ჯვარის მამა
მისამართი:
იერუსალიმის ქ. № 8/9, ლესელიძის ქ. № 41.
ტელეფონი: 98-90-12.
ისტორია: ჯვარის მამა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის
წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი
ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იდგა ტაძარი, რომელიც
მონღოლთა შემოსევის დროს დაინგრა. ეკლესია XVI საუკუნეში
აღუდგენიათ, ჩვენამდე მოღწეული შენობა არქიტექტურულად სწორედ XVI-XVII
საუკუნეებს მიეკუთვნება და ღოუბნის ორმოც მოწამეთა ტაძრის იდენტურია. 1795 წელს
აღა-მახმად ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია კვლავ იავარქმნილა. ხელახლა
აღადგინეს 1825 წელს. ტაძარი იერუსალიმის საპატრიარქოს ქართველი ბერების მეტოქი
(კუთვნილება) იყო. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს ეკლესიისა და მისი შემოგარენის
სარესტავრაციო სამუშაოები.
ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად დაწერილი ხატებია.
კანკელის ხატები შესრულებულია ხატმწერ დავით ხიდაშელის მიერ და შემოწირულია
გარდაცვლილთა - გელა ლაითიძესა და თემურ ავაზრელის სულთა საოხად.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 37, 1999 წ.
|