1. და იყო შემდგომად აღსრულებისა მის ისოსისა და იკითხვიდეს ძენი ისრაჱლისანი უფლისა მიერ და იტყოდეს: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა ქანანელისა მის და ბრძოლა-სცეს მას?
2. და ჰრქუა უფალმან იუდა აღვიდეს. აჰა ესერა, მივეც ქუეყანაჲ იგი ჴელთა მისთა.
3. და ჰრქუა იუდა სჳმეონს, ძმასა თჳსსა: აღმოვედ ჩემ თანა ნაწილსა მას ჩემსა და ვჰბრძოდით ქანანელსა მას და მოვიდე მეცა შენ თანა ნაწილსა შენსა, და წარვიდა მის თანა სჳმეონ.
4. და წარვიდა იუდაცა. და მოსცა უფალმან ქანანელი იგი და ფერეზელი ჴელთა მისთა და მოსრნა იგინი ბეზეკს შინა, ათი ათასი კაცი.
5. და პოვეს ოდონიბეზეკ ბეზეკს შინა და ჰბრძოდეს მას და მოსრნეს ქანანელნი იგი და ფერეზელნი.
6. და ივლტოდა იდონიბეზეკ და დევნა-უყვეს შემდგომად მისსა, ეწინეს და შეიპყრეს იგი და მოჰკუეთნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი.
7. და თქუა ოდონიბეზეკ: სამეოცდაათორმეტნი მეფენი, რომელთანი ჴელნი მათნი და ფერჴნი მათნი მოკუეთილ იყუნეს, და კრებდეს ნაბიჭევსა ტაბლასა ჩემსა ქუეშე, რამეთუ ვითარცა-იგი უყავ მათ, ეგრეცა მომაგო მე ღმერთმან, და მოიყუანეს იგი იერუსალჱმდ, და მოკუდა მუნ.
8. და ჰბრძოდეს ძენი იუდასნი იერუსალჱმსა. და დაიპყრეს იგი და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.
9. და მისა შემდგომად შთავიდეს ძენი იუდასნი ბრძოლად ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრებულ იყო მთათა შინა და სამხრით და ველით.
10. და წარვიდა იუდა ქანანელისა მის, რომელი დამკჳდრვბულ იყო ქებრონს შინა; და გამოჴდა ქებრონი წინაშე პირისპირ ბრძოლად მათა, ხოლო სახელი ქებრონისა იყო პირველ კარიათარბოკსეფერ; და მოსრეს ესესი და აქიმან, და თოლმი, ნაშობნი ენაკისნი.
11. და აღმოვიდეს დამკჳდრებულთა მათ ზედა დაბირისთა და სახელი დაბირისაჲ იყო პირველად ქალაქი მწიგნობართაჲ.
12. და თქუა ქალებ: რომელმან მოსრას ქალაქი ესე მწიგნობართა და პირველად დაიპყრას იგი, მივსცე მას ასული ჩემი ცოლად.
13. და დაიპყრა იგი გოთონიელ, ძემან კვნეზისმან, ძმისწულმან ქალებისმან უმრწემესმან და მისცა მას ქალებ ასქან, ასული თჳსი, ცოლად.
14. და იყო, რაჟამს შევიდოდა იგი, აბირა იგი გოთონიელ, ცოლი თჳსი, რათა სთხოოს მამასა თჳსსა აგარაკი. და დრტჳნვიდა იგი და ჴმობდა კარაულსა მას ზედა, ვითარმედ: ქუეყანად სამხრით კერძო მიმეც მე. და ჰრქუა მას ქალებ: რასა მთხოვ მე?
15. და ჰრქუა მას ასქან, ასულმან თჳსმან: მეც ნურაჲ კურთხეულად, რამეთუ ქუეყანად სამხრით კერძო მიმეც მე და მეც მე საჴმარი წყალთა. და მისცა მას ქალებ მსგავსად გულისა მისისა საჴსარი მაღალთა და საჴსარი მდაბალთაჲ
16. და ძენი იობაბისნი კენეელისანი, სიმამრისა მოსესნი, აღმოვიდეს ქალაქთა მათთაგან ზღჳისკიდისათა ძეთა იუდაჲსთა უდაბნოდ, რომელ არს სამხრით იუდაჲსა შთასავალსა მას არადისასა. და მოვიდეს და დაემკჳდრნეს იგინი ერისა მის თანა.
17. და წარვიდა იუდა სჳმეონის თანა, ძმისა თჳსისა, და მოსრა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო სეფეთს, და შეჩუენებულ-ყვეს იგი და მიწყჳდეს იგი. და უწოდეს სახელი ქალაქისა მის მოსრვაჲ.
