მცხეთა-თბილისის ეპარქია

(ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა
(მცხეთის რაიონის სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა),
გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II

ბიოგრაფია

ეპისტოლეები, ქადაგებები, სიტყვები

 

მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.

საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი-წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები.

ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა.

V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა.

375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება.

ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ.

ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა.

სიონის საკათედრო ტაძარი

თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო.

ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადიდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება.

XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა... სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“.

თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა.

ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანული ზნეობის აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისიტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის... დროს.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად  ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი.

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარი

1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა.

1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ უწმინდესნი და უნეტარესნი:

კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918);
ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921);
ამბროსი ხელაია (1921-1927);
ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932);
კალისტრატე ცინცაძე (1932-1952);
მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960);
ეფრემ სიდამონიძე (1960-1972);
დავით დევდარიანი (1972-1977).

1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური).

გაზეთი „აღსავალი“, № 1, 2004 წ.

ამჟამად მოქმედი ეკლესიებია:

  1. სვეტიცხოვლის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა საპატრიარქო ტაძარი. მცხეთა (ცენტრი) (არქიმანდრიტი ისაკი).
  2. თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარი. ელიას მთაზე (არქიმანდრიტი ილია, ნასიძე).
  3. სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სიონის ქ. №4, ტელ: 98-89-53 (პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი)
  4. წმ. ათორმეტ მოციქულთა ეკლესია. მცხეთა, რუსთაველის №14 (სადგურის დასახლება).
  5. ამაღლების ეკლესია. სოფ. ბიწმენდი (მცხეთის რაიონი) (მღვდელი ნიკოლოზ ნადიბაიძე).
  6. ამაღლების ეკლესია. საბურთალოს პანთეონში; ტელ: 30-23-20 (დეკანოზი დავით ნოზაძე).
  7. ამაღლების ეკლესია. ე. ბეჟანიშვილის ქუჩის ბოლოს, გორაკზე (მღვდელი დანიელ ქაჯაია).
  8. „ანტიოქია“ - წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესია. ქ. მცხეთა, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  9. ანჩისხატის ეკლესია. შავთელის ქ. №7 (დეკანოზი რევაზ ტომარაძე).
  10. წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია. ივ. ჯავახიშვილის ქ. №69. ტელ: 95-63-14 (არქიმანდრიტი გიორგი ბუბლიჩენკო).
  11. წმ. ბარბარეს ეკლესია; ქინძმარაულის შესახვევი, წმ. ბარბარეს სასაფლაოს ტერიტორია (მღვდელი გიორგი ტაბაღუა).
  12. წმ. ბარბარეს ეკლესია; ნავთლუღი, ბოგდან ხმელნიცკის ქ. №6. ტელ: 74-28-34 (დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე).
  13. წმ. ბარბარეს ეკლესია; ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი №2, კინოთეატრ „საქართველოს“ გვერდით (დეკანოზი მაქსიმე).
  14. წმ. ბარბარეს ეკლესია; ს. ჩიქოვანის ქუჩა, №14, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ტელ: 36-40-19.
  15. წმ. ბარბარეს ეკლესია; ვაჟა-ფშაველას გამზირზე (მღვდელი ანტონ ბეჟანიშვილი).
  16. ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია (ზემო); ნარიყალა, ბეთლემის ქუჩა (მღვდელი იოანე როსტიაშვილი).
  17. ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია (ქვემო); ბეთლემის ქუჩა №3 (დეკანოზი ირაკლი კალანდაძე).
  18. წმ. გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის ეკლესია; ვაჟა-ფშაველას გამზირი №53; ტელ: 32-11-91 (მღვდელი იოსებ გოგოლაძე).
  19. წმ. გიორგის კარის ეკლესია. მეფე ერეკლე II-ის მოედანი №1; საქართველოს საპატრიარქოსთან. ტელ: 92-22-81 (დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი).
  20. ლომისის წმ. გიორგის ეკლესია. გლდანის მასივი, III-IV მ/რ შორის. ტელ: 68-91-42 (დეკანოზი მიქაელ ასათიანი).
  21. წმ. გიორგის ეკლესია. თემქის დასახლება, IX კვარტალი (დეკანოზი ბესარიონ ბუღაშვილი).
  22. წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო სახლი. ვარკეთილი, სუხაშვილი ქუჩა. ტელ: 79-04-40 (მღვდელი დიმიტრი ლეკვეიშვილი).
  23. წმ. გიორგის ეკლესია. ნორიოს აღმართის დასაწყისი (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე).
  24. წმ. გიორგის ეკლესია, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონის ტერიტორიაზე. ტელ: 30-22-22 (მღვდელი გრიგოლ გოგიჩაძე).
  25. წმ. გიორგის ეკლესია. გლდანის რაიონი, ქერჩის ქუჩა №22, უშიშროების აკადემიის ტერიტორიაზე (მღვდელი გიორგი სამსონაძე).
  26. კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია. ბეთლემის (ყოფ. აზიზბეკოვის) ქუჩა №7 (მღვდელი მიქაელ კაპანაძე).
  27. წმ. გიორგის ეკლესია, ორთაჭალის ციხის საავდმყოფოს ტერიტორიაზე (დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი).
  28. წმ. გიორგის ეკლესია. ჭავჭავაძის გამზირი №75, ვაკის სასაფლაოს ქვემო შესასვლელთან (მღვდელი ბაქარ ბურდული).
  29. წმ. გიორგის ეკლესია. სოფ. დიღომი, ნაქულბაქევი (მღვდელი ლუკა სუპატაშვილი).
  30. წმ. გობრონ-მიქაელის ეკლესია. გორგასლის ქ. №89, საბადრაგო ბრიგადის ტერიტორიაზე (არქიმანდრიტი დიმიტრი, ტელიანიდი).
  31. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესია. ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში. ტელ: 25-38-90 (დეკანოზი მიქაელ წურწუმია).
  32. წმ. მეფე დავით წინასწარმეტყველის ეკლესია. რუისის ქუჩაზე (მეტეხის კლდე) (იღუმენი მაკარი, კიტეიშვილი).
  33. დიდუბის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია. აკაკი წერეთლის გამზირი №44. ტელ: 35-11-08 (დეკანოზი სვიმონ ნუცუბიძე).
  34. წმ. თამარ მეფის ეკლესია. დოლიძის ქუჩაზე (დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე).
  35. ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ეკლესია. ნაძალადევის რაიონი, ეროსი მანჯგალაძის (ყოფილი თოფურიძის) ქ. №1. ტელ: 95-56-57 (დეკანოზი ვახტანგ ასათიანი).
  36. წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესია ელიას მთაზე.
  37. წმ. ილია წინასწარმეტყველის (თეზბიტელის) ეკლესია. ა.ყაზბეგის ქუჩაზე (მღვდელი ნიკოლოზ ჩიტია).
  38. წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესია. მეფე ერეკლე II-ის მოედანი №1, საქართველოს საპატრიარქოში (მღვდელმონაზონი მიქაელი, ყაზიშვილი).
  39. წმ. ილია მართლის სახელობის ეკლესია, აგრარული უნივერსიტეტის წინ.
  40. წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. ლეო ქიაჩელის ქ. №21, ტელ: 99-87-95 (დეკანოზი ლეონტი ჟვანია).
  41. წმ. მართალი ლაზარეს ეკლესია. დიღომი, კინოსტუდიის ეზოში (დეკანოზი გიორგი დადუნაშვილი).
  42. წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესია („ლურჯი მონასტერი“) ლეო ქიაჩელის ქ. №25. ტელ: 98-73-49 (დეკანოზი დავით შარაშენიძე).
  43. მთაწმინდის მამა დავითის ეკლესია. ტელ: 99-70-39 (დეკანოზი ბასილი კიკვაძე).
  44. წმ. მარინეს ეკლესია. არჩილ ჯორჯაძის №2, ქაშუეთის ეკლესიის I სართული. ტელ: 99-01-12 (არიქმანდრიტი სოკრატე, ჭულუხიძე).
  45. მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. მეტეხის აღმართი №1. ტელ: 76-25-01 (დეკანოზი აკაკი მელიქიძე).
  46. წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია. დიმიტრი უზნაძის № 117; გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ტერიტორია (მღვდელი ანდრია თოდაძე).
  47. წმ. მთავარანგელოზის ეკლესია. ნაძალადევი, მანჯგალაძის №1. ტელ: 95-56-57 (დეკანოზი ვახტანგ ასათიანი).
  48. წმ. მირიანის და ნანას ეკლესია. მთაწმინდის რაიონი. ჩიტაძის ქ. №9 (წმ. ნინოს ეკლესიის I სართული), ტელ: 98-93-03 (დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია).
  49. წმ. მირიანის და ნანას ეკლესია. მუხიანის დასახლება IV მ/რ. ტელ: 63-88-91 (არქიმანდრიტი სერაფიმე, კიკონიშვილი).
  50. წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. უზნაძის ქ. №47, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მღვდელი ალექსანდრე გალდავა).
  51. წმ. მიხეილ ტვერელის ეკლესია. ზალდასტანიშვილის ქ. №36. ტელ: 98-71-12 (დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი).
  52. წმ. ნიკოლოზის ეკლესია. ორთაჭალა, გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელება. ტელ: 72-35-56 (დეკანოზი ბესარიონ მენაბდე).
  53. წმ. ნიკოლოზ სახელობის ეკლესია. ნარიყალას ციხესიმაგრე, ასასვლელი საიათნოვას მოედნიდან. ტელ: 72-90-64 (დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია).
  54. წმ. ნიკოლოზის ეკლესია. ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ. №7. ტელ: 95-95-00 (დეკანოზი ზურაბ სირაძე).
  55. წმ. ნიკოლოზის ეკლესია. აეროპორტის დასახლება. ტელ: 94-71-65 (მღვდელი პავლე ჯანგავაძე).
  56. წმ. ნინოს ეკლესია. მთაწმინდის რაიონი, ჩიტაძის №9. ტელ: 98-93-03 (დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია).
  57. წმ. ნინოს ეკლესია. ჩუღურეთი, ჩხეიძის ქ. №32. ტელ: 96-93-95 (დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი).
  58. წმ. ნინოს ეკლესია. კუკია, ნორიოს აღმართი №36. ტელ: 95-07-70 (არქიმანდრიტი გაბრიელი, ჩოჩოშვილი).
  59. წმ. ნინოს სახელობის ეკლესია. ვაჟა-ფშაველას გამზირი №53. ტელ: 32-11-91 (მღვდელი იოსებ გოგოლაძე).
  60. წმ. ნინოს სახელობის ეკლესია. ორხევის დასახლება, ორხევის დასახლება, კობა აბზიანის ქ. (მღვდელი მელქისედექ ხვედელიძე).
  61. წმ. პანტელეიმონის ეკლესია. გ.რჩეულიშვილის (ყოფილი სევასტოპოლის) ქ. ვერის სასაფლაო. ტელ: 29-41-18; 39-17-61 (დეკანოზი გიორგი ჩაჩავა).
  62. წმ. პანტელეიმონის ეკლესია. ლილოს დასახლება, ტელ: 41-29-28 (მღვდელი კონსტანტინე სეხნიაშვილი).
  63. წმ. პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია. ვაჟა-ფშაველას №27, რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს შენობა, ტელ: 39-89-94 (მღვდელი დავით შენგელია).
  64. მოციქულთა თავთა წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია. ავლაბარი, წმ. პეტრე-პავლეს სასაფლაო (დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი).
  65. წმ. სამების ეკლესია. მანჯგალაძის ქ. №6. ტელ: 99-00-32; 99-64-34 (არქიმანდრიტი ანტონი, ნადიბაიძე).
  66. წმ. სამების ეკლესია. ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი, ტელ: 25-37-45.
  67. ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია. რუსთაველის გამზირისა და ჯორჯიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე. ტელ: 99-01-12 (არიქმანდრიტი სოკრატე, ჭულუხაძე).
  68. წმ. ქეთევან წამებულის ეკლესია. ავჭალა. ჩიქანიას ქ. №27 (მღვდელი გიორგი რაზმაძე).
  69. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია. თემქა, III მ/რ (დეკანოზი ილია წერეთელი).
  70. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია. შალვა ნუცუბიძის პლატო, III კვარტალი (დეკანოზი ისე არხოზაშვილი).
  71. ღვთისმშობლის შობის ეკლესია. დ.უზნაძის ქ. №58 (ყოფილი კამოს) ქუჩა, სამშობიარო სახლის ტერიტორიაზე (იღუმენი ეფრემი, კეზევაძე).
  72. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ავჭალა, ყოფ. ბავშვთა კოლონია. ტელ: 65-85-66 (მღვდელი გიორგი დორეული).
  73. ყოველთა ქართველთა წმიდათა ეკლესია. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელ. ახვლედიანის აღმართი №8 (დეკანოზი მიქაელ შაიშმელაშვილი).
  74. ყოველთა ქართველთა წმიდათ ეკლესია. დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის №8, 186-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე (დკანოზი დავით შაქარაშვილი).
  75. ცხრა კოლაელ ყრმათა ეკლესია. ვაზისუბნის დასახლება, ტელ: 78-54-52 (მღვდელი იოანე მამნიაშვილი).
  76. პატიოსანი ჯვრის ეკლესია („ჯვრისმამა“). იერუსალიმის ქ. №8/9; სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს. ტელ: 98-90-12 (დეკანოზი ტარიელ სიკინჭელაშვილი).
  77. კავთის წმ. დიდმოწამე გიორგის ეკლესია. სოფელი დიღომი.
  78. წმ. გიორგის ეკლესია („მძლეთა“). წყნეთი.
  79. წმ. გიორგის ეკლესია. გარდაბნის რაიონი სოფ. წინუბანი. მდ. ლოჭინის მარჯვენა ნაპირზე (მღვდელი კახაბერ უერთაშვილი).
  80. უძოს წმ. გიორგის ეკლესია. კოჯორი, უძოს მთა.
  81. წმ. გიორგის ეკლესია. ზედაზნის მოპირდაპირე მთაზე (მღვდელი გიორგი რაზმაძე).
  82. წმ. დემეტრეს ეკლესია. მცხეთა, სოფ. კოდმანი.
  83. წმ. ევსტათის ეკლესია. სოფ. ლისი (დეკანოზი გიორგი უგერხელიძე).
  84. წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონის ეკლესია. სოფ. დიღომი, დიდგორის ქუჩა.
  85. წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. სოფ. ნორიო (მღვდელი კახაბერ უერთაშვილი).
  86. კვირაცხოვლის ეკლესია (წმ. თომა მოციქულისა), სოფ. მარტყოფი (მღვდელი ზაზა ბეჟანიშვილი).
  87. კვირაცხოვლის ეკლესია. სოფ. წავკისი (მღვდელი დავით მინდორაშვილი).
  88. წმ. დიდმოწამე მარინეს ეკლესია. სოფ. დიღომი.
  89. წმ. მარინეს ეკლესია. სოფ. წავკისი (მღვდელი დავით მინდორაშვილი).
  90. წმ. მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესია. სოფ. ნორიო (მღვდელი კახაბერ უერთაშვილი).
  91. წმ. მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესია. სოფ. მარტყოფი (მღვდელი ზაზა ბეჟანიშვილი).
  92. წმ. ნინოს ეკლესია. სოფ. ქვემო თელეთი (მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი).
  93. წმ. ნინოს ეკლესია. სოფ. ქვემო თელეთი (მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი).
  94. წმ. ნინოს ეკლესია. გარდაბნის რაიონი, სოფ. ახალსოფელი (მღვდელი სვიმონ მძინარიშვილი)
  95. არმაზის წმ. ნინოს ეკლესია. მცხეთა, არმაზი, ა. გიორგობიანის ქუჩაზე (მღვდელი მაქსიმე ფაიქიძე).
  96. წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ეკლესია. სოფ. კოჯორთან.
  97. წმ. პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის ეკლესია. ავჭალა, პეტრე მოციქულის მთა (მღვდელი გიორგი რაზმაძე).
  98. წმ. სამების ეკლესია. სოფ. წეროვანი (მღვდელი კონსტანტინე სეხნიაშვილი).
  99. წმ. სამების ეკლესია. სოფ. ძეგვი (მღვდელი ილია მაღლაფერიძე).
  100. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. ქვემო წყნეთი (არქიმანდრიტი იოანე, ოროპირიძე).
  101. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. მარტყოფი (მღვდელი ზაზა ბეჟანიშვილი).
  102. ღმრთისმშობლის შობის ეკლესია. სოფ. გარდაბანი (დეკანოზი ზურაბ ხაჩიძე).
  103. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. ტაბახმელა (მღვდელი კონსტანტინე სეხნიაშვილი).
  104. ღმრთისმშობლის ეკლესია. სოფ. ლისი (დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე).
  105. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. ნორიო (მღვდელი კახაბერ უერთაშვილი).
  106. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. შინდისი (არქიმანდირი იოანე, ოქროპირიძე).
  107. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფ. წავკისი (მღვდელი დავით მინდორაშვილი).
  108. ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. მცხეთის რაიონი, სოფ. ქსოვრისი.
  109. კარის ღმრთისმშობლის ეკლესია. სოფ. ძეგვი.

მონასტრები:

  1. იოანე ზედაზნელის მამათა მონასტერი. ზედაზნის მთაზე (იღუმენი საბა, კუჭავა)
  2. შავნაბადის წმ. გიორგის მამათა მონასტერი. ქვემო თელეთი, შავნაბადის მთა (არქიმანდრიტი შიო, გაბრიჭიძე)
  3. შიომღვიმის მამათა მონასტერი. მცხეთა, სარკინის (სხალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე (არქიმანდრიტი მიქაელი, გაბრიჭიძე)
  4. ჯვრის მონასტერი. მტკვრისა და არაგვის შესართავთან (იღუმენი კონსტანტინე, ჭინჭარაული)
  5. „ღვთაების“ წმ. ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერი. სოფ. მარტყოფიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ-ის მანძილზე (იალნოს მთა) (იღუმენი ბენიამინი, ბელქანია)
  6. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი. მდინარე ვერის ხეობაში, თბილისიდან დასავლეთით 17 კმ. მანძილზე (იღუმენი საბა, კუჭავა)
  7. წმ. გიორგის მონასტერი. სოფ. თელეთი (იღუმენი ამბროსი, ჩომახიშვილი)
  8. სამთავროს წმ. მოციქულთასწორის ნინოს მონასტერი. ქ. მცხეთა (იღუმენია ქეთევანი, კოპალიანი)
  9. წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დედათა მონასტერი. ავჭალა, ბიჭვინთის ქ. №20. ტელ: 62-33-65 (დეკანოზი რევაზ სიხარულიძე)
  10. ფერისცვალების დედათა მონასტერი. ავლაბარი, ფერისცვალების ქ. №7. ტელ: 74-28-23 (იღუმენია მარიამი, მიქელაძე)
  11. წმ. ეკატერინეს დედათა მონასტერი. მცხეთა, რკინიგზის სადგურის პირდაპირ ხეობაში (იღუმენია პელაგია)
  12. ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. სოფ. მარტყოფი (იღუმენია მარიამი, მიქელაძე)

სტავროპიგიული მონასტრები:

  1. გარეჯის მამათა მონასტერი
  2. ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი - იღუმენია თეოდორა (მახვილაძე)
  3. ფოკის დედათა მონასტერი - იღუმენია ელისაბედი
  4. სოფ. შემოქმედის წმ. ნიკოლოზის სტავროპიგიული დედათა მონასტერი - არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ღლონტი)