წმიდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია

წმიდა მოწამე კეთილმორწმუნე, ტვერის მთავრის მიქაელის სახელობის ტაძარი აღმართულია თბილისში, წმინდა მთაზე ანუ მთაწმინდაზე.

ტაძარი აშენდა 1911-1913 წლებში, იმპერატორ ნიკოლოზ II ძმის, დიდი თავადის მიხეილ რომანოვის ინიციატივით (1878-1918). ტუბერკულიოზით დაავადებული დიდი მთავარი აბასთუმანში მკურნალობდა, რის შემდეგაც თბილისში დასახლდა, სადაც მეფის ნაცვალი ილარიონ ვო-რონცოვ-დაშკოვი და მისი მეუღლე ელისაბედი ყველა საშუალებით, მათ შორის ფინანსურითაც, მონაწილეობას იღებდნენ მასთან ერთად ტაძრის მშენებლობაში. (დიდი მთავარი მიხეილ რომა-ნოვი თავის მფარველ წმინდანად აღიარებდა წმ. მიქაელ ტვერელს).

კანკელი

იმ დროინდელი ჟურნალი „Кавказский Благовестник“, 1913 წლის მე-6 ნომერში, მე-9 გვერდზე აქვეყნებდა ინფორმაციას სათაურით: „ახალი ტაძარი თბილისში“.

„კვირა დღეს, 24 თებერვალს შედგა კურთხევა ახლად აგებული ეკლესიისა. კურთხევის მსახურება წმიდა ლიტურგიასთან ერთად აღასრულა საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკო-პოსმა ინოკენტიმ, ერევნის ეპისკოპოს პიმენთან და ქალაქის სამღვდელოებასთან ერთად. წირვის დამთავრების შემდეგ მის ბრწყინვალებას, გრაფინია ელისაბედ ანდრიას ასულ ვორონცოვა-დაშკოვას გადაეცა სამადლობელი წიგნი საეპარქიო-სამისიონერო-სასულიერო-საგანმანათლებ-ლო საძმოსაგან. ეგზარქოსმა ინოკენტიმ სამადლობელი სიტყვით მიმართა მის ბრწყინვალებას და აკურთხა წმიდა მიქაელ ტვერელისა და ღირსი ანა კაშინსკაიას ხატი თავისი კიოტით.

ნაკურთხი ტაძრის მშენებლობა დაჯდა 48.344 მანეთი და 13 კაპიკი – კანკელით და მთელი მოწყობილობით. ამ თანხიდან 37.680 მანეთი 99 კაპიკი შესწირა ტაძრის მშენებლობას გრაფინია ე.ა. ვორონცოვა-დაშკოვამ; დიდმა თავადმა მიხეილ ალექსანდრეს ძემ – 3000 მანეთი; მეფისნაცვალმა სამრეკლოსათვის – 2307 მანეთი; საძმოსაგან შეწირულობა შეადგენდა 8119 მა-ნეთს და 65 კაპიკს; მისასვლელი გზის მოწყობაზე რომელსაც დაერქვა ელისაბედის პროსპექტი, - დაიხარჯა 2763 მანეთი და 41 კაპიკი!“

წმიდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარი (1910-იანი წლები)
ფოტოზე აღბეჭდილია ლიტანიობა ტაძრის დღესასწაულზე
22 ნოემბერს (ძვ.სტ. 5 დეკემბერს).

ტაძრის ამოქმედება მიეძღვნა რომანოვების დინასტიის, მათი საიმპერატორო მმართველობის 300 წლისთავს.

მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიაში, მისი აშენებიდან და კურთხევიდან დღემდე არ შეწყვეტილა მღვდელმსახურება.

ამ ტაძრის პირველი წინამძღვარი იყო მღვდელი იოანე, რომელიც დაკრძალულია ტაძრის ეზოში; აქვე განისვენებს ტაძრის მომდევნო წინამძღვარი დეკანოზი სერგი პეტროვი (+1934წ.); მისი გარდაცვალების შემდეგ, მცირე ხნით, წინამძღვრობდა მღვდელი გიორგი დიდენკო, ხოლო მის შემდეგ ტაძრის წინამძღვართა სია, დღემდე ასე გამოიყურება:

უახლესი ისტორიიდან აღსანიშნავია ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელიც უკავშირდება ამ ტაძარს:

50-იანი წლების დასასრულს (1958 წელს), თბილისის დაარსებიდან 1500 წლისთავის აღსანიშნავად, ფუნიკულიორზე, გადაწყდა გაეყვანათ საბაგირო გზა, რომლის ხაზი გადიოდა ეკლესიის თავზე, და სამგზავრო ვაგონი მოძრაობისას სულ მცირე მანძილით სცილდებოდა ტაძრის წმიდა საკურთხეველს. გადმოცემით, ასეთი მკრეხელური გეგმის განხორციელების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა მაშინდელმა ტაძრის წინამძღვარმა (როგორც ჩანს – მღვდელმა ალექსანდრე რომანოვსკიმ) და გააფრთხილა ამ საქმის მომქმედნი შემდგომში მოსალოდნელი უბედურების შესახებ, რაც მრავალი წლის შემდეგ დატრიალდა: გაწყდა სამუხრუჭე ტროსი, რის შედე-გაც საშინელი სისწრაფით დაქანებულმა ვაგონმა დაანგრია რამოდენიმე სახლი მთაწმინდაზე, რასაც მოჰყვა მაცხოვრებელთა და ვაგონში მყოფ ადამიანთა მსხვერპლი...


ლუკსუმი წმიდა მიქაელ ტვერელის გამოსახულებით,
რომელშიც მოთავსებულია მოწამის წმიდა ნაწილი
(ჩამოსვენებულია ტვერის ლავრიდან)

 

მიქაელ ტვერელის ტაძრის მთელი წლის ტიპიკონი: