საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზია „ალილო“

მისამართი: თბილისი, ლესელიძის ქ. 27, alilo@rambler.ru, ტელეფონი: 92 28 17

საეკლესიო მაღაზია „ალილო“-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ღვთისმსახურებისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი საეკლესიო ნივთები.

მაღაზიაში ფუნქციონირებს:

წიგნების განყოფილება:

მართლმადიდებლური, საღვთისმეტყველო და სასულიერო ლიტერატურა - ქართულ და უცხოურ ენებზე.

ხატების განყოფილება:

ხატები, საეკლესიო ნივთები, საკმეველი, სასაკმევლე ნახშირი, კანდელის ზეთი, ცვილის კელაპტარი და სანთლები.

აუდიო-ვიდეო განყოფილება:

აუდიო-ვიდეო კასეტები, კომპაქტ-დისკები, სანოტო კრებულები.

ქსოვილები:

საეკლესიო და საღვთისმსახურო ქსოვილები.

საბითუმო განყოფილება: სასულიერო ლიტერატურა, ხატები და საეკლესიო ნივთები.

შეიძლება შეკვეთა: რუსულ მართლმადიდებლურ ლიტერატურაზე, საღვთისმსახურო შესამოსელის ჩამოტანასა და შეკერვაზე. მაღაზია გაგიწევთ დახმარებას მართლმადიდებლური ლიტერატურის გამოცემაში.