წიგნი მესამე ლევიტელთა

6

1. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. კაცმან უკკუეთუ ცოდოს და უგულებელობით უგულებელს-ყვნეს მცნებანი უფლისანი და ჰტყუოს მოყუასსა ვედრებისათჳს, გინა ზიარებისათჳს, გინა ტაცებისათჳს, გინა თუ ავნო რაჲმე მოყუასსა,

3. ანუ თუ პოვა წარწყმედული, და ტყუვა მისთჳს და ფუცა ნაცულად ერთისა ამათგანისათჳს, რომელი ყვის კაცმან

4. და ცოდის ამათ შინა, და ყოს, რაჟამს ცოდა და ბრალი ქმნა, და მისცა მუნ ნატაცები იგი, რომელ მოსტაცა,

5. გინა ვნებისა მისთჳს, რომელ ავნო გინა ვედრებისა მისთჳს, რომელი ვედრად აქუნდა მას, გინა წარწყმედულისა მისთჳს, რომელ პოვა ყოვლისაგან საქმისა, რომლისათჳს ფუცა ნაცულად და მისცეს მას თავადი იგი და მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა. ვისაცა იყოს, მასვე მისცეს, რომელსაცა დღესა ემხილოს.

6. და ბრალისა მისთჳს შეწიროს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ სასყიდლითა, რომლისათჳს ბრალი ქმნა.

7. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა

8. და მიეტეოს მას ერთისა მათგანისათჳს, რომელ ქმნა საცოდავსა მას შინა და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

9. ამცენ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ყოვლად დასაწველისაჲ: ესე ყოვლად დაწუვაჲ დაწვასა მისსა ზედა საკურთხეველსა ზედა ეგზნებოდის ღამე ყოველ განთიადმდე, და არა დაშრტეს, და ცეცხლი იგი საკურთხეველისაჲ ეგზნებოდის მას ზედა და არა დაშრტეს

10. და შეიმოსოს მღდელმან მან სამოსელი სელისაჲ, და ნიფხავი შეიმოსოს სხეულთა მისთა და აღიღოს შეწირული იგი, რომელ განლია ცეცხლმან ყოვლად დამწვარი იგი საკურთხეველისა მისგან და დადგას იგი მახლობელად საკურთხეველსა მას.

11. და განიძარცოს სამოსელი მისი, და შეიმოსოს სხუაჲ და განიღოს ნაყოფად შეწირული იგი გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა.

12. და ცეცხლი ეგზებოდის საკურთხეველსა მას ზედა და არა დაშრტეს, და აგზებდეს მღდელი იგი შეშასა განთიად-განთიად, და დაზჳნოს მას ზედა ყოვლად დასაწველი იგი და დასდვას მას ზედა ცეცხლი იგი ცხოვრებისაჲ.

13. და ცეცხლი მარადის ეგზებოდის საკურთხეველსა ზედა და არა დაშრტეს.

14. ესე არს შჯული შესაწირავთაჲ, რომელ მოართოდიან ძეთა აჰრონისთა წინაშე ღმრთისა პირისპირ საკურთხეველისა.

15. და აღიღოს სამინდოჲსა მისგან შესაწირავისა მჭელითა ზეთითურთ მისით გუნდრუკსა თანა მისსა, რომელი-იგი იყოს შესაწირავსა მას ზედა და შეწიროს საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფად, სულად სულნელად, საჴსენებელი მისი უფლისა ღმრთისა.

16. ხოლო ნეშტი იგი მისგანი შეჭამოს აჰრონ და ძეთა მისთა; უცომოჲ შეჭამოს იგი ადგილსა წმიდასა ეზოსა კარვისა საწამებელისასა, სადა შეჭამონ იგი.

17. არა შეიცხოს ცომოვანი; ნაწილად მივსცე იგი მათ ნაყოფთაგან ღმრთისათა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს, ვითარცა ცოდვისაჲ იგი და ვითარცა ბრალისაჲ იგი.

18. ყოველივე წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ნაყოფად შეწირულთა მათგან ღმრთისათა. ყოველი, რომელი შეეხოს მას, განწმიდნეს.

19. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

20. ესე არს შესაწირავი აჰრონისი და ძეთა მისთაჲ, რომელი შეწირონ ღმრთისა დღესა მას, რომელსა ვცხო მათ: მეათე სათველისაჲ სამინდოჲ - მსხუერპლად სამარადისოდ, ზოგი მისი განთიად და ზოგი მისი მწუხრი.

21. ტაპაკსა ზედა ზეთითა შესვარული შექმნეს იგი, შეწიროს იგი გულარძნილი მსხუერპლი განატეხთაჲ შესაწირავი სულად სულნელად ღმრთისა.

22. მღდელმან ცხებულმან მის წილ, ძეთა მისთაგანმან ყოს იგი, შჯულად საუკუნოდ, ყოვლადვე დადვას საკურთხეველსა ზედა.

23. და ყოველი მსხუერპლი მღდლისაჲ ყოვლად დამწვარ იყოს და არა იჭამოს.

24. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

25. ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ცოდვისაჲ: ადგილსა მას, სადა-იგი დაჰკლვიდენ ყოვლად დასაწველთა, დაკლან ცოდვისაჲ იგი წინაშე ღმრთისა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

26. მღდელმან მან, რომელმან შეწიროს იგი, მანვე შეჭამოს იგი ადგილსა წმიდასა და შეჭამოს იგი, ეზოსა მას კარვისა საწამებელისასა.

27. ყოველი, რომელი შეეხოს ჴორცსა მას, განწმიდნეს, და რომელსა ასხურეს სისხლისა მისისაგანი სამოსელსა და დაბღალოს, გამორცხენ იგი ადგილსა წმიდასა.

28. და ჭურჭერი კეცისაჲ, რომლითა შეიგბას იგი, შეიმუსრენ, უკუეთუ ჭურჭრითა რვალისათა შეიგბას, მოხუეტენ იგი, და დაწონ და ჭურჭელი განრცხენ წყლითა.

29. ყოველი წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: წმიდაჲ წმიდათაჲ არს ღმრთისა.

30. და ყოველივე, რომელ ცოდვისათჳს არს, რომელი შეიწიროს სისხლისა მათისაგანი კარავსა მას საწამებელისასა სალხინებელად სიწმიდესა შინა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწუეს იგი.

7

1. და ესე არს შჯული ვერძისაჲ მის, რომელი იყოს ცოდვისათჳს: რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.

2. ადგილსა მას, სადაცა დაკლიან ყოვლად დასაწველები იგი და დაკლან ვერძი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა და სისხლი მისი მოაპკურონ ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

3. და ცმელი მისი მოიღოს მისგან მუცლისა და ყოველივე ცმელი, გარდაბურვილი შინაგან, და ყოველივე ცმელი, რომელ არს ნაწლევთაჲ.

4. და ორნი იგი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ, და ღჳძლის ყური იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.

5. და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა ნაყოფად სულად სულნელად ღმრთისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

6. ყოველივე წული მღდელთაგანი ჭამდეს მას, ადგილსა წმიდასა ჭამდენ მას, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.

7. ვითარცა-იგი ცოდვისაჲ, ეგრეცა ბრალისაჲ შჯული ერთისა მათგანისა: მღდელისა, რომელმან ყოს ლხინებაჲ, მისა იყავნ იგი.

8. მღდელი იგი, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა მას კაცისასა, ტყავი იგი ყოვლად დასაწველისაჲ მის, რომელი მან შეწიროს, მისაცა იყოს.

9. და ყოველივე შესაწირავი, რომელი იქმნეს თორნესა და ყოველივე, რომელი იქმნეს ლანძუსა, გინა ტაპაკსა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.

10. და ყოველივე შესაწირავი ქმნილი ზეთითა, გინა უქმნელი ზეთითა, ყოველთავე კაცად-კაცადისა სწორად.

11. ესე არს შჯული შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელი შეწიროს ღმრთისა.

12. უკუეთუ ქებისათჳს შესწირვიდე მას და შეწიროს მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა პურნი სამინდოჲსაგან შესუარული ზეთითა და ლელანგოჲ უცომოჲ, ცხებული ზეთითა, და სამიდოჲ აღდგინებული ზეთითა,

13. პურთა თანა ცომოვანთა შეწიროს შესაწირავი იგი მისი მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა. და მოართუას მისგანი თითოჲ ყოვლისა ამისგან შესაწირავისა მისისა ნაყოფად პირველად უფალსა ღმერთსა.

14. მღდელმან მან, რომელმან აპკუროს სისხლი იგი ცხორებისაჲ, მისა იყოს იგი და მსხუერპლი იგი და ჴორცი ქებისა ცხორებისა მისავე იყოს

15. და რომელსა დღესა შეწიროს იგი, შეჭამოს, არა დაუტეონ იგი განთიადმდე.

16. და უკუეთუ აღთქმით, გინათუ ნეფსით შეწიროს მსხუერპლი მისი, რომელსაცა დღესა შეწიროს მსხუერპლი იგი მისი, შეჭამონ ხვალისაგანცა.

17. შესაწირავისაჲ, რომელი დაშთეს მესამედ დღედმდე, ცეცხლითა დაიწუეს.

18. უკუეთუ ჭამით ჭამოს დღესა მას მესამესა ჴორცისა მისგანი, არა შეიწირა იგი, რამეთუ შეგინება არს, ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს მისგანი, ცოდვაჲ მოიღოს თავისა თჳსისა.

19. და ჴორცსა, რომელმან შეახოს ყოვლისა არაწმიდებისასა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწონ! ყოველი არაწმიდაჲ ჭამდეს ჴორცსა.

20. ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს ჴორცისაგან შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელ არს ღმრთისა, არაწმიდებაჲ მისი მის ზედაცა იყოს, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.

21. და კაცი, რომელი შეეხოს საქმესა არაწმიდასა, არაწმიდებითგან კაცისაჲთ, გინა თუ ოთხფერჴთა არაწმიდათა, გინა საძაგელსა, ყოველსა არაწმიდასა და ჭამოს შესაწირავისაგან მის ჴორცისა ცხოვრებისა, რომელ არს უფლისა, წარწყმდეს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.

22. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

23. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ყოველივე ცმელი ზროხათაჲ და ცხოვართაჲ და თხათაჲ არა ჰჭამოთ!

24. და ცმელი მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ემსახუროს ყოველსა საქმესა, ჭამით არა იჭამოს.

25. ყოველმან რომელმან ჭამოს ცმელისა ცხოვართაგან, რომელთა შესწირვიდეთ მსხუერპლად ღმრთისა, წარწყმდეს კაცი იგი, რომელმან ჭამოს ერისაგან თჳსისა.

26. ყოველი ესე სისხლი არა ჰჭამოთ ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა მფრინველისაჲთგან ვიდრე საცხოვართამდე.

27. ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს სისხლი, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.

28. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

29. ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა ღმრთისა, მოართუის შესაწირავი იგი მისი ღმერთსა მსხუერპლისაგან ცხორებისა.

30. ჴელითა თჳსითა მოართუას ნაყოფი იგი მისი ღმერთსა: ესე არს, ცმელი მკრდისაჲ და ღჳძლის ყური. მოართვას იგი, რათა დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

31. და შეწიროს მღდელმან ცმელი იგი საკურთხეველსა ზედა და მკერდი იგი იყოს აჰრონისა და ძეთა მისთა.

32. და მჴარი იგი მარჯუენე მისცეთ შესაწირავისათჳს მღდელსა მას შესაწირავთაგან ცხორებისა თქუენისათა.

33. რომელი შესწირვიდეს სისხლსა მას ცხორებისასა და ცმელსა, ძეთაგანი აჰრონისთაჲ, მისა იყოს მჴარი იგი მარჯუენე ნაწილად.

34. რამეთუ მკერდი იგი დაგებისაჲ და მჴარი იგი შესაწირავისაჲ მოვიღე ძეთაგან ისრაჱლისათა მსხუერპლთაგან ცხორებისა თქუენისათა და მივეც იგი აჰრონს და ძეთა მისთა შჯულად საუკუნედ ძეთაგან ისრაჱლისათა.

35. ესე არს ცხებაჲ აჰრონისი და ცხებაჲ ძეთა მისთაჲ შესაწირავთაგან ღმრთისათა დღესა მას, რომელსა მოიყვანნა იგინი მღდელობად ღმრთისა, ვითარცა-იგი ამცნო ღმერთმან მიცემად მათა

36. დღესა მას, რომელსა ეცხო მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის მათსა.

37. ესე არს შჯული ყოვლად დასაწუელთაჲ მათ და შესაწირავთაჲ და რომელ ცოდვათათჳს არნ და ბრალისათჳს და სრულებისათჳს და მსხუერპლთათჳს ცხორებისა.

38. ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს მთასა სინასა დღესა მას, რომელსა უბრძანა ძეთა ისრაჱლისათა შეწირვად მათა მსხუერპლები მათი წინაშე ღმრთისა უდაბნოსა მას სინაჲსასა.

8

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. მოიყვანე აჰრონ და ძენი მისნი და სამოსელი მათი და ზეთი იგი ცხებისაჲ და ზუარაკი იგი ცოდვისაჲ და ორნი იგი ვერძნი და ლანკლაჲ იგი უცომოთაჲ.

3. და ყოველი იგი ერი შეკრიბე კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

4. და ყო მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან და მოუწოდა ყოველსა მას კრებულსა ერისასა კარად კარვისა მის საწამებელისა.

5. და ჰრქუა მოსე კრებულსა მას: ესე სიტყუაჲ არს, რომელი მამცნო ღმერთმან ყოფად.

6. და მოიყვანნა მოსე აჰრონ და ძენი მისნი და განბანნა იგინი წყლითა.

7. და შეჰმოსა მათ სამოსელი იგი და შეარტყა მათ სარტყლები და შეასხა მათ ჴამლები და გარდასდვა მათ ზედა სამჴრე

8. და შეარტყა მსგავსად ქმნულებისა მისისა და შეამტკიცა იგი მით. და დასდვა სამჴრეთა მათ ზედა საკითხავი იგი და დაადგა საკითხავსა მას ზედა გამოცხადებაჲ იგი და ჭეშმარიტებაჲ

9. და დაჰბურა ვარშამაგი თავსა მისსა და დასდვა ვარშამაგსა მას ზედა წინაშე პირსა მისსა პეპელი იგი ოქროჲსაჲ განწმედილი იგი წმიდაჲ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

10. და მოიღო მოსე ზეთისა მისგან საცხებელისა და აპკურა მათ და საკურთხეველსა მას შჳდგზის

11. და სცხო საკურთხეველსა მას და განწმიდა იგი და ყოველივე ჭურჭერი მისი, და ენბაზი იგი და ხარისხნი მისნი, და განწმიდა იგი და სცხო კარავსა მას და ყოველსა მას, რაჲცა იყო მას შინა და განწმიდა იგი.

12. და დაასხა მოსე ზეთისა მისგან ცხებისა თავსა აჰრონისსა, სცხო მას და განწმიდა იგი.

13. მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი და შეჰმოსა მათ სამოსელი და შეარტყა მათ სარტყლები და დაჰბურა მათ ვარშამაგები, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

14. და მოიბა ზუარაკი იგი, რომელ არნ ცოდვისათჳს და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ზვარაკისა მის ცოდვისასა და დაკლა იგი.

15. და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა თითითა თჳსითა გარემოჲს

16. და განწმიდა საკურთხეველი იგი და სისხლი იგი დასთხია ხარისხსა თანა საკურთხეველისასა და განწმიდა იგი ლხინებისა ყოფად მას ზედა. და მოიღო ყოველივე ცმელი ნაწლევთაჲ, და ძირი იგი ღჳძლისაჲ, და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და შეწირა მოსე საკურთხეველსა მას ზედა.

17. და ზუარაკი იგი და ტყავი მისი და ყოველი ჴორცი მისი და ფუშნიერი მისი დაწუას ცეცხლითა გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

18. და მოიბა მოსე ვერძი იგი ყოვლად დასაწველი და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა.

19. და დაკლა მოსე ვერძი იგი და მოაპკურა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

20. და ვერძი იგი განყო ასოდ-ასოდ და შეწირა მოსე თავი მისი, და ასოები მისი, და ცმელი, და ნაწლევნი მისნი

21. და ფერჴნი მისნი განრცხა წყლითა. და შეწირა მოსე ყოვლადვე ვერძი იგი საკურთხეველსა ზედა: მრგულიად დასაწველი არს, სული სულნელებისაჲ, ნაყოფად შეწირული არს ღმერთისა, ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს.

22. და მოჰგუარა მოსე ვერძი იგი მეორე - ვერძი სრულებისაჲ. და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა.

23. და დაკლა იგი და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო ყურისა ძირსა მარჯუენესა აჰრონისსა, და მწუერვალთა თითთა მარჯუენისათა და მწუერვალთა თითთა ფერჴისა მარჯუენისათა.

24. და მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი. და სცხო მოსე მის სისხლისაგანი ყურის ძირთა მარჯუენისა მათისათა და თითთა ჴელისა მარჯუენისა მათისათა და თითთა ფერჴისა მარჯუენისა მათისათა. და მოაპკურა მოსე სისხლი იგი საკურთხეველსა მას გარემოჲს.

25. და მოიღო ცმელი, და მუცელი, და ცმელი იგი ქუსეტისაჲ, და ძირი იგი ღჳძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და მჴარი იგი მარჯ უენე

26. და ლანკლითა მისგან სრულებისა, რომელ-იგი იყო წინაშე ღმრთისა, მოიღო პური ერთი უცომოჲ და პური ზეთითა ქმნული ერთი და ლელანგოჲ ერთი და დასდვა ცმელსა მას ზედა და მჴარსა მას ზედა მარჯ უენესა

27. და დაასხა ესე ყოველი ჴელსა ზედა აჰრონისასა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და აღიღო შესაწირავად წინაშე ღმრთისა

28. და მოიღო იგი მოსე ჴელთაგან მათთა და შეწირა იგი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა სრულებისა. სულად სულნელად მსხუერპლი არს ესე ღმრთისა

29. და მოიღო მოსე მკერდი იგი და მოჰჴადა იგი შესაწირავად წინაშე ღმრთისა ვერძისა მისგან სრულებისა და იყო მოსე მონაწილედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს

30. და მოიღო მოსე ზეთისა მისგან ცხებისა და სისხლისა მისგან საკურთხეველისა და აპკურა აჰრონს და სამოსელსა მისსა, და ძეთა მისთა და სამოსელსა მათსა

31. და განწმიდა აჰრონ სამოსელი მისი, და ძენი მისნი და სამოსელი მათი მათ თანა. და ჰრქუა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა: შეაგბეთ ჴორცი იგი ეზოსა მას კარვისა მის საწამებელისასა, ადგილსა წმიდასა, და მუნ შეჭამეთ იგი და პურნი იგი, რომელ არიან ლანკლასა მას ზედა სრულებისასა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან და მრქუა: აჰრონ და ძენი მისნი ჭამდენ მას.

32. და ნეშტი იგი ჴორცისაჲ მის და პურისაჲ ცეცხლითა დაწუთ.

33. და კარისა მისგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ შჳდ დღე ვიდრე დღედმდე აღსასრულთა სრულებისა თქვენისათა, რამეთუ შჳდთა დღეთა სრულ-იქმნენ ჴელნი თქუენნი,

34. ვითარცა-იგი ყო ამას დღესა შინა რომელსა მიბრძანა მე ღმერთმან ყოფად მისა, რათა ლხინება-ყოს თქუენთჳს.

35. და კართა ზედა კარვისა საწამებელისათა სხდეთ შჳდ დღე და ღამე, სცჳდეთ საცოსა მას ღმერთისასა, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ესრე მამცნო მე ღმერთმან.

36. და ყუნეს აჰრონ და ძეთა მისთა ყოველნივე სიტყუანი, რომელნი უბრძანა ღმერთმან მოსეს.

9

1. და იყო, დღესა მას მერვესა მოუწოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა. და ჰრქუა მოსე აჰრონს:

2. მოიბ თავისა შენისა ჴბოჲ ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი იგი ყოვლად დასაწველი უბიწოჲ და შეწირე იგი წინაშე ღმრთისა.

3. და მოხუცებულთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ: მოიბთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი და ჴბოჲ და ტარიგი წელიწდეული მსხუერპლად, ყოველივე უბიწოჲ.

4. და ზვარაკი და ვერძი შესაწირავად ცხორებისა წინაშე ღმრთისა და სამინდოჲ შესუარული ზეთითა, რამეთუ უფალი გამოჩნდეს თქუენ შორის.

5. და მოიღეს, ვითარცა-იგი ამცნო მოსე წინაშე კარავსა მას საწამებელისასა და ყოველივე იგი, მოვიდა კრებული და დადგეს წინაშე ღმრთისა.

6. და ჰრქუა მათ მოსე: ესე იგი სიტყუაჲ არს, რომელ თქუა ღმერთმან, რაჲთა ჰყოთ და გამოჩნდეს თქუენ შორის დიდებაჲ ღმრთისა.

7. და ჰრქუა მოსე აჰრონს: წარმოდეგ წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა და შეწირე ცოდვისა შენისაჲ და მსხუერპლი შენი და ლხინება-ყავ თავისა შენისა და სახლისა შენისა, და შეწირე მსხუერპლი ერისა და ლხინება-ყავ მათთჳს, ვითარცა-იგი ბრძანა ღმერთმან.

8. და წარდგა აჰრონ წინაშე საკურთხეველსა მას და დაკლა ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ.

9. და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მას. და დააწო თითი მისი სისხლსა მას და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა, და სისხლი იგი სხუაჲ დასთხია ხარისხსა თანა მის საკურთხეველისასა.

10. და ცმელი, და თირკუმელნი და ძირი იგი ღჳძლისაჲ, რომელ არს ცოდათათჳს, შეწირა საკურთხეველსა ზედა, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

11. და ჴორცი, და ტყავი და ფუშნიერი მისი დაწუეს გარეშე ბანაკსა მას.

12. და დაკლა მრგულიად დასაწველი იგი და მოართუეს ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მამასა მათსა და მოაბკურა გარემო საკურთხეველსა მას.

13. და მრგულიად დასაწველი იგი მოართუეს მას ასოდ-ასოდ და თავი იგი მისი, და დააგო იგი საკურთხეველსა ზედა.

14. და განრცხნეს ნაწლევი და ფერჴნი მისნი წყლითა და დააგო იგიცა აკურთხევვლსა ზედა ყოვლად დასაწველთასა.

15. და მოიღეს შესაწირავი იგი ერისაჲ

16. და მოჰგუარეს ვაცი იგი ცოდვისათჳს ერისა. და დაკლა, ვითარცა-იგი პირველი, და მოართუეს ყოვლად დასაწველი იგი

17. და ყო იგი ეგრევე, ვითარცა ჯერ-არნ. და მოართუეს შესაწირავი და აღივსნეს ჴელნი მისგან და დააგო საკურთხეველსა მას ზედა თჳნიერ მსხუერპლისა მის განთიადისა.

18. და დაკლა ჴბოჲ იგი და ვერძი შესაწირავისაჲ ცხორებისათჳს ერისა. და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მათი მამასა მათსა.

19. და ცმელი იგი ჴბოჲსა მისგან და ვერძისა მისგან, მუცელი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი ნაწლევთაჲ და ორნი თირკუმელნი, და ცმელი იგი მათ ზედა და ძირი იგი ღჳძლისაჲ.

20. და დასდვა ცმელი იგი მკერდსა მას ზედა და შეწირა ცმელები ესე საკურთხეველსა ზედა.

21. და მკერდი იგი და მჴარი მარჯუენე მოჰჴადა აჰრონ აღსაღებელად წინაშე ღმრთისა, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან მოსეს.

22. და აღიპყრნა აჰრონ ჴელნი თჳსნი ერსა მას ზედა და აკურთხნა იგინი და გარდამოჴდა შემდგომად შეწირვისა მის მსხუერპლისა და რომელი-იგი ცოდვათათჳს არნ, და რომელი-იგი ცხორებისათჳს არიან.

23. და შევიდეს მოსე და აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა, და ვითარცა მიერ გამოვიდეს, აკურთხეს ერი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ ღმრთისა ყოველსა მას ერსა.

24. და გამოჰჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ და შეჭამა ყოველივე, რაჲცა იყო საკურთხეველსა მას ზედა, ყოვლად დასაწველი იგი და ცმელები. და იხილა ყოველმან ერმან და განუკჳრდა და დაეცნეს პირსა თჳსსა ზედა და თაყუანი-სცეს.

10

1. და მიიღეს ორთა მათ ძეთა აჰრონისათა, ნადაბ და აბიუდ, კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი, და დადვეს მათ ზედა ცეცხლი და დაასხეს საკუმეველი

2. და მოიღეს ცეცხლი უცხოჲ წინაშე ღმრთისა, რომელი არა უბრძანა მათ ღმერთმან და გამოჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ, და შეწუნა იგინი და მოწყდეს წინაშე ღმრთისა.

