1. მერვესა თთუესა, წელიწადისა მეორისასა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ ძისა ბარაქიას, ძისა ადდოას წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:
2. განრისხნა უფალი მამათა თქუენთა ზედა რისხვითა დიდითა
3. და თქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი ძალთა, - მე მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი ძალთა.
4. და ნუ იქმნებით, ვითარცა მამანი თქუენნი, რომელთა ესაჯებოდეს მათ წინაწარმეტყუელნი, წინაპარნი მეტყუელნი: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით გზათაგან თქუენთა ბოროტთა და სიმარჯუეთაგან თქუენთა ბოროტთა. და არ შეისმინეს და არ მოიხილეს შესმენად ჩემსა, - იტყჳს უფალი.
5. მამანი თქუენნი სადა არიან და წინაწარმეტყუელნი ნუ უკუნისამდე ცოცხალ იყუნენა?
6. გარნა შჯულნი ჩემნი და საშჯულონი ჩემნი შეიწყნარენით, ვითარცა მე ვამცნებ სულითა ჩემითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი ეწინეს მამათა თქუენთა და მიუგეს და ჰრქუეს: ვითარ-იგი განაწესა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ყოფად თქუენდა გზათაებრ თქვენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა, ეგრეთ გიყო თქუენ.
7. მეოთხესა და მეოცესა მეათერთმეტისა თთჳსასა, ესე არს თთუე სავატი, მეორესა წელსა დარიოსის ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ, ბარაქიას ძისა, ძისა ადდოჲსა წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:
8. ვიხილე ღამით, და, აჰა, მამაცი აღმავალი ცხენსა ზედა ხსედსა. და ესე დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა და უკუანა მისსა ცხენნი ხსედნი და თეთრნი.
9. და ვთქუ: რაჲ ესენი, უფალო? და თქუა ჩემდა მომართ ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მე გიჩუენო შენ, რაჲ იყუნენ ესენი.
10. და მომიგო მამაცმან მდგომარემან საშუალ ორთა მთათასა და თქუა ჩემდამო: ესენი არიან, რომელი გამოავლინნა უფალმან გარემოვლად ქვეყანისა.
11. და მიუგეს ანგელოზსა უფლისასა, მდგომსა საშუალ მთათასა, და ჰრქუეს: გან-მე-მო-ვლეთ ყოველი ქუეყანაჲ, და, აჰა, ყოველი ქუეყანაჲ მკჳდროვნობს და მყუდროჲს.
12. და მიუგო ანგელოზმან უფლისამან და თქუა: უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ვიდრე რომლისამდე არ შეიწყალებ იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა, რომელნი უგულებელს-ჰყუენ ამას სამეოცდაათსა წელსა?
13. და მიუგნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ანგელოზსა მზრახვალსა ჩემ შორის სიტყუანი კეთილნი და სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი.
14. და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე იერუსალჱმსა და სიონსა შური დიდი
15. და რისხვითა დიდითა მე განვრისხენ ნათესავთა ზედა ზედაღდგომილთა მათ წილ, რამეთუ მე ვიდრემე განვრისხენ მცირედ, ხოლო იგინი ზედა დაუჴდეს ბოროტად.
16. ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპრობელი: მოვიქცე იერუსალჱმსა ზედა მოწყალებისა მიერ და სახლი ჩემი აღეშენოს მის შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და საზომი განემარტოს მერმე იერუსალჱმსა ზედა.
17. და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მერმე აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე გარდაეცნენ ქალაქნი კეთილთა მიერ და შეიწყალოს უფალმან სიონი მერმე. და აღირჩიოს მერმე იერუსალჱმი.
18. და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი რქანი.
19. და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რანი არიან ისინი, უფალო? და თქუა ჩემდამო: ესე რქანი განმაბნეველნი იუდაჲსნი და ისრაჱლისანი.
20. და მიჩუენნა მე უფალმან ოთხნი ხურონი
21. და ვთქუ: რაჲსა ქმნად მოვლენ ისინი? და თქუა ჩემდამო: იმათ რქათა იუდაჲ და ისრაჱლი დაამჴუეს და ვერვინ მათგანმან აღიღო თავი თჳსი. და გამოვიდეს ისინი აღმახვად მათდა ჴელთა მიერ მათთა. ოთხნი ესე რქანი ნათესავნი იგი არიან, რომელთა აღიმაღლნეს რქანი ქუეყანასა ზედა უფლისასა განბნევად მისსა.
1. და აღვიხილენ თვალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, მამაკაცი და ჴელსა შინა მისსა საბელი სასაქუეყანისმზომელი.
2. და ვთქუ მისდამი: სადა წარხუალ შენ? და თქუა ჩემდამო: განზომად იერუსალიმისა, ხილვად, რაოდენი სივრცე მისი და რაოდენი არს სიგრძე.
3. და, აჰა, ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის დადგა და ანგელოზი სხუა გამოვიდოდა შემთხუევად მისსა
4. და თქუა მისდამი მეტყუელმან: რბიოდე და თქუ ჭაბუკისა მის მიმართ მეტყუელმან: ნაყოფიერად დაემკჳდროს იერუსალიმი სიმრავლისაგან კაცთა და საცხოვართა მის შორისთაჲსა.
5. და მე ეიყო მისდა, - იტყჳს უფალი, - ზღუდე ცეცხლისა გარემოჲს და დიდებად ვიყო შორის მისსა.
6. ჵ, ჵ, ივლტოდე ქუეყანით ბღუარით, - იტყჳს უფალი, - რამეთუ ოთხთაგან ქართა შეგკრიბნე თქუენ, - იტყჳს უფალი.
7. სიონად აღიწიენით. განერნეთ დამკჳდრებულნი ასულსა ბაბილონისასა
8. მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკანა დიდებისა მიმავალნი მე წარმართთა ზედა წარმტყუენეელთა თქუენთა მით, რამეთუ შემხები თქუენი, ვითარცა შემხებელი გუგასა თუალისა მისისასა.
9. მით, რამეთუ, აჰა, მე მივაწევ ჴელსა ჩემსა მათ ზედა და იყვნენ ტყუე მმონებელთა მათთა. და სცნათ, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, მომავლინა მე.
10. ძნობდი და იშუებდ, ასულო სიონისაო, ამისთჳს, რამეთუ, აჰა, მოვალ და დავიმკჳდრო საშუალ შენსა, - იტყჳს უფალი.
11. და მოივლტოდიან ნათესავნი მრავალნი უფლისა მიმართ მას დღესა შინა და იყუნენ მისდა ერად და დაეშენნენ შენ შორის. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან გამომავლინა შენდა მომართ.
12. და დაიმკჳდროს უფალმან იუდაჲ და ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა წმიდასა და აღირჩიოს მერმე იერუსალიმი.
13. ეშინოდედ ყოველსა ჴორცსა პირისაგან უფლისა, რამეთუ აღდგების ღრუბელთაგან წმიდათა მისთა.
1. და მიჩუენა მე უფალმან იისუ, მღდელი დიდი, მდგომარე წინაშე პირსა ანგელოზისა უფლისასა და ეშმაკი უდგა მარჯუენით მას წინააღგომად მისსა.
2. და თქუა უფალმან ეშმაკისა მიმართ: შეგრისხენინ უფალმან შენ შორის, ეშმაკო, და შეგრისხენინ უფალმან შენ შორის გამომრჩეველმან იერუსალჱმსა! არა აჰა, ესე, ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან.
3. და იისუ იყო შემოსილ სამოსლითა მწიკულიანითა, დადგა წინაშე პირსა ანგელოზისასა
4. და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მიმართ წინაშე პირსა მისსა მეტყუელმან: მოსძარცუენით სამოსელნი მწიკულევანნი მისგან; და თქუა მისდა მიმართ: აჰა, აღვიხუენ შენგან უსჯულოებანი შენნი და შეჰმოსეთ მას პოდირი
5. და დაადგით კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და გარემოასხნეს მას სამოსელნი და დაადგეს კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და ანგელოზი უფლისაჲ დგა.
6. და წამებდა ანგელოზი უფლისაჲ იისუას მიმართ მეტყუელი:
7. ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ გზათა შორის ჩემთა ხჳდოდი და ბრძანებათა შორის ჩემთა სცვიდე და შენ განსაჯო სახლი ჩემი და უკუეთუ დაიცვა ეზოჲ ჩემი და მოგცნე შენ მოქცეულნი საშუალ მდგომარეთა ამათ.
8. ისმინე უკუე იისუ, მღდელო დიდო! შენ და მახლობელთა შენთა მსხდომარეთა წინაშე პირსა შენსა. მით, რამეთუ კაცნი ნიშთმჭურეტელნი არიან, ამისთჳს, აჰა, მე მოვიყუანო მონაჲ ჩემი აღმოსავალით.
9. მით, რამეთუ ქვაჲ, რომელიც მივეც წინაშე პირსა იისუჲსსა, ქვასა ერთსა ზედა შჳდნი თუალნი არიან. აჰა, მე აღმოვთხარო ჴნაცჳ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვიძიო ყოველი უსამართლოებაჲ ქუეყანისაჲ მის ერთსა შინა დღესა.
10. მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლის მპყრობელი, - მოუწოდოს თითოეულმან მოყუასსა თჳსსა ქუეშე კერძო ვენაჴისა და ქუეშე კერძო ლეღჳსა.
1. და მოაქცია ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და აღმადგინა მე, ვითარსახედ რაჟამს აღდგის კაცი ძილისაგან მისისა.
2. და თქუა ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ? და ვარქუ: ვიხილე და, აჰა, საბაზმაკე ოქროსაჲ სრულიად და ლამპარი ზედაჲთ მისსა და შჳდნი ბაზმაკნი ზედაჲთ მისსა და შჳდნი მოსავსებელნი მათნი ზედაჲთთა მისთა ბაზმაკთანი.
3. და ორნი ზეთისხენი ზედაჲთ მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით.
4. და ვიკითხე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის მეტყუელმან: რა არიან ესენი, უფალო?
5. და მომიგო ანგელოზან მზრახვალმან ჩემ შორის მეტყუელმან ჩემდა მომართ: არა იცია რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო!
6. და მომიგო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: ესე სიტყუაჲ უფლისა ზორობაბელისა მიმართ მეტყუელი: არა ძალისა მიერ დიდისა და არცა ძლიერებისა, არამედ სულისა მიერ ჩემისა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,
7. რაჲ იყოს შენდა მთაჲ დიდი, წინაშე პირსა ზორობაბელისასა წარმართებულად? და განვასწორო ქვაჲ მკჳდრობისაჲ სისწორითა მადლისათა, მადლთა მისთა.
8. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
9. ჴელთა ზორობაბელისათა დააფუძნეს სახლი ესე და ჴელთა მისთა განასრულონ იგი. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე შენდამო.
10. მით, რამეთუ ვინ შეურაცხ-ყო დღეთა მცირეთა და მადლიერობდენ და იხილონ ქვაჲ კასსტირიონი ჴელსა შორის ზორობაბელისასა. შჳდნი ესე თუალნი უფლისანი არიან, ზედდამხედველნი ყოვლისა ქუეყანისანი.
11. და მიუგე და ვთქუ მისდამი: რაჲ ორნი ზეთისხენი: მარჯუენითნი საბაზმაკისანი და მარცხენითნი?
12. და ვჰკითხე მეორედ და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ ორნი რტონი ზეთისხეთანი ჴელთა შორის ორთა მოსაყოფელთა ოქროჲსათა ზედმასხმელთა და ზედმავსებელთა, მოსავსებელთა მათ ოქროჲსათა?
13. და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: არა იცია, რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო.
14. და მითხრა მე: ესე, ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა.
1. და მოვიქეც და იხილეს თუალთა ჩემთა: და, აჰა, მანგალი მფრინვალე.
2. და თქუა ჩემდამო: რასა ხედავ შენ? და ვთქუ: მე ვხედავ მანგალსა მფრინვალესა, სიგრძით წყრთათა ოცთასა.
3. და თქუა ჩემდა მომართ: ესე წყევაჲ გამომავალი პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა მით, რამეთუ ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს. და ყოველი ცრუფიცი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს.
4. და განვასწორო იგი, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და შევიდეს იგი სახიდ მპარავისა და სახით მფუცავისა სახელსა ჩემსა ცრუსა ზედა და დაარღჳოს საშუალ სახლისა მისისა და მოასრულოს იგი და ძელნი მისნი და მოასრულნეს ქვანი მისნი.
5. და განვიდა ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის და თქუა ჩემდამო: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე გამომავალი ესე.
6. და ვთქუ: რაჲ არს? და მრქუა: ესე საზომი გამომავალი. და თქუა: ესე უსამართლოება ყოველსა შორის ქუეყანასა მათსა.
7. და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი ერთი ჯდა საშალ საზომისა
8. და თქუა: ისი არს უსჯულოება. და დააგდო იგი საშუალ საზომისა და შთაუგდო ქვაჲ ბრპენისაჲ პირსა მისსა.
9. და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე. და, აჰა, ორნი დედანი გამომავალნი და სული ფრთეთა შორის მათთა და მათ აქუნდეს ფრთენი, ვითარცა ფრთენი ოფოფისანი, და აღიღეს საზომი საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა.
10. და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: სადა მიიღებენ ისინი საზომსა?
11. და ჰრქუა ჩემდამო: აღშენებად მისდა სახლსა ქუეყანასა შინა ბაბილონისასა და განმზადებად და დადვან იგი მუნ, განმზადებასა ზედა მისსა.