ღირსი მაკარი (+დაახლ. 830)
1 (14) აპრილი
ღირსი მაკარი (+830) - პელიკიტის მონასტრის იღუმენი, დაიბადა კონსტანტინეპოლში. იგი
ადრე დაობლდა და გადაწყვიტა, ღვთის სამსახურისთვის შეეწირა თავი. ღირსი მაკარი
ბითვინიაში, პელიკიტის მონასტერში წავიდა. აქ იღუმენი იყო სახელგანთქმული მოღვაწე
ღირსი ილარიონი (+754; ხს. 28 მარტს). იღუმენის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა მის
ადგილზე ერთსულოვნად ღირსი მაკარი აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორების, ლეონ V
სომეხი (813-820) და მიხეილ II (820-829) მეფობის დროს ღირსი მაკარი, წმიდა ხატთა
თაყვანისცემის გამო, გადაასახლეს კუნძულ ათუსიაზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც
დაახლოებით 830 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|