3. და ჰრქუა მოსე აჰრონს: ესე იგი არს, რომელსა ეტყოდა ღმერთი და თქუა: რომელნი მომეახლებოდიან, მათ ზედა განვწმიდნე და ყოველსა კრებულსა შორის ვიდიდო. და წუხნა აჰრონ ფრიად

4. და მოუწოდა მოსე მისადეს და ელისაფანს, ძეთა ოზიელისთა, ძეთა მამის ძმისა აჰრონისთა, და ჰრქუა მათ: მოდით და აღიხუენით ძმანი თქუენნი პირისაგან სიწმიდეთაჲსა და განიხუენეთ გარეშე ბანაკსა.

5. და მოვიდეს და აღიხუნეს იგინი სამოსლითა მათითა და განიხუნეს გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე.

6. და ჰრქუა მოსე აჰრონს, და ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელნი დაშთომილ იყვნეს: თავსა თქუენსა არა აღძარცუთ ვარშამაგი და სამოსელი თქუენი არა დაიპოთ, რაჲთა არა მოსწყდეთ და ყოველსავე კრებულსა ზედა იყოს რისხვაჲ. ხოლო ძმანი თქუენნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ, ტიროდიან დაწვასა მას, რომელ დაიწუნეს ღმრთისა მიერ.

7. და კარისაგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ზეთი იგი ცხებისაჲ ღმრთისამიერი არს თქუენ ზედა. და მათ ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა მოსე.

8. და ეტყოდა უფალი აჰრონს და ჰრქუა:

9. ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსუათ შენ და ძეთა შენთა, რაჟამს შეხჳდოდით კარავსა მას საწამებელისასა, ანუ თუ წარსდგებოდით წინაშე საკურთხეველსა და არა მოსწყდეთ: შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა

10. გამორჩევად შორის წმიდათა და შეგინებულთა და შორის არაწმიდათა და ღირსთა,

11. რაჲთა ასწავებდენ ძეთა ისრაჱლისათა ყოველსა მას შჯულსა, რომელსა ეტყოდა ღმერთი მათ ჴელითა მოსესითა.

12. და ჰრქუა მოსე აჰრონს და ელიაზარს და ითამარს, ნეშტთა მისთა: მოიღეთ შესაწირავი იგი, რომელი დაშთომილ არს ნაყოფად შეწირულთაგან ღმრთისათა,

13. და შეჭამეთ უცომოჲ იგი წინაშე საკურთხეველსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს და ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ შჯულად შენდა ეგე არს და შჯულად ძეთა შენთა ესე წმიდათაგან ნაყოფთა ღმრთისათა, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩემდა.

14. და მკერდსა მას განჩემებულსა და მჴარსა მას შესაწირავსა ჭამდით ადგილსა წმიდასა შენ, და ძენი შენნი და სახლეულნი შენნი შენ თანა, რამეთუ შჯულად შენდა და შჯულად ძეთა შენთა მოგეცა შესაწირავთაგან ცხორებისათა ძეთაგან ისრაჱლისათა.

15. მჴარი იგი შესაწირავისაჲ და მკერდი იგი განჩემებისაჲ ნაყოფთა თანა ცმელთასა შეწიროდიან, განჩემებად განჩინებული იგი წინაშე ღმრთისა. და იყოს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა შჯულად საუკუნედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

16. და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე და იგი დამწუარ იყო. და განურისხნა მოსე ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელ დაშთომილ იყუნეს,

17. და ჰრქუა მათ: რაჲსა არა შეჰჭამეთ ცოდვისაჲ ესე ადგილსა წმიდასა? რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს ესე, და მოგცა თქუენ ჭამად, რაჲთა მოუსპნეთ ცოდვანი ერისანი და ლხინება-ჰყოფდით მათთჳს წინაშე ღმრთისა.

18. რამეთუ არა შევიდა სისხლისა მისისაგანი სიწმიდესა შინა, წინაშე პირისპირ შინაგან ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, ვითარცა-იგი მიბრძანა მე უფალმან.

19. და ეტყოდა აჰრონ მოსეს და ჰრქუა: უკუეთუ დღეს-ღა მოუღებიეს ცოდვისა მათისაჲ და მსხუერპლები იგი წინაშე ღმრთისა, და შემხუედა მე ესევითარი და ვჭამო ცოდვისაჲ ესე დღეს, ნუუკუე არა სათნო იყოს ღმრთისა?

20. და ესმა ესე მოსეს და სთნდა მას.