წიგნი სიბრძნისა

1

1. შეიყუარეთ სიმართლე მსაჯულთა მაგათ ქუეყანისათა, ზრახევდით უფლისათჳს სახიერითა და განმარტებულითა გულითა ეძიებდით მას.

2. რამეთუ გამოუჩნდების მათ, რომელნი არა ურწმუნო არიან მისა მიმართ,

3. რამეთუ დრკუთა გულისსიტყუათა განაშორნიან უფლისაგან, გამო-რა-იცდებინ ძალი, ამხილებნ უგუნურთა.

4. რამეთუ ბოროტისმოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე, არცა დაიმკჳდრონ ჴორცთა შინა განკაფულთა ცოდვათა.

5. რამეთუ წმიდა სული სწავლისა ევლტინ ზაკუასა და განეშორის ზრახვათაგან უგულისჴმოთა, ემხილის, მო-რა-იწიის მის ზედა სიცრუჱ,

6. რამეთუ კაცთმოყუარე არს სული სიბრძნისა, არა უბრალო უვის მგმობარი იგი ბაგეთაგან მისთა, რამეთუ თირკუმელთაგან მისთა მოწამე არს ღმერთი და გული მსახურ ჭეშმარიტ, და ენა მსმენელ.

7. რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი და რომელსა უპყრიეს ყოველი სული და ცნობა იცის ჴმისა.

8. ამისთჳსცა, რომელი იტყოდის სიცრუესა, არა ვინ დავიწყდეს, არცა თანაწარჰჴდეს მამხილებელი სჯულისა მიერ.

9. რამეთუ ზრახვათათჳს უღმრთოთა განკითხვა იყოს, რამეთუ სიტყუანი მისნი არა ნებსით უფლისა მივიდენ მამხილებელად უსჯულოებათა მისთა,

10. რამეთუ ყური მოშურნეობისა მისისა ისმენს ყოველსა და იდუმალი დრტჳნვა არა დაეფარვის,

11. ეკრძალენით უკუე დრტჳნვასა ურგებსა და ძჳრისსიტყუასა ერიდენით ენითა, რამეთუ თქმული იდუმალი არა ცუდად წარვიდის, და პირი, რომელი იტყოდის ძჳრსა, მოკლის სული თჳსი.

12. ნუ ნატრობ სიკუდილსა ცხორებასა შენსა საცთურსა თქუენსა, ნუცა მოიტაცებთ მოსრვასა საქმესა ჴელთა თქუენსა,

13. რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არ დაჰბადა, არცა ჰნებავს წარწყმედა ცხოველთა,

14. რამეთუ დაჰბადა საყოფლად ყოველი და ცხოვრება შესაქმე სოფლისა. და არა არს მას შინა წამალი მომსრველი, არცა ჯოჯოხეთისა სუფევა ქუეყანასა ზედა,

15. რამეთუ სიმართლე მარადის უკუდავ არს.

16. უღმრთოთა ჴელითა და სიტყჳთა მოჰჴადეს სიკუდილსა და მეგობრად შეჰრაცხეს იგი და დღეს ნაძლევი დაიდვეს მის თანა, რამეთუ ღირს არიან ნაწილად მისა ყოფად.

2

1. რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ და მცირედ მწუხარე არს ცხოვრება ჩუენი და არა არს კურნება აღსასრულსა კაცისა, არა სადა ვინ იცის, რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით,

2. რამეთუ თჳთ ჴელმწიფედ შევიქმნენით, ვითარცა არა ყოფილნი, რამეთუ კუამლ არს სული ცხჳრთა შინა ჩუენთა, და სიტყუანი ნაბერწყალ ძრვითა გულისათა,

3. რომელი დაშრტეს და ნაცარ იქმნეს ჴორცნი და სულნი დაჰჴსნდეს, ვითარცა მეუღლე აერი

4. და სახელი ჩუენი დაივიწყოს ჟამად-ჟამად და არავინ მოიჴსენნეს საქმენი ჩუენნი. და წარვალნ ცხორება ჩუენი, ვითარცა კვალი ღრუბელთა...

12. დავაპკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. და წინააუდგების საქმეთა ჩუენთა და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა სჯულისათა და მიმომდებს ჩუენ ცოდვათა სწავლისა ჩუენისათა,

13. აღიარებს, ვითარმედ ცნობა აქუს ღმრთისა და ძედ ღმრთისა თავსა თჳსსა იტყჳს.

14. მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.

15. მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი.

16. საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს,

17. ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ და გამოვცადოთ, რაჲძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი.

18. უკუეთუ არს მართალ ძე ღმრთისა, შეეწიენ მას და იჴსენინ იგი ჴელთაგან წინააღმდგომთა მისთასა.

19. ვნებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რათა ვცნათ სახიერება მისი და გამოვსცადოთ თავს-დება განბოროტებისა მისისა.

20. სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყო მოხედვა მისი სიტყუათაგან მისთა.

21. ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ იგინი დააბრმნა უკეთურებამან.

22. და ვერ ცნეს საიდუმლო ღმრთისა, არცა სასყიდელსა ესვიდეს სიწმიდისასა, არცა გამოიკითხეს პატივი სულთა უბიწოთა,

23. რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატი თავისა თჳსობისათჳს შექმნა იგი.

24. შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა და განცდიან მას. რომელნი-იგი არიან ნაწილსა მისსა.

3

1. მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა.

2. საგონებელ იყვნედ თვალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდრად და შეერაცხა ბოროტად განსლვა მათი.

3. ჩუენგან განსლვა შემუსრვილად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა.

4. დაღათუ თუალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება მათი უკუდავებითა სავსე არს.

5. და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა,

6. ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი.

7. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ და, ვითარცა ნაბერწყალნი, ლერწამსა შინა რბიოდიან.

8. შჯიდენ თესლებსა და დაიპყრიან ერნი. და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ.

9. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

4

1. ქებასა მართლისასა იხარებდინ ერნი, რამეთუ უკუდავება არს საჴსენებელი მისი, რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არიან და კაცთა მიერცა და სათნო ღმრთის არს სული მისი.

7. მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს;

8. რამეთუ სიბერისა პატიოსნება არა მრავალი ჟამი, არცა რიცხჳ წელთა აღრაცხილ, რამეთუ მჴცოვანება არს გონიერება კაცთა,

9. და ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო.

10. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა და წარიტაცა, რათა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმის-ყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი.

12. რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონება უმანკოთა.

13. აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი,

14. რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა, ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი,

15. რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

5

1. მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა დიდითა წინაშე პირსა მაჭირვებელისა თჳსისასა, და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მათნი,

2. იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულებასა მაცხოვარებისა მისისასა.

3. და იტყოდიან გულსა თჳსსა სინანულით, და იწროებითა სულისათა სულთ-ითქუმიდენ და თქუან: ესე იგი არს, რომელი-იგი ოდესმე გუქონდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა.

4. ჩუენ, უგუნურთა, ცხორება მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი უპატიოდ,

5. ვითარ შეურაცხია ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის ნაწილი მისი.

6. შევსცეთით გზისა მისგან ჭეშმარიტებისასა. სიმართლისა იგი ნათელი არა გამოგვიჩნდა ჩუენ.

7. უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისათა. ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, და გზა უფლისა არა ვიცანთ.

8. რა მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რა შემეწია ჩუენ სიმდიდრე იგი სილაღისა?

9. წარჰჴდა იგი, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა ამბავი, რომელი ადრე განქარდის.

10. და ვითარცა ნავი ღელვასა ზღჳსასა წარვიდის და კუალი არღარა იპოის, არცა ადგილი სლვისა მისისა ღელვათა ზედა,

11. გინა თუ მფრინველი რა გამოფრინდის აერსა, არა იპოის სახე სლვისა, გუემისა ნაწევართა იტანჯების ქარისაგან სულმცირისა, აღიღებნ ძლით, მძაფრად ძრავნ ფრთეთა და განვლის, ამისა შემდგომად არა იპოის სასწაული განსლვისა მისისა.

12. ანუ ვითარცა ისარი განტყორცებული ბანსა, განაპის აერი და მუნვე შეირწყუის, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვა იგი მისი.

13. ეგრევე ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით, და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს, რაჲთამცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვილიენით.

14. რამეთუ ეგრეთვე იტყოდიან: ჯოჯოხეთს შინა, რომელთა სცოდეს სასოება უღმრთოთა.

15. ვითარცა მტუერი ქარისაგან მოღებული, და ნეფხუა წულილი, ალმური არმურისაგან განიდევნა და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია და ვითარცა ჴსენება მდგურისა ერთდღისა, წარვიდა.

16. მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთჳს მაღლისა მიერ.

17. ამისთჳს მოიღონ მეუფება შუენიერებისა და შარავანდედი სიკეთისა ჴელისაგან უფლისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.

18. და მოიღოს ყოვლად საჭურველი შურისა მისისა და შეჭურნეს დაბადებულნი მისნი - ძლევად მტერთა.

19. და შეჰმოსოს ჯაჭჳ სიმართლისა და დაადგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული.

20. მოიღოს თორნე უძლეველი - სიწმიდე,

21. და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ.

22. და ვიდოდიან მიმართებულად საისრენი ელვათანი და ღრუბელთაგან, ვითარცა კეთილთა სიმგურგულითა მშჳლდისათა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს

23. და კლდისა საისრითა გულისწყრომითა სავსედ დაეცემოდიან სეტყუანი, განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსა და მდინარენი წარღუნიდენ სასტიკად.

24. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისა და ვითარცა არმური განანქრინენ იგინი და მოაოჴროს ყოველი ქუეყანა უშჯულოებამან და ძჳრისმოქმედმან, და დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი.