1. და წარვიდა ტობია სიხარულით და აკურთხევდა ღმეროსა ცისა და ქუეყანისასა, ილოცვიდა და თქუა: მეყავნ მე პატივის-ცემა სიმამრისა ჩემისა და სიდედრისა ჩემისა, ვითარცა მამა-დედათა ჩემთა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა. და წარვიდეს გზასა მათსა და მოვიდეს ვიდრე წინაშე ნინევისა.
2. და ჰრქუა რაფაელ ტობიას: შენ იცი, ვითარ დაუტევე მამა შენი.
3. აწ წარუსწროთ და მზა ვიყოთ სახლი, ხოლო ცოლი შენი მოვიდეს მოცალედ შემდგომად ჩუენსა. და წარვიდეს ორნივე. ხოლო ძაღლი იგი რბიოდა უწინარვს მათსა. ჰრქუა რაფაელ ტობიას:
4. მიიღე ნავღელი თევზისა მის ჴელსა შენსა. და იყოს, ვითარცა მიეახლო მამასა შენსა, იგი მოგიჴდეს შენ ამბორის-ყოფად და თუალნი მისნი აღებულ იყუნენ, ხოლო შენ აწთვე ნავღელი თუალთა მისთა. და შესტკივეს წამალი იგი და მოჰჴადოს ზედა თეთრი იგი და აღიხილნეს თუალნი მამამან შენმან და იხილოს ნათელი.
5. და ანა, დედა მისი, დგა გარე და ხედვიდა გზასა და იხილა, ძაღლი იგი წინა რა ურბიოდა მათ, და შერბიოდა შინა და ჰრქუა ტობის:
6. აჰა, ძე შენი მოვალს. და
9. კუალად განვიდა ანნა მიგებებად ძისა თჳსისა. და მოეხჳა მას და დავარდა ქედსა მისსა ზედა და თქუა: ვინათაგან გიხილე შენ, შვილო, აწ თუ მოვკუდე, არღარა ვწუხდე, რამეთუ ვიხილე პირი შენი.
10. და აღდგა ბრმა მამა მისი და ეჩქვეფებოდა და ჴელი უპყრა ყრმასა და შეემთხჳა შვილსა.
11. და შეიტკბეს და ამბორს-უყვეს მანცა და ცოლმან მისმანცა და სიხარულითა ტიროდენ ერთბამად.
12. თაყუანი-სცეს ღმერთსა და მადლობდეს და დასხდენ.
13. და შთააწვეთნა ნავღელი იგი თევზისა თუალთა მისთა და დაიწუხნა ტობი თუალნი თჳსნი, რამეთუ, შესტკივეს. და თქუა ტობი: რა ჰყავ ესე, შვილო? და ჰრქუა: დაითმინე, მამაო, რამეთუ წამალი მიტევებისა არს.
14. და შეახო მამასა თჳსსა. და მოჰჴადა წამალმან მან თეთრი იგი თუალთაგან მისთა.
15. და აღიხილნა და იხილა ნათელი, და აკურთხევდა ღმერთსა, და მიხედა ძესა თჳსსა და ამბორს-უყოფდა მას.
16. და ტიროდა და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, და კურთხეულ არს სახელი შენი უკუნისამდე და კურთხეულ არიან ყოველნი წმიდანი შენნი ანგელოზნი.
17. რამეთუ განმსწავლე და შემიწყალე მე და ვიხილე ტობია, ძე ჩემი. და შევიდეს ტობი და ანნა, ცოლი მისი, და უხაროდა მათ და აკურთხევდეს ღმერთსა ყოვლისა მისთჳს, რაოდენი იქმნა მათთჳს. და უთხრა ტობია მამასა თჳსსა, ვითარ-იგი წარემართა გზა მისი და მოიყვანა სარა, ასული რაგუელისი, თჳსა ცოლად და მოიღო ვეცხლი იგი. და, აჰა, ესერა, არს, და მახლობელად ბჭეთა მოვალს. და განიხარეს ტობი და ანნა.
18. და განვიდეს მიგებებად სძლისა მის, ძისა ცოლისა მათისა, და იხილეს ნათესავთა მათთა. და ყოველნი, რომელნი შეემთხუეოდეს, დაუკჳრდა, რამეთუ ვიდოდა ტობი ყოვლითა ძალითა თჳთ ღა არა ვინ წინაუპყრობდა მას, და აკურთხევდა მაღლითა ჴმითა ღმერთსა. და შეიწყალა იბი ღმერთმან.
19. და აღიხილნა თუალნი მისნი. და ოდეს მიეახლა ტობი სარას, ძისცოლსა თჳსსა, აკურთხა იგი და თქუა: მოგვალე, რამეთუ ცოცხლებით მოხვედ, ასულო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგიყვანა შენ ჩემდა, კურთხეულ მამა შენი და კურთხეულ დედა შენი და კურთხეულ ტობია, ძე ჩემი, და კურთხეულ იყავ შენ, ასულო. და იყო სიხარული დიდი ყოველთა ურიათა, რომელნი იყუნეს ნინევს შინა.
20. და მოვიდეს მისა აქაკაროს და ნაბალ, ძმათა შვილნი მისნი, და უხაროდა ტობის თანა.
21. და ყვეს ქორწილი შჳდ დღე ყოვლითა სიხარულითა. და ოდეს აღასრულეს ქორწილი იგი,
1. ჰრქუა ტობი ძესა თჳსსა ტობიას: მივსცეთ სასყიდელი კაცსა მას, რომელი წარვიდა შენ თანა და მერმე შე-ვე-ღა-ვსძინოთ სასყიდელსა ზედა მისსა.
2. და ჰრქუა ტობია მამასა თჳსსა: მამაო, რაოდენიცა მივსცეთ მას სასყიდელი, არა დამჭირდეს, დაღათუ ზოგი მივსცეთ ყოვლისა მისგანი, რომელი მოვიღე ჩემ თანა.
3. მე მან დამიცვა გზასა ზედა და ცოლი ჩემი განკურნა. არა მევნების, რაოდენი-რა მივსცეთ მას.
4. ხოლო ტობი თქუა: სამართლად ჯერ-არს მიცემად მას ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი გაქუნდა და მოვიდა შენ თანა.
5. და მოხადა ანგელოზი იგი და ჰრქუა მას: მიიღე ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი მოიღე და მოხუედ ცოცხლებით სასყიდლად შენდა, და წარვედ ცოცხლებით თჳსა ადგილად.
6. მაშინ მოუწოდა რაფაელ ორთა მათ თჳსაგან და ჰრქუა მათ: ღმერთსა აკურთხევდით, და მას ადიდებდით წინაშე ყოველთა კაცთა, რომელი ქმნა თქუენ თანა კეთილ არს კურთხევა ღმრთისა და ამაღლებაჲ სახელისა მისისა. სიტყუათა ღმრთისათა მიუთხრობდით პატიოსნად.
7. საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად. იქმოდეთ კეთილსა და ბოროტმან არა გპოვნეს თქვენ.
8. კეთილ არს ლოცვა მარხვასა თანა და მოწყალებაჲ სიმართლესა თანა. უფროს ამათ ორთასავე უმჯობეს არს მოწყალებაჲ, ვიდრე დაუნჯებასა ოქროსასა,
9. რამეთუ მოწყალებაჲ სიკუდილისაგან იჴსნის და განწმედს ყოვლისაგან ცოდვისა, რომელი ჰყოფდეს მოწყალებასა, განძღეს ცხორებითა.
10. ხოლო რომელნი იქმან ცოდვასა და სიცრუესა, იგინი მბრძოლნი არიან თჳსისა ცხორებისანი.
11. ხოლო აწ გითხრა თქუენ ყოველივე ჭეშმარიტი, არა დავფარო თქუენგან სიტყუაჲ.
12. ოდეს-იგი ილოცევდით შენ და სარა, სძალი შენი, შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა და საცნაურ იქმნნეს საქმენი შენნი და მწყალობელობანი შენნი, რომელთა იქმოდე მკუდართა მათ ზედა.
13. და ოდეს-იგი აღსდეგ ტაბლისაგან და შემოსე მკუდარი, და მოიწია შენ ზედა განსაცდელი,
14. მაშინ მომავლინა მე ღმერთმან განკურნებად შენდა და სარაჲსა, სძლისა შენისა.
15. მე ვარ რაფაელ, ერთი შჳდთაგანი წმიდათა ანგელოზთა, რომელნი შესწირვენ ლოცვასა წმიდათასა და შევლენან წინაშე დიდებასა წმიდისასა
16. და შეძრწუნდეს ორნივე იგი და დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა, რამეთუ. შეეშინა ფრიად
17. და ჰრქუა მათ რაფაელ: ნუ გეშინინ! მშჳდობაჲ იყოს თქუენდა, ხოლო ღმერთსა აკურთხევდით უკუნისამდე.
18. არა ჩემითა მადლითა, არამედ ნიჭითა ღმრთისა თქუენისათა მოვედ, რამეთუ აკურთხევდით მას უკუნისამდე.
19. ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუემდ, არამედ ხილვით ხოლო ხედვიდით თქუენ.
20. და აწ აუარებდით ღმერთსა თქუენსა, რამეთუ აღვალ მომავლინებელისა ჩემისა უფლისა. და დაწეროთ წიგნსა ყოველი ესე, რომელიცა შეგემთხჳა თქუენ.
21. და აღ-რა-დგეს და არღარა იხილეს იგი.
22. და აღუარებდეს იგინი საქმეთა მათთა დიდ-დიდთა და საკჳრველებათა მისთა და ვითარ-იგი ეჩუენა მათ ანგელოზი ღმრთისა.
1. და ტობი დაწერა ლოცვა მათ მიმართ სიხარულად და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი, რომელი ცხოველ არს საუკუნეთა. და სუფევა მისი ჰგიეს მარადის,
2. რამეთუ მან ტანჯის და შეიწყალის, შთაიყვანის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის, და არა ვინ არს, რომელი განერეს ჴელსა მისსა.
3. აუარებდით მას ძენი ისრაჱლისანი წინაშე წარმართთა,
4. რამეთუ მან მიმოგთესნა თქუენ მათ შორის. მუნ უჩუენეთ დიდებულება მისი, აღამაღლებდით მას წინაშე ყოვლისა ცხოველისა, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ჩუენი და ღმერთი, და იგი თავადი არს მამა ჩუენი ყოველთა მიმართ საუკუნეთა.
5. მტანჯის ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს და კუალად შეგჳწყალნის და შემკრიბნის ჩუენ ყოველთაგან თესლთა, სადაცა განვიბნიენით მათ შორის.
6. უკუეთუ მოიქცეთ მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა ყოფად წინაშე მისა ჭეშმარიტებისა, მაშინ მოიქცეს იგი თქუენდა და არა გარემიიქციოს პირი მისი თქუენგან.
7. და იხილოთ- რა იგი, ყოს თქუენ თანა და აუარებდით მას ყოვლითა პირითა თქუენითა და აკურთხევდით უფალსა სიმართლისასა და აღამადლებდით მეუფესა საუკუნეთასა.
8. მე ქუეყანასა ამას ტყუეობისასა აღუარებ მას და ვაჩუენო ძალი სიმდიდრისა მისისა. ნათესავნი ცოდვილთანი მოიქეცით მისა, ცოდვილნო, და ყავთ სიმართლე წინაშე მისა. ვინ უწყის, ინებოს ხოლო თქუენდა, ყოს მოწყალებაჲ თქუენ თანა.
