- ღ -
„ღამითგანსა“ - საეკლესიო საგალობლის (კანონის) მე-5 გალობა, რომლის სახელწოდება აღებულია ბიბილიური ისაიას გალობის დასაწყისი სიტყვის მიხედვით „ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო“ (ისაია 6, 9).
„ღაღადვყავსა“ - საეკლესიო საგალობლის მე-6 გალობა, რომლის ქართული სახელწოდება აღებულია ბიბლიის იონას გალობის დასაწყისი სიტყვიდან: „ღაღადვყავ ჭირსა შინა“ (იონა 2, 3).
ღვთის გლახა - იხ. სალოსი.
ღვთისმსახურება - წარმოადგენს განწესებულ რიგზე დაწყობილ ლოცვებს და საღვთო მოქმედებებს, რასაც მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს ეკლესიაში ან მის გარეთ. ღვთისმსახურება არის საზოგადო და კერძო.
ღვთისმსახურების წიგნები - საეკლესიო წიგნები, რომელთა მიხედვით ხდება ღვთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში. მთავარი ასეთი წიგნებია: ტიპიკონი, წესდება, კონდაკი, პარაკლიტონი, თვენი (სვინაქსარი), ლოცვანი, კურთხევანი და სხვა.
„ღვთისმშობლისა“ - ყოველი გალობის ბოლო მუხლი (ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი გალობა), რომელსაც წინ უძღვის ფრაზა: „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
ღვთისმშობლის მიძინება - იხ. მიძინება.
ღრუბელი - გამოიყენება ლიტურღიაზე ბარძიმის განსაწმენდად. სიმბოლურად აღნიშნავს იმ
ღრუბელს, რომელიც მხედარმა დაასველა ნაღველნარევ ძმარში და მიაწოდა ჯვარცმულ იესოს
დასალევად.