეთ ნაყოფთა თქუენთა ღმრთისა მრგულიად მწუართა და მსხუერპლთა მათთა და შესაწირავთა დღითი დღედ მუნ დღედმდე.

38. თჳნიერ შაბათთა მათ ღმრთისათა, თჳნიერ დასადებელთა თქუენთა და თჳნიერ ყოველთა მათ აღნათქვემთა თქუენთა და ნეფსით შესაწირავთა თქუენთა, რაოდენი-რაჲ მისცეთ ღმერთსა.

39. და მეთხუთმეტესა დღესა თთჳსა მის მეშჳდისასა, რაჟამს მოასრულოთ ნაყოფი ქუეყანისა თქუენისაჲ და დღესასწაულსა ჰყოფდით უფლისასა შჳდ დღე, და დღე იგი პირველი განსუენება არს.

40. და მოიღოთ დღესა მას პირველსა ნაყოფი ხისაჲ შუენიერი და ფურცელი დანაკისკუდთაჲ და რტოები ხეთა ბორობანთაჲ, ძეწნი და ტირიფისაგან რტოები ჴევთაგან, რათა იხარებდეთ თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.

41. შჳდ დღე მის წელიწადისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა დღესასწაულობდით მას, კარავსა შინა სხდეთ შჳდ დღე. ყოველივე ქუეყანის უფალი ისრაჱლსა შორის,

42. დაემკჳდროს კარავსა შინა,

43. რათა იხილონ ნათესავთა თქუენთა, რამეთუ კარავთა შინა დავამკჳდრენ ძენი ისრაჱლისანი, რაჟამს გამომყვანდეს მე იგინი ქუეყანით ეგჳპტით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

44. და ეტყოდა მოსე დღესასწაულთა ამათ ღმრთისათა ძეთა ისრაჱლისათა.

24

1. და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2. ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ, მოგართუედ შენ ზეთი ზეთთაგან წმიდაჲ წნეხილი ნათლად ნათებად სანთლისა მის.

3. გარეშე კრეთსაბმელსა მას კარვისა საწამებელისასა და ჰნათებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან განთიადმდე წინაშე ღმრთისა მოუკლებელად შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა.

4. სასანთლესა ზედა ჰნათებდით წმიდასა სანთელსა წინაშე ღმრთისა განთიადმდე.

5. და მოიღეთ სამინდოჲ და ჰქმნეთ იგი ათორმეტად პურად. მეორე ათეულისაგან იყოს პური იგი ერთი.

6. და დააგნეთ იგინი ორად წინაშე დასაგებელად, ექუს-ექუსი პური დააგეთ ლანკლასა ზედა წმიდასა წინაშე უფლისა.

7. და დასდვა მას ზედა დასადებელი გუნდრუკი წმიდაჲ და მარილი. და იყუნენ პურნი ესე მოსაჴსენებელად წინაშე დაგებულ ღმრთისა.

8. დღესა შაბათსა დააგოდით წინაშე უფლისა მარადის ძეთაგან ისრაჱლისათა შჯულად საუკუნოდ.

9. და იყოს იგი აჰრონისა და ძეთა მისთა და ჭამდენ მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს წმიდაჲ წმიდათაჲ ესე მათა შესაწირავთაგან ღმრთისათა შჯულად საუკუნედ.

10. და გამოვიდა ძე დედაკაცისა ისრაჱლიტელისა. და ერთი ესე იყოს ძე დედაკაცისა ეგჳპტელისაჲ ძეთა შორის ისრაჱლისათა და ლალვიდეს ბანაკსა მას შინა დედაკაცისა მის მეგჳპტელისა და კაცი იგი ისრაჱლიტელი.

11. და სახელ-სდვა ძემან მან მის დედაკაცისამან სახელსა და სწყევა. და მოიყვანეს მოსესა და სახელი დედისა მისისაჲ ალამით, ასული ზამბრესი, ტომისა მისგან დანისა.

12. და შესუეს იგი საპყრობილესა, რათა განიკითხნენ იგინი ბრძანებითა ღმრთისათა.

13. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

14. გამოიყვანე, რომელმან იგი სწყევა გარეშე ბანაკსა და დაასხნენ ყოველთა, რომელთა ესმა, ჴელნი მათნი თავსა ზედა მისსა და ქვაჲ დაჰკრიბენ მას ყოველმან კრებულმან.

15. და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ მათ: კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან.

16. რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი

17. ყოველმან კრებულმან, გინა თუ მწირმან, გინა თუ მკჳდრმან,

18. რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, ეგრეთვე მოკუედინ.

19. და კაცმან უკუეთუ სცეს ყოველსავე კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ იგი და პირუტყუმან თუ ვისმანმე სცეს კაცსა და მოკუდეს, ზღოს სული სულისა წილ, უკუეთუ ვინმე დასდგას გერში მოყუასსა თჳსსა, ვითარცა-იგი მან უყო, ეგრევე უყავთ მას.

20. განტეხაჲ განტეხისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, და, რაჲცა გერში დასდვა კაცმან კაცსა, ეგრევე უყავთ მას.

21. უკუეთუ ვინმე სცეს კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ.

22. სამართალი ერთი იყავნ მწირისაჲ მის და მსოფლელისაჲ და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა.

23. და გამოიყვანეს კაცი იგი, რომელმან სწყევა გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ ყოველმან კრებულმან და ძეთა ისრაჱლისათა, ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

25

1. და ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა და ჰრქუა მას:

2. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ, დაიპყრათ ქუეყანაჲ იგი, რომელ მე მიგცემ თქუენ და ჰყოფდით თქუენ შაბათად უფლისა.

3. ექუს წელ სთესო ყანაჲ შენი და ექუს წელ მოსთულო ვენაჴი შენი და შეიკრიბო ნაყოფი შენი,

4. ხოლო წელსა მეშჳდესა შაბათი განსუენებაჲ იყოს ქვეყანისაჲ - შაბათი უფლისა: ყანაჲ შენი არა სთესო და ვენაჴი შენი არა განსხლა.

5. და თჳთ აღმოსრული სამკალისა შენისაჲ არა მომკო და ყურძენი სიწმიდისა შენისაჲ არა მოსთულო, წელიწად განსუენებისა არს ქუეყანისა.

6. და იყოს შაბათი ქუეყანისაჲ თქუენდა და საჭმლად შენდა და მონისა შენისა და სასყიდლითდადგინებულისა შენისა და შემყოფისა მის, რომელი მოსრულ იყოს შენდა.

7. და საცხოვართა შენთა და მჴეცთა ქუეყანისა შენისათა იყოს ყოველივე ნაყოფი მისი საჭმელად.

8. და აღირაცხო თავისა შენისა შჳდი განსუენებაჲ წელთა მათ, შჳდი წელი შჳდგზის, და იყუნენ შენდა შჳდნი იგი შჳდეულნი წელიწადთანი ორმეოცდაცხრა წელ.

9. და მიმოდასდვათ ნესტჳსა ჴმითა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დღესა მას ლხინებისსა, მიმოაუწყეთ ნესტჳთა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა.

10. და წმიდა-ყავთ წელი იგი მეერგასისე წელიწადი, მიმოითქუას მიტევებაჲ იგი ქუეყანასა ყოველსა დამკჳდრებულსა მას ზედა, წელიწადი მიტევებისაჲ შესაწირავებისა მისისაჲ იყოს თქუენდა. და წარვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა და კაცად-კაცადი - მამულსა თჳსსა.

11. წარხჳდეთ, მიტევებაჲ უწყებისაჲ ესე იყოს თქუენდა. და წელი მეერგასისე წელიწადი იყოს თქუენდა, არა სთესოთ, არცაღა ლეწოთ ნეფსით აღმოსრული მისი და არცა მოსთულოთ განწმედილი იგი მისი.

12. რამეთუ მიტევებაჲ უწყებისაჲ არს, წმიდა იყოს თქუენდა, ველთაგან ჰჭამდეთ შობილსა მისსა.

13. წელსა მას მიტევებისასა კუალად მოვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა.

14. უკუეთუ მისცე სასყიდელად მოყუასსა შენსა აგარაკი და მოიგო მოყუსისაგან შენისა, ნუმც ვინ აჭირებს კაცი მოყუასსა თჳსსა.

15. და მსგავსად რიცხუთა მათ წელიწადისათა შემდგომად სასწაულისა მის დღისა მოიგე მოყუსისაგან, რიცხჳსაებრ წელიწადისა ნაყოფთაჲსა მოგცეს შენ.

16. რაოდენცა უმრავლეს წელთა მათ განამრავლოს მოგებაჲ მისი, გინათუ რაოდენ მოკლებისა წელთა მათ დააკლოს მოგებაჲ იგი მისი, რამეთუ, ვითარცა რიცხჳ ნაყოფთაჲ, ეგრევე მოგცეს შენ.

17. ნუ ვინ აჭირვებნ კაცი მოყუასსა თჳსსა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

18. და ყავთ ყოველივე მსჯავრი ჩემი და დაიმარხეთ და ყავთ იგი და დაემკჳდრნეთ ქვეყანასა ზედა სასოებით.

19. და გამოსცეს ქუეყანამან ნაყოფი მისი და ჰჭამდეთ მაძღრივ და დაემკჳდრნეთ სასოებით მას ზედა.

20. უკუეთუ სთქუათ, რაჲ ვჭამოთ წელსა მას მეშჳდესა, უკუეთუ არა ვსთესოთ და არა შევიკრიბოთ ნაყოფი ჩუენი.

21. და მოვავლინო კურთხევაჲ ჩემი თქუენ ზედა წელსა მას მეექუსესა და ყოს ნაყოფი მისი სამისა წლისაჲ.

22. და სთესოს წელსა მას მერვესა და ჰჭამდეთ ნაყოფთა მათგან ძუელთა ვიდრე მეცხრედ წლადმდე, ვიდრემდე მოჴდეს ნაყოფი მისი, ჰჭამდეთ ძუელისძუელსა.

23. და ქუეყანაჲ არა განჰყიდოთ სრულიად, რამეთუ ჩემი არს ქუეყანა, რამეთუ მწირ და მსხემ ხართ თქუენ წინაშე ჩემსა.

24. და ყოველსავე ქუეყანასა, რომელი გიპყრიეს თქუენ, საჴსარი მოსცით ქუეყანისაჲ.

25. უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი, რომელ არს შენ თანა და განყიდოს ქუეყანისა მისისაგანი და მოვიდეს ნათესავი, რომელი მახლობელ იყოს მისა და იჴსნეს განსყიდული იგი ძმისა თჳსისაჲ.

26. უკუეთუ ვისმე არა ესუას ნათესავი და პოვნიერ იყოს ჴელითა და ეპოვოს მას ნოყიერად საჴსრად მისა.

27. და შეჰრაცხოს წელი იგი განსყიდისა მისისაჲ და მისცეს, რომელი-იგი აქუს კაცსა მას, რომელსა მიჰყიდა იგი და წარვიდეს ქუეყანასა მას მკჳდრობისა თჳსისასა.

28. უკუეთუ ვერ პოვნიერ იყოს ჴელი მისი კმა-ყოფად, რათამცა მისცა მას და იყოს სასყიდელი მომგებელისა მისისაჲ ვიდრე წლადმდე მიტევებისა, და გამოვიდეს მიტევებასა მას და წარვიდეს ქუეყანასა თჳსსა.

29. და უკუეთუ ვინმე მიჰყიდოს სახლი მონასა ქალაქსა შინა მოზღუდვილსა და იყოს საჴსარი მისი, ვიდრემდე აღესრულოს წელიწადი იგი, ზოგი სასყიდლისაჲ იყოს საჴსრად მისა.

30. უკუეთუ არა იჴსნეს ვიდრე აღსრულებადმდე ყოვლად მის წელიწადისა, დამტკიცნეს სახლი იგი ქალაქსა შინა მოზღუდვილსა მტკიცედ მომგებელისა მიმართ მისისა ნათესავსა შორის მისსა და არა განვიდეს მიტევებასა მას.

31. ხოლო სახლნი, რომელნი იყუნენ აგარაკსა, რომელთა არა აქუს ზღუდე გარემო, მსგავსად აგარაკისა მის ქუეყანისა შეირაცხენ, და საჴსარ მარადის იყუნენ და მიტევებასა მას გამოვიდენ.

32. და ქალაქნი ლევიტელთანი და სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი იჴსენებოდიან მარადის ლევიტელთა შორის.

33. და რომელმან იჴსნეს ლევიტელთა შორის, გამოჴდეს სასყიდელი მათი, სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი მიტევებასა მას, რამეთუ სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი შორის ძეთა ისრაჱლისათა არიან.

34. და ქუეყანა იგი განჩემებული ქალაქთა მათთაჲ არა განიყიდოს, რამეთუ სამკჳდრებელი საუკუნე ესე არს მათი.

35. უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი და ვერ შემძლებელ იყოს ჴელითა შენ შორის, ჴელი აღუპყარ მას, ვითარცა-იგი მწირსა და მსხემსა, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ თანა.

36. არა მოიღო მისგან ვახში და აღნადგინები და გეშინოდენ ღმრთისა შენისა, მე ვარ უფალი ღმერთი, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ შორის.

37. ვეცხლი შენი არა მისცე მას ვახშად და განსამრავლებლად, არა ავასხო მას საზრდელი შენი,

38. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა მიგცე თქუენ ქუეყანაჲ ქანანისაჲ და ვიყო მე თქუენდა ღმერთ.

39. უკუეთუ დავარდეს ძმაჲ შენი შენ შორის და მოგყიდოს თავი მისი შენ, არა გმონებდეს შენ მონებასა კირთებრ,

40. არამედ ვითარცა სასყიდლითდადგინებული და მწირი იყოს შენ თანა, ვიდრე წლადმდე მიტევებისა გიქმოდის შენ.

41. და განვიდეს თავისუფლად მიტევებასა მას და შვილნი მისნი მის თანა და მივიდეს ნათესავსა თჳსსა, სამკჳდრებელსა მამულსა მისსა შევიდეს.

42. რამეთუ მონანი ჩემნი არიან ესენი, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, არა განიყიდნენ სასყიდლით, ვითარცა მონანი.

43. არა დაამძიმო მას შრომითა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა.

44. და მონანი და მჴევალნი, რაოდენნი გესხნენ შენ, ყოველთაგან ნათესავთა, რომელნი არიან გარემო შენსა, მათგანნი მოიგნეთ.

45. და ნათესავთაგან მათთა, რაოდენნი იყუნენ ქუეყანასა თქუენსა, იყუნედ იგინი თქუენდა სამკჳდრო.

46. და განუყუნეთ იგინი ძეთა თქუენდა შემდგომად თქუენსა, და იყუნედ იგინი მონა თქუენდა საუკუნედ, რამეთუ ძმანი თქუენნი ძენი ისრაჱლისანი, კაცად-კაცადმან ძმაჲ თჳსი დაიდგინენ ვითარცა მოქმედი.

47. უკუეთუ პოვოს ჴელმან მის მწირისამან, რომელი მსხემობდეს შენ შორის, და შეჰჭირდეს ძმასა შენსა და მიჰყიდოს თავი თჳსი მწირსა, გინათუ შემყოფსა მისსა, ნაშობსა მწირისასა.

48. შემდგომად განსყიდისა მისისა ჴსნაჲ იყავნ მისი, ერთმან ძმათაგანმან მან იჴსნეს იგი.

49. მამისძმამან, ანუ თუ მამისძმისწულმან იჴსნეს იგი, ანუ სახლეულმან, ჴორცთა მისთაგანმან, ტომმან მისმან იჴსნეს იგი, უკუეთუ პოვნიერ იქმნეს, ჴელითა თჳსითა იჴსნეს თავი თჳსი.

50. და აღირაცხენ მომგებელისა მისისასა თანა მიერ წლითგან, ვინათგან მიჰყიდა მას თავი თჳსი ვიდრე წლადმდე მიტევებისა, იყოს ვეცხლი იგი სასყიდლისა მისისაჲ ვითარცა მორეწისა, წლითი წლად იყოს მის თანა.

51. უკუეთუ უმრავლესთა წელთა იყოს; ამისებრვე მისცეს სასყიდელი მისი ვეცხლისა მისგან მონაგებისა მისისა:

52. უკუეთუ მცირედ დაშთეს წელთა მათგანნი, წელიწადადმდე მიტევებისა შეერაცხოს მას წელიწადი იგი და მისცეს მას საჴსარი მისი.

53. ვითარცა სასყიდლითდადგინებულმან წელიწადით წელიწადადმდე იყოს მის თანა, არა დაამძიმო მას რუდუნებაჲ წინაშე შენსა.

54. უკუეთუ ვერ იჴსნეს თავი თჳსი, ეგრევე განვიდეს წელსა მას მიტევებისა მისისასა და ყრმანი მისნი მის თანა, რამეთუ ჩემნი არიან ძენი ისრაჱლისანი მსახლობნი

55. და მონანი ჩემნი ესენი არიან, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.