მოწამე პოლიკარპე (IV)
2 (15) აპრილი
წმიდა მოწამე პოლიკარპე (IV) ეწამა იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313)
მხილებისათვის, რომელმაც უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლი დაღვარა ალექსანდრიაში.
მან საჯაროდ აღიარა ქრისტე და ნებაყოფლობით წავიდა სატანჯველად. ხანგრძლივი წამების
შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|