|
კონსტანტინეპოლის
მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი -
ყოვლადუწმიდესი ბართლომე
ერში - დიმიტრიოს არქონდონისი.
დაიბადა 1940 წლის 12 მარტს, თურქეთის კუნძულ
იმბოსზე.
განათლება მიიღო შვეიცარიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში, საეკლესიო
სამართლის განხრით. არის რომის პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტის ღვთისმეტყველების
დოქტორი.
1973 წლის 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად ფილადელფიის
მიტროპოლიტის ტიტულით.
1990 წელს დაინიშნა ქალკედონის მიტროპოლიტად.
1991 წლის
22 ოქტომბერს არჩეულ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქად, ინტრონიზაცია შედგა 2
ნოემბერს.
პატრიარქის სრული ტიტულია: მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ახლისა
რომისა და მსოფლიო პატრიარქი. საპატრიარქო რეზიდენცია და საკათედრო ტაძარი
მდებარეობს კონსტანტინეპოლში (სტამბული).
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საფოსტო მისამართი: Rum Patrikhanesi, 34 220
Fener-Halic, Istanbul, Turkey. Grand chancellary tel.: (90 212) 525-21-17; Fax:
(90-212) 531-90-14.
www.epnet.gr;
www.patriarchate.org. |
|
|
|
პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა
- უნეტარესი თეოდორე II
ერში - ნიკოლას ქორეფთაკისი.
დაიბადა 1954 წელს კანლიში, კასტელი ქანიას
პროვინციაში.
თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის ღვთსმეტყველების
ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
1957 წელს ხელდასხმულ
იქნა დიაკვნად.
1985-90 წლებში იგი იმყოფებოდა ოდესაში სტატუსით: ალექსანდიის
პატრიარქის ეგზარქოს რუსეთში, სადაც მის მრევლს წარმოადგენდნენ ყოფილი საბჭოთა
კავშირის ბერძნები.
1996 წელს დაინიშნა ალექსანდრიაში ქორეპისკოპოსად.
1997 წლის
სექტემბრიდან მიტროპოლიტი თეოდორე არჩეულ იქნა კამერუნისა და ცენტრალური აფრიკის
მიტროპოლიტად.
2002 წელს არჩეულ იქნა ზიმბაბვეს მიტროპოლიტად.
2004 წლის 9 ოქტომბერს
ალექსანდრიის ეკლესიის სინოდის მიერ არჩეულ იქნა პაპად და პატრიარქად დიდისა
ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა.
ინტრონიზაცია შედგა ალექსანდრიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში 2004 წლის 24 ოქტომბერს.
ალექსანდრიის საპატრიარქოს მისამართია: P.O. Box 2006 Alexandria EGYPT tel.:
+2-03-4868595; Fax: +2-03-4875684.
www.patriarchateofalexandria.com
|
|
|
|
ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი -
უნეტარესი იოანე X
დაიბადა1955 წელს ლატაკიაში (სირია).
1978 წ. დაამთავრა წმიდა იოანე დამასკელის სახელობის მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ბალამანდის მონასტერში.
1983 წ. მიიღო დოქტორის ხარისხი ღვთისმეტყველებაში, თესალონიკის უნივერსიტეტში
(საბერძნეთი).
1979 წ. ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 1983 წელს მღვდლად.
1981 წლიდან კითხულობდა ლიტურგიკას ბალამანდის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში,
1988-1991 წ.წ. და 2001-2005 წ.წ. ეკავა დეკანის თანამდებობა.
1995 წ. ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
2001-2005 წ.წ. იყო ბალამანდის მონასტრის მოსაყდრე.
2008 წელს არჩეულ იქნა დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მიტროპოლიტად და ანტიოქიის
საპატრიარქოს წმიდა სინოდის მუდმივ წევრად.
2012 წლის 17 დეკემბერს არჩეულ იქნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის
პატრიარქად.
ინტრონიზაციასთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიებები ჩაგარდა 2013 წლის 10
თებერვალს დამასკოში (სირია) და 17 თებერვალს ბეირუთში (ლიბანი).
ანტიოქიის საპატრიარქოს მისამართია: Greek Orthodox Patriarchate of Antioch
B.P.Box: 9-damascus-Syria. tel.: +963-11-542-44-00/01/02/03; Fax:
+963-11-542-44-04.
www.antiochpat.org.
|
|
|
|
იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქი -
უნეტარესი თეოფილე ერში - ილია იანოპულოსი.
დაიბადა 1952 წელს საბერძნეთში.
1964 წელს ჩააბარა
იერუსალიმის საპატრიარქო სკოლაში, რომელიც 1970 წ. დაამთავრა.
1970 წლის 28 ივნისს
იერუსალიმის პატრიარქმა ბენედიქტემ აღკვეცა ბერად სახელით თეოფილე.
1970 წლის
1 ივლისს იორდანიის მთავარეპისკოპოსმა ბასილიმ ხელი დაასხა დიაკვნად.
1975 წელს
იეროპოლელი მთავარეპისკოპოს დიოდოროსის მიერ ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად.
იმავე 1975 წელს იერუსალიმის საპატრიარქოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით სასწავლებლად
გაგზავნილ იქნა ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.
1978 წელს
მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.
1991-1996 წლებში იყო გალილეის კანაში წმიდა
დიდმოწამე გიორგის სახელობს მონასტრის იღუმენი.
2004 წელს დაინიშნა მაცხოვრის
საფლავის უფროს მცველად და არჩეულ იქნა იერუსალიმის საპატრიარქოს წმიდა სინოდის
წევრად.
2005 წლის 14 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდელმთავრად და არჩეულ იქნა
თაბორის მთავარეპისკოპოსად.
2005 წლის 22 აგვისტოდან არჩეულია იერუსალიმის
პატრიარქად.
საპატრირაქოს მისამართია: Greek Orthodox Patriarchate, B.O.Box 14518,
zip code 91145 Jerusalem, Israel. tel.: +972-542-104738 (24 hours), fax:
+972-2-6261283.
www.jerusalem-patriarchate.info. |
|
|
|
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი - უწმიდესი
კირილე ერში - ვლადიმირ გუნდიაევი.
დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს ქ. ლენინგრადში.
1965 წელს ჩააბარა ლენინგრადის სასულიერო სემინარიში, შემდეგ კი ლენინგრადის
სასულიერო აკადემიაში.
1969 წლის 3 აპრილს აღიკვეცილ იქნა ბერად და სახელად ეწოდა
კირილე.
1969 წლის 7 აპრილს ხელდასხმულ იქნა ბერდიკვნად.
1969 წლის 1 ივნისს
ხელდასხულ იქნა მღვდელმონოზონად.
1971 წლის 12 სექტემბერს აღყვანილია არქიმანდრიტის
ხარისხში.
1976 წლის 14 მარტს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1977 წლის 2 სექტემბერს
აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
1991 წლის 25 თებერვალს აღყვანილ იქნა
მიტროპოლიტის ხარისხში.
2009 წლის 27 იანვარს წმიდა სინოდმა აირჩია მოსკოვისა და
სრულიად რუსეთის პატრიარქად.
2009 წლის 1 თებერვალს შედგა ინტრონიზაცია.
მისამართი: Россия, 110934, Москва, Чистый переулок, 5. Тел.: (7-495)
637-75-91. e-mail:
infro1@patriarchia.ru. www.patriarchia.ru. |
|
|
|
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტი - უწმინდესი და უნეტარესი ილია II
ერში - ირაკლი გიორგის მე ღუდუშაური.
დაიბადა - 1933 წლის 4 იანვარი, ქ. ორჯონიკიძე (1991
წლიდან - ვლადიკავკაზი).
1952 წელს დაამთავრა ქ. ვლადიკავკაზის №22 საშუალო
სკოლა.
1952-1956 - მოსკოვის სასულიერო სემინარია.
1956-1960 - მოსკოვის
სასულიერო აკადემია.
1957 წლის 16 აპრილი - ბერად აღკვეცა.
1957 წლის 18 აპრილი - დიაკვნად
კურთხევა.
1959 წლის 10 მაისი - მღვდლად კურთხევა.
1960-1963 - ბათუმის წმინდა ნიკოლოზის
სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.
1960 წლის 19 დეკემბერი - იღუმენის წოდება.
1961 წლის 16 სექტემბერი -
არქიმანდრიტის წოდება.
1963 წლის 26 აგვისტო - ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი, სრულიად
საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.
1963-1970 - მცხეთის
სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორი.
1970-1972 - მცხეთის სასულიერო
სემინარიის რექტორი.
1967 წლის 1 სექტემბერი - ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი.
1969 წლის 15 მაისი -
მიტროპოლიტის წოდება.
1972 - მეორე პანაღია.
1975 - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი.
1977 წლის 23 დეკემბერი - XII ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
1977 წლის 25 დეკემბერს შედგა ახლადარჩეული
პატრიარქის ინტრონიზაცია.
1978-1983 - ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი.
1997 -
კრიტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი.
1997 - გაეროსორარსებელი ინფირსტიზაცთს
საერთშორისო აკადემოს ნამდვილი წევრი.
1998 - ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო
სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი.
მისამართი: საქართველო - 0105. თბილისი. ერეკლე II მოედანი №1. [+995] 32 989528,
ფაქსი: 987114. |
|
|
|
მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და
კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა - უწმიდესი
ირინეოსი ერში - მიროსლავ გავრილოვიჩი.
დაიბადა 1930 წელს სოფ. ვიდოვაში (ცენტრალური
სერბეთი).
განათლება მიიღო ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
სემინარიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე.
1959 წლის ოქტომბერში სერბეთის
პატრიარქმა გერმანემ აღკვეცა ბერად სახელით ირინეოსი.
1959 წლის 27 ოქტომბერს
ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვნად.
1974 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და
დადგენილ იქნა სერბეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
2010 წლის 22 იანვარს სერბეთის
ეკლესის წმიდა სინოდის სხდომაზე არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად.
საპატრიარქოს მისამართია: Ulica Kralja Petra br. 5, 11000 Belgrade,
Serbia, Central +381-11-30025-101. The Office of His Holiness Serbian
Patriarch, phone/fax: +381-11-3283-997.
www.spc.rs. |
|
|
|
მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენიისა
და დობრუჟისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა - უნეტარესი
დანიელი დაიბადა 1951 წლის 22 ივლისს რუმინეთში.
1970-1974 წ.წ. სწავლობდა
ღვთისმეტყველების ინსტიტუტში, ამის შემდეგ იგი ჩაირიცხა სტრასბურგის ღვთისმეტყველების
ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ფიბურგის უნივერსიტეტში.
1979 წელს მიენიჭა სტრასბურგის
უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1980 წელს მიენიჭა ბუქარესტის
ღვთისმეტყველების ინსტიტუტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1990 წლის 4 მარტს
ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
2007 წლის 12 სექტემბერს არჩეულ იქნა პატრიარქად.
2007 წლის 30 სექტემბერს შედგა ინტრონიზაცია.
საპატრიარქოს მისამართია: 2Dealul Mitropoliei
Alley, RO-040163, Sector 4, Bucharest. Tel: +40-21/406 71 61, Fax:
+40-21/406 71 62.
www.patriarhia.ro. |
|
|
|
მიტროპოლიტი სოფიისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქი - უწმიდესი
ნეოფიტე ერში - სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვი.
დაიბადა 1945 წელს სოფიაში.
1965 წელს დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია, 1971 წელს კი - სოფიის
სასულიერო აკადემია.
დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (ასპირანტურა) და მიიღო
ღვთისმეტყველის კანდიდატის წოდება (საეკლესიო გალობის სპეციალობით).
1973 წლიდან ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა სასულიერო აკადმიის სამგალობლო
გუნდს.
1975 წელს აღიკვეცა ბერად სამების მონასტერში პატრიარქ მაქსიმეს მიერ.
1989 წლის ბოლოს ხდება სასულიერო აკადემიის რექტორი, 1991 წელს კი ინიშნება
დეკანად წმინდა კლიმენ ოხრიდელის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის ახლად
აღდგენილ საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.
1994 წლიდან მოღვაწეობდა დოროსტოლსკისა და ჩერვენსკის მიტროპოლიტად.
2001 წლიდან მოყოლებული სოფიის საპატრიარქო ტახზე ასვლამდე ხელმძღვანელობდა
რუსენის ეპარქიას.
2013 წლის 24 თებერვალს, სოფიაში საეკლესიო კრებაზე, 90 ხმით 47-ის
წინააღმდეგ, ბულგარეთის ახალი პატრიარქი - რუსენის მიტროპოლიტი ნეოფიტე
აირჩა. კენჭისყრა საიდუმლოდ საგანგებო კაბინაში მიმდინარეობდა.
ბულგარეთის საპატრიარქოს მისამართია: 7 Tsar Kalonyan St., 1000 Sofia,
tel.: 882340, 872683, 872681, 876882 (Secretary), 876127 (Chef de
cabinet).
www.bg-patriarshia.bg. |
|
|
|
მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანასი და სრულიად
კვიპროსისა - უნეტარესი ქრიზოსტომოს II
დაიბადა 1941 წლის 10 აპრილს, სოფ. ტალაში, ქ. პაფოსის მახლობლად.
სკოლის
დამთავრების შემდეგ გახდა მორჩილი წმიდა ნეოფიტეს მონასტერში.
1963 წელს დაამთავრა
ქ. პაფოსის გიმნაზია.
1963 წლის 3 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1968-1972
წ.წ. სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.
1972 წელს არჩეულ
იქნა წმიდა ნეოფიტეს მონასტრის იღუმენად.
1972 წლის 12 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა
პრესვიტერად და მაკარიო III-ემ აკურთხა იღუმენად.
1978 წლის 26 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა.
2006 წლის 5 ნოემბერს არჩეულ იქნა მთავრეპისკოპოსად ახლისა იუსტინიანასი და სრულიად
კვიპროსისა.
2006 წლის 12 ნოემბერს შედგა ქრიზოსტომოს II-ის ინტრონიზაცია.
კვიპროსის საპატრიარქოს მისამართია: Διεύθυνσις: Τ.Θ. 21130, 1502 Λευκωσία.
Τηλέφωνον (00357) 22554600. Τηλεομοιότυπον: (00357) 22431796.
www.churchofcyprus.org.cy.
|
|
|
|
მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა -
უნეტარესი იერონიმე II დაიბადა 1938 წელს ბეოტიის ინოფიტაში.
დამთავრებული აქვს ათენის ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ფაკულტეტები.
ასპირანტურები გაიარა გრაცის (ავსტრია), რეგენსბურგის და მიუნხენის
უნივერსიტეტებში.
1967 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და მღვდლად.
1978-81 წ.წ. იყო ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის გენერალური მდივანი.
1981 წლის
4 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
2008 წლის 7 თებერვალს არჩეულ იქნა ელადის
ეკლესიის მეთაურად.
2008 წლის 16 თებერვალს შედგა იერონიმოს II-ის ინტრონიზაცია.
www.ecclesia.gr
|
|
|
|
მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად
ალბანეთისა - უნეტარესი ანასტასი დაიბადა 1929 წლის
4 ნოემბერს.
1947-51 წ.წ. დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის
ფაკულტეტი.
1964 წლის 24 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდლად.
1972 წელს
ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1991 წლის იანვარში კონსტანტინეპოლის პატრიარქის
მიერ გაგზავნილ იქნა ალბანეთში ეგზარქოსად ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის აღსადგენად.
1992 წლის 24 ივნისს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა მთავარეპისკოპოსად ტირანისა და სრულიად ალბანეთისა.
მისამართი: Kisha Othodokse 151, Rruga e Kavejes
Tirana - Albania. tel: 355-4-2234-117, 355-4-2235-095, fax:
355-4-2235-109.
www.orthodoxalbania.org. |
|
|
|
მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა -
უნეტარესი საბა ერში - მიხეილ გრიცუნიაკი.
დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს პოლონეთში.
1957 წელს
დაამთავრა მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია.
1961 წელს დაამთავრა ვარშავის
ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემია, ღვთისმეტყველის მაგისტრის ხარისხით.
1964
წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1966 წელს აღიკვეცა ბერად, სახელით საბა და
ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვანდ.
1970 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის
ხარისხში.
1979 წლის 25 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.
1987 წელს ებოძა
მთავარპისკოპოსობა.
1998 წლის 12 მაისს წმიდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა პოლონეთის
მართლმადიდებელი ეკლესის წინამძღვრად.
1998 წლის 31 მაისს ვარშავის წმიდა მარიამ
მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში შედგა ინტრონიზაცია.
მისამართი: Al. Salidarnosci 52, 03402 Warszawa - Poland. Office/Fax:
48-22-619-08-86.
www.orthodox.pl. |
|
|
|
პრეშევოს მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ჩეხეთის
მიწებისა და
სლოვაკეთისა - უნეტარესი როსტისლავი
დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს სნინეში (სლოვაკეთი).
2002 წელს დაამთავრა პრეშევოს უნივერსიტეტის მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
2002 წელს სწავლობდა არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტში.
2012 წლის ოქტომბერში აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.
2012 წლის 18 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა პრეშევოს კათედრის ეპისკოპოსად.
2013 წლის 9 დეკემბერს არჩეულ იქნა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის
მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრედ.
2014 წლის 9 თებერვალს შედგა მთავარეპისკოპოს როსტისლავის ინტრონიზაცია
ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში.
მისამართი: Delostrelecka 7, Praha 6 - Stresovice, 160 00, CR, tel:
420-224 315 015, fax: 420-224 313 137.
www.pravoslavnacirkev.cz. |
|
|
|
მთავარეპისკოპოსი სრულიად ამერიკისა და კანადისა - უნეტარესი
ტიხონი დაიბადა 1966 წლის 15 ივლისს
ბოსტონში.
1989 წელს მიიღო მართლმადიდებლობა.
1993 წელს დაამთავრა სემინარია, მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი
და დაინიშნა ძველი აღთქმის მასწავლებლად წმიდა ტიხონის სემინარიაში.
1995 წელს აღკვეცილ იქნა მცირე სქემაში ფილადელფიის მთავარეპისკოპოს
გერმანეს მიერ და სახელდებულ იქნა ტიხონად.
1998 წელს იგი აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 2000 წელს არქიმანდრიტის
ხარისხში.
2002 წლის დეკემბერში, მიტროპოლიტ გერმანეს მიერ დანიშნულ იქნა წმიდა
ტიხონის მონასტრის მოსაყდრედ.
2012 წლის 9 მაისს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით აღყვანილ იქნა
მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
2012 წლის 13 ნოემბერს სრულიად ამერიკის მე-17 კრებაზე პარმაში (ოჰაიო)
არჩეულ იქნა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად.
2013 წლის 27 იანვარს ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში მოხდა მისი,
როგორც მეთაურის ინტრონიზაცია.
მისამართი: Mailing Address via U.S. Postal Service Mail: PO Box 675
Syosset, NY 11791-0675.
Delivery Address via Fedex and UPS: 6850 N. Hempstead Turnpike Syosset,
NY 11791; Office: 516-922-0550 Fax: 516-922-0954; Office Hours: 9:00 AM
- 5:00 PM, EST. www.oca.org. |