2. აწ უკუე ისმინეთ, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ და ისწავეთ მსაჯულთა კიდეთა ქუეყანისათა,
3. ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებითა,
4. რამეთუ უფლისა მიერ მოცემულ არს თქუენდა სიმტკიცე და ძალი ძლიერება მაღლისა მიერ.
12. გულისთქუმა თქუენი იყავნ, ჵ, კაცნო, სიბრძნისა მიმართ, და გსუროდენ, რათა განისწავლნეთ, რამეთუ დასაბამი მისი არს სიყვარული და დამარხვა შჯულისა. პატივ-ეცით სიბრძნესა, რათა საუკუნოდ ჰმეუფებდეთ.
15. მიგითხრა თქუენ და არა დავფარო თქუენგან საიდუმლო ღმრთისაჲ, რამეთუ იგი თავადი არს სიბრძნისა წინამძღუარი და ბრძენთა განმგებელი,
16. ხოლო ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი. ყოველი გონიერება და საქმეთა მეცნიერება,
17. რამეთუ მან მომცა მე ყოფილთა ცნობა, შესაქმე სოფლისა, შეწევნანი წესთანი, დასაბამი და დასასრულამდე,
18. განზოგება ჟამთა, სახეთა ცვალებანი და ქცეულება ჟამთა,
19. წელიწადისა სრბა და ვარსკულავთა დგომა,
20. ბუნებანი საცხოვართანი და გულისწყრომანი მჴეცთანი, სულთა სიმძაფრე და გულისზრახვანი კაცთანი, თითოსახენი ნერგთანი,
21. რაოდენ-რა არს დაფარული და გამოუჩინებელი - ვცან, რამეთუ ყოველთა ხურომან მასწავა მე სიბრძნე.
22. რამეთუ ამას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისა მრავალკერძო. ვინა ვიწულევ კეთილად, იძლევის, წარჩინებულ, შეუგინებელ, უბიწო, განცხადებულ, კეთილისმოყუარე მალე დაუყენებელ ქველისმოქმედ,
23. კაცთმოყუარე, მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ ყოვლად, ძლიერ, ყოვლისა მსახურ, და ყოველთა სულთა მიერ დაეტევის მეცნიერებითა წმიდათა მწულილთა,
24. რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამებისა უმალე არს სიბრძნე, მისწუთების და დაეტევის ყოველთა მიერ სიწმიდით,
25. რამეთუ ორთქლ არს იგი ღმრთისა ძლიერისა და ნაწილი ყოვლისა მპყრობელისა და დიდებით ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა არარა მიეძლევის,
26. რამეთუ გამობრწყინვებულ არს იგი ნათლისა მის სამარადისოსა და სარკე უბიწო ღმრთისა შეწევნითა. და ხატი სახიერებისა მისისა,
27. ერთ არს და ყოველივე მას ძალ-უც. და ჰგიეს მას შინა და ყოველსავე განაახლებს ნათესავითი ნათესავად. სულთა ღირსთა მიეცემის მეგობართა ღმრთისათა და წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს.
28. არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან,
29. რამეთუ არს იგი უშუენიერეს უფროს ყოველთა ვარსკულავთა.
1. ღმერთო მამათა ჩუენთაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შექმენ ყოველი სიტყჳთა შენითა,
2. და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა,
3. და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, სიწრფოებითა გულისათა სასჯელსა სჯიდეს,
4. მომეც მე საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე. და ნუ განმაგდებ მე მონათა შენთაგან,
5. რამეთუ მე, მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა, კაცი უძლური და მცირედ ჟამისა ნაკლულევანი გულისჴმის-ყოფითა სასჯელისა და შჯულისათა.
6. დაღათუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთასა, სიბრძნისა შენისა თჳნიერ არა შერაცხილ არს.
7. შენ გამომირჩიე მეფედ ერისა შენისა და მსაჯულად ძეთა შენთა და ასულთა.
8. და სთქუ ტაძარი შენებად მთასა წმიდასა შენსა, და ქალაქსა მკჳდრობისა შენისასა. საკურთხეველი მსგავსად კარვისა მის წმიდისა, რომელი განჰმზადე პირველ დასაბამითგან.
9. და შენ თანა სიბრძნე შენი, რომელმან იცნის საქმენი შენნი, მუნ იყო, ოდეს შეიქმოდე სოფელსა, და იცი, რა-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა და რა-იგი სიწრფოება არს მცნებათა შენთა.
10. გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდართაგან დიდებისა შენისათა. და მოავლინე იგი, რათა იყოს ჩემ თანა და იღუწიდეს, და ვცნა, რა-იგი არს სათნოება წინაშე შენსა.
11. რამეთუ იცის მან ყოველივე და გულისჴმა-ყოფს. და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით და დამიცვას მე დიდებითა თჳსითა.
12. და იყვნენ შეწყნარებულ მისა საქმენი ჩემნი, და განვიკითხვიდე ერსა შენსა სიმართლით და ვიყო მე ღირს საყდართა მამისა ჩემისათა.
13. ვინმე კაცთაგანმან ცნას განზრახვა ღმრთისა, ანუ ვის გულსა მოუჴდეს, რა ჰნებავს უფალსა?
14. რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი.
15. რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან გონება მრავალმზრახვალი,
16. რამეთუ ძნიად ვსცნობთ ქუეყანისასა და ფერჴთა ქუეშე მდებარესა შრომით ვპოებთ, ხოლო ცათა შინა ვინ გამოიკულიოს?
17. და ზრახვა შენი ვინ გულისჴმა-ყოს, უკუეთუმცა არა მოეც სიბრძნე შენი და მოავლინე სული შენი წმიდა მაღლით?
18. და ესრეთ განემართნეს ალაგნი ქუეყანისანი და სათნოებითა შენითა განისწავლნეს კაცნი და სიბრძნითა შენითა ცხონდეს.
ნათელსა შეტყუებულად იპოოს, უწინარეს ამან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა
და წარუძღუა მათ ალაგთა წრფელთა, მისცა მათ მეცნიერება წმიდაჲ და დაიცვნა იგინი
მზირთაგან მათთა და ღვაწლი ძლიერი მიანიჭა მათ, რათა ცნან ყოველთა, ვითარმედ
უძლიერეს არს ყოვლისავე ღმრთისმსახურება და ვერასადა მძლე ექმნას სიბოროტე
სიბრძნესა, არცა თანაწარჰჴდეს უკეთურთა სასჯელი მხილებისა, რამეთუ თქუეს გულითა
მათითა და განიზრახეს არამართლ: ვჰმძლავრობდეთ მართალსა და არა ვერიდნეთ ღირსებასა
მისსა და არცა შევიკდიმოთ მჴცეთაგან მოხუცებულისა მრავალჟამისთა, ხოლო იყავნ ჩუენდა
ძალი შჯულ და დავაბრკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმძნელებელ ჩუენდა არს და
წინააღმიდგების საქმეთა ჩუენთა და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა შჯულისათა, და მიმომდებს
ჩუენ ცოდვათათჳს სწავლისა ჩუენისათა; აღიარებს, ვითარმედ ცნობა აქუს ღმრთისა და ძედ
ღმრთისა თავსა თჳსსა იტყჳს. და მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.
მძიმე არს ჩუენდა ხილვაცა მისი, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხორება მისი და
ცვალებულ ალაგნი მისნი, საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან
ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა და ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა. ვიხილოთ, უკუეთუ
სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ და გამოვსცადოთ, რაძი იყოს უკანასკნელი მისი,
გინებითა და ტანჯვითა და განვიკითხოთ იგი, რათა ვსცნათ სახიერება მისი და
გამოვსცადოთ თავს-დება განბოროტებისა მისისა, სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ
იგი, რამეთუ იყოს მოხედვა მისი სიტყუათაგან მისთა. ესე განიზრახეს და შესცთეს,
რამეთუ დააბრმნა იგინი უკეთურებამან მათმან და ვერ ცნეს საიდუმლო ღმრთისა და არცა
განიკითხეს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მხოლო, რომელსა ცხოვრებისა და სიკუდილისა გაქუს
ჴელმწიფება და აცხოვნი ჟამსა ჭირისასა, და იჴსნი ყოვლისაგან ბოროტისა, მოწყალე და
შემწყნარებელ უფალი, და მისცი მადლი ღირსთა შენთა და მკლავითა შენითა ამპარტავანნი
დაამჴუნი.
1. კუალად სიმდიდრისათჳს წარსულსა და განძჳნებულთა ღელვათა ზედა ვალს, რომელსა ძელსა იგი მიაქუს, მისსა უფატრესსა უღაღადებდეს,
2. რამეთუ იგი გულისთქუმამან რეწვისამან მოიპოვა, არამედ ხუროვებამანვე სიბრძნისამან ქმნა.
3. მამაო, შენი წინასწარგანზრახვა იღუწის მას, რამეთუ მიეც ზღუასა ზედა გზა და ღელვათა ზედა ალაგნი კრძალულნი.
4. აჩუენენ, რამეთუ ძალ-გიცს ყოვლით კერძოვე ცხორებად. დაღათუ ხუროებისა თჳნიერ ვინმე შევიდეს.
5. რამეთუ გნებავს, რაჲთა არა უქმად იყოს სიბრძნისა შენისა საქმე. ამისთჳსცა მცირესა ძელსა არწმუნიან კაცთა სლვა და ღელვანი ძელითა განვლიან,
6. რამეთუ დასაბამსა მასცა წარწყმედასა ამპარტავანთასა სასოება სოფლისა ძელსა შევედრა და დაუტევა საუკუნოსა მას თესლი ნათესაობისა,
7. რამეთუ ჴელითა შენითა ცხონდა და განერა, რამეთუ კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა ცხორება.
პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ბაგენი კაცთა ბრძენთანი მასწავლელ მადლისა, პირმან ბრძნისამან იწუართის სიბრძნე, ხოლო სიმრთლემან იჴსნის იგი სიკუდილისაგან. აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოება. შვილი მართალი იშვის ცხოვრებად და კეთილსა შინა თჳსსა ნაყოფი სიმართლისა მოისთულის. ნათელი მართლისა მარადის და უფლისა მიერ პოონ მადლი და დიდებაჲ. ენამან მართლისამან უწყის კეთილი და გულსა შინა მათსა განისუენებს სიბრძნე. უყუარან უფალსა წმიდანი გულითა და სათნო მისსა ყოველნი უბიწონი გზასა. სიბრძნე უფლისა განანათლებს პირსა გონიერთასა, რამეთუ მიიწევის მათდა, რომელთა გულს-უთქუამს მისთჳს წინაწარცნობადმდე და ადვილად იხილვების და უშრომელად მოყუარეთა მისთაგან, რომელმან აღიმსთოს მისსა მიმართ, არა დაშურეს. და რომელი იღჳძებდეს მის წინაშე ადრე, უზრუნველ იქმნეს, რამეთუ ღირსთა მისთა თჳთ იგი მიმოვალს და ეძიებს. და, აჰა, გულთა მისთა ეოცების მათ მხიარულებად, რამეთუ სიბრძნესა ვერსადა ჰმძლავრობს ბოროტი. ამისთჳსცა ვეტრფიალე სიკეთესა მისსა და შევიყუარე ესე და ვეძიებდ სიჭაბუკით ჩემითგან და ვეძიებდ სძლად მოყვანებად ჩემდა, რამეთუ ყოველთა მფლობელმანცა შეიყუარა იგი, რამეთუ საიდუმლო არს იგი ღმრთისმეცნიერებისა და მომპოვნებელი საქმეთა მისთა, შრომანი მისნი არიან სათნოებანი. ხოლო სიწმიდესა და გონიერებასა ესე ასწავებს. და სიმართლესა და სიმჴნესა, რომლისა უსაჴმარეს არარაჲ არს ცხორებასა შინა კაცთათჳს, უკუე ვისმე გამოცდილება სწადის, იცის დასაბამი, სადა მომპოვნებელი იგი შეამსგავსის, იცის ქცეულება სიტყუათა და განჴსნა იგავთა. სასწაულნი და ნიშნი წინაწარ იცნის და განსვლა ჟამთა და წელიწადთა. და ყოველივე არს სახე კეთილისა, რამეთუ უკუდავება არს მას შინა და რჩეულ კეთილობისზიარებასა სიტყუათა მისთასა. ამისთჳს შევემთხჳე უფალსა და ვევედრე მას და ვთქუ ყოვლითა გულითა ჩემითა: ღმერთო მამათაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შექმნეს ყოველი სიტყჳთა შენითა და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა ზედა და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, მომეც მე წინაშე შენსა საყდარ მდგომი სიბრძნე და ნუ განმაგდებ მე მონათაგან შენთა, რამეთუ მე - მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა. და გამოავლინე იგი შენით წმიდით სამკჳდრებელით საყდრისაგან დიდებისა შენისა, რათა ჩემ თანა იყოს და მასწავოს მე, რა-იგი არს სათნო წინაშე შენსა. და მიძღოდის მე მეცნიერებითა თჳსითა და დამიცვას მე დიდებითა მისითა, რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ და საცთომელ განზრახვანი მათნი.
1.
1. შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფოდი შენ მონებად უფალსა, განმზადე თავი შენი ყოვლისაგან
განსაცდელისა
2. და წრფელ-ყავ გული შენი და ნუ მოსწრაფე ხარ ჟამსა მას, რომელსა შეგემთხჳოს შენ განსაცდელი
3. მიეახლე უფალსა და ნუ განეშორები, რათა აჰმაღლდე აღსასრულსა მას შენსა
4. ყოველივე, რაცა მოვიდეს შენ ზედა, დაითმინე და სალმობათაგან დამდაბლებისა შენისათა სულგრძელ იყავ
5. რამეთუ ცეცხლითა გამოიცადის ოქრო, ეგრეთვე კაცი შერაცხილი საჴუმილითა მით სიმდაბლისათა
6. გრწმენინ იგი და შეგიწყნაროს შენ და განიგნე გზანი შენნი და ესევდ მას
7. მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ წყალობასა უფლისასა, და ნუ გარდაიქცევით, რათა არა დაეცნეთ
8. მოშიშთა უფლისათა ჰრწმენინ იგი, რათა არა დააკლდეს სასყიდელი მათი
9. მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ კეთილსა უფლისაგან და სიხარულსა და წყალობასა, რამეთუ ნიჭი უფლისა საუკუნე არს და სიხარულით არს მოსაგებელი მისი
10. მიხედეთ პირველთა მათ და ნათესავთა და გუალეთ, ვის ჰრწმენა ღმერთი და ჰრცხუენა? ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან დააგდო იგი მოწყალე
11. და მწყალობელ არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე, მიუტევნის ცოდვანი და აცხოვნის ჟამსა ჭირისასა მოსავნი მისნი
14. ვითარცა ნაძჳ ლიბანისა, ავმაღლდი და ვითარცა სარო... ვითარცა ფინიკი, ავმაღლდი. და ვითარცა ნერგი ვარდისა, ვითარცა ზეთისხილი შუენიერი ველსა ზედა ავმაღლდი, და ვითარცა ძელი ქვა
15. და ვითარცა კინამო, ვითარცა ასფილადნი სულნელთა და ვითარცა მურმან რჩეულმან მივფინე სულნელება; ვითარცა ქალბანა და ფრჩხილი და გუნდრუკი საკმეველი კარავსა შინა
16. მე, ვითარცა ბელეკონმან განვირთხენ შტონი ჩემნი და შტონი ჩემნი შტონი დიდებისა და მადლისანი
17. მე, ვითარცა ვენაჴმან, აღმოვაცენე მადლი და ყუავილი ჩემი, ნაყოფი დიდებისა და სიმდიდრისა
19. მოვედით ჩემდა, რომელთა გსურის ჩემდა და ნაყოფთა ჩემთაგან აღივსენი
20. რამეთუ საჴსენებელი ჩემი უფროს თაფლისა ტკბილ არს და სამკჳდრებელი ჩემი უფროს თაფლისა გოლეულისა; რომელნი ჭამდენ
21. მერმე შიოდისვე და რომელნი სუმიდენ, მერმე სწყუროდისვე; რომელი მერჩდეს, არა ჰრცხუენოდის, დ
22. რომელნი იქადოდიან ჩემდა მომართ, არა ცოდონ.
მე პირისაგან მაღლისა გამოვედ და, ვითარცა ნისლმან, დავფარე ქუეყანა. მე მაღალთა შინა ღავემკჳდრე და საყდარი ჩემი სუეტსა ღრუბლისასა. სიმრგულე ცისა მოვლე მარტომან და სიღრმესა უფსკრულთასა ვიდოდე ღელვათა ზღჳსათა, ყოველსა ქუეყანასა და ყოველსა ზედა ერსა და ნათესავსა მოვიგე, ამისა შემდგომად განსასუენებელსა ვეძიებდ. ვისსა განვისუენო?