მისამართი: ნარიყალას ციხესიმაგრე. ასასვლელი საიათნოვას მოედნიდან.
ტელეფონი: 72-30-64.
ისტორია: თავდაპირველად აშენდა მე-13 საუკუნეში
დემეტრე თავდადებულის დროს. ხელმეორედ იკურთხა 1997 წლის 6 აპრილს, ლაზარეს შაბათს,
როდესაც იხსენიება „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. აკურთხა ამბა ალავერდელმა
მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძემ).
ქტიტორები არიან რომან გვენცაძე და თემურ კვარაცხელია. არქიტექტორი - ტარიელ
კიპაროიძე, კონსტრუქტორი - ზურა ვახტანგაძე.
არქიტექტურა: ჯვარ-გუმბათოვანი. დაახლოებით იმეორებს მეტეხის არქიტექტურას, ახასიათებს უფრო გვიანდელი დახვეწილი სტილი. აქვე იწყება მეფის სასახლის აღდგენა, რომლის პირველი სართული შენარჩუნებულია. დასასრულებელია გალავანი, საიდუმლო გვირაბები, ციხე-კოშკები.
ხატები: ტაძარში ძირითადად ახლადდაწერილი ხატებია, თუმცა არის 18-19 საუკუნის ხატებიც. ტაძარი მოხატეს დავით ხიდაშელმა და ლადო თევდორაძემ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 15, 1999 წ.