9. ღმერთსა ჩუენსა აღვამაღლებდე, და სული ჩემი მეუფესა ცათასა უგალობდეს დიდებულებასა მისსა.
10. იტყოდეთ ყოველნი და აუარებდით მას.
11. იერუსალჱმს, ქალაქსა წმიდასა. გტანჯოს თქუენ საქმეთათჳს ძეთა შენთასა და კეთილად შეიწყალნეს ძენი მართალთანი.
12. აუარებდ უფალსა კეთილად და აკურთხევდ მეუფესა საუკუნეთასა, რამეთუ კუალად კარავი მისი აღეშენოს შენ შორის სი. ხარულითა.
13. და იხარონ შენ შორის ტყუეთა, და შეიყუარენ შენ შორის უბადრუკნი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა.
14. ნათესავნი მრავალნი მოვიდოდიან სახელისათჳს უფლისა ღმრთისა, ძღუენი ჴელითა მოაქუნდეს, ძღუენი მეუფისა ცათასა. ნათესავმან ნათესავთამან მოსცეს სიხარული,
15. რამეთუ სახელ დიდ გიწოდონ შენ,
16. და წყეულ არიან ყოველნი მოძულენი შენნი, კურთხეულ არიან ყოველნი მოყუარენი შენნი უკუნისამდე.
17. გიხაროდენ და მხიარულ იყავ ძეთა ზედა მართალთასა. შეკრბენ იგინი ერთბამად და აკურთხევდენ უფალსა სიმართლითა ზოგად.
18. ნეტარ არიან მოყუარენი მისნი, უხაროდენ მშჳდობასა შენსა ყოვლისა შემდგომად ტანჯვისა და იხარებდეს
19. სული ჩემი უკუნისამდე, აკურთხევდეს ღმერთსა, მეუფესა ჩუენსა დიდსა.
20. ნეტარ ვიყო, ოდეს შვილთა ჩემთა იხილონ იერუსალჱმი განშუენებულად
21. რამეთუ აღაშენოს იერუსალჱმი საფირონითა და ზმარაგდონითა, ქვითა პატიოსნითა, ზღუდენი მისნი და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროთა წმიდითა.
22. და ყოველნი უბანნი იერუსალჱმისანი ლვიგირიონითა და ანთრაკითა და ქვითა სოფერით გამოთა მოფენილ იყოს.
23. და იტყოდიან ყოველთა უბანთა იერუსალჱმისათა: ალელუა! იქებდენ და იტყოდიან: კურთხეულ არს უფალი, რომელი ნათელი არს. ყოველთათჳს უკუნისამდე!
1. და ვითარცა დასცხრა აღსარებისაგან ტობი,
2. იყო წლისა ორმეოცდაათურამეტისა, ოდეს წარწყმიდნა თუალნი და შემდგომად რვისა წლისა აღიხილნა.
3. და იქმოდა ქველისსაქმესა და შესძინა შიში უფლისა ღმრთისა და აუარებდა მას.
4. და ფრიად დაბერდა და იხარებდა ცხორებასა შინა თჳსსა კეთილსაგრობითა, და შიშითა ღმრთისათა წარვიდა მშჳდობით.
5. და მოუწოდა ძესა თჳსა ტობიას და ექუსთა ძისწულთა მისთა და ჰრქუა მათ: წარიყვანენ ძენი შენნი, რამეთუ განსლვასა ცხორებისასა ზედა ვდგა მე და წარვედ ხუჟიკეთა შვილითურთ.
6. მრწამს მე, რამეთუ რაოდენსცა იტყოდა იონა წინაწარმეტყუელი ნინევისათჳს, იყოს, და დაქცევად არს, ხოლო ხუჟიკეთს იყო მშჳდობაჲ ვიდრე ჟამად რაოდენადმდე. რამეთუ ძმანი ჩუენნი განიბნინენ კეთილისაგან ქუეყანისა, და იერუსალჱმი იყოს ოჴერ და სახლი ღმრთისა, რომელ არს მუნ შინა, დაიწვეს და ოჴერ იყოს ვიდრე ჟამ რაოდენმე.
7. და კუალად შეიწყალნეს იგინი ღმერთმან და მოაქცინეს ქუეყანასა მათსა, და აღაშენონ სახლი იგი, არამედ არა ვითარ პირველ, ვიდრემდე აღივსნენ სნენ ჟამნი საუკუნონი, და ამისა შემდგომად მოიქცენ ტყუეობისაგან და აღაშენონ იერუსალჱმი პატიოსნად, და სახლი ღმრთისა მას შინა აღაშენოს ყოველთა მიმართ, და ნათესავთა საუკუნეთა შენებულითა დიდებულითა, ვითარცა იტყოდეს მისთჳს წინაწარმეტყუელნი,
8. და ყოველნი წარმართნი მოიქცენ ჭეშმარიტად და ეშინოდის უფლისა ღმრთისა და დაჰფლნე კერპნი მათნი ქუეყანასა.
9. და აკურთხევდეს ღმერთსა და აღამაღლოს უფალმან ერი თჳსი და უხაროდის ყოველთა მოყვარეთა უფლისა ღმრთისათა ჭეშმარიტებით და სიმართლით, და ჰყოფდენ წყალობასა ძმათა ჩუენთასა.
10. და აწ, შვილო, წარვედ ნინევით, რამეთუ ნანდვილვე იყოს, რომელსა იტყოდა წინაწარმეტყუელი.
11. ხოლო შენ დაიმარხენ შჯულნი და ბრძანებანი და შენ, შვილო, იყავ მოწყალებისა მოყუარე და მართალ, რათა კეთილი გეყოს შენ.
12. დამფალ მე და დედა შენი კეთილად და ნუღარა იყოფი ნინევს შინა (შვილო, უწყი, რა-იგი უყო ადამ აქიაკაროსს, მპოხელსა თჳსსა, ვითარ-იგი ნათლისაგან შეიყვანა ბნელად, ვითარ-იგი მიაგო მას უფალმან და აქიაკაროს განარინა, ხოლო მას მისაგებელი მიაგო და შთაჴდა იგი ბნელსა. და მანასე, იქმოდა ქველისსაქმესა და განერა იგი საბრჴისაბან სიკუდილისა, რომელი დარწყუა მან თავისა თჳსისა, ხოლო ადამ შევარდა საბრჴესა და წარწყმდა).
13. და აწ, შვილო, იხილე მოწყალებაჲ, რასა იქმს, და ვითარ-იგი სიმართლე იჴსნის. ხოლო ვითარ-იგი ამას იტყოდა, მოაკლდა სული მისი ცხედარსა ზედა. და იყო იგი ასორმეოცდაათექუსმეტის წლისა და დაფლეს იგი პატიოსნად.
14. და ოდეს მოკუდა ანნა, დედა მისი, დაფლა იგი მამისა თჳსისა თანა, ხოლო ტობია წარვიდა სარრას თანა, ცოლისა თჳსისა, და ძეთა მისთა თანა ეგბატანად ჰრაგუელისა, სიმამრისა თჳსისა.
15. და დაბერდა პატიოსნად და დაფლა სიმამრი და სიდედრი თჳსი დიდებულად და დაიმკჳდრა ნაყოფი მათი და სახლი ტობისი, მამისა თჳსისა.
16. და მოკუდა იგი ასოცდაშვიდის წლისა ეგბატანს, რომელი არს ხუჟიკეთისასა.
17. და ესმა უწინარეს სიკუდილისა მისისა წარწყმედა ნინევისა, რამეთუ წარტყუენა იგი ნაბოქოდონოსორ და ასჳეროს და განიხარა ვიდრე სიკუდიდმდე მისა.