სამი მღვდელმთავრის ტაძარი
ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის სახელზე

მისამართი: დიღმის მასივი, მეოთხე კვარტალი, 130-ე საშუალო სკოლის ეზოში. დიღმის მასივის ბაზრის გვერდით.

ისტორია: ტაძარის ფუნდამენტი 1994 წელს აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია-II. ტაძრის აღმშენებელია ქართველი ბიზნესმენი ივანე შენგელია.

არქიტექტურა: ტაძარი არის ჯვარ გუმბათოვანი, თიანეთის რაიონში მდებარე სოფელ კვეტერას ეკლესიის მსგავსი. არქიტექტორი - რეზო ჟანაშია.

მსახურება: ყოველ ხუთშაბათს აღევლინება პარაკლისი

სიწმიდე: ტაძარში დაბრძანებულია მაცხოვრის აღდგომის ხატი, მაცხოვრის საფლავის წმიდა ნაწილით.

 

სამი მღვდელმთავრის ხატი ტაძრის სამრეკლო