1. და განვიდა ყრმა იგი და ანგელოზი იგი და წარერთნეს და ძაღლი იგი მათ თანა. და მოვიდეს იგი ვიდრე ტიგრისამდე მდინარესა და დაადგრეს განსუენებად მუნ.
2. და შთავიდა ყრმა იგი მდინარესა მას დაბანად პირისა და მოეხჳა თევზი ფერჴთა მისთა და ჴმა-ყო ყრმამან.
3. და შეეშინა ტობიას, ღადად-ყო ჴმითა მადლითა: შემთქრა!
4. და ჰრქუა მას ანგელოზმან: შებმა-უყავ და შეიპყარ ეგე. და შეიკრძალა თევზი იგი ყრმამან და აღმოიღო ჴმელად ქუეყანად.
5. ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას: განაპე ეგე და გამოიღე გული მაგისი და ნავღელი და ტყირპი და დადევ ეგე კრძალულად, რამეთუ საჴმარ არს ეგე წამლად.
6. და ყო ეგრე ყრმამან. ხოლო თევზი იგი შეწვეს და შეჭამეს და ნეშტი იგი დამარხეს საგზლად. და წარვიდეს ორნივე იგი და მოვიდეს ვიდრე ხუჟიკეთამდე.
7. და ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: ძმაო აზარია, რასათჳს დავმარხეთ გული, ტყირპი და ნავღელი თევზისა?
8. წამალ არს გული, ტყირპი, ნავღელი კუმევად წინაშე კაცისა, რომლისა არიან შემთხუევა ეშმაკისა, გინა სულისა ბოროტისა და ივლტინ მისგან.
9. და ნავღელი ცხებად თუალთა, რომელსა არნ თეთრი, შთაბერვად მას და განიკურნიან.
10. და მიიწინეს ეკბატანად.
11. და ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას ჰრაგუელისასა: ჯერ-არს ჩუენდა განსუენებაჲ დღესა, რამეთუ კაცი იგი ნათესავი შენი არს და ასული ერთი უვის მას, ხილვითა კეთილ ფრიად, სახელი მისი სარა, და მე ვაზრახო მათ, რათა მოგცენ იგი შენ ცოლად.
12. რამეთუ შენდა სამართალ არს მისი დამკჳდრებად და მოყვანებად იგი, რამეთუ შენდა მახლობელ არს იგი უმეტეს ყოველთა, და იგი მჴნე არს და გონიერი ფრიად და მამასა მისსა უყუარს იგი.
13. და აწ ისმინე და ვეტყოდე მამასა მის ქალისასა და ოდეს ვიქცეთ რაგავით, მაშინ ვყოთ ქორწილი მისი და ვიცი, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფოს რაგუელს სიტყჳს-გებად შენდა, რამეთუ შენდა არს თჳსობა მისი უფროს ყოველთა კაცთა, რამეთუ იცის, უკუეთუ მისცეს იგი სხუასა ქმარსა, თანამღებ არს სიკუდილისა სიმართლისაებრ წიგნისა მოსესისა. და მოვიყვანოთ იგი ღა მივიყვანოთ მამისა შენისა.
14. ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: მასმიეს, ძმაო, მისთჳს, რამეთუ მიცემულ არს იგი ქმართა და მოსწყჳდნა იგინი სასძლოსა შინა მათსა ღამე, რა შევიდიან მისა, რამეთუ მესმა, იტყოდეს, ვინმე, ვითარმედ ეშმაკმან მოსრნის იგინი.
15. და აწ მეშინის მე ეშმაკისა მის, რამეთუ იპყრობნ იგი მას და მას არა ავნის, არამედ უკუეთუ ვისმე ჰნებავს მიახლებად მისა, მოკლის იგი. ნუუკუვ მო-ვე-კუდე და შთავჴადო სიბერე მამისა ჩემისა და დედისა ჩემისა სალმობით საფლავსა მათსა, რამეთუ იამავარი ვარი და ძე სხუა გინა ასული არა უვის მათ, რათა ოდეს მოსწყდენ, ვინ დაფლნეს იგინი?
16. და ჰრქუა მას ანგელოზმან: არა გაჴსოვსა მცნება მამისა შენისა, რამეთუ გრქვა შენ მოყვანება ცოლისა სახლისაგან მამათა შენთასა? და აწ ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მოგცეს შენ
17. და ნურა ზრუნვა-გიცნ ეშმაკისა მისთჳს.
18. რაჟამს მოიყვანო იგი და შეხჳდე მისა საძლოსა, სამ დღე შორს იყავ მისგან, ნურარასა ჰყოფთ ლოცვისაგან კიდე ორნივე.
19. და შემდგომად მათ დღეთა დადევ ცეცხლსა ზედა გული და ტყირპი თევზისა მის და უკმიე და განივლტეს ეშმაკი იგი.
20. და მეორესა ღამესა წმიდათა მამამთავართა ეზიარებით.
21. და მესამესა ღამესა კურთხევა მოგენიჭება ამისთჳს, რომ შვილნი თქუენგან არასნეულნი იშვებიან.
22. და მესამისა ღამისა შემდგომად შეხჳდე საწოლსა და ქალწული იპყარ სიყუარულად შიშითა უფლისათა წადილისათჳს შვილთა სხმისა, ვიდრეღა ჴორცთა მოსურნეობისათჳს ამისთჳს, რამეთუ კურთხევა აბრაჰამის ნათესავთა მოიღების ძეთა შენთა ზედა.
1. და ვითარცა მოვიდეს იგინი ეკბატანად და მიიწივნეს ჰრაგუელისსა, პოვეს იგი მჯდომარე კართა წინაშე ეზოსათა, და მოიკითხეს იგი და მანცა მოიკითხნა იგინი და ჰრქუა მათ: ძმანო, მშჳდობით შემოხუედით სახლსა ძმისა თქუენისასა! და ვითარცა შევიდა სახიღ
2. და ჰრქუა ჰრაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა; ვითარ ესე ჭაბუკი ჰგავს ტობის, ძმასა ჩემსა?
3. ჰკითხვიდა მას ანნა და ჰრქუა: ვინანი ხართ თქუენ, ძმანო? ხოლო მათ თქუეს: ნინევით, ნატყუენავისაგანნი ძეთაგან ნეფთალიმისნი.
4. და ანე ჰრქუა მათ: იცით ტობი, ძმა ჩუენი? ხოლო მათ თქუეს: ვიცით.
5. და თქუა: ცოცხლებით არს: და უთხრა ტობი, ვითარმედ მამა მისი არს.
6. და აღდგა რაგუელ და ამბორს-უყო მას, ტიროდა.
7. და ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ, შვილო კაცისა კეთილისა და სახიერისაო, ჵ დიდთა ბოროტულ, რამეთუ დაბრმა კაცი მართალი, რომელი იქმოდა მოწყალებასა. და შეიტკბო ძე ძმისა თჳსისა და ტიროდა ქედსა მისსა ზედა და ამბორს-უყოფდა მას.
8. და ანეცა, ცოლი მისი, და სარა, ასული მისი, ტიროდეს და შეიწყნარნეს იგინი გულსმოდგინედ.
9. და შემდგომად ზრახვათასა რაგუელ უთხრა. დაკლეს ვერძი და იბანნეს და ღასხდეს სერობად.
10. და თქუა ტობია: არა ვჭამო, არცა ვსუა, ვიდრემდის დაამტკიცო სიტყაჲ ჩემთჳს,
11. ვითარცა ესმა სიტყუანი ესე რაგუელს, შეშინდა ამისთჳს, რამეთუ შემთხუეოდა შჳდთა მათ ქმართა მისთა, რომელნი მის თანა შესულ იყუნენ, და ეშინოდა ამისიცა, რათა არა ეყოს მასცა. ამა ეჭჳსათჳს არარა სიტყუაჲ მიუგო.
12. და მიუგო ანგელოზმან მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ მისა მიცემად ამისთჳს, რომელ ვინათგან შიში აქუს ღმრთისა. ამისა ჯერ-არს მიყვანება ასულისა შენისა. ამისთჳს სხუათა ქმართა ვერ უძლეს შეხებად.
13. და ჰრქუა მას რაგუელ: მიმიცემიეს იგი შენდა სჯულისაებრ, რამეთუ ძმა ხარ ქალისა, და შენი არს.
14. და მრწამს, რამეთუ ამისთჳს მოუვლინებიხარ. რათა შეერთდეთ თჳსსავე ტომთა სჯულისაებრ მოსესისა.
15. მოუწოდა სარას, ასულსა თჳსსა, და ეპყრა ჴელი მისი და მისცა იგი ტობიას ცოლად და ჰრქუა: აჰა, სჯულისაებრ მოსესსა მიიყვანე ესე მამისა შენისა თანა. და აკურთხნა იგინი.
16. და მოუწოდა დედასა მისსა და ჰრქუა გამოღება წიგნისა და დაწერა წიგნი შერთვისა, რათა მისცეს იგი მას ცოლად სამართლისაებრ სჯულისა მოსესისა. და მოიღო მან, დაწერა და დაბეჭდა.
17. და მაშინ ჭამეს და სვეს და იხარებდეს წინაშე ღმრთისა.
18. და ჰრქუა რაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა: მზა-ყავ საუნჯე სხუაჲ და შეიყვანე ასული ჩუენი მუნ.
19. და მან ყო ეგრე და შეიყვანა იგი სასუენებელსა მას და შეიტკბო იგი, ტიროდა
20. და თქუა: ნუ გეშინინ, ასულო! ყავნ ღმერთმან ცათამან ამას ღამესაწყალობა და მოგხედენ შენ და მოგეცინ შენ სიხარული მწუხარებისა მის წილ შენისა პირველისა.
1. და იყო, ვითარცა დაასრულეს განცხრომა იბი სიხარულისა, აღდგეს დაწოლად და შეიყვანეს ტობია სასუენებელად.
2. და მოეჴსენა ტობიას სიტყუაჲ იგი რაფაელისი, და მოიღო გული იგი და ტყირპი თევზისა მისისა და დაასხა იგი ნაკუერცხალსა მას საკუმეველთასა და სულმან თევზისამან გამოაძო ეშმაკი იგი და განეშორა ქალისა მისგან. და ივლტოდა იგი ზენა კერძო ეგჳპტისა ადგილთა.
3. და რაფაელ შეკრა იგი მუნ.
4. მას ჟამსა შინა ტობია ასწავლა ქალწულსა მას და ჰრქუა: სარა, აღდეგ და ვევედრნეთ ღმერთსა დღეს, ხვალე და ზეგე ამისთჳს, რომე სამთა ამათ ღამეთა ღმერთსა ვეზიარნეთ, და შემდგომად მესამისა ღამისა ვიქორწინნეთ ჩუენ.
5. ჭეშმარიტად შვილნი ვართ წმიდათანი და არა ჯერ-არს შეყოფა ჩუენი, ვითარცა შეიყოფიან წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი.
6. და აღდგენ ერთბამად მჴურვალითა გულითა და ევედრებოდენ, რათა მიეცეს მათ სიცოცხლე.
7. და თქუა ტობია: კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა! გაკურთხევდენ შენ ცანი და ყოველნი დაბადებულნი შენნი.
8. და შენ შექმენ კაცი ადამ და მიეც მას შემწედ ცოლი, მსგავსი მისი, და ორთა მათგან იქმნა ნათესავი კაცთა და შენ სთქუ, ვითარმედ: არა კეთილ არს ყოფა კაცისა მარტოსა, არამედ უქმნეთ მაგას შემწე მსგავსი მისი.
9. და აწ, უფალო, შენ უწყი, რამეთუ არა სიძვით მოვიყვანებ დასა ამას ჩემსა, არამედ სამართალითა სჯულისათა, რათა შევწყალნეთ ჩუენ,
10. გუაკურთხენ, უფალო, მე და ესე, და რათა თანად დავბერდეთ ჩვენ ურთიერთას მშჳდობით და მომცენ ჩუენ შვილნი კურთხევად. და ზოგად, თქუეს ამენი და დაიძინეს ზოგად მას ღამესა.
11. და ჰრქუა რაგუელ მონათა თჳსთა მოთხრა საფლავისა ღამე.
12. განიზრახვიდა, რამეთუ შეემთხჳოს, ვითარცა შეემთხჳა შჳდთა მათ კაცთა, რომელნი შევიდენ მის თანა.
13. და განუმზადეს საფლავი და მოიქცა რაგუელ და ჰრქუა ცოლსა თჳსსა ანეს:
14. მიავლინე ერთი მჴევალთაგანი სასვენებლად და იხილენ, უკუეთუ მშჳდობით არიან.
15. და მიავლინა ანე მჴევალი, და სანთელი აქუნდა ჴელსა მისსა და განაღო კარი სასვენებელისა და იხილა, რამეთუ ეძინა მათ ერთად მშჳდობით.
16. გამოვიდა და უთხრა, რამეთუ ცოცხალან. მიავლინა იგი ქმრისა თჳსისა და თქუა, ვითარმედ: მშჳდობით არიან.
17. და აკურთხეს ღმერთი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ, უფლალო ღმერთო ცათა და ქუეყანისაო, ყოვლითა კურთხევითა სრულითა და წმიდითა. და გაკურთხევდენ შენ ყოველნი ანგელოზნი შენნი, და ყოველნი დაბადებულნი შენნი, გაკურთხევდენ შენ ყოველნი რჩეულნი შენნი, გაკურთხევდენ შენ ყოველთა მიმართ საუკუნეთა. შენ ხარ, რომელმან ჰგუემი და ჰკურნი.
18. კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, რამეთუ მახარე ჩუენ და არა მეყო ჩუენ ეგრეთ, ვითარ-იგი ვჰგონებდით. არამედ მრავლისაებრ წყალობისა შენისა ჰყავ ჩუენ თანა.
19. კურთხეულ ხარ შენ, რომელმან აკურთხენ ორნი იამავარნი და მშობელნი მათნი, მოეც მათ წყალობაჲ და ცხოვრებაჲ და სრულ-ყავ ცხორებაჲ ამათი წყალობასა თანა სიხარულით.
20. და მივიდეს მონანი იგინი და ჰრქუეს მაო, რათა მიასხან საფლავსა მას ვიდრე განთიადამდე, რათა არავინ აგრძნეს.
21. და ანეს, ცოლსა თჳსსა, ჰრქუა, რათა მზა-ყოს პური დიდი და მისცეს მგზავრთაცა საზრდო.
22. და მროწლად განრბიოდა იგი და მოიბნა ორნი ზუარაკნი და ოთხნი ვერძნი და ბრძანა მომზადება მათი.
23. და მოუწოდა ტობიას და ეფუცა მას და ჰრქუა: არა განხჳდე სახლით ჩემით ვიდრე მეთოთხმეტედ დღედმდე, რათა ახარო სულსა ასულისა ჩემისასა სალმობიერსა.
24. და ზოგი მონაგებისა ჩემისა მიიღე მეყსეულად და წარვედ მშჳდობით მამისა შენისა და ნეშტი, რაცა იყოს სხუაჲ, ოდეს მოვსწყდეთ მე და ცოლი ჩემი, თქუენი არს. ნუ გეშინინ, შვილო, მე მამა შენი ვარ და ანე დედა შენი არს.
1. მაშინ მოხადა ტობია რაფაელსა, ჰრქუა მას: ძმაო აზარია, გევედრები, რათა მისმინო.
2. თუცა დაგემონო შენ, არცა იგი არს სასყიდელი შენი.
3. წარიბენ ამიერ ორნი აქლემნი და ოთხნი მონანი და წარვედ რაგად გაბაელისასა [!] და მიეც მას ჴელით-წერილი ესე, და მიიღე მისგან ვეცხლი იგი და მოიყვანე იგიცა შენ თანა ქორწილსა ამას.
4. შენ იცი, რამეთუ რაცხდეს მამა ჩემი დღეთა და, უკუეთუ ვყოვნოთ და დავაკლოთ დღე ერთ ოდენ, შეწუხნეს მამა ჩემი.
5. ჰრაგუელ ფუცა არა განტევება ჩემი ათოთხმეტ დღე, რათა ვიყოფოდი მე მათ თანა და ვერ ჴელ-მეწიფების შეურაცხ-ყოფად ფიცი მისი.
6. მაშინ წარემართა რაფაელ და მონანი იგი მის თანა რაგად და მივიდეს გაბაელისა. და წარვიდა ხუჟიკეთს და პოვა რაგოელ და დაადგრეს მუნ. და მისცა რაფაელ ჴელით-წერილი იგი გაბაელს და მოუღო მას ვეცხლი იგი ყოველი.
7. აუწყა მას ტობიასთჳს, ძისა ტობისა, ვითარმედ მოიყვანა მან ცოლად ასული რაგუელისი.
8. და არს იგი მუნ და ხადეს მასცა ქორწილსა მას, და მოვიდა იგიცა. და აღდგა ტობია და გაგაელ ამბორს-უყო. და გაბაელ იტირა და აკურთხევდა ღმერთსა.
9. და ჰრქუა: ღმერთმან ისრაჱლისამან გაკურთხოს შენ, რამეთუ ძე ხარ. კაცისა კეთილისა და მოშიში ღმრთისა და მოწყალების-მქნელისა.
10. და კურთხეულ იყოს მამა-დედა შენი და ცოლი შენი.
11. და იხილოთ თქუენ შვილნი თქუენნი და შვილისშვილნი თქუენნი ვიდრე მესამე და მეოთხე ნათესავამდე და თესლი თქუენი კურთხეულ იყოს ღმრთისაგან ისრაჱლისა, რომელი უფალ არს უკუნითი უკუნისამდე.
12. და ყოველთა თქუეს ამენი და მივიდეს პურობად, არამედ შიშითა უფლისათა ყვეს ქორწილი იგი.
1. ხოლო ტობი, მამა მისი, რაცხდა დღეთა, რომლითა დღითგან გამოვიდა ტობია, ძე მისი, და ოდეს გარდაჴდეს დღენი იგი, შეწუხნა ტობი.
2. და თქუა: მო-სამე-კუდა გაბაელ და არა ვინ მოსცის ვეცხლი იგი ძესა ჩემსა, და მას ჰრცხუენის მოსლვად. და მწუხარე იყო ფრიად.
3. და თქვა ანნა: წარწყმდა ძე ჩემი და არღარა არს ცოცხალი, ვინათგან დაიყოვნა.
4. და იწყო მან ტირილად და გოდებად მისთჳს.
5. და იტყოდა: ვაჲმე, შვილო, ნათელო თუალთა ჩემთაო, რასამე განგიტევე შენ წარსლვად ჩემგან?
6. ხოლო ტობი ნუგეშინის-ცემდა მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ, დაო, მოვიდეს ძე ჩუენი ცოცხლებით. დაბრკოლება რამე ეყო მას და მით ყოვნის, ნუ სწუხ, რამეთუ რომელი წარსრულ მის თანა, სარწმუნო არს ძმათა ჩუენთაგან. ნურას დაიდებ გულსა შენსა ბოროტსა.
7. და თქუა ანნა: წარმიწყმდა შვილი ჩემი. და განვიდის გზათა, მიმოიმსტრობნ, უკუეთუ მოვალს ძე მისი, ვიდრე მზისა დასლვამდე, და შევიდის სახიდ. თჳსა და არარასა გემო იხილის, არცა დაიძინის. და ვითარცა ადივსნეს დღენი იგი ქორწილისანი ათოთხმეტნი, ვითარცა-იგი ფუცა რაგუელ,
8. ჰრქუა მას ტობია: წარმავლინე, მე უწყი, მამა ჩემი და დედა ჩემი ღუაწლსა შინა არიან, რამეთუ არა ჰგონებენ იგინი, ვითარმედ კუალადღა იხილონ პირი ჩემი.
9. და თქუა რაგუელ: მე წარვავლინნე მოციქულნი ტობისა, მამისა შენისა, და ვაუწყო შენთჳს, ხოლო შენ იყავდა მცირედ დღე ჩემ თანა.
10. და ტობია ჰრქუა მას: ნუსადა, მამაო ჩემო, გლოცავ შენ, წარმგზავნე მე, რათა არა მწუხარე იყოს მამა ჩემი. და აღდგა რაგუელ და მოიყვანა სარა, ასული თჳსი, და მისცა იგი ტობიას და მისცა მას ყოველთაგან მონაგებთა თჳსთა ზოგი მონები და მჴევლები, ზროხა და ცხოვარნი, ვერძები და აქლემები, ოქრო და ვეცხლი, და სამოსელი, დიდძალი ფრიად.
11. და აკურთხნა, წარავლინნა იგინი რაგუელ და ჰრქუა: წარვედით, შვილნო, ცოცხლებით! და ღმერთმან ცათამან წარგიმართენ თქუენ და მიხილვანმცა შვილნი თქუენნი პირველ სიკუდილისა ჩემისა. ამბორს-უყო ტობიას და სარას, ასულსა თჳსსა.
12. და ჰრქუა მას: ასულო, პატივ-ეც მამამთილსა შენსა და დედამთილსა შენსა, რამეთუ ამიერითგან იგინი არიან დედა-მამანი შენნი, ვითარცა ჩუენ ვიყვენით შენდა, ვიდოდე, ასულო, ცოცხლებით.
13. და ჰრქუა ანე ტობიას: წინაშე უფლისა მოგცემ. შენ ასულსა ჩემსა, რათა არა შეაწუხო იგი ყოველთა დღეთა. აჰა, ესერა, მე დედა შენი და სარა დაა შენი, და ამბორს-უყო ორთავე და განვიდეს.