18. და დაიმკჳდრა იუდა აზეროჲ და საზღვარნი მისნი, და აკარონი და საზღვარნი მისნი, და აზოტე და გარვმო ნათესავი მისი.
19. და იყო უფალი იუდას თანა. და დაიმკჳდრა მთაჲ იგი, რამეთუ ვერ შეუძლეს დამკჳდრებად მკჳდრთა მათ ბარისათა, რამეთუ, რექაბ შორის ბანუწვალა მათ და ეტლები რკინისა იყო მათი.
20. და მისცეს ქალებს ქებრონი, ვითარცა ეტყოდა მოსე და დაიმკჳდრნეს მუნ სამნი იგი ქალაქნი ძეთა ენაკისთანი და აღჴოცნეს მიერ სამნი იგი ძენი ენაკისნი.
21. და იებოსელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო იჱრუსალამს, არა დაიმკჳდრეს ძეთა ბენიამენისთა, და მკჳდრ იყო იებოსელი იგი ძეთა თანა ბენიამენისთა იჱრუსალიმს, ვიდრე აქა დღედმდე.
22. და აღმოვიდვს ძენიცა იოსებისნი ბეთლემდ და უფალი იყო მათ თანა
23. და დაიბანაკა სახლმან ისრაჱლისამან გარემო ბეთელსა, ხოლო სახელი ქალაქისა მის იყო პირველად ლუზა.
24. და იხილეს ებგურთა მათ კაცი გამომავალი ქალაქით. და შეიპყრვს იგი და ჰრქუეს მას: გჳჩუენე ჩუენ შესავალი ქალაქისა ამის და ვყოთ შენ თანა წყალობაჲ.
25. და უჩუენა მათ შესავალი ქალაქისა მის, და მოსრეს ქალაქი იგი პირითა მახჳლისათა, ხოლო კაცი იგი და ნათესავი მისი გამოიყუანეს და განუტევეს.
26. და წარვიდა კაცი იგი ქუეყანასა მას ქეთემისასა და აღაშენა მუნ ქალაქი. და უწოდა სახელი მისი ლუზა. ესე არს სახელი მისი დღენდელად დღედმდე.
27. და არა დაიმკჳდრა მანასე ბეთშანი, რომელ არს სკჳთელთა ქალაქი, არცა ასულები მისი და არცა გარემო სათესავი მისი, არცა თანიქი და ასულები მისი, არცა დამკჳდრებულნი დორისანი, არცა გარემო მკჳდრნი მისნი და ასულები მისი, და არცა დამკჳდრებელნი ბალაკისანი და გარემო მკჳდრნი მისნი, და ასულები მისი, და არცა დამკჳდრებულნი მაგედოსანი, არცა გარემო მყოფნი მისნი, არცა ასულები მისი, არცა დამკჳდრებულნი იებელამისანი, არცა გარემო მყოფნი მისნი, არცა ასულები მისი; და იწყო ქანანელმან დამკჳდრებად ქუეყანისა მის.
28. და იყო, რაჟამს განძლიერდა ისრაჱლი და ყო ქანანელი იგი მოხარკე, ხოლო მოსრვით არა მოსრა იგი
29. და ეფრემ არა აღჴოცა ქანანელი იგი, რომელი დამკჳდრებულ იყო გაზერს შინა. და დაემკჳდრა ქანანელი იგი შორის მისსა გაზერს შინა და იყო იგი მისი მოხარკე.
30. და ზაბულონ არა აღჴოცნა დამკჳდრებულნი კედარისანი და დამკჳდრებულნი იგი ამონისანი: და დაემკჳდრა ქანანელი იგი შორის მისსა. და იყო იგი მისსა მოხარკე.
31. და ასერ არა აღჴოცნა დამკჳდრებელნი იგი აკქორისანი. და იყო იგი მისა მოხარკე და დამკჳდრებულნი დორისანი და მკჳდრნი იგი სიდონისანი, და დამკჳდრებულნი იგი დალაფისანი და აქაზიფისანი და ელბოჲსანი და აფეკისანი და რთობისანი.
32. და დავმკჳდრა ასერ შორის ქანანელისა მის, რომელი მკჳდრ იყო ქუეყანასა მას, რამეთუ ვერ ეძლო წარწყმედად მისა.
33. და ლეფთალიმ არა აღჴოცნა მკჳდრნი იგი ბეთსამისანი, არცა მკჳდრნი იგი ბენეთისანი, დაემკჳდრა ლეფთალიმს შორის ქანანელისა მის, რომელი-იგი მკჳდრ იყო ქუეყანასა მას. ხოლო მკჳდრნი იგი ბეთსამისანი და ბეთანათისანი იყვნეს მისა მოხარკე.
34. და აჭირებდა ამორეველი იგი ძეთა დანისთა მთასა მას შინა, რამეთუ არა უტევებდა მათ შთასლვად ღელესა მას.
35. და იწყო ამორეველმან მან დამკჳდრებად მთასა მას მურტოვანსა, სადა-იგი დათუნი და მელნი იყვნეს, მურტოვანსა მას და სალაბინს და დამძიმდა ჴელი სახლისა იოსებისი ამორეველისა მის ზედა და იყო იგი მათა მოხარკე
36. და საზღვარნი ამორეველთანი ზემო კერძო აღსავალსა მას აკრიბინისასა კლდითგან უზეშთაეს იყო.
1. და აღმოვიდა ანგელოზი უფლისა გალგად და ადგილსა მას ტირილისასა და ბეთელდ და სახლსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუა მათ. ამას იტყჳს უფალი: უფალმან აღმოგიყუანნა თქუენ ეგჳპტით და შემოგიყუანნა თქვენ ქუეყანასა ამას, რომლისათჳს ეფუცა მამათა თქუენთა მოცემად თქუენდა. და თქუა: არა განვაქარვო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს თქუენდა მიმართ უკუნისამდე.
2. და თქუენ არა აღუთქუათ აღთქუმაჲ მკჳდრთა მათ ამის ქუეყანისათა, არცა თაყუანის-სცვმდეთ კერპთა მათთა, არამედ გამოქანდაკებულნი იგი კვრპნი მათნი შეჰმუსრენით და საკურთხეველები მათი დაარღჳეთ. და თქუენ არა ისმინეთ ჴმისა ჩემისა და ესე ყოველი ჰყავთ.
3. და მე ვთქუ: არღარა შევსძინო განსხმად ერისა მის, რომლისა-იგი ვთქუ განსხმაჲ არა აღვჴოცნე იგინი პირისაგან თქუენისა და იყვნენ იგინი თქუენდა მაჭირვებელ და ღმერთნი იგი მათნი იყვნენ თქუენდა საცთურ.
4. და იყო, ვითარცა იტყოდა ანგელოზი იგი უფლისა სიტყუათა ამათ ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა, და აღიღო ერმან მან ჴმაჲ მათი და ტიროდეს.
5. ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილსა მას ტირილისა და შეწირეს მუნ მსხუერპლი უფლისა.
6. და წარავლინა ისო ერი იგი და წარვიდეს ძენი ისრაჱლისანი კაცად-კაცადი სამკჳდრვბელსა თჳსსა დაპყრობად ქუეყანისა.
7. და ჰმონებდა ერი იგი უფალსა ყოველთა დღეთა მათ მოხუცებულთასა, რომელნი დღეგრძელ იყვნეს ისოჲს თანა, და რომელთა იცნოდეს ყოველნი საქმენი უფლისანი, და დიდნი, რომელ იყო ისრაჱლსა თანა.
8. და აღესრულა ისო, ძე ნავესი, მონაჲ უფლისაჲ, ასდაათისა წლისა.
9. და დაჰფლეს იგი მთასა მას სამკჳდრებელისა თჳსისასა თამნასაქარს, მთასა მას ეფრემისსა, ბღუარით კერძოჲ მთისა მის გაასისსა. და ყოველი ნათესავი წარჴდა და შეეძინნეს მამათა მათთა.
10. და აღდგა ნათესავი სხუაჲ შემდგომად მათსა, რომელთა არა იცოდეს [უფალი] და საქმენი. რომელ ქმნნა ისრაჲლსა თანა.
11. და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალიმსა.
12. და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა, რომელმან გამოიყუანნა იგინი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდოდეს იგინი შემდგომად ღმერთთა უცხოთა, ღმერთთა მათ ერისათა, რომელნი იყვნეს გარემო მათსა, და თაყუანისცემდეს მათ და განარისხეს უფალი.
13. და დაუტევეს იგი და ჰმსახურებდეს ბაალსა და ასტარტესა.
14. და განრისხნა გულისწყომით უფალი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა მათთასა. და წარტყუენნეს იგინი გარემოჲს და ვერ ეძლო დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა ყოველთავე მით, რომელსა იქმოდეს.
15. და ჴელი უფლისა იყო მათ ზედა ბოროტისა საქმედ, ვითარცა ეტყოდა უფალი, და ვითარცა-იგი ფუცა უფალმან, და აჭირებდა მათ ფრიად
16. და აღადგინნის უფალმან მსაჯულნი, და განარინნის იგინი უფალმან ჴელთაგან წარმტყუენველთა მათთასა და მათცა არავე ისმინეს.
