რიცხუთაჲ

6

1. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მამაკაცმან, ანუ დედაკაცმან, რომელმან ილოცოს ლოცვაჲ დიდად,

3. განიწმიდენინ სიწმიდითა უფლისაჲთა, ღჳნისაგან და თაფლუჭისა განწმიდნეს და ძმარი ღჳნისაგან და ძმარი თაფრუჭისგან არა სუან და ყოველი, რომელი იქმნების ღჳნისაგან, არა სუას და ყურძენი ახალი და შკიჭი არა ჭამოს.

4. ყოველია დღეთა ლოცვისა მისისათა ყოვლისაგან, რომელი იქმნების ვენაჴისაგან, ღჳნოჲ საგუდლითგან ვიდრე ნატკუეცლადმდე არა ჭამოს.

5. ყოველთა დღეთა მათ განწმედისათა მახჳლი არა აღვიდეს თავსა მისსა, ვიდრემდის აღივსნენ დღენი იგი, რომელ აღუთქუა უფალსა, წმიდა იყოს, მიუტეოს სიგრძედ თმაჲ თავისაჲ.

6. ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა უფლისა მიმართ სულსა ზედა ასრულებულსა არა შევიდეს

7. მამასა ზედა და დედასა და ძმასა და დასა, არა შეიგინოს მათ შორის სიკუდილსა მათსა, რამეთუ ლოცვაჲ უფლისა მისისაჲ მის ზედა თავსა მისსა.

8. ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა წმიდა იყოს უფლისა.

9. უკუეთუ ვინმე მოკუდეს მის თანა, მეყსეულად შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ და დაიყჳნოს თავი მისი, რომელსა დღესა განწმიდნა.

10. და დღესა მეშჳდესა დაიყჳნოს და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი მღდელისა მის კარად კარვისა საწამებელისა.

11. და ყოს მღდელმან მან ერთი ცოდვისათჳს და ერთი ყოვლად დასაწველად და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელთათჳს ცოდა სულისა მისთჳს და განწმიდოს თავი მისი.

12. მას დღესა შინა მას დღესა განწმიდნეს უფლისა დღენი იგი ლოცვისანი და მოჰგუაროს ტარიგი წელიწადეული ცოდვისა მისთჳს და პირველნი იგი დღენი შეურაცხ იყუნენ, რამეთუ შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ.

13. ესე არს შჯული მლოცველისაჲ მის, რომელსა დღესა აღასრულნეს დღენი ლოცვისა მისისანი, შეწიროს მან კართა თანა კარვისა წამებისათა.

14. და მოართუას ძღუენი მისი უფალსა ტარიგი წელიწადეული უბიწოჲ ერთი ყოვლად მწუარად და ტარიგი ნეზჳ წელიწადეული უბიწოჲ ერთი ცოდვისათჳს და ვერძი ერთი უბიწოჲ ცხორებისათჳს.

15. და ლანკლითა უცომოჲ სამინდოჲსა პურნი შექმნილნი ზეთითა და ლელანგონი უცომონი ზეთითა ცხებულნი,

16. და მსხუერპლი მათი და შესაწირავი მათი. და მოიღოს იგი მღდელმან მან წინაშე უფლისა და ყოს იგი ცოდვისათჳს და მსხუერპლი იგი ყოვლად მწუარი მისი.

17. და ვერძი იგი ყოს შესაწირავად ცხორებისა მისისათჳს უფლისა ლანკლანსა მას თანა უცომოსა, და ყოს მღდელმან შესაწირავი იგი მისი და მსხუერპლი მისი.

18. და დაიყჳნოს მლოცველმან მან კართა თანა კარვისა საწამებელისათა თავი ლოცვისა მისისაჲ და დადვას თმაჲ იგი ცეცხლსა მას, რომელ-იგი არს შესაწირავი მის ცხოვრებისაჲ.

19. და მოიღოს მღდელმან მან მჴარი იგი მგბარი ვერძისა მისგან და პური ერთი უცომოჲ ლანკნისა მისგან და ლელანგოჲ უცომოჲ ერთი. და დაუდგას მღდელმან მან ჴელთა ზედა მის მლოცველისათა შემდგომად დაყჳნვისა თავისა მის ლოცვისა მისისა.

20. და შეწიროს იგი მღდელმან მან დასადებელად წინაშე უფლისა წმიდაჲ იყოს იგი მღდელისა, მკერდისაჲ მის დასადებელისაჲ და მჴრისაჲ მის შესაწირავისაჲ, და ამისა შემდგომად სუას მლოცველმან მან ღჳნოჲ.

21. ესე არს შჯული მლოცველისა მის, რაოდენიცა აღუთქუა უფალსა ძღუენი ლოცვისა მისისათჳს თჳნიერ მისა, რომელი-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან ძალისაებრ აღთქმისა მისისა, რაოდენიცა აღუთქუას შჯულისა მისებრ უმეცრებისა მისისა უფლისა მიმართ.

22. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

23. ეტყოდე აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ მათ, და დადვან სახელი ჩემი ძეთა ზედა ისრაჱლისათა და მე, უფალმან, ვაკურთხნე იგინი.

24. გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ.

25. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ.

26. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშჳდობაჲ.

7

1. და იყო დღესა მას, რომელსა აღასრულა მოსე, რათა აღმართოს კარავი იგი და სცხო მას და განწმიდა იგი.

2. და შეწირეს მთავართა მათ ისრაჱლისათა ათორმეტთა მთავართა სახლთა მამათა მათთაჲსა.

3. ესე მთავარნი ტომთანი, ესენი წინაშე მდგომელნი მოღუაწებისანი და მოიღეს შესაწირავი მათი წინაშე უფლისა - ექუსი ურემი კარვედი და ათორმეტი ჴარი ურემი, ერთი ორთაგან მთავართა და ჴარი თითოჲ კაცად-კაცადმან მოიბა წინაშე კარავსა.

4. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

5. მოიღე მათგან და იყუნენ საქმესა მას მსახურებისა კარვისა მის საწამებელისა და მისცენ იგინი ლევიტელთა მათ კაცად-კაცადსა მსგავსად თჳსისა მის მსახურებისა.

6. და მოიღო მოსე ურმები იგი და ჴარები იგი, მისცა იგინი ლევიტელთა მათ.

7. ორნი იგი ურემნი და ოთხი ჴარი მისცა ძეთა გეთსონისთა მსგავსად მსახურებისა მათისა.

8. და ოთხი იგი ურემი და რვაჲ ჴარი მისცა ძეთა მერარისთა მსგავსად მსახურებისა მათისა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდელისა.

9. ხოლო ძეთა კაათისთა არა მისცა, რამეთუ სამსახურებელი იგი სიწმიდისაჲ აქუნდა და მჴრითა აღიღოდიან.

10. და მოართვეს მთავართა მათ სატფურებასა მას კარვისასა დღესა, რომელსა სცხო მას და შეწირეს მთავართა მათ შესაწირავი მათი წინაშე საკურთხეველსა მას.

11. და ჰრქუა უფალმან მოსეს: მთავარმან ერთმან დღითი დღედ შეწირენ შესაწირავი თჳსი სატფურებასა მას საკურთხეველისასა.

12. და იყო დღესა მას პირველსა და შეწირა შესაწირავი მისი ნაასონ, ძემან ამინადაბისმან, მთავარმან ტომისა იუდაჲსთამან, და შეწირა შესაწირავი მისი:

13. ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ სამეოცდაათ სასწორის სასწორითა წმიდითა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესვარული ზეთითა შესაწირავად;

14. პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმევლითა;

15. ზუარაკი ერთი ზროხათაგან;

16. ვერძი ერთი და ტარიგი წელიწადეული ყოვლად მწუარად

17. და ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი წელიწადეული ხუთ. ესე შესაწირავი - ნაასონისი, ძისა ამინადაბისი.

18. დღესა მეორესა შეწირა ნათანაელ, ძემან საგორისმან, ტომისა ისაქარისმან, და შეწირა შესაწირავი მისი:

19. ლანკნაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად, პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.

20. ზუარაკი ერთი ზროხათაგან.

21. ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

22. ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს,

23. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები ხუთ. ესე შესაწირავი - ნათანაელისი, ძისა სოგარისი.

24. დღესა მესამესა შეწირა მთავარმან ძეთა ზაბულონისთამან - ელიაბ, ძემან ქელონისმან.

25. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

26. პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკმეველითა.

27. ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთ წელიწდეული უბიწოჲ ყოვლად დასაწველად, ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს.

29. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელიაბისი, ძისა ქალონისი.

30. დღესა მეოთხესა შეწირა მთავარმან ძეთა რუბენისთამან - ელიასურ, ძემან ედიორისმან.

31. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ას ოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ სამეოცდაათი სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.

32. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთი, ზუარაკი ერთი ზროხათგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად,

34. ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

35. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ; ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელისორისი, ძისა ედიორისი.

36. დღესა მეხუთესა შეწირა მთავარმან ძეთა სჳმეონისთამან სალამიელ, ძემან სურისადაისმან,

37. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარული ზეთითა.

38. პარაფსიტი ერთ ოქროჲსაჲ ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

39. ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად, ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს.

41. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ: ესე შესაწირავი - სალამიელისი, ძისა სურისადაჲსი.

42. დღესა მეექუსესა შეწირა მთავარმან ძეთა გადისთამან - ელისამა, ძემან რაგუელისმან,

43. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა.

44. პარაფსიტი ოქროჲსა ერთი სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

46. და ვაცი თხათაგან ცოდვათათჳს.

47. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირველ - ელისაფანისი, ძისა რაგუელისი.

48. დღესა მეშჳდესა შეწირა მთავარმან ძეთა ეფრემისათამან ელისამა, ძემან სემეოდისმან,

49. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ ღმრთისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

50. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა, ზუარაკი ერთ, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

52. ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

53. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთი, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი ელისამაჲსი - ძისა სემიუდისი.

54. დღესა მერვესა შეწირა მთავარმან ძეთა მანასესთამან - გამალიელ, ძემან ფადასურისმან.

55. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისა ერთ, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლსაჲ სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

56. პარასიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათისა სასწორისაჲ სავსე საკუმეველითა.

57. ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი ერთი წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

58. ვაცი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს.

59. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - გამალიელისი, ძისა ფადასურისი.

60. დღესა მეცხრესა შეწირა მთავარმან ძეთა ბენიამენისთამან - აბიდან, ძემან გედეონისმან,

61. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისა ერთ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

62. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

63. ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული დასაწველად.

64. და ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს.

65. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აბიდანისი, ძისა გედეონისი.

66. დღესა მეათესა შეწირა მთავარმან ძეთაგან დანისთა - აქიეზერ, ძემან ამისადაჲსმან,

67. შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათისა სასწორისაჲ, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

68. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.

69. ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოელად დასაწველი.

70. ვაცი თხათაგან ერთ ცოდვათათჳს.

71. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი თხათაგან ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქიეზერისი, ძისა ამისადესი.

72. დღესა მეთერთმეტესა შეწირა მთავარმან ძეთა ასერისთამან - ფაგეელ, ძემან ექრანისმან,

73. შესაწირავი მისი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთ, სამეოცდაათ სასწორის სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

74. პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

75. ზუარაკი ერთი ზროხათაგან, ვერძი ერთ, ტარიგი წელიწდეული ერთ ყოვლად დასაწველად,

76. ვაცი თხათაგან ერთ ცოდვისათჳს,

77. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ფაგელისი, ძისა ექრანისი.

78. დღესა მეთორმეტესა: მთავარმან ძეთა ლეფთალემისთამან - აქირი, ძემან ენანისმან,

79. შესაწირავი: ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა წმიდითა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

80. პარაფსიტი ოქროჲსაჲ ერთ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა,

81. ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთი, ტარიგი წელიწდეული ერთი ყოვლად დასაწველად,

82. ვაცითგან ერთ ცოდვისათჳს,

83. და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი ნეზჳ წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - აქირესი, ძისა ენანისი,

84. ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ, რომელსა დღესა ეცხო მას მთავართა მათგან ძეთა ისრაჱლისათა: ლანკანაჲ ვეცხლისაჲ ათორმეტ ფიალი ვეცხლისაჲ - ათორმეტ, პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ.

85. ასოცდაათ სასწორ ლანკანაჲ ერთი, სამეოცდაათ სასწორ ფიალი ერთი, ყოველი ჭურჭერი ვეცხლისაჲ ორ ათას და ოთხას სასწორ მსგავსად სასწორისა მის წმიდათაჲსა.

86. პარაფსიტი ოქროჲსაჲ - ათორმეტ სავსენი საკუმეველითა, ყოველი ოქროჲსა პარაფსიტები ასდაოც სასწორ ოქროჲსაჲ,

87. და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ზუარაკი - ათორმეტ, ვერძი - ათორმეტ, ტარიგები წელიწდეულები - ათორმეტ, უბიწოები შესაწირავი ამათი და მსხუერპლები ამათი და ვაცები თხათაგან ათორმეტ ცოდვისათჳს.

88. და ყოველი ზროხაჲ შესაწირავად ცხორებისა დიაკეული - ოცდაოთხ, ვერძი უბიწოჲ - სამეოც. ესე არს სატფურებაჲ საკურთხეველისაჲ შემდგომად აღვსებისა ჴელთა მისთაჲსა და შემდგომად ცხებისა მისისა.

89. შესლვასა მას მოსესსა კარავსა მას წამებისასა სიტყუად მისა და ესმა მას ჴმაჲ უფლისა, ეტყოდა რაჲ მას ზეგარდამო სალხინებელით შორის ორთა მათ ქერობინთა, რომელ იყო კიდობანსა მას წამებისასა შორის ორთა მათ ქერობინთა და ეტყოდა მას.

8

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა მას:

2. ეტყოდე აჰრონს და არქუ მას: რაჟამს დაადგმიდე სანთელთა მათ ერთკერძო წინაშე პირსა სასანთლეთასა, ნათობდენ შჳდნივე იგი სანთელნი.

3. და ყო აჰორონ ეგრეთ: ერთკერძოსა ადგილსა წინაშე პირსა სასანთლეთასა აღანთნა სანთელნი მისნი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

4. და ესე არს აღმზადებაჲ სანთელთაჲ: მყარი - ოქროჲ ჴერი მისი და შროშანნი მისნი - მყარი ყოვლად ხატისა მისებრ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრეთ ქმნა სასანთლე იგი.

5. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

6. მოიყვანენ ლევიტელნი იგი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, განწმიდენ იგინი.

7. და ესრეთ ყავ განწმედაჲ იგი მათი: აპკურე მათ წყალი განწმედისაჲ და მოვიდეს მახჳლი ყოველთა ასოთა მათთა და განირცხენ ყოველი სამოსელი მათი და წმიდა იყუნენ.

8. და მოიბან ჴბოჲ ერთი ზროხათაგან და ამისი შესაწირავი სამინდოჲ შექმნილი ზეთითა და ზუარაკი ერთი წელიწდეული ზროხათაგან ცოდვისათჳს მოიბან

9. და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე კარავსა მას წამებისასა და შეჰკრიბო ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა.

10. და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და დაასხნენ ჴელნი ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა მათ ზედა.

11. და განაჩინნეს აჰრონ ლევიტელნი იგი მიცემულად წინაშე უფლისა ძეთაგან ისრაჱლისათა. და იყუნენ იგინი მოქმედად საქმისა მის კარვისა უფლისასა.

12. ხოლო ლევიტელთა მათ დაასხნენ ჴელნი მათნი თავთა ზედა მათ ზუარაკთასა და ჰყო ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი საკუერთხად უფლისა სალხინებელად მათთჳს.

13. და დაადგინნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა და მისცნე იგინი მათ მიცემულად წინაშე უფლისა.

14. და განაჩინნე ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა და იყუნენ ჩემდად.

15. და ამისსა შემდგომად შევიდენ ლევიტელნი იგი საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა და განწმიდნე იგინი და მისცნე მიცემულად წინაშე უფლისა.

16. რამეთუ მოსაცემელად მიცემულ არიან იგინი ჩემდა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა მათ წილ, რომელთა განაღონ საშოჲ

17. პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათაჲ, მოიყვანენ იგინი ჩემდა, რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ, ძეთა ისრაჱლისათაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე. დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, წმიდა-ვყვენ იგინი ჩემდად.

18. და მოვიყვანენ ლევიტელნი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა

19. და მივსცენ იგინი მისაცემელად მიცემულ აჰრონს და ძეთა მისთა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა საქმედ საქმისა ძეთა ისრაჱლისათა კარავსა მას წამებისასა და ლხინებად ძეთა ისრაჱლისათა, და არავინ იყოს შორის ძეთა ისრაჱლისათა, რომელი შეეახლებოდის სიწმიდესა მას.

20. და ყვეს მოსე და აჰრონ და ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან ლევიტელთა მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა მათთჳს.

21. და განწმიდნეს ლევიტელნი იგი და განირცხეს სამოსელი მათი. და მისცნა იგინი აჰრონს მიცემულად წინაშე უფლისა და ლხინება-ყო მათთჳს აჰრონ და განწმიდნა იგინი.

22. და ამისსა შემდგომად შევიდეს ლევიტელნი იგი მსახურებად მსახურებასა თჳსსა კარავსა მას წამებისასა წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრეთ ყვეს მათთჳს.

23. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

24. ესე არს ლევიტელთათჳს: ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი შევიდენ მსახურებად კარავსა მას წამებისა.

25. და ერგასის წლითგანი და ერგასის წლითგან გამოდგენ მსახურებისაგან და არღარა იქმოდიან მერმე.

26. და ჰმსახურებდეს ძმაჲ მისი კარავსა მას წამებისასა დაცვად საცავსა მას, ხოლო საქმით არა იქმოდის. ესრეთ უყო ლევიტელთა მათ საცოსა მათსა ზედა.

9

1. და ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა მას სინაჲსასა წელსა მას მეორესა გამოსლვასა მას მათსა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მას პირველსა, და ჰრქუა:

2. არქუ და ყონ ძეთა ისრაჱლისათა ვნებაჲ ჟამსა თჳსსა.

3. მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, მიმწუხრი, ყონ იგი ჟამისაებრ და შჯულისა მისისა, მეტყველებისაებრ მისისა ყონ იგი.

4. და ეტყოდა უფალი ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ვნებისა.

5. დასაბამისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა უდაბნოსა მას სინაჲსასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.

6. და მოვიდეს კაცნი იგი, რომელნი იყუნეს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა და ვერ ეძლო ყოფად ვნებისა მას დღესა შინა: და მოვიდეს წინაშე მოსესა და აჰრონისსა მას დღესა.

7. და ჰრქუეს მათ კაცთა მათ: ჩუენ არაწმიდა ვართ სულითა კაცისაჲთა, ნუ დააკლებთ შეწირვად მსხუერპლსა უფლისასა ჟამსა თჳსსა შორის ძეთა ისრაჱლისათა.

8. და ჰრქუა მათ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ მათ უბრძანოს უფალმან თქუენთჳს.

9. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

10. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცი, რომელი იყოს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა, გინათუ შორსა გზასა იყოს თქვენგანი ნათესავთა შორის თქუენთა და ყოს ვნებაჲ უფლისა,

11. თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა ველისყრდელითა ჭამონ იგი.

12. და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი.

13. და კაცი, რომელი წმიდა იყოს და გზასა შოვრსა არა იყოს და დააკლოს ყოფად ვნებაჲ, მოიჴოცოს სული იგი შორის ერისა თჳსისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა არა შეწირა ჟამსა თჳსსა, ცოდვაჲ მოიღოს კაცმან მან.

14. უკუეთუ მოვიდეს მწირი ქუეყანასა თქუენსა და ყოს ვნებაჲ უფლისა შჯულისა მისებრ ვნებისა, მსგავსად ბრძანებისა მისისა ყოს იგი. შჯული ერთი იყავნ თქუენი მწირისაჲ და მსოფლელისა მის ქუეყანისაჲ.

15. დღესა მას, რომელსა აღემართა კარავი იგი, დაფარა ღრუბელმან კარავი იგი სახლი წამებისაჲ და მწუხრად-მწუხრად არნ კარავსა მას ზედა, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ ვიდრე განთიადადმდე.

16. ესრეთ იყო მას, ღრუბელი ჰფარვიდა მას დღისი და ხილვაჲ იგი ცეცხლისაჲ - ღამე.

17. და რაჟამს აღიმაღლის ღრუბელმან კარვისა მისგან, ამისა შემდგომად წარიტრიან ძენი ისრაჱლისანი და ადგილსა მას, რომელსა დადგის ღრუბელი იგი, მუნ დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა.

18. ბრძანებითა უფლისაჲთა დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ბრძანებითა უფლისაჲთა აღიძრნიან.

19. ყოველთა დღეთა, რაოდენთა აგრილობნ ღრუბელი კარავსა მას ზედა, დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ოდეს დაადგრის ღრუბელი იგი მრავალ დღე, დაიცვიან საცოჲ იგი ღმრთისა და არა აღიძრნიან.

20. და იყოს, ოდეს აგრილობნ ღრუბელი დღეთა მათ, რიცხჳთ კარავსა ზედა სიტყჳთა უფლისათა დაიბანაკიან და სიტყჳთა უფლისაჲთა აღიძრნიან.

21. და არნ, ოდეს ფგან ღრუბელი იგი მწუხრითგან და ვიდრე განთიადმდე.

22. და უკუეთუ აღვიდეს ღრუბელი იგი განთიად, იტრნიან, დღისი გინა ღამე, ოდეს წარვიდეს ღრუბელი იგი, წარიტრნიან. უკუეთუ თთუეთა დღეთამდე გამრავლდის ღრუბელი იგი და აგრილობნ მას ზედა, დაადგრიან ძენი ისრაჱლისანი და არა იტრნიან.

23. რამეთუ ბრძანებითა უფლისათა, იტრვოდეს და საცოსა უფლისასა იმარხჳდეს ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

10

1. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. იქმნენ თავისი შენისა ორნი ნესტუნი, ჭედილნი ვეცხლისანი ჰქმნე იგინი და იყუნენ შენდა მოწოდებად კრებულისა და ტრვად ბანაკისა.

3. და დაჰბეროს მით და შემოკრბეს ყოველი კრებული კარად კარვისა საწამებელისა.

4. უკუეთუ ერთსა დაჰბეროთ, მოვიდოდიან შენდა მთავარნი იგი წინამძღუარნი ისრაჱლისანი.

5. და დაჰბეროთ საუწყებელად და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს მზის აღმოსავალით,

6. და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეორესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ჩრდილოჲთ; და დაჰბერეთ საუწყებელითა მესამითა, იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ზღჳთ კერძო; და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეოთხესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ბღუარით. და საუწყებელსა დაჰბეროდიან ტრვასა მას მათსა.

7. და რაჟამს შეჰკრიბოთ კრებული, დაჰბეროთ და ნუ საუწყებელად.

8. და ძეთა აჰრონისთა, მღდელთა, დაჰბეროდიან ნესტუებითა მით და იყოს იგი თქუენდა შჯულად საუკუნოდ ნათესავთა შორის თქუენთა.

9. უკუეთუ განხჳდეთ ბრძოლად მტერთა მათ თქუენთა ქუეყანასა მას თქუენსა და აუწყოდით ნესტუებითა მით და მოიჴსენნეთ წინაშე უფლისა და განერნეთ მტერთაგან თქუენთა.

10. და დღესა სიხარულისა თქუენისათა და დღესასწაულთა და თთჳსთავთა თქუენთა დაჰბერით ნესტუებითა მით მსხუერპლთა თქუენთა ზედა და შესაწირავთა ცხორებისა თქუენისათა და იყოს თქუენდა მოსაჴსენებელ წინაშე ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

11. და იყო, წელსა მას მეორესა და თთუესა მეორესა, ოცსა თთჳსასა, აღიმაღლა ღრუბელმან კარვისა მისგან წამებისა.

12. და წარიტრნეს ძენი ისრაჱლისანი კარვითურთ მათით უდაბნოჲსა მისგან სინაჲსა და დადგა ღრუბელი იგი უდაბნოსა მას ფარანისასა.

13. და იტრნეს პირველად სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

14. და იტრა განწესებული ბანაკი ძეთა იუდაჲსთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა მათსა - ნაასონ, ძე ამინადაბისი,

15. და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ისაქარისთასა - ნათანიელ, ძე სოგარისი.

16. და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ზაბულონისთა ელიაბ, ძე ქერონისი.

17. და დაჴსნენ კარავი იგი და იტრნენ ძენი გეთსონისნი და ძენი მერარისნი და აღიღონ კარავი იგი.

18. და წარიძრა განწესებული იგი ბანაკი ძეთა რუბენისთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - ელისურ, ძე სედეორისი, და ერსა მას ზედა ნათესავისა.

19. ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძე სურისადაჲსი.

20. და ერსა ზედა ნათესავისა ძეთა გადისთასა - ელისაფან, ძე რაგუელისი.

21. და იტრნეს ძენი კაათისნი და აღიღონ სიწმიდე იგი და აღმართონ კარავი იგი ვიდრე მისლვად მათთამდე.

22. და იტრას განწესებული ბანაკი ეფრემისი და ერსა მას ზედა მათსა - ელისამა, ძე სემიუდისი.

23. და ერსა ზედა ტომისა ძეთა მანასესთასა - გამალიელ, ძე ფადასურისი,

24. და ერსა ზედა ტომისა ძეთა ბენიამისთასა - აბიდან, ძე გედეონისი.

25. და იტრას განწესებული ბანაკი ძეთა დანისთაჲ შემდგომად ყოველთა ბანაკთა ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - აქეზურ, ძე ამინადაჲსი.

26. და ერსა მას ზედა ტოჰმისა ასერისთასა - ფაგელ, ძე ექრანისი.

27. და ტომსა მას ზედა ძეთა ნეფთალემისთასა - აქირე, ძე ენანისი.

28. ესე ბანაკი ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი წარიძრნეს ძალითურთ მათით.

29. და ჰრქუა მოსე იუბიბას, ძესა რაგუელისსა, მადიამელსა, სიმამრსა მოსესა: წარვიძრვით ჩუენ ადგილსა მას, რომელი მრქუა ჩუენ უფალმან. ესე მიგცე თქუენ, აწ მოვედ ჩუენ თანა და კეთილი გიყოთ შენ, რამეთუ უფალმან თქვა კეთილი ისრაჱლისათჳს.

30. და მან ჰრქუა მას: არა მივიდე, არამედ ქუეყანად ჩემდა და ნათესავისა ჩემისა წარვიდე.

31. და ჰრქუა მას მოსე: ნუ დამიტევებ ჩუენ, ვინაჲთგან იყავ ჩუენ თანა უდაბნოსა ამას და იყო ჩუენ შორის მოხუცებულად.

32. და უკუეთუ მოხჳდე ჩუენ თანა, იყოს კეთილი იგი, რაოდენი კეთილი გჳყოს ჩუენ უფალმან, შენცა კეთილ გიყოთ და მან არა ინება.

33. და წარიძრნეს იგინი მთისაგან უფლისა გზასა სამისა დღისასა და კიდობანი იგი უფლისა წინავიდოდა უწინარეს მათსა გზასა სამისა დღისასა,

34. განხილვად მათთჳს განსასუენებელისა.

35. და იყო, რაჟამს წარიძრვოდა კიდობანი და თქუა მოსე: აღდეგ, უფალო, და განიბნინედ ყოველნი მტერნი შენნი და ივლტოდედ ყოველნი მოძულენი შენნი პირისა შენისაგან.

36. და დადგრომასა თქუა: მოაქციე, უფალო, ათასეული და ბევრეული ისრაჱლსა შორის. და ღრუბელი იგი აგრილობდა მათ ზედა დღისი ტრვასა მას მათსა ბანაკით.