მისამართი: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი, სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორია.
ისტორია: ტაძრის არქიტექტორია ბ-ნი ვალერი ბახტაძე.
ეკლესიის საძირკველი ეკურთხა 1999 წლის მაისში. ამავე თვეს უწმინდესისა და
უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II ლოცვა-კურთხევით დაიწყო მშენებლობა. ტაძარი
ჯვარ-გუმბათოვანია. სიმაღლე - 17 მეტრი, სიგანე - 12x18
მეტრი, შიდა ფართობი - 170 კვადრატული მეტრი. მოპირკეთებულია ეკლარის ქვით.
ტაძრის აშენების ინიციატივა ქ. თბილისის მერიას და მის ხელმძღვანელს ბ-ნ ვანო
ზოდელავას, ასევე თბილისის ვაკის რაიონის გამგეობას ეკუთვნის. ტაძარი მთლიანად
მორწმუნე ერისკაცებისა და მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ტაძართან
აშენებულია სატრაპეზო და სანათლავი.
წმიდა სამების ტაძარი ამშენებლები: აბაიშვილი ვალიკო, თაყაძე ომარი, დანელია ზაზა,
მნათობიშვილი გოდერძი, ნაზღაიძე ალექსანდრე, გვრიტიშვილი გიორგი, გვრიტიშვილი
გოდერძი, ჩუბინიძე ამირანი, გორგაძე გალაქტიონი, ანთაძე ოთარი, მაცაბერიძე იური,
ჯანიკაშვილი დავითი, გურალია რევაზი, მაისურაძე ბონდო, ვასილიევი ვლადიმერი,
ბარნოვი თეიმურაზი.
ტიპიკონი: ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება ყოველდღიურად.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 14(65), 2000 წ.