17. და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცემდეს მათ. და განარისხეს უფალი და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან, რომელსა ვიდოდეს მამანი მათნი არა სმენად მცნებათა უფლისათა, არცა ყვეს ეგრეთ.
18. და რამეთუ აღუდგინის მათ უფალმან მსაჯული და არნ უფალი მსაჯულისა მის თანა. და იჴსნეს იგი ჴელთაგან მტერთა მისთასა ყოველთა დღეთა მის მსაჯულისათა: და ნუგეშინის-სცის უფალმან სულთქუმისათჳს მათისა პირისაგან მათისა, რომელთა გარემოიცვნიან იგინი და ბოროტსა უყოფედ მათ.
19. და არნ, ვითარცა მოკუდის მსაჯული იგი, გარდაიქციან და კუალად განიხრწნიან უფროს მამათა მათა მისლვად კუალსა მათსა ღმერთთა უცხოთასა. და ჰმსახურებედ და თაყუანის-სცემედ მათ და არა განიშორნეს სლვანი გზისა მისგან მათისა.
20. და განრისხნა გულის წყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და თქუა: ამისთჳს, რამეთუ დაუტევა ნათესავმან ამან შჯული ჩემი, რომელ ვამცენ მამათა მათთა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა.
21. და მე არღარა შევსძინო აღჴოცად კაცისა პირისაგან მათისა წარმართთა მათგანი, რომელნი დაუტევა ისო, ძემან ნაჱესმან.
22. და დააცადა გამოცდად მათ შორის ისრაჱლისა, და-თუ-იმარხნენ გზანი უფლისანი, და ვიდოდიან მას, ანუ თუ არა, ვითარცა-იგი დაიმარხნეს მამათა მათთა.
23. და დაუტევნა უფალმან ნათესავნი ჱსე და არა აღჴოცნა ადრე, არა მისცნა იგინი ჴელთა ისოჲსსთა.
1. და ესე ნათესავნი დაუტევნა უფალმან, რათა გამოცადნეს მათგან ძენი ისრაჱლისანი, ყოველნივე იგი, რომელთა არა იცნოდეს ბრძოლანი ქანანელთანი.
2. ნათესავისა მისთჳს, ძეთა ისრაჱლისათა, რათა ასწაონ მათ ბრძოლაჲ. ხოლო უწინარესთა მათთა არავე იცნოდეს ესენი.
3. ხუთნი ესე სამთავრონი უცხოთესლთანი და ყოველნივე ქანანელნი და სიდონელნი და ეველნი, და რომელი დამკჳდრებულ იყო ლიბანესა ზედა, მთითგან აერმონით ვიდრე ლაბკმათმდე.
4. და იყვნეს, რათა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი, და რათა უწყოდის, უკუეთუ ისმინნეს, მცნებანი უფლისანი, ანუ არა, რომელი-იგი ამცნო მამათა მათთა ჴელითა მოსესითა.
5. და ძენი ისრაჱლისანი დაემკჳდრნეს შორის ქანანელისა მის, და ქეტელისა, და ამორეველისა, და ფერეზელისა, და ეველისა, და იებოსელისა და გერგესელისა.
6. და მოიყვანნეს ასულნი მათნი თავისა თჳსისა ცოლად და ასულნი მათნი მისცნეს ძეთა მათთა, და ჰმსახურებდეს ღმერთთა მათთა.
7. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ბოროტი წინაშე უფლისა, და დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი და ჰმსახურებდეს ბაალსა და სერტყებსა.
8. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელსა ქუსარსათემისასა, მეფისა ასურეთისასა, და ჰმონებდეს მათ რვა წელ.
9. და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ. და აღუდგინა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და იჴსნნა იგინი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძისა ქალებისმან უმრწემესისამან.
10. და ისმინა მათი უფალმან. და შჯიდა იგი ისრაჱლსა და განვიდა ბრძოლად ქუსარსათემისა; და მოსცა უფალმან ჴელთა მისთა ქუსარსათემ, მეფე ასურეთისაჲ. და განმტკიცნა ჴელი მისი ქუსარსათემის ზედა.
11. და დამშჳდნა ქუეყანა ორმეოც წელ. და მოკუდა გოთონიელ, ძე კენეზისი.
12. და შესძინნეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა. და განაძლიერა უფალმან ეგლომ, მეფე მოაბისაჲ, ისრაჱლსა ზედა ამისთჳს, რამეთუ ყვეს ბოროტი წინაშე უფლისა.
13. და შეიკრიბნა მან ყოველნი ძენი ამასისნი და ამალეკი, და მოვიდა და მოსრა ისრაჱლი, და მოვიდა და დაიმკჳდრა ქალაქები იგი დანაკისკუდოვანთაჲ.
14. და ჰმონებდეს ძენი ისრაჱლისანი ეგლომს, მეფესა მოაბისასა, ათურამეტ წელ.
15. და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და აღუდგინა მათ უფალმან მჴსნელად აოდ, ძე გერაჲსი. ძისა იემენელისაჲ, კაცი ორითავე ჴელითა მარჯუენე. და მიუძღუანეს ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მისითა ძღუენი ეგლომს, მეფესა მოაბისასა.
16. და იქმნა აოდ თავისა თჳსისა მახჳლი ორპირი, სიგრძე ყო მტკაველ ერთ და შეიბა იგი ბარკალთა ქუეშე ბარკლისა მარჯუენისა მისისასა და წარვიდა.
17. და მიართუა ძღუენი იგი ეგლომს, მეფესა მოაბისასა. და ეგლომ იყო კაცი სასტიკი ფრიად.
18. და ვითარცა აღასრულა აოდ შეწირვად ძღუენი იგი, და წარავლინნა კაცნი იგი, რომელთა აქუნდა ძღუენი იგი.
19. და ეგლომ გამო-ოდენ-სრულ იყო კერპთა მისთაგან გალგალის თანა და ჰრქუა აოდ ეგლომს: სიტყუაჲ მიჴმს ფარულად შენდამი, მეფე. და ჰრქუა ეგლომ: დადუმენ! და გამოვიდეს წინაშემდგომელნი იგი მისგან.
20. და იგი ჯდა ქორსა მას საზაფხულოსა მარტო. და ჰრქუა აოდ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ მიჴმს მე რქუმად შენდა, მეფე, და აღდგა ეგლომ საყდრისაგან თჳსისა.
21. და მოვიდა მახლობელ მისა. და იყო, ვითარცა ა-ოდენ-დგა იგი, მიყო აოდ ჴელი მარცხენე მისი, და აღმოიჴადა მახჳლი იგი ორპირი ბარკლისაგან მარჯუენისა მისისა, და სცა მუცელსა ეგლომისსა.
22. და შთააგდო ტარიცა შემდგომად მახჳლისა. და დაყო პოზანმან პირი მისი და არა გამოჴადა მახჳლი იგი მუცელსა მისსა.
23. და გამოვიდა კარსესა და გამოვლნა განწესებულნი იგი. და დაჰჴშნა კარნი ქორისანი მის მის ზედა და დამშჭუალნა, და აოდ გამო-ოდენ-ვიდა.
24. და შევიდეს მონანი მისნი და იხილეს და კარნი მის ქორისანი დაჴშულ იყვნეს, და თქუეს: ნუუკუე საჯდომელთა ჯდეს განშორებულად სასუენებელსა მისსა?
25. და ელოდეს და ეშინოდა რეკად კარისა და, აჰა ესერა, არა ვინ იყო, რომელმანცა განახუნა კარნი მის ქორისანი და მოიღეს კლიტე. და განაღეს კარნი მის ქორისანი და იხილეს და უფალი მათი იდვა ქუეყანასა ზედა მკუდარი.
26. და აოდ განერა და შევარდა ტიროთად, ვიდრე იგინი შფოთსაღა შინა იყვნეს. და არავინ იყო, რომელმანცა გულისხმა-ყო მისთჳს. და იგი თანაწარჰჴდა გამოქანდაკებულთა მათ, და განერა და შევარდა ტიროთად.
27. და იყო, რაჟამს მოვიდა აოდ ქუეყანასა ისრაჱლისასა, და დაჰბერეს ნესტუსა მთასა მას ეფრემისასა. და შეკრბეს მის თანა ძენი ისრაჱლისანი და იგი წინაშე მათსა.
28. და ჰრქუა მათ აოდ: მოდით ჩემ თანა, რამეთუ მოგცნა უფალმან ღმერთმან თქუენმან მტერნი თქუენნი მოაბელნი ჴელთა თქუენთა. და მივიდეს მის თანა და დაიპყრეს წიაღსავალი იგი იორდანისაჲ, რომელ არს მოაბელთა, და არა უტევეს კაცი წიაღსლვად.
29. და მოსრეს მოაბელთაგანი მას დღესა შინა ათი ათასი კაცი ყოველნივე მბრძოლნი მათ შორის და ყოველი კაცი ძლიერი. და არავინ განერა ერთიცა მათგანი.
30. და იძლია მოაბი მას დღესა შინა ჴელსა ქუეშე ისრაჱლისასა; და დამშჳდნა ქუეყანა ოთხმეოც წელ. და შჯიდა აოდ ვიღრე დღედმდე სიკუდილისა მისისა.
31. და ამისა შემდგომად აღდგა სემეგარ, ძე ამათისი, და მოსრნა უცხოთესლნი ექუსასნი კაცი ერქუნითა საჴნველისა ჴართათა. და იჴსნა ისრაჱლი ჴელთაგან უცხოთესლთასა.
1. და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა.
2. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა იაბისსა, მეფისა ქანანელთასა, რომელი მეფობდა ასურს შინა, და მთავარ ერისა მისისა იყო სისარაჲ. და დამკჳდრებულ იყო არისოთს წარმართთასა.
3. და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ, რამეთუ ცხრაასი ეტლი რკინისა იყო მისი, და იგი აჭირვებდა ისრაჱლსა ფრიად ოც წელ.
4. და დებორა იყო დედაკაცი წინასწარმეტყუელა, ცოლი ლაფიჭუდისი და იგი შჯიდა ისრაჱლსა მას ჟამსა შინა.
5. და დამკჳდრებულ იყო იგი დანაკისკუდსა მას ქუეშე დებორასა შორის რამასა და შორის ბეთელსა, მთასა ეფრემისსა. მოვიდიან მისა ძენი ისრაჱლისანი საშჯელად.
6. და წარავლინა დებორა და მოუწოდა ბარაკს, ძესა აბინოემისსა, კედენეთ, რომელ არს ლეფთალიმისი, და ჰრქუა მას: ანუ არა, აჰა ეგერა, გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და წარხვიდე შენ მთასა მას თაბორსა და მიიყვანო შენ თანა ათ ათასი კაცი ძეთაგანი ლეფთალემისთაჲ და ძეთაგანი ზაბულონისაჲ.
7. და მიიყვანო შენ ჴევსა მას კიშოვნისასა სისარაჲს ზედა, ერისთავისა მის იაბინისა, და ეტლებსა მისსა და სიმრავლესა მისსა ზედა. და მოგცე იგი ჴელსა შენსა.
8. და ჰრქუა მას ბარაკ: უკუეთუ მოხჳდე შენ, მოვიდე მეცა და უკუეთუ არა მოხჳდე ჩემ თანა, მე არა წარვიდე; რამეთუ არა ვიცი დღე იგი, რომელსა წარმოუმართოს ანგელოზსა მას უფალმან ჩემ თანა.
9. და ჰრქუა მას დებორა: მოსლვით მოვიდე შენ თანა, ხოლო უწყოდე, რამეთუ არა იყოს პირველი ჴელის-ყოფაჲ შენი გზასა მაგას, რომელსა შენ წარხუალ, და ჴელსა დედაკაცისასა მოსცეს უფალმან სისარა. და აღდგა დებორა და წარვიდა ბარაკის თანა კედემით.
10. და უბრძანა ბარაკ ზაბულონსა და ნეფთალიმსა კედეს შინა. და მივიდეს მის თანა ათ ათასოდენ კაც, და მივიდა დებორაცა მის თანა.
11. და მახლობელნი იგი კენეველთანი გამოეშორნეს კინევეთ ძეთაგან იობაბესთა, სიმამრისა მოსესისა, და აღმართა კარავი თჳსი მუხასა მას თანა განსასუენებელთასა, რომელ არს მახლობელად კადესა.
12. და უთხრეს სისარას, ვითარმედ: აღმოვიდა ბარაკ, ძე აბინუმისი, მთასა მას თაბორსა.
13. და მოუწოდა სისარა ყოველსა ეტლებსა მისსა, ცხრაასსა ეტლსა რკინისასა, და ყოველსა ერსა მისსა თანა არისოთით რომელ არს წარმართთა, ჴევად კიშოვნისა.
14. და ჰრქუა დებორა ბარაკს: აღდეგ აწ, რამეთუ ესე არს დღე, რომელსა მოგცეს უფალმან სისარა ჴელთა შენთა, რამეთუ უფალი არს წინამძღუარად შენდა და შთავიდა ბარაკ მთისაგან თაბორისა და ათი ათასი კაცი მის თანა.
15. და განაკრთო უფალმან სისარა წინაშე ბარაკისა და ყოველი ეტლები მისი და ყოველივე ბანაკი მისი. და დაეცნეს იგინი პირითა მახჳლისათა წინაშე ბარაკისა, და გარდამოჴდა სისარა ეტლისაგან თჳსისა და ევლტოდა იგი ფერჴითა თჳსითა.
16. და ბარაკ დევნა შემდგომად ეტლთა მათ მისთა და შემგომად ბანაკისა მის ვიდრე მაღნარადმდე წარმართთასა; და დაეცა ყოველივე იგი ბანაკი სისარასი პირითა მახჳლისათა და არა დაშთა ერთიცა.
17. და სისარა ივლტოდა ფერჴითა თჳსითა კარვად იაელისაჲ, ცოლისა ქაბერისა კინეველისა, რამეთუ მშჳდობაჲ იყოს შორის იაბენისა, მეფისა ასურისა, და შორის სახლისა ქაბერისა კინეველისა.
18. და გამოვიდა იაჱლ შემთხუევად სისარასა და ჰრქუა მას: მოაქციე ჩემდა, და ნუ გეშინინ! და მიაქცია კარვად მისა და დამალა იგი მაშკსა ქუეშე მისსა.
19. და ჰრქუა მას სისარა: მასუ მე წყალი მცირედ, რამეთუ მწყურის. და განჰჴსნა თხიერსა სასძეურსა და ასუა მას. და დაჰბურა სამუმლელი პირსა მისსა.
20. და ჰრქუა მას სისარა: დეგ შენ კართა ზედა კარვისათა. და იყოს, უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა და გრქუას შენ: არს ვინა კაცი აქა? შენ არქუ: ვითარმედ არავინ არს.
21. და მოიღო იაელ მანაჲ კარვისაჲ და ჴუედა ჴელითა მისითა და შევიდა მისა მდუმრიად. და დაასვა მანაჲ იგი ყურიმალსაჲ მისსა, და დაჰმჭუალა ქუეყანასა; და იგი მიმოგორვიდა და მოკუდა.
22. და აჰა ესერა, ბარაკ სდევდა სისარას; და მოიწია მუნ, და იაელ განვიდა გარე, და მიეგებვოდა მას და ჰრქუა: ბარაკ, მოვედ და გიჩუენო შენ კაცი, რომელსა შენ ეძიებ! და შევიდა იგი მისსა და იხილა, და სისარა იდვა მკუდარი, და მანაჲ იგი განწონილი ყურიმალსა მისსა.
23. და დაამდაბლა უფალმან იაბინი, მეფე ქანაანისაჲ, მას დღესა შინა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.
24. და ვიდოდა ჴელი ძეთა ისრაჱლისათა სლვით და აღმაღლდებოდა იაბინის, ზედა, მეფისა ქანანელთასა, ვიდრემდე. მოსრნეს იგინი სრულიად.
1. და გალობდეს დებორა და ბარაკ, ძე აბინოემისი, მის დღესა შინა და თქუეს,
2. ვითარმედ: იწყეს აღმაღლებად მთავართა ისრაჱლისათა, გულსმოდგინებითა ერისათა აკურთხევდით უფალსა, ისმინეთ მეფეთა.
3. და ყურად-იღეთ მთავართა, რამეთუ უფალსა ვაქებდე და უგალობდე ღმერთსა ისრაჱლისასა.
4. უფალო, გამოსლვასა შენსა სეირით და აღმაღლებასა შენსა ველთაგან ედომისათა ქუეყანაჲ შეიძრა და ცანი შეძრწუნდეს. და ღრუბელნი ცროდეს წყალთა.
5. და მთანი შეიძრნეს პირისაგან უფლისა ელოისა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა.
6. დღეთა სემეგარისთა, ძისა ანათისთა, დღეთა იაელისთა მოაკლდეს გზანი და ვიდოდეს ალაგებსა, ვიდოდეს გზათა გულარძნილთა.
7. მოაკლდეს დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი, მოაკლდეს, ვიდრემდე აღდგა დებორა, ვიდრემდე აღდგა დედაჲ შორის ისრაჱლისა.
8. შეჰრაცხნეს, ვითარცა პურნი ქრთილისანი, კერპნი მათნი ცუდნი. მაშინ ჰბრძოდეს ქალაქნი მთავართანი ფარითა ჭაბუკთაჲთა და ლახურითა ორმეოცითა ათასითა ისრაჱლისა.
9. გული ჩემი განწესებულთა თანა ისრაჱლისათა, ძლიერნი ერისანი, აკურთხევდით უფალსა.
10. რომელნი ზესხედთ ცხენებსა შუვასამხრის და საჴედრებსა საგრილითა სამშჯავროდ მიმავალნი შესაკრებელთასა, იტყოდეთ ჴმითა სახიობისათა.
11. შორის მოხარულთასა. მუნ მისცეს უფალსა სიმართლე, სიმართლე განაძლიერე ისრაჱლსა შორის. მაშინ შევიდა ერი იგი ქალაქებსა უფლისასა.
12. აღდეგ, დებორა, აღდეგ, აღდეგ, აღდეგ და იტყოდე გალობით. აღდეგ, ბარაკ, და წარმოიღე ტყუჱ შენი, ძეო აბინოემისო.
13. მაშინ განდიდნა ძალი მისი, ერო უფლისაო, დამიმდაბლენ მე უძლიერესნი ჩემსა.
14. ერმან უფლისამან ტანჯნა იგინი ღელეთა შინა და ძმაჲ შენი ბენიამენ ერისა შენისა თანა. ჩემგან მაქირ გამოვიდა გამოძიებად და ზაბულონისგან განძლიერებულნი ტომითა მითხრობისა მწიგნობრისათა.
15. და ერისთავნი იზაქარისნი დებორაჲს თანა და ბარაკის თანა, ესრეთ ბარაკ ღელეთა შიდა განირთხა ფერჴი თჳსი განყოფასა რუბენისსა. დიდ-დიდნი განკითხვანი არიან გულისანი.
16. რაჲსათჳს ჰზი შენ შორის მოსმეთამსა სმენად სტუენასა განმაღჳძებელთასა? განსლვად რუბენისსა დიდ-დიდნი გამოძიებანი გულისანი,
17. გალად წიაღ იორდანესა დაიმკჳდრა. და დან რაჲსათჳს მკჳდრ ხარ ნავთა შინა? ასერ დაეშენა კიდეთა ზღუათასა და განშორებულსა მისსა დაემკჳდროს.
18. ზაბულონ ერმან აყუედრა სულსა მისსა სიკუდიდმდე; და ლეფთალიმს სიმაღლესა ზედა ველისასა, მოუჴდეს მას მეფენი და ეწყვნეს.
19. მაშინ ჰბრძოდეს მეფენი ქანანელთანი თანაქს შინა წყალთა ზედა მაგიდონისათა: ნაანგარები ვეცხლი არა მოვიღე.
20. ზეცით შეეწყვნეს მათ ვარსკულავნი, წესთაგან მათთა შეეწყვნეს სისარაჲს თანა.
21. ჴევთაგან კიშოვნისათა განასხნეს იგინი ჴევთა კადემისათა, ჴევთა კიშოვნისათა. დათრგუნოს იგინი სულმან ჩემმან ძლიერმან,
22. მაშინ ძარღუნი დაჰკუეთნეს ტერფსა ცხენთასა და დატკებნეს იგინი ბრჭყალმან ჩემმან, გინებანი იგი განკრთომისა მათისანი.
23. სწყევდით მარუსს, თქუა ანგელოზმან უფლისამან: წყევით სწყევდით მკჳდრთა მისთა, რამეთუ არა მოვიდეს შემწედ უფლისა უფალი შემწე მბრძოლთა მათ შორის.
24. იკურთხენ დედათაგან იაელ, ცოლი ქაბერისი კინეველისაჲ, დედათაგან კარავსა შინა იკურთხენ.
25. წყალსა სთხოვდა და სძე მოართუა მას ფილითა წყლისათა, და მოართუა მას ერბოჲ.
26. ჴელი მარცხენე მისი მიყო მანასა და მარჯუენე მიყო ჴუედასა, რათა სრულიად უჴმარ ქმნეს, და აღასრულა სისარა და დაასვა ყურიმალსა მისსა, და განავლინა თავსა მისსა და მოკლა.
27. შორის ფერჴთა მისთა დაეცა და დაიძინა შორის ბარკალთა მისთა. რომელთა ზედა მოდრკა, ვითარცა-იგი მიდრკა მუნ, დაეცა უბადრუკი იგი.
28. სარკუმლით გარდამოხედვიდა დვდაჲ სისარაჲსი კანკლედით გამო, რამეთუ დააყოვნა ეტლმან მისმან მისლვად, რაჲსათჳს დაყოვნეს კუალსა ეტლთა მისთასა?
29. ბრძენნი დედანი მთავარნი მისნი მიეგებვოდეს მას. და იგი იტყოდა სიტყუათა მისთა თავით თჳსით.
30. არა პოონ იგი განყოფასა ნატყუენავისასა? და სიყუარულსა მეგობართასა თავისა კაცისათა. ნატყუენავი ღებილთა სისარას, ნატყუენავი ღებილთა თითოფერთაჲ, ღებილი ჭრელთა იგი ქედსა მისსა ნატყუენავითურთ.
31. ესრეთ წარწყმდედ ყოველნი მტერნი შენნი, უფალო, და მოყუარენი შენნი, ვითარცა აღმოსავალი მზისა ძლიერებითა შენითა, და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ.