სასულიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურის საგამომცემლო ჯგუფი
„ანთიმ ივერიელი“

ქრისტიანია, ვინც ქრისტიანულად აზროვნებს და ქრისტიანულად მოქმედებს.
ილია II, სრულიად საქართველოს
კათოლოკოს-პატრიარქი

ქრისტიანული აზროვნების მისაღებად კი, ცხადია, ქრისტიანული, სახარებისეული განათლებაა საჭირო, რომელიც თავისთავად უდიდესი მნიშვნელობის შემცველია: „გაანათლეთ კაცობრიობა ქრისტეს მცნებების უსაღმრთოესი ჭეშმარიტებით.... და არა მხოლოდ კერძო კაცის კვლა, არამედ მოისპობა ქვეყნის დამღუპველი ომიანობაც“ - ამბობს წმინდა ბერი ალექსი (შუშანია)

სასულიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურის გამომცემლობა „ანთიმ ივერიელი“ ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს და გეგმავს სერიით: ქრისტიანული აზროვნებისათვის გამოსცეს ამ სამამულიშვილო საქმისათვის ისეთი აუცილებელი წიგნები, როგორებიცაა: „ვიაზროვნოთ ყოველდღე სახარებისეულად“ (ყოველდღიური სახარების საკითხავების განმარტებები); „ღვთივკურთხეული ქორწინება და ღვთისსათნო ოჯახი“; „როგორ შევარჩიოთ სულიერი მოძღვარი და რას ნიშნავს მოძღვრის კურთხევა“; წმინდა იოანე ოქროპირის შემოქმედების „სიმფონია“; „აღსარების აგება საზვერეების მიხედვით“; „ფსალმუნთა განმარტებები წმინდა ათანასეს დიდის მიერ“, „მისტიკური ღვთისმეტყველება“ და სხვა სასულიერო-საგანმანათლებლო ხასიათის ლიტერატურა.

გამომცემლობა სათანამშრომლოდ იწვევს ყველა დაინტერესებულ სასულიერო და საერო პირს: კვალიფიციურ რეცენზენტებს; რუსული და ბერძნული ლიტერატურისა და ძველი ქართული ხელნაწერების მთარგმნელებს, ფილოლოგებს, მკვლევარებს, ასევე სპონსორებსა და ინვენსტორებს.

საკონტაქტო ტელეფონი
891-20-21-13


ჩვენ მიერ გამოცემული ან გამოსაცემად მომზადებული ლიტერატურა:

1. წმიდა მღვდელთმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) „მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების გადმოცემა ღმრთისმშობლის შესახებ“, თბილისი 2003.

ნებადართულია დასაბეჭდად საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობის სარეცენზიო საბჭოს მიერ. თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

„ბროშურა მრავალ საინტერესო კითხვას პასუხობს: რატომ გახდა აუცილებელი ძე ღმერთის თვითშეწირვა? მაცხოვრის განკაცებისას რატომ იქნა უარყოფილი კაცთა ჩასახვის ჩვეულებრივი წესი? რამდენად ბუნებრივია ადამიანისათვის ქალწულობის შენარჩუნება?... ქართველი მკითხველი დიდ სულიერ სარგებელს მიიღებს წინამდებარე ნაშრომიდან“.


2. არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი) „თეთრი მონოზვნობა“, თბილისი 2004.
დაიბეჭდა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით. თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ; რედაქტორი ქეთევან მამასახლისი.

„სიყვარულით ძრწოლვა საღმრთო ნათელის მიმართ, ეს ის საქორწილო სამოსელია, რომლის გარეშეც სასუფეველში შესვლა შეუძლებელია... რა არის სინამდვილეში „მართლმადიდებლობა“? მართლმადიდებლობა ეს არის ცხოვრების წესისა და რწმენის ზუსტი შესაბამისობა ადამიანსა და შემოქმედს შორის დადებულ ახალ აღთქმასთან - სახარებისეულ გაცხადებასთან.“.


3. ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში) „ნიკეის წმიდა VII მსოფლიო კრების კანონები განმარტებებით“, თბილისი 2004.

გამოცემულია საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ საგამომცემლო ცენტრის მიერ.

პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს მუდმივმოქმედი საღვთისმეტყველო კომისიის წევრი; თარგმნა და მოამზადა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

„წიგნი გათვალისწინებულია არა მხოლოდ ქრისტიანებისათვის, არამედ ყველასათვის, ვისაც აინტერესებს საეკლესიო ცხოვრება და სამართალი, ისტორიკოსებისათვის, იურისტებისათვის, ფილოლოგებისათვის“.


4. ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში) „ნიკეის წმიდა I მსოფლიო კრების კანონები განმარტებებით“, თბილისი 2004.

გამოცემულია საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ საგამომცემლო ცენტრის მიერ.

პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს მუდმივმოქმედი საღვთისმეტყველო კომისიის წევრი; თარგმნა და მოამზადა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

„წიგნი გათვალისწინებულია არა მხოლოდ ქრისტიანებისათვის, არამედ ყველასათვის, ვისაც აინტერესებს საეკლესიო ცხოვრება და სამართალი, ისტორიკოსებისათვის, იურისტებისათვის, ფილოლოგებისათვის“.


  5. ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში) „კონსტანტინოპოლის წმიდა II მსოფლიო კრების კანონები განმარტებებით“, თბილისი 2005.

გამოცემულია საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ საგამომცემლო ცენტრის მიერ.

რედაქტორი გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების განყოფილების წევრი; თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

„განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ ყოფს ჩჩჳილთა“ (ფს. 118, 130).


  6. ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში) „ეფესოს წმიდა III მსოფლიო კრების კანონები განმარტებებით“, თბილისი 2005. სარეგ. #29.

ტექსტის რედაქტორი და რეცენზენტი მღვდელმონოზონი დოსითეოზი; თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ; კორექტორი ნანა ოლქიშვილი.

გამოიცა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ საგამომცემლო ცენტრის მიერ.

„საეკლესიო სამართლის კანონიკური ძეგლების თარგმნა დიდი მნიშვნელობის საქმეს წარმოადენს... მისი პრაქტიკული გამოყენება აქტუალურია, რადგან იგი აწესრიგებს საეკლესიო წყობასა და ეკლესიის წევრთა საზოგადო ცხოვრებას... წინამდებარე ნაშრომი კარგ სამსახურს გაუწევს საეკლესიო სამართლით დაინტერესებულ საეკლესიო საზოგადოებას, სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებს“ (სარეცენზიო დასკვნიდან).


  7. ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში) „საეკლესიო სამართალი. წმიდა მოციქულთა კანონები განმარტებებით“, თბილისი 2006, სარეგ. #75.

გამოცემულია საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ საგამომცემლო ცენტრის მიერ.
ტექსტის რედაქტორი და რეცენზენტი იღუმენი დოსითეოზი, სასულიერო აკადემიის დეკანი; თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ; ტექსრის კორექტორი ნანა ოლქიშვილი.

„საეკლესიო სამართალში მოციქულთა კანონებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული კანონი 85 განწესებას მოიცავს და პირველი ადგილი უჭირავს თითქმის ყველა სამართლებრივ კრებულში. მისი ავტორიტეტი სპეციალურად განსაზღვრა ტრულის (691) მსოფლიო საეკლესიო კრებამ. ამ კანონებით სარგებლობდა ადრექრისტიანული ეკლესია და იგი შემოინახეს მოციქულებრივმა მამებმა. მოციქულთა კანონები იყო ის ბაზა, რომელზედაც შემდგომში დაფუძნდა მსოფლიო საეკლესიო კრებათა მთელი კანონშემოქმედება... ეპ. ნიკოდიმ მილაშის განმარტებები მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში არიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო... მთარგმნელი შეეცადა მაქსიმალურად მიახლოვებოდა ტექსტს და ზუსტად გადმოეცა ტერმინთა შინაარსი...“ (სარეცენზიო დასკვნიდან).


8. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) „მორჩილების საიდუმლო“, თბილისი 2004.
დაიბეჭდა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით; თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ; რედაქტორი ქეთევან მამასახლისი.

„როგორც მატერიალურ, ისე სულიერ სამყაროში არსებობს უცვლელი პრინციპი, რომელსაც სტრუქტურა ეწოდება... სტრუქტურების არსებობა შეუძლებელია თანადაქვემდებარების კანონის დაუცველად. ასე დგინდება გარკვეული სახის იერარქია, რომელიც არა მხოლოდ ყოფიერებას ინარჩუნებს, როგორც ორგანიზაცია, არამედ ყოფიერების მიზანდასახულობასაც ახორციელებს“.


  9. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) „სულიერი ღვაწლის შესახებ“, თბილისი 2005.
დაიბეჭდა ბათუმისა და სხალთის მთავაერლისკოლოსის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით; თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ; რეცენზენტი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე; რედაქტორი ქეთევან მამასახლისი.

„ვფიქრობ, ამჟამად ყველაზე ქმედით ღვაწლს ასაღორძინებლად თითოეული ჩვენგანის, მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვისაც კი, „იესოს ლოცვა“ წარმოადგენს. თუკი მონოზვნები და ერისკაცები თავიანთი ცხოვრების მთავარ საქმიანობად „იესოს ლოცვას“ ჩათვლიან, მაშინ, ვიმედოვნებ, ღვთის სასწაული შედგება, როგორც ეს ბიზანტიის დაცემის წინ მოხდა, - უფალი მოგვმადლებს დღეგრძელობას. ღირსი იოანე სინელი ამბობს: „იესო ქრისტეს სახელით ებრძოლე მოწინააღმდეგეს, ამაზე ძლიერ იარაღს ვერ მოიძევ ვერც ნიწაზე და ვერც ზეცაში“. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს უფრო აღმატებული ძალა, ვიდრე იესო ქრისტეს სახელია, როცა ის ადამიანის გულს შეეუღლება“.


10. ბერი პაისი მთაწმინდელი „სულის საწამლო ბალახები“, თბილისი 2004.

გამოიცა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის „ლაზარეს“ მიერ.
პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს მუდმივმოქმედი საღვთისმეტყველო კომისიის წევრი, ამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის წევრი; თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ; წინის რედაქტორი ქეთევან მამასახლისი.

„ის, რომ სულს ჯერ კიდევ აღელვებს მგრძნობიარე სამყაროს სილამაზე, ათვალსაჩინოებს, რომ მასში ისევ ცოცხალია დაუდგრომელი წუთისოფელი. ამიტომ მას ქმნილება იზიდავს და არა შემოქმედი; იზიდავს თიხა და არა ღმერთი“.


11. ბერი პაისი მთაწმინდელი „შესაწევნელი სიტყვა მიწიდან ზეცაში აღსავალ გზაზე“, თბილისი, 2004.

დაიბეჭდა ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსის ისაიას ლოცვა-კურთხევით
რედაქტორი ქეთევან მამასახლისი; თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

„აღფრთოვანებას იმსახურებს არა ის, ვინც მთვარეს უახლოვდება, არამედ - ვინც ამქვეყნიურ სიბრძნეს გაურბის და ღმერთს უახლოვდება.

მიჰყევით ქრისტეს გზას, რომელიც ჯვარზე გადის, თუ გინდათ, რომ აღდგომის სიხარულით გაიხაროთ“.


12. ბერი პაისი მთაწმინდელი „მონოზვნად ჩინებულთათვის“, თბილისი, 2004.
პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს მუდმივმოქმედი საღვთისმეტყველო კომისიის წევრი; თარგმნა და მოამზადა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

„მშობმლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ შვილებს, როცა ღმერთი მათ მონოზვნად უხმობს, რადგან ეს უაღრესად დიდი მისიაა, და იმაზე აღმატებული, რასაც მშობლები უფლისთვის აღასრულებენ საკუთარი მისიით“.

სამონოზვნო გზას შედგომილი, ბერი პაისის ამ წერილებში ფასდაუდებელ საუნჯეს იპოვის; უდიდეს სარგებელს მიიღებს კეთილმსახური ერისკაციც, რამეთუ ბერის სიტყვებით, სახარების იდეალი და ქრისტეს მცნებები ერთია ყველასათვის.


  13. შვიდგზის ლოცვანი, თბილისი 2006, სარეგ. #116.

„როცა მოაწევს საათი ლოცვისა, შინ ხარ, სასწავლებელში, სამსახურში თუ გზაში, შეჩერდი და დაიწყე ლოცვა ქვემოთ მითითებული წესის მიხედვით და ღმერთი მარად იქნება შენი მფარველი. ამინ!
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.


14. „მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი.

გამოსცა გამომცემლობა „ალილო“, თბილისი 2007, სარეგ. #149.

გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 90-ე წლისთავს და სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 30-ე წლისთავს.

რედაქტორი და რეცენზენტი იღუმენი დოსითეოზი, სასულიერო აკადემიის დეკანი; ტექსტის რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ია გრიგალაშვილი; თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ; იდეის ავტორი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი საღვთისმეტყველო კომისიის წევრი გიორგი ანდრიაძე.

„საეკლესიო სამართლებრივი შეგნების ამაღლების აუცილებლობა თავისთავად აყენებს დღის წესრიგში მსოფლიო საეკლესიო კრებათა განწესებებისა და განსაკუთრებით მათი კომენტარების ხელმისაწვდომობის საკითხს... წიგნი განკუთვნილია უპირველესად კლერიკოსთათვის, მათთვის, ვინც პასუხისმგებელია და უფლებამოსილი საეკლესიო ცხოვრების წარმართვაზე. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის; ისტორიკოსების, იურისტებისა და საეკლესიო სამართლით დაინტერესებულ მეცნიერთათვის, აგრეთვე სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებისათვის“.
სარეცენზიო დასკვნიდან


15. „ღირსი სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი - ცხოვრება, მოღვაწეობა, სასწაულები, დაუჯდომელი“.

გამოსცა გამომცემლობა „ხარებამ“, თბილისი 2007, სარეგ. #168.

ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით გამოსაცემად მოამზადა წმიდა ანთიმ ივერიელის სახელობის რუმინეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოებასთან არსებული საეკლესიო ლიტერატურის საგამომცემლო ჯგუფმა. რედაქტორ-რეცენზენტი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი; თარგმნა ნინო ჩიხლაძემ; პასუხისმგებელი გამოცემაზე დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

„ესე ჩვენი მოდგმისა არს“ - ასე განაცხადა ზეციურმა დედოფალმა ღირსი სერაფიმეს შესახებ“.


16. „მართლმადიდებლური კალენდარი-წიგნი - 2008“.

გამოსაცემად მოამზადეს: ათანასე ბეჭვაიამ, ვლადიმერ ჩხიკვაძემ და ვიქტორ დავითაშვილმა; ტექნიკური რედაქტორი ალექსი შოშიაშვილი.

გამოსცა გამომცემლობა „ალილომ“.

800 ხატით, ყოველდღიური სახარების საკითხავებით, ეკლესიის მამების შეგონებებით, წმინდანთა სახელების თარიღებითა და განმარტებებით.


  17. „საეკლესიო კალენდარი - 2005“ (კედლის, გადასაშლელი, 14 ფურცლიანი).

გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ საგამომცემლო ცენტრის მიერ.

მოამზადეს: გიორგი ანდრიაძემ, ათანასე ბეჭვაიამ, გიორგი კაციტაძემ, გიორგი ნავროზაშვილმა, ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

ყოველი დღის წმინდანთა ხატებით, ეკლესია-მონასტრების ხედებით, სამების საკათედრო ტაძრის კანკელისა და საკურთხევლის ხატებით, ეპარქიების ახალი რუქით, წმინდანთა სახელების თარიღებითა და განმარტბებით.


18. პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი „დოგმატური ღვთისმეტყველება“, მეორე, შესწორებული გამოცემა. სარეგ. #110, თბილისი 2006.

რედაქტორ-რეცენზენტი იღუმენი დოსითეოზი, სასულიერო აკადემიის დეკანი; თარგმნა ნინო ბელთაძემ; გამოსაცემად მოამზადა ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

გამოსცა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ საგამომცემლო ცენტრმა.
„ნაშრომი მარტივი ენითაა დაწერილი, მისი სტრუქტურა და გადმოცემის სტილი სრულად ეთანადება საღვთისმეტყველო მეცნიერების თანამედროვე მეთოდოლოგიას. ნაშრომი თავისუფალია ძველი დოგმატური სახელმძღვანელოებისათვის დამახასიათებელი სიმშრალისა და სტრუქტურალიზმისაგან. ავტორმა შემოგვთავაზა დოგმატური ღვთისმეტყველების, როგორც მეცნიერების, შედარებით ახალი სისტემატიზაცია. გასაგები საღვთისმეტყველო ენით გადმოგვცა ეკლესიაში აღიარებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი“ (სარეცენზიო დასკვნიდან).


19. წმიდა ბასილი დიდი „80 წესი ქრისტიანული ზნეობის შესახებ“. თბილისი 2006, სარეგ. #86.
თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ; კორექტორი ათანასე ბეჭვაია.

„წმიდა ბასილი დიდის „წესები“ რჩევა-დარიგებაა ყველა ქრისტიანულ სათნოებათა შესახებ და, ამგვარად, მოიცავს ჭეშმარიტ ღვთისსათნო ცხოვრების მთელ წრეს. წმიდა ბასილი დიდის ეს ნაშრომი მთელი სავსებით აღასრულებს წმიდანის ერთ-ერთ წესს, კერძოდ: „ყოველი სიტყვა დამოწმებულ უნდა იქნეს ღვთივსულიერი წერილით, კეთილთა დასარწმუნებლად და ბოროტთა შესარცხვენად“. წმიდანის მიერ მოცემული თითოეული წესი დამოწმებულია მასში შემავალ საკითხთან დაკავშირებული ახალი აღთქმის წმიდა წიგნების ტექსტებით, ხოლო მთელი თხზულება ახალაღთქმისეული ზნეობრივი კანონებისა და დარიგებების სისტემატიზირებულ კრებულს წარმოადენს. თავისთავად ცხადია, რომ წმიდა ბასილი დიდის ეს თხზულება ყოველი ქრისტიანის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს“.


  20. „საეკლესიო კალენდარი - „აღდგომიდან-აღდგომამდე“, 2006-2007“ (კედლის, გადასაშლელი, 24 ფურცლიანი).

მოამზადეს: ათანასე ბეჭვაიამ, ვლადიმერ ფირცხალავამ, ვლადიმერ ჩხიკვაძემ.

ყოველი დღის წმინდანთა ხატებით.


  21. „საეკლესიო კალენდარი - 2008“ (კედლის, „მოსახევი“), სარეგ. #212.

მოამზადეს: ვლადიმერ ჩხიკვაძემ და ათანასე ბეჭვაიამ.

გამოსცა გამომცემლობა „ხარებამ“.

ყოველი დღის წმინდანთა ხატებით, სახარების საკითხავებით, ეკლესიის მამათა სწავლებებით.


22. „ღვთივკურთხეული ქორწინება და ღვთისსათნო ოჯახი“

რეცენზენტი - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, კონსულტანტი - არქიმანდრიტი ნიკოლოზი, რედაქტორ-კორექტორი - მარინე კერესელიძე, შეკრიბა და თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ
წარმოდგენილი ნაშრომი განსაკუთრებულად აქტუალურია. შეიძლება ითქვას, რომ იგი საუკეთესო სახელმძღვანელოდ გადაიქცევა ყველა ახალდაქორწინებულის ცხოვრებაში, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება.

წმ. მამათა შეხედულებები, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მიღებული პრაქტიკა, ვფიქრობ, სასულიერო პირებსაც დაეხმარება ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში (სარეცენზიო დასკვნიდან).


  23. სხვადასხვა სახის კალენდრები და კედლის პლაკატები: „მკურნალნი და მეოხნი ჩვენნი წინაშე ღვთისა“; „ვნებანი ცოდვათანი და მათი შემმუსვრელი სათნოებანი - წმ. იოანე სინელის „კიბის“ მიხედვით“; „აღდგომისა და საუფლო დღესასწაულის ხატებით“; „ოპტინელი ბერების ლოცვით“; „სანიშნე-კალენდრები“; „მაგიდაზე დასადგმელი“; „საოფისე“.

 

ბევრი, ამ გამოცემათაგან, სასურველია კვლავ გამოიცეს, მათზე მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რასაც, უსახსრობის მიზეზით, საგამომცემლო ჯუფი თავის ძალებით ვერ ახორციელებს.

იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა. ღმერთი გფარავდეთ და გეწეოდეთ ყველა კეთილ სქმეში.

პატივისცემით, ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩხიკვაძე