მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე)
დაბ. - 1960, თბილისი;
23.11.1988 - დიაკონი;
1990 - ბერად აღკვეცა;
16.04.1992 - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1993 - ალავერდელი;
1992-1995 - საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე;
1996 - მთავარეპისკოპოსი, ხუროთმოძღვრების ცენტის ხელმძღვანელი;
2000 - მიტროპოლიტი.
ალავერდის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში კახეთში მდებარეობს და ქალაქებს - თელავს, ახმეტას და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ნეკრესის, დასავლეთიდან წილკნის, სამხრეთიდან საგერეჯო-გურჯაანის ეპარქიები ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთების ცენტრალური ქედი.
|
ალავერდის საკათედრო ტაძარი |
ისტორიული ტრადიცია ალავერდის ეპარქიის ჩამოყალიბებას IX საუკუნის პირველ მეოთხედში კახეთ-ჰერეთის მმართველ კვირიკე III (1009-1037) მოღვაწეობას უკავშირებს. ეპარქიის საკათედრო ტაძარი კვირიკეს იმ ადგილზე აუგია, სადაც VI საუკუნის მეორე ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგანმა იოსებ ალავერდელმა „აღაშენა და ჰყო მონასტერი წმიდის გიორგისა...“
ეპარქიის დაარსებამდე აქაური მწყემსმთავარი - ამბა ალავერდელის - წოდებით იხსენიება. ტერმინი „ამბა“ სირიულია და მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდების „მამის“ შესატყვისს წარმოადგენს. ამ ზედწოდებას ალავერდელი ეპისკოპოსები ატარებენ იმის გამო, რომ ისინი მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ. ტრადიციის დამკვიდრება ალავერდის პირველი წინამძღვრის, იოსების სახელს უკავშირდება, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა. იოსებ ალავერდელის საფლავი თავისავე დაარსებული მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიაში მდებარეობს.
ისტორიულად კახეთის სამეფოში ალავერდელის დაწინაურებული მდგომარეობა ეპარქიის ხელსაყრელი მდებარეობით იყო განპირობებული.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთის ეპარქიათაგან ერთი - კახეთ-ალავერდის ეპარქია შეიქმნა, რომელმაც მთელი კახეთი გააერთიანა.
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ისტორიული ეპარქიაც და პირველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა 1923 წ. მოწამეობრივად აღსრულებული ეპისკოპოსი პიროს ოქროპირიძე.
ეპარქიას ამჟამად მწყემსმთავრობს ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე.
ჟურნალი „ორნატი“ №1, 2003